სამშაბათი, 07.05.2024, 18:13     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2012 » იანვარი » 18 » "ლივერპული" მარტო არ რჩება
15:22
"ლივერპული" მარტო არ რჩება

სეზონის დასრულების შემდეგ კომპანია "ადიდასისა" და "ლივერპულის" გზები გაიყოფა. ეს გადაწყვეტილება გერმანელებმა ახალი წლის დღეებში მას მერე მიიღეს, რაც მერსისაიდელებმა ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ იმაზე ლამის ორჯერ მეტი მოითხოვეს, ვიდრე ისინი სთავაზობდნენ. 

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ინგლისელების მადა არალოგიკურია იმ შედეგების გათვალისწინებით, რასაც "ლივერპული" ბოლო წლებში საფეხბურთო მოედნებზე აჩვენებს. 

"ლივერპულს" ძალიან დიდი ფინანსური მოთხოვნები აღმოაჩნდა. იმდენს რასაც ისინი ითხოვდნენ, ვერ და არ გადავიხდიდით. ამის მერე ჩვენ მათ ვუთხარით, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ვამბობდით. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად წარმატებული ხარ მოედანზე, რამდენად პოპულარული ხარ და ხშირად ჩანხარ თუ არა სატელევიზიო ეთერში, რათა შენი საქონლით ვაჭრობა გაიზარდოს და ჩვენ აქედან მოგება ვნახოთ. "ლივერპულის" შემთხვევაში ეს ბალანსი დარღვეული იყო," - განაცხადა "ადიდასის" აღმასრულებელმა დირექტორმა ჰერბერტ ჰაინერმა.

არ იქნება "ადიდასი" იქნება ვიღაც სხვა - ამ პრინციპიდან გამომდინარე მერსისაიდელებმა გერმანელებს შემცვლელი მალე მოუნახეს. "ლივერპულს" მომდევნო 6 წლის განმავლობაში ამერიკული ფირმა "ვორიორ სპორტსი" შემოსავს. აქვე გეტყვით, რომ ის კლუბს წელიწადში 25 მილიონ ფუნტს გადაუხდის. "წითლებს" "ნაიკი" ცოტათი ნაკლებს - 23.3 მილიონს სთავაზობდა. მათთან შედარებით "ადიდასის" წინადადება მართლა სასაცილოა - გერმანელები მხოლოდ 13 მილიონს იხდიდნენ.

"ტელეგრაფის" ინფორმაციით, "ლივერპულის" ახალმა დირექტორატმა უარი თქვა ფუტურისტულ დიზაინში გადაწყვეტილი "სტენლი პარკის" მშენებლობაზე. ეს იდეა ჯერ კიდევ ტომ ჰიკსისა და ჯორჯ ჯილეტის დროს იყო დამტკიცებული. ახალ არენას მერსისაიდელები მავანი მანჩესტერელი დიზაინერის მიერ ჯერ კიდევ 2000 წელს შეთავაზებული პროექტით ააგებენ. 

60-ათასიანი სტადიონის მშენებლობა მალე დაიწყება. კლუბი ჯერჯერობით ინვესტორებს ეძებს, რომლებიც 300 მილიონად ღირებულ პროექტში კლუბს გვერდით დაუდგებიან.

მერსისაიდელებმა საზაფხულოდ გეგმები უკვე დააწყვეს. გუნდი ივლისის ბოლოს ამერიკაში გაემგზავრება, სადაც "რომასთან" ამხანაგურ შეხვედრას ბოსტონის 37.4 ათასიან "ფინვეი პარკზე" გამართავს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ სტადიონზე თამაშობს ბეისბოლის გუნდი "ბოსტონ რედ სოქსი". აღნიშნული კლუბის მფლობელი კი "ლივერპულის" მესაკუთრე ჯონ ჰენრია. ბოსტონის გარდა "წითლები" ჩავლენ ჩიკაგოში, სადაც "ჩელსის" შეხვდებიან, შემდეგ კი ტორონტოში გაემგზავრებიან კიდევ ერთი ამხანაგურ შეხვედრის გასამართად. მეტოქე ჯერჯერობით უცნობია.

ბოლოს კი სატრანსფერო ამბებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. "დეილი სტარის" წერს, რომ "ლივერპული" მზადაა "სუონსის" 22 წლის მარცხენა ნახევარმცველ სკოტ სინკლერში 5 მილიონი ფუნტი გადაუხადოს. ხმები ფეხბურთელის მიმართ კენი დალგლიშის ინტერესზე დიდი ხანია ვრცელდებოდა, ამჯერად კი ინფორმაცია უფრო კონკრეტულია. უელსური კლუბი ჯერჯერობით დუმს. 

"დეილი მეილის" ცნობით, "ენფილდზე" შეიძლება იანვარშივე აღმოჩნდეს "გრონინგენის" 20 წლის ურუგვაელი შემტევი დავიდ ტეიშეირა. მისი ტრანსფერი კლუბს 3-დან 4 მილიონამდე დაუჯდება. სამაგიეროდ უკვე გარკვეულია, რომ "ლივერპული" ბელგრადის "პარტიზანს" 17 წლის თავდამსხმელის ლაზარ მარკოვიჩისთვის ბრძოლას ჩამოშორდა, რადგან კლუბმა მასში ასტრონიმიული თანხა - 17 მილიონი ევრო მოითხოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნანახია: 800 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 kapana_lfc  
0
kargia arasdros ar mevaseboda adidasi biggrin

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
18:13

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2708
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2705
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2452
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2053
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 2014
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.