კვირა, 28.04.2024, 01:47     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » მაისი » 9 » კენი: "ლივერპული" ორი ფეხბურთელის გუნდი აღარ იქნება"
13:22
კენი: "ლივერპული" ორი ფეხბურთელის გუნდი აღარ იქნება"

  "ლივერპულის" მწვრთნელს კენი დალგლიშს სჯერა, რომ მისმა კლუბმა დაამსხვრია მითი იმის შესახებ, რომ მერსისაიდული გუნდი ორი ფეხბურთელის გუნდია, რაც ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებებით დასტურდება. იანვარში გუნდი ფერნანდო ტორესმა დატოვა, მარტში კი სტივენ ჯერარდი აღმოჩნდა "წითლების" ლაზარეთში, თუმცა გუნდმა შეძლო წარმატებული სერიის გაგრძელება და მდგომარეობაც საგრძნობლად გაიუმჯობესა.

  დღეს "ლივერპული" "ფულემს" ესტუმრება და შეეცდება სატურნირო ცხრილის მეხუთე ადგილი დაიბრუნოს. გამარჯვების შემთხვევაში 2 ქულით გაუსწრებს "ტოტენჰემს", რომელიც შაბათს "ბლექპულს" ფრედ, ანგარიშით 1:1 ეთამაშა. "წითლების" კიდევ ერთი უშუალო მეტოქე - "მანჩესტერ სიტი" კი "ევერტონთან" 2:1 დამარცხდა.

  ყველაფრის მიუხედავად, "ლივერპულისთვის" მეოთხე ადგილი ნაკლებად სავარაუდოა. ჯერ კიდევ იანვრის თვეში, როცა მწვრთნელის პოსტი კენი დალგლიშმა როი ჰოჯსონისგან გადაიბარა, გუნდი მე-13 ადგილზე იმყოფებოდა.

  "ლივერპულმა" საკადრო პრობლემების მიუხედავად, უკანასკნელი ოთხი თვის მანძილზე აჩვენა, რომ პროგრესირებს და სწორ გზაზე დგას. გუნდს აღარ ჰყავს ფერნანდო ტორესი, თუმცა "ლივერპულში" არანაკლებ ეფექტური შემტევები არიან: რაულ მერიელეში, ახალწვეულები - ლუის სუარესი და ენდი კეროლი, დირკ კიუიტი და მაქსი როდრიგესი, რომელმაც უკანასკნელ ორ მატჩში 4 გოლი გაიტანა.

  "ლივერპული" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდისთვის ემზადება. კენი დალგლიში დარწმუნებულია იმაში, რომ გუნდი გაცილებით ძლიერი იქნება მომავალ წელს ვიდრე მაშინ იყო, როცა მერსისაიდულ გრანდს ორი ფეხბურთელის გუნდს უწოდებდნენ.

  "რაც უფრო მეტი გასაქანი გაქვს, მით უკეთესი ყველასთვის. რა თქმა უნდა, ყველა გუნდშია ისეთი ფეხბურთელი, რომელიც სხვებთან შედარებით ბრწყინავს, თუმცა ნებისმიერი გუნდი მეტ ყურადღებას შემტევ პოტენციალს აქცევს და საჭიროა, რომ თავდამსხმელებს ყველაფერი მივცეთ, რაც საჭიროა მათი ძალისთვისა და რწმენისთვის, რაც საბოლოო ჯამში, შედეგზე აისახება", - განაცხადა დალგლიშმა.

  "მნიშვნელობა არ აქვს საიდან მოდის საფრთხე, თუმცა რაც უფრო დიდი არჩევანი გექნება, მით უფრო ძლიერი იქნები. ხოლო შედეგი რწმენას გგმატებს. თუ ფეხბურთელები ერთმანეთს მოედანზე არ ენდობიან, იქმნება პრობლემები", - აღნიშნა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.

  დღეს "ლივერპული" ფულემს" სტუმრობს. მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა მარკ ჰიუზმა კენი დალგლიშზე ისაუბრა: "ლივერპული" ბრწყინვალე გუნდია, თუმცა რაღაც მიზეზის გამო როი ჰოჯსონმა ფეხბურთელებს ერთი მიმართულება ვერ მისცა. კენიმ ეს ყველაფერი უსწრაფესად მოახერხა. ცხადია, რომ ისინი თავიანთი სამუშაოსგან სიამოვნებას იღებენ და სურთ რაც შეიძლება მაღალი ადგილი დაიკავონ სატურნიტო ცხრილში".

  "კენიმ წარმოუდგენელი სამუშაო გასწია და ვფიქრობ, რომ უკვე ხელში უნდა ეჭიროს ახალი კონტრაქტი. მისი თავკაცობით "ლივერპული" თამაშობს შესანიშნავად და ეს არის მომღიმარი სახეების გუნდი", - განაცხადა "ფულმის" დამრიგებელმა.

ნანახია: 749 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
01:47

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2693
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2673
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2440
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2042
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1913
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.