კვირა, 28.04.2024, 03:32     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » მაისი » 18 » კიუიტი წლის ფეხბურთელად აირჩიეს
13:40
კიუიტი წლის ფეხბურთელად აირჩიეს


დირკ კიუიტი, რომელმაც მიმდინარე სეზონში 15 გოლი გაიტანა, "ლივერპულის" გულშემატკივართა ასოციაციის" ("LDSA") წლის ფეხბურთელი გახდა. გამოკითხვაში კავშირის 215 წევრმა მიიღო მონაწილეობა. ორგანიაზიცია აერთიანებს "წითლების" შეზღუდული უნარების მქონე ფანებს.

ჰოლანდეილი შემტევი შეხვდა გულშემატკივრებს, გაესაუბრა მათ, დაარიგა ავტოგრაფები და მათთან ერთად ფოტოებიც გადაიღო.

"ყოველთვის სასიამოვნოა ჯილდოს მიღება გულშემატკივრებისგან. ეს დიდი პატივია. ჩემთვის აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებული მოვლენაა, - აცხადებს კიუიტი. - ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ქომაგებთან ურთიერთობას. მათი მხარდაჭერა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ეს "ლივერპულის" მოთამაშეებზე ითქმის. ჩვენი გულშემატკივრები მხარს ნებისმიერ ვითარებაში გვიჭერენ".

დირკ კიუიტმა სეზონიც შეაჯამა: "ჩემთვის სეზონის გადამწყვეტი მომენტი "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ მატჩი იყო. ამ შეხვედრაში "ლივერპულის" ფორმით პირველად გავიფორმე ჰეთ-თრიკი, თან ეს "ენფილდზე" მოვახერხე. ყველას ესმის, რომ ურთულესი სეზონი გვქონდა, განსაკუთრებით მისი პირველი თვეები, თუმცა მეორე ნახევარში საქმეები ფანტასტიურად წავიდა. ვიმედოვნებ, რომ ამ დონეზე არ გავჩერდებით და მომდევნო სეზონში ყველას ვაჩვენებთ, რაც შეგვიძლია".

"LDSA" რვა წლის წინ შეიქმნა და ამ ხნის განმავლობაში, ინვალიდ გულშემატკივართა უმსხვილეს ასოციაციად იქცა. "ფეხბურთელების მადლობლები ვართ, რადგან ისინი ჩვენთან ურთიერთობისთვის ყოველთვის ნახულობენ დროს. გუნდთან საკმაოდ კარგი დამოკიდებულება გვაქვს, - საუბრობს კავშირის ხელმძღვანელი კიტ გრეჰემი. - დირკ კიუიტი წლის ფეხბურთელი გახდა. აზრი ისეთ ადამიანს დავეკითხეთ, როგორიც  ჯეიმი კარაგერია, რომელმაც კიუიტს ხოტბა შეასხა. დირკმა ჩვენგან მიიღო ჯილდო, თავდადებისთვის, განსაკუთრებული პროფესიონალიზმისა და ადამიანური თვისებების გამო".









ნანახია: 836 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
03:32


დირკ კიუიტი, რომელმაც მიმდინარე სეზონში 15 გოლი გაიტანა, "ლივერპულის" გულშემატკივართა ასოციაციის" ("LDSA") წლის ფეხბურთელი გახდა. გამოკითხვაში კავშირის 215 წევრმა მიიღო მონაწილეობა. ორგანიაზიცია აერთიანებს "წითლების" შეზღუდული უნარების მქონე ფანებს.

ჰოლანდეილი შემტევი შეხვდა გულშემატკივრებს, გაესაუბრა მათ, დაარიგა ავტოგრაფები და მათთან ერთად ფოტოებიც გადაიღო.

"ყოველთვის სასიამოვნოა ჯილდოს მიღება გულშემატკივრებისგან. ეს დიდი პატივია. ჩემთვის აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებული მოვლენაა, - აცხადებს კიუიტი. - ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ქომაგებთან ურთიერთობას. მათი მხარდაჭერა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ეს "ლივერპულის" მოთამაშეებზე ითქმის. ჩვენი გულშემატკივრები მხარს ნებისმიერ ვითარებაში გვიჭერენ".

დირკ კიუიტმა სეზონიც შეაჯამა: "ჩემთვის სეზონის გადამწყვეტი მომენტი "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ მატჩი იყო. ამ შეხვედრაში "ლივერპულის" ფორმით პირველად გავიფორმე ჰეთ-თრიკი, თან ეს "ენფილდზე" მოვახერხე. ყველას ესმის, რომ ურთულესი სეზონი გვქონდა, განსაკუთრებით მისი პირველი თვეები, თუმცა მეორე ნახევარში საქმეები ფანტასტიურად წავიდა. ვიმედოვნებ, რომ ამ დონეზე არ გავჩერდებით და მომდევნო სეზონში ყველას ვაჩვენებთ, რაც შეგვიძლია".

"LDSA" რვა წლის წინ შეიქმნა და ამ ხნის განმავლობაში, ინვალიდ გულშემატკივართა უმსხვილეს ასოციაციად იქცა. "ფეხბურთელების მადლობლები ვართ, რადგან ისინი ჩვენთან ურთიერთობისთვის ყოველთვის ნახულობენ დროს. გუნდთან საკმაოდ კარგი დამოკიდებულება გვაქვს, - საუბრობს კავშირის ხელმძღვანელი კიტ გრეჰემი. - დირკ კიუიტი წლის ფეხბურთელი გახდა. აზრი ისეთ ადამიანს დავეკითხეთ, როგორიც  ჯეიმი კარაგერია, რომელმაც კიუიტს ხოტბა შეასხა. დირკმა ჩვენგან მიიღო ჯილდო, თავდადებისთვის, განსაკუთრებული პროფესიონალიზმისა და ადამიანური თვისებების გამო".









მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2693
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2673
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2440
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2042
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1913
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.