კვირა, 28.04.2024, 22:15     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2012 » მარტი » 5 » “ლივერპულის” მეფე კენი
19:17
“ლივერპულის” მეფე კენი

გუშინ "ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი კენი დალგლიში 61 წლის გახდა. ჩვენი საიტი გთავაზობთ შოტლანდიელი სპეციალისტის განვლილი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს.

დაწყება:

კენეტ მეთისონ დალგლიში დაიბადა 1951 წლის 4 მარტს შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში,
ინჟინრის ოჯახში. მიუხედავდ იმისა, რომ ის გლაზგოს აღმოსავლეთით მდებარე უბნიდან, დალმარნოკიდანაა, დასავლეთ უბან, აიბროქსში ცხოვრობდა, რის შედეგადაც ის იზრდებოდა, როგორც გლაზგოს "რეინჯერსის" ფანი. კენი თავიდანვე გამოირჩეოდა ფეხბურთის ნიჭით, თუმცა მოედნის მოთამაშედ ხშირად არ თამაშობდა. "მილტონ ბანკის" კერძო სკოლაში დალგლიში მეკარე იყო. ამან დიდ ხანს არ გასტანა, მიუხედავად იმისა, რომ კენიმ შოტლანდიის სკოლის მოსწავლეთა გუნდშიც ითამაშა. 15-წლის ასაკში მან მომენტალურად მოხიბლა მის გარშემო მყოფი ადამიანები, როდესაც ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს ორჯერ გაუტანა. მომდევნო შეხვედრაში დალგლიშმა ინგლისელი მოსწავლეების წინააღმდეგ ითამაშა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, თუმცა გაზეთმა The People კენის კარგი თამაში აღნიშნა, რამაც ახალგაზრდა ტალანტს პროფესიონალური კარიერის დაწყებაში გზა გაუხსნა. 

"სელტიკი":
 
როგორც ყველა ბავშვს, პატარა დალგლიშსაც სურდა იმ გუნდში ეთამაშა, რომელსაც ქომაგობდა, თუმცა "რეინჯერსი" მას ყურადღებას არ აქცევდა. ამის მაგივრად, 1967 წელის მაისში "სელტიკის" მწვრთნელმა ჯოკ სტეინმა თავისი ასისტენტი შონ ფელონი კენის პროტესტანტ მშობლებთან გააგზავნა იმის საკითხად, ითამაშებდა თუ არა დალგლიში კათოლიკურ "სელტიკში". ფელონი უკან გახარებული დაბრუნდა და "სელტიკის" საბავშვო გუნდმა "კამბერნაულდ იუნაიტედიდან" დალგლიში იჯარის წესით აიყვანა. ყველაფერთან ერთად, კენი დურგლის შეგირდად მუშაობდა თუმცა ერთი წლის შემდეგ პროფესიონალური კონტრაქტი შესთავაზეს და სარეზერვო გუნდში რეგულარული თამაში დაიწყო.
 
სარეზერვო გუნდში პროგრესის შემდეგ, 1968 წლის 25 სექტემბერს "დუგლას პარკზე" შოტლანდიის ლიგის მატჩში "ჰემილტონის" წინააღმდეგ პირველი მატჩი ჩაატარა. გუნდმა, რომელიც არა მარტო ბრიტანეთში, არამედ მთელს ევროპაში, უეფას ჩემპიონთა თასის ფინალში მილანის "ინტერის" 2:1 დამარცხების (1967 წელი, ჩემპიონთა თასის მფლობელი პირველი ბრიტანული გუნდი) შედეგად ითვლებოდა საუკეთესოდ, დალგლიშს 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. საბედნიეროდ, "სელტიკის" მწვრთნელს, სტეინს სჯეროდა, რომ დიდი ფეხბურთელი ეზრდებოდა და 1971 წლის 14 მაისს დიდხნიანი პაუზის შემდეგ "რაგბი პარკზე" "კილმარნოკის" წინააღმდეგ მატჩში ათამაშა. ის შეხვედრა "სელტიკმა" 7:2 მოიგო და აქდან ექვსი გოლი დალგლიშის ანგარიშზე იყო. ეს გახდა კენის პროფესიონალური კარიერის დაწყების საფუძველი. მისი გოლები "სელტიკისთვის" უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, 1975-1976 წლების სეზონში კი გუნდის კაპიტანიც კი გახდა. იმ სეზონში "სელტიკმა" ვერცერთი ტიტული ვერ მოიგო, რაც უკანასკნელი 12 წლის მანძილზე პირველად მოხდა, თუმცა სავარაუდოდ, ეს მოხდა იმის გამო, რომ მთავარი მწვრთნელი, ჯოკ სტეინი ავიაკატასტროფაში მოჰყვა, რის შედეგადაც გუნდთან ერთად ვეღარ იმყოფებოდა.
 
მომდევნო წელს სტეინი "სელტიკ პარკზე" დაბრუნდა და შოტლანდიის ჩემპიონატისა და ლიგის გამარჯვებულიც შეიქმნა. დალგლიშმა "სელტიკში" 4-ჯერ მოიგო შოტლანდიის ჩემპიონატი (1972, 73, 74 და 77 წლებში), 4-ჯერ ქვეყნის თასი (1972, 74, 75 და 77 წლებში) და ერთხელ შოტლანდიის ლიგის თასის მფლობელი. მიუხედავად ამისა, კენი ახალ გამოწვევას ელოდა.
 
1974 წელს კენი დალგლიშს შოტლანდიის საუკეთესო ფეხბურთელად ასახელებენ.

"ლივერპული":
 
1971 წლის 14 აგვისტოს დალგლიშმა "სელტიკის" მოსისხლე მტერს - "რეინჯერს" პირველად გაუტანა. იმ სეზონში კენიმ 49 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა. შემდეგ სეზონში კი ყველა ჩემპიონატში ერთად 41 გოლი გაიტანა. საბოლოო ჯამში, "სელტიკის" რიგებში ჩატარებულ 269 შეხვედრაში 167-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება.
 
კენი დალგლიში "ლივერპულში" 1977 წლის 13 აგვისტოს გლაზგოს "სელტიკიდან" იმ დროს რეკორდულ თანხად 440 000 ფუნტად გადავიდა. მისთვის დიდი გამოწვევა იყო 7-ნომრიანი მაისურის მორგება, ამ ნომერს ხომ "ლივერპულის" ლეგენდა კევინ კიგანი ატარებდა, რომელიც იმ დროს "ჰამბურგში" გადაბარგდა. 1976-1977 წლების სეზონში "ლივერპულმა" ევროპის თასი მოიგო და კენის სურდა, რომ ეს ტიტული გუნდში მისი ყოფნის დროსაც მოეგოთ.
 
"ლივერპულის" ახალმა შვიდიანმა ფანებს მალევე უჩვენა თავისი ღირებულება, როდესაც ინგლისის ლიგის თასის სადებიუტო თამაშში "მიდლსბროს", ხოლო ინგლისის ჩემპიონატის მატჩში "ნიუკასლს" გაუტანა. კენიმ პირველი ტესტი მაშინ ჩააბარა, როდესაც სუპერთასზე კიგანის "ჰამბურგს" შეხვდა. ის შეხვედრა მერსისაიდელებმა 6:0 მოიგეს. იმ თამაშში დალგლიშმა მატჩის საბოლოო წერტილი დასვა და გასაკვირი არ უნდა იყოს ის, რომ "კოპს" ახალი მეფე გაუჩნდა. იმ სეზონში დალგლიშმა 30 გოლი გაიტანა და მოიგო ის, რასაც "სელტიკში" ვერ მოიგებდა - ევროპის ჩემპიონთა თასი. "ლივერპულმა" 1977-1978 წლების სეზონში უეფას ევროპის ჩემპიონთა თასის შენარჩუნება მოახერხა. ფინალში, რომელიც "უემბლიზე" გაიმართა, მერსისაიდელებმა ბელგიური "ბრიუგე" დალგლიშის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხეს.
 
1980 წელს "ლივერპულში" იან რაში მოვიდა. კენი უელსელის ბრწყინვალე პარტნიორი გამოდგა. დალგლიშს გოლის გატანის საოცარი ალღო ჰქონდა, 515 მატჩში 172 გოლის გატანა შესძლო. ის გოლის გამტანის ასისტენტადაც ხშირად გვევლინებოდა და საბოლოო ჯამში, ლომის წვლილი დაიდო იმაში, რომ "ლივერპული" იმ დროს ბრიტანული და ევროპული ფეხბურთის გრანდი იყო.
 
კენი დალგლიშისთვის "ლივერპული" გაცილებით წარმატებული გუნდი გამოდგა, ვიდრე "სელტიკი". მერსისაიდულ გუნდში მან მოთამაშის რანგში ცამეტი ტიტული მოიპოვა, რომელშიც შედის: 3 უეფას ევროპის ჩემპიონთა თასი (1978, 81 და 84 წლებში), 6 ინგლისის ჩემპიონატის თასი (1979, 80, 82, 83, 84 და 86 წლებში),  4 ინგლისის ლიგის თასი (1981, 82, 83 და 84 წლებში), 1986 წელს მოიგო ინგლისის ასოციაციის თასი, ამ დროს ის უკვე მოთამაშე-მწვრთნელი გახლდათ. აღნიშნულ ტიტულზე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ. გარდა ამისა, ის გახდა ფეხბურთელების წლის ფეხბურთელი და ორჯერ მოიპოვა ინგლისის წლის ფეხბურთელის ჯილდო.
 
კენი დალგლიშის სანაკრებო დებიუტი 1971 წელს 1972 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში შედგა. ერთი წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დანიის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრაში "ჰემპდონ პარკზე" პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა. ის შეხვედრა შოტლანდიელებმა 2:0 მოიგეს. 1978 წელს არგენტინის, ხოლო 1982 წელს ესპანეთის მსოფლიოს ჩემპიონატებზე მიიღო მონაწილეობა. დალგლიშმა შოტლანდიის ნაკრების ფორმით 102 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 30-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა გუნდის კარი, რითაც დენის ლოუსთან ერთად ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით დენის ლოუსთან ერთად საუკუეთესო იყო. 

 უეფას ევროპის ჩემპიონთა თასის 1985 წლის ფინალის ("იუვენტუსი" 1:0 "ლივერპული") შემდეგ კენი დალგლიში გუნდის მოთამაშე-მწვრთნელად დასახელდა. მწვრთნელის პოსტი მან ჯო ფეგანისგან ჩაიბარა, რომელმაც გადაწყვიტა საფეხბურთო სამყაროს ჩამოშოროდა. თავის მხრივ, ფეგანს "ლივერპულის" თავკაცის პოსტი ბობ პისლისგან ჰქონდა ჩაბარებული, მწვრთნელისგან, რომელმაც კენი დალგლიში, როგორც ფეხბურთელი, გუნდში მოიყვანა. დალგლიშმა მწვრთნელობის პირველ წელს მოიგო ინგლისის ლიგისა და ასოციაციის თასები. ასოციაციის თასის ფინალში "ლივერპულმა" "ევერტონი" დაამარცხა. ამ თასის მოგება გამორჩეული იყო, რადგან პისლისა და ფეგანის ხელმძღვანელობის დროს "ლივერპულმა" ამ ტურნირის მოგება ვერ შეძლო.

დალგლიში თავკაცობდა გუნდს 1987-1988 და 1988-1989 წლების სეზონში, როდესაც "ლივერპულმა" ზედიზედ ორჯერ მოიპოვა ინგლისის ლიგის ჩემპიონის ტიტული. 1988-1989 წლებში მერსისაიდელებმა ასოციაციის თასი კიდევ ერთხელ მოიგეს. ამ ყველაფრის მიუხედავად, დალგლიშმა საფეხბურთო სამყარო 1991 წელს შოკში ჩააგდო, როდესაც მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა, არადა, იმ დროს "ლივერპული" "დიდების ხანაში" იმყოფებოდა.

ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, დალგლიშმა "ლივერპული" ჯანმრთელობის პრობლემების გამო დატოვა. კენი ფეხბურთს რვა თვის შემდეგ "ბლექბერნ როვერსის" მწვრთნელის პოსტზე დაუბრუნდა. გუნდი ინგლისის მეორე დივიზიონში თამაშობდა, თუმცა დალგლიშის ხელმძღვანელობით "ბლექბერნი" პირველსავე წელს გადავიდა პრემიერლიგაში. მას ტრანსფერებისთვის 30 მლნ. ფუნტი გამოუყვეს, რის შედეგადაც გუნდში მოიყვანა ალან შირერი, კრის სატონი, ტიმ ფლაუერსი და დევიდ ბეტი.

"ბლექბერნმა" 1993–1994 წლების სეზონში პრემიერლიგის მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო 1994-1995 წლების სეზონში ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა. ამ წარმატების შემდეგ დალგლიში "ივუდ პარკზე" საფეხბურთო დირექტორის თანამდებობაზე გადავიდა. ერთი წლის შემდეგ კენიმ გუნდი ერთიანი თანხმობითა და დიდი პატივისცემით დატოვა.

1997 წლის იანვარში კენი დალგლიშმა კიდევ ერთხელ ჩაანაცვლა კევინ კიგანი, ამჯერად "ნიუკასლ იუნაიტედის" მწვრთნელის პოსტზე. კენის მისვლის პირველ წელს გუნდმა პრემიერლიგის მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა მომდევნო წელს ცხრილის შუა ნაწილში დაეშვა. იმავე, 1998 წელს "ნიუკასლი" ასოციაციის თასის ფინალში გავიდა და "არსენალთან" 0:2 დამარცხდა, რის შემდეგაც დალგლიში გუნდიდან დაითხოვეს.

1999 წლის ივნისში კენი დალგლიში "სელტიკს" საფეხბურთო დირექტორის პოსტით დაუბრუნდა. 2000 წელს მას შემდეგ, რაც გლაზგოური გუნდიდან მთავარი მწვრთნელი, ჯონ ბარნსი გაანთავისუფლეს, მის მოვალეობას დალგლიში ასრულებდა. კენიმ "აბერდინის" 2:0 დამარცხების შემდეგ შოტლანდიის ლიგის თასი მოიგო. დალგლიშმა "სელტიკი" დატოვა და მარტინ ონილს გუნდში მოსვლის გზა გაუხსნა. 

2009 წლის აპრილის თვეში "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტრესმა დალგლიშს მერსისაიდულ კლუბში დაბრუნება და აკადემიაში მუშაობა შესთავაზა. 2009 წლის 3 ივლისს კენი ოფიციალურად დაბრუნდა "ლივერპულში" და მუშაობა აკადემიაში განაახლა. ამასთან ერთად, შოტლანდიელი კლუბის ელჩადაც დაინიშნა. 2009 წელს საფეხბურთ ჟურნალმა FourFourTwo-მ იგი დაასახელა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბრიტანეთის საუკეთესო თავდამსხმელად, "ლივერპულის" ისტორიაში დასახელებულ 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის კი იგი პირველია.

2010 წლის 3 ივნისს ბენიტესი გუნდიდან გაათავისუფლეს და მის ერთ-ერთ შემცვლელად დალგლიშსაც მოიაზრებდნენ, თუმცა კლუბის მთავარ მწვრთნელად 1 ივლისს როი ჰოჯსონი დაინიშნა. რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს კანდიდატურა "ლივერპულისთვის" შეუფერებელი გამოდგა. მერსისაიდელები სულ უფრო და უფრო ცუდად თამაშობდნენ და შედეგიც მკვეთრად გაუარესდა. კლუბის ფანები ჰოჯსონის გაშვებასა და მის ადგილზე კენის დანიშვნას მოითხოვდნენ, რაც მოხდა კიდეც. 2011 წლის 8 იანვარს დალგლიში 20 წლის შემდეგ კვლავ გახდა "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი და იმავე სეზონში დაუბრუნდა გულშემატკივრებს რწმენა, იმედი და თავდაჯერებულობა, გუნდის მდგომარეობაც შედარებით შეამსუბუქა და სატურნირო ცხრილშიც გამოასწორა მდგომარეობა.

პრემიერლიგის 2010-11 წლების სეზონი "ლივერპულმა" მეექვსე ადგილზე დაასრულა.

2011-2012 წლების სეზონი კი მერსისაიდული გუნდისთვის შედარებით უკეთესი გამოდგა: "ლივერპული” ინგლისის ლიგის თასის ფინალში გავიდა, სადაც კარდიფ სიტი” პენალტების სერიაში დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ტრაგედიები:

კენი დალგლიშს ფეხბურთელის ხანგრძლივი და წარმატებული კარიერა ჰქონდა, თუმცა ეს გზა ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. შოტლანდიელის კარიერაში სამი დიდი ტრაგედია დატრიალდა. პირველად ეს 1971 წლის 2 იანვარს მოხდა მაშინ, როდესაც "აიბროქსის" მეცამეტე კიბე ჩამოინგრა, რის შედეგადაც 66 ფანი დაიღუპა. დალგლიში ამ დღეს მაყურებლის როლში იყო და ტრაგედიამ ისიც დააზარალა. შემდეგი ტრაგედიის დროს კენი მოედანზე იყო. 1986 წლის 29 მაისს, ჩემპიონთა თასის ფინალში "ეიზელის" ტრაგედიას "იუვენტუსის" 39 ფანი ემსხვერპლა, თუმცა დალგლიში უარესის მომსწრე უნდა გამხდარიყო. 1989 წლის 15 აპრილი სამუდამოდ შევიდა "ლივერპულის" ისტორიაში შავი დღის სახელით. ამ დროს კენი უკვე მერსისაიდელთა მწვრთნელი იყო. 25000 ფანი სტადიონი "ჰილსბროუსაკენ" გაემართა ”ნოტინჰემ ფორესტთან” ასოციაციის თასის ნახევარფინალის საყურებლად. მატჩის დაწყებამდე "ლეპინგს ლეინის" ტრიბუნაზე ფანების კრიტიკულ რაოდენობაზე მეტი შეიკრიბა; გულშემატრივართა წყებები ერთმანეთს ემატებოდა და სიმჭიდროვე მატულობდა. წინ მდგომი მაყურებლები ტრიბუნებისა და მოედნის გამყოფ ღობეს იყვნენ მიკრულები და ყოველი წუთის გასვლასთან ერთად მეტად ისრისებოდნენ. ტრაგედიას "ლივერპულის" 96 ფანი ემსხვერპლა. მიუხედავად ასეთი საშინელებებისა, დალგლიში ყოველთვის ჯენტლმენი იყო, როგორც მოედანზე ასევე მოედნის მიღმა.

ოჯახი:

კენი დალგლიში დაქორწინდა მარინა, ამჯერად უკვე დალგლიშად წოდებულზე. მათ ჰყავთ ოთხი შვილი, რომელთაგან ორი, პაული და კელი მამის სპორტულ ნაკვალევს გაჰყვნენ. კელი ქეითსი (დალგლიში) შოტლანდიური ტელევიზიის სპორტული წამყვანია. პაულ დალგლიში კი ამერიკული საფეხბურთო გუნდის "დინამო ჯუნიორსის" დირექტორია. გეტყვით იმსაც, რომ ეს გუნდი "დინამო ჰიუსტონის" აკადემიად ითვლება და მისთვის ფეხბურთელებს ამზადებს.

ქველმოქმედება:

გარდა იმისა, რომ შოტლანდიელმა სპეციალისტმა დიდ წარმატებებს მიაღწია როგორც ფეხბურთელად ყოფნის დროს, ასევე სამწვრთნელო პოსტზე, მისი მეუღლე მარინა უკვე კარგა ხანია კიბოთი დაავადებული ადამიანების ეხმარება. 2004 წელს კენი და მარინა დალგლიშებმა მერსისაიდში ქიმიოთერაპიისა და თერაპიული ცენტრების ასაშენებლად თანხის შეგროვება დაიწყეს და მათ გახსნაში დიდი წვლილიც შეიტანეს.

კენი დალგლიში ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებშიც, რომელსაც მიზნად ბავშვებისთვის თანხის შეგროვებას ისახავს.

2011 წლის 1 ივლისს დალგლიშს  ბელფასტში, "უოტერფრონტ ჰოლში" ფეხბურთში შეტანილი წვლილისათვის ოლსტერის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. 
 
ავტორი: ბექა დოგრაშვილი

ნანახია: 823 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
22:15

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2694
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2673
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2441
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2044
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1916
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.