ხუთშაბათი, 02.05.2024, 07:54     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 27 » რატომ უნდა გვჯეროდეს კენი დალგიშის?
09:08
რატომ უნდა გვჯეროდეს კენი დალგიშის?

მოთამაშე-მწვრთნელის რანგში კენი დაგლიშმა პირველივე სეზონში ინგლისის ჩემპიონატი და ფა-ს თასი მოიგო. მეორე წელს კლუბი უტიტულოდ დარჩა, თუმცა მესამე სეზონში დალგლიშმა გუნდი საგრძნობლად გააძლიერა. შეიძინა ჯონ ოლდრიჯი, პიტერ ბარდსლი, ჯონ ბარნსი, რეი ჰიუტონი, ალან ჰანსენი, სტივ მაკმაჰონი, მარკ ლოურენსონი და სტივ ნიკოლი. დალგლიშს შექმნილმა შემადგენლობამ კი სეზონის დასაწყისში ყველა ტურნირეზე ერთად 37 მატჩიანი წაუგებელი სერია ჩაატარა და ინგლისის ჩემპიონობა ოთხი ტურით ადრე იზეიმა. იმ სეზონში ჩატარებული 40 თამაშიდან ტოპ-დივიზიონში ლივერპულს მხოლოდ 2 წაგება ჰქონდა. 1989 წელს კი ლივერპულმა დალგლიშის ხელმძღვანელობით ფა-ს თასი მოიგო, ინგლისის ჩემპიონობაში კი გოლების სხვაობამ შეუშალა ხელი. არსენალმა იმ სეზონში მხოლოდ მეტი გატანილი გოლის გამო დაისაკუთრა ტიტული. 1990 წელს კი ლივერპულში გატარებული 5 წლის განმავლობაში დაგლიშმა მესამედ იზეიმა ინგლისის ჩემპიონობა და ასევე მესამედ გახდა წლის საუკეთესო მწვრთნელი… 1989 წლი დალგლიშისთვის საკმაოდ მძიმე იყო. სწორედ იგი ედგა სათავეში ლივერპულს მაშინ, როცა ჰილზბოროს ტრაგედია მოხდა. ფანებისთვის კენის უდიდეს პატივისცემას და საოცარ დამოკიდებულებას ამ ტრაგედიაში დაღუპულ გულშემატკივარრების მიმართ უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ უყვართ ასე დალგლიში ლივერპულის გულშემატკივრებს, სწორედ ის პატივია, რომელიც კენიმ ღირსეულად მიაგო ლივერპულის დაღუპულ გმირებს. 1991 წლის 22 თებერვალს კი კენი დაგლიში გადადგა პოსტიდან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. მისი ბოლო გადაწყვეტილებები კლუბში სტივ მაკმანამანის და მაიკ მარშის აკადემიიდან პირველ გუნდში გადმოყვანა იყო. მისი ბოლო ტრანსფერი კი ახალაგზრდა ჯეიმი რედკნაპი. სამივე ფეხბურთელი ლივერპულის ლეგენდა გახდა მომავალში. კენი დალგლიშის მერსესაიდული სტატისტიკა ასეთია: 515 ჩატარებული მატჩი, აქედან 307 მწვრთნელის რანგში. 172 გატანილი გოლი. 8-ჯერ მოგებული ინგლისის ტოპ-დივიზიონი, 2 ფა-ს თასი, 3 ევროპის თასი, 4 ინგლისის ლიგის თასი და ევროპის სუპერ თასი 5 Charity Shield-თან ერთად. მას ასევე მოპოვებული აქვს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული როგორც ჟურნალისტების გამოკითხვით ისე ფეხბურთელების და მწრთნელების. საუკეთესო მწვრთნელად კი იგი სამჯერ აღიარეს…
მას შემდეგ რაც დალგლიშმა ლივერპული ჯანმრთელობის გამო დატოვა, არავინ მოელოდა რომ იგი 8 თვის შემდეგ კვლავ დაუბრუნდებოდა ფეხბურთს და ამჯერად მეორე დივიზიონში მყოფ ბლექბერნს ჩაუდგებოდა სათავეში. მან პირველივე სეზონში დააბრუნა კლუბი პრემიერლიგაში. რაც 1966 წლის შემდეგ პირველად მოხდა ბლექბერნის ისტორიაში. მეორე სეზონის დასაწყისში მან ალან შირერი შეიძინა საუთემპტონიდან იმ დროისთვის რეკორდულ ფასად, 3,5 მილიონ ფუნტად. წლის ბოლოს ბლექბერნი მეოთხე ადგილზე გავიდა პრემიერლიგაში. მესამე სეზონი ბლექბერნმა უკვე მეორე ადგილზე დაასრულა. იანვარში დალგლიშის გუნდი 16 პოზიციით ჩამორჩებოდა მანჩესტერს, აპრილში კი უკვე გაუთანაბრდა ქულებით და საბოლოოდ სწორედ მანჩესტერის შემდეგ საუკეთესო შედეგიც აჩვენა პრემიერლიგაში მეოთხე წელს კი დალგლიშმა 27 მილიონი ფუნტი დახარჯა ტრანსფერებში და შედეგად სეზონის ბოლო მატჩამდე იბრძოდა ჩემპიონობისთვის. მეტოქე კი კვლავ მანჩესტერი იყო. ბოლო მატჩში ბედის ირონიით დაგლიშის გუნდი ლივერპულს ხვდებოდა, მანჩესტერი კი ვესთ ჰემს. მიუხედავად ლივერპულთან 2-1 დამარცხებისა, ბლექბერნმა ჩემპიონობა მაინც იზეიმა, რადგან ვერც მანჩესტერმა შეძლო სასურველი ანგარიშით გამარჯვება. რადიოში გაჟღერებული ეს ცნობა ენფილდზე ბლექბერნის ბოსმა კენი დალგლიშმა ტრიუმფალურად აღნიშნა. მან მეორე დივიზიონის კლუბი ჩიაბარა და 4 წლის შემდეგ ინგლისის ჩემპიონი გახადა. 1995 წელს პრემიერლიგის მოგების შემდეგ კენი ბლექბერნის სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მენეჯერი კი რეი ჰარფორდი გახდა. დაგლიშმა ბლექბერნში ერთ-ერთი საუკეთესო აკადემია ჩამოაყალიბა და ინგლისში საუკეთესო ახალგაზრდული საფეხბურთო სისტემა.
ნიუკასლი:
1997 წლის 14 იანვარს დალგლიში ნიუკასლის მწვრთნელი გახდა. პირველ სეზონში მან მეორე ადგილზე გაიყვანა "შავ-თეთრები” და ახლად ჩამოყალიბებულ ჩემპიონთა ლიგაზეც ათამაშა გუნდი. მომდევნო სეზონი კი უიღბლო გამოდგა. ალან შირერის გრძელვადიანი ტრავმების და არასწორი ტრანსფერების შედეგად ნიუკასლმა წელი 13-ე პოზიციაზე დაასრულა. ერთადერთი ნათელი წერტილი იმ წელს ნიუკასლის 3-1 გამარჯვება იყო ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგაზე და ფა-ს თასის ფინალში გასვლა
სელტიკი:
დალგლიში 1999 წელს სელტიკის სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მთავარ მენეჯერად კი მისი ყოფილი ფეხბურთელი და ლივერპულის კიდევ ერთი ლეგენდა, ჯონ ბარნსი. 1 წლის შემდეგ ბარნსი გაანთავისუფლეს და მენეჯერად კენი დალგლიში დაინიშნა. პირველივე სეზონში სელტიკმა შოტლანდიის ლიგის თასი მოიგო და სეზონის ბოლოს ასპარეზი მარტინ ონილს დაუთმო. მას შემდეგ მას არაერთ კლუბთან აკავშირებდნენ, მათ შორის ლივერპულთანა 2004 წელს ბენიტესის მოსვლამდე, მაგრამ კენიმ დიდი საფეხბურთო პაუზა აიღო
დაბრუნება ლივერპულში:
2009 წლის აპრილში რაფა ბენიტესის თხოვნით კენი დაგლიში ლივერპულის ახალგაზრდულ აკადემიას ჩაუდგა სათავეში. 3 ივლისს კი კენი კლუბის ოფიციალური ელჩიც გახდა. ბენიტესის წასვლის შემდეგ 2010 წლის 3 ივნისს დალგლიშს კვლავ შესთავაზეს ლივერპულის მთავარი მწვრთნელის პოსტი. ამ ნაბიჯს ლივერპულის ლეგენდები და გულშემატკივრებიც ითხოვდნენ, მაგრამ 1 ივლისს ლივერპული როი ჰოჯსონმა ჩაიბარა. წარუმატებელი 6 თვის შემდეგ როი ჰოჯსონი გაანთავისუფლეს და მის ადგილ 8 იანვრიდან კენი დალგლიში დაიკავებს. კონტრაქტის მიხედვით იგი ლივერპულის მწვრთნელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იქნება, თუმცა გაგრძელდება თუ არა კონტრაქტი ეს მასზე და გუნდის თამაშზეა დამოკიდებული.
ნანახია: 650 | დაამატა: gioqaro | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
3 Scouser_Kate  
0
Love U King heart

2 gioqaro  
0
smile smile Chven gvjera Sheni

1 fRomAnfieLd  
0
In Kenny we Trust !!! saGol Autor smile

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
07:54

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2699
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2678
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2448
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2050
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1921
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.