ორშაბათი, 29.04.2024, 05:29     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2012 » მარტი » 30 » "ლივერპული" რეალობას მოსწყდა
17:41
"ლივერპული" რეალობას მოსწყდა

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფის" საფეხბურთო ანალიტიკოსმა კრის ბეკმა "ლივერპულის" ბოლოს წლების ისტორიას გადახედა და მკითხველს საინტერესო დასკვნები შესთავაზა.

ერთხელ ისეთ საცეკვაო დარბაზში მოვხვდი, სადაც შეკრებილი იყო ქალთა საზოგადოება, რომელსაც მომხიბვლელობის პიკი უკვე ჩავლილი ჰქონდა. თუმცა ისინი არ კარგავდნენ იმედს და განაგრძობდნენ პომადით ტუჩების მოთხიპვნას, რათა ახალი თაობის ყურადღება როგორმე მიეპყროთ. 

დრო და დრო მათ ეს გამოსდიოდათ. ახალგაზრდებიდან ზოგი იოლად ემორჩილებოდა მათ მომხიბლელობას და სურვილს, ღამე ბალზაკის ასაკის ქალებთან გაეტარებინათ.

ახლანდელ "ლივერპულს" აქვს რაღაც საერთო იმ ქალებთან, რომლებიც მეჯლისზე კუთხეში სხედან და ყველას უყვებიან, თუ რა მომხიბვლელები არიან და როცა ვინმე საწინააღმდეგოს ეუბნება, ძალიან ბრაზდებიან. მეგობრები, ნაცნობები და საყვარლები ასეთი ისტორების ყოველ მოსმენაზე თავს უკრავენ, ნეიტრალური მსმენელები და კონკურენტები კი დარწმუნებულები არიან, რომ მათი სილამაზე უკვე წარსული ამბავია.

დრო და დრო "ლივერპულიც" ახერხებს ძლიერად ფეხბურთის თამაშს. შეიძლება ამის მაგალითად გავიხსენოთ სტამბულის ფინალი და ამასწინანდელი გამარჯვება ლიგის თასზე. 

მთავარი საფრთხე მერსისაიდელებისთვის არის ის, რომ ადამიანებს, ვინც კლუბთან არიან დაკავშირებულნი, არ შეუძლიათ მოვლენების ჯანსაღად შეფასება. ისინი რეალობას არიან მოწყვეტილნი. "უიგანთან" საშინაო მარცხს რატომ უწოდეს "ლივერპულში" წესიდან გამონაკლისი? არა, რატომ? მასთან ხომ აგერ უკვე 3 წელია, თამაში არ მოუგიათ. ის ხომ ერთ-ერთია იმ 10 გუნდიდან, რომელიც "ენფილდს" ეწვია და არ წაუგია. 

შონ მელონისა და გარი კოლდუელის გოლებმა მასპინძელთა არამხოლოდ რიგითი წაგება გააფორმეს, არამედ, 1953 წლის შემდეგ გუნდის ყველაზე ცუდი საშინაო ასპარეზობაც. 

აღნიშნული "ისტორიული" გამარჯვების შემდეგ "უიგანის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა თქვა, რომ "ენფილდი" მსოფლიო ფეხბურთისთვის განსაკუთრებულ ადგილად რჩება. მისი ეს გამონათქვამი მხოლოდ წარსულის გამოძახილია. "ლივერპულს" ასეთივე წარმატებით შეეძლო საკუთარ მუზეუმში თამაში. 

გაიარეთ "ოლდ ტრეფორდზე", "ემირიტსზე", "ეტიჰადზე" თამაშის დღეს, განიცადეთ იმის მასშტაბები, რაც გარშემო ხდება და ამის მერე არწმუნეთ თქვენი თავი, რომ "ენფილდი" წარსულის დიდების ნატეხს არ წარმოადგენს. ერთ დღესაც გაიღვიძებთ და ისევ დაინახავთ მალაიზიელ გულშემატკივრებს, თუმცა მათ "ლივერპულის" ნაცვლად "მანჩესტერ სიტის" შარფები ეჭირებათ ხელში.

რატომ დაეცა ძირს ოდესღაც დიდი კლუბი? ეს არ მომხდარა იმის გამო, რომ სხვებმა შეავიწროვეს, არც საფეხბურთო ასოციაციის გაუგებარი გადაწყვეტილებების გამო და არც შეთქმულების წყალობით, რომელსაც სათავეში ალექს ფერგიუსონი უდგას. საქმე მენეჯერებშია, რომლებიც წლების განმავლობაში ხარჯავდნენ ფულს არასაჭირო ფეხბურთელებში. მათი მთავარი კონკურენტები კი (31 ქულით ჩამორჩენის შემდეგ საერთოდ რა კონკურენციაზეა ლაპარაკი?) ფულს ბევრად უფრო რაციონალურად ხარჯავდნენ.

კენი დალგლიში "ლივერპულში" კიდევ ერთ სეზონს მიიღებს. ეს მოხდება იმის გამო კი არა, რომ მიმდინარე სეზონი ფანტასტიკური იყო (არ იყო), იმიტომ, კი არა, რომ ცხრილი "ლივერპულის" ძალას რეალურად ვერ ასახავს (ასახავს), არამედ იმის გამო, რომ მის გაშვებას არც არავინ აპირებს მას მერე, რაც მან გუნდთან ერთად ტიტული მოიგო.

მას მერე, რაც რაფაელ ბენიტესმა სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა, რაც როი ჰოჯსონმა გუნდი პრაქტიკულად გასავარდნ ზონაში დაამკვიდრა, კლუბის თანამშრომლები, მდივნების ჩათვლით, დიდ რეფორმებს ელოდნენ. პრინციპული სხვაობა კი მწვრთნელებს შორის ის არის, რომ დალგლიში უყვართ და ენდობიან. ამ შაბათს გულშემატკივარმა გუნდს უსტვინა, დალგლიშს კი ისევ უმღეროდნენ. შეიძლება ძველებურად ხმამაღლა აღარ, მაგრამ მაინც.

კლუბის ამერიკელი მფლობელებისთვის ამოცანა არც თუ ისე მარტივია. მათ უნდა დაარწმუნონ გულშემატკივრები, რომ კლუბში "რეკონსტრუქციის, ნელი, მაგრამ შეუქცევადი" პროცესი მიდის, მაგრამ კარგი იქნებოდა, ამ თუკი ფორმულირებაში სიტყვა "მტანჯველს" ჩაამატებდნენ. "არსებობს სიტყვა, რომელსაც აქტიურად ვიყენებთ ბოლო წლების განმავლობაში - ერთიანობა," - აცხადებს "ლივერპულის" აღმასრულებელი დირექტორი იან ეირი. 

ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ თუკი კლუბში არ აღიარებენ პრობლემებს და მის გამოსწორებას რადიკალური მეთოდებით არ შეუდგებიან, ჩვენ ინგლისურ ფეხბურთში "ლივერპულის" სულ სხვა სტატუსთან შეგუება მოგვიწევს, რაც დაუშვებელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნანახია: 758 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 saba_saba  
0
kai nashromia biggrin biggrin cool

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
05:29

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2694
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2673
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2441
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2044
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1916
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.