ორშაბათი, 29.04.2024, 07:26     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 5 » კავანი წასვლაზე ალაპარაკდა
11:32
კავანი წასვლაზე ალაპარაკდა


მიმდინარე სეზონი ედინსონ კავანისთვის, შარშანდელის მსგავსად, დიდებულად დაიწყო. ურუგვაელი თავდამსხმელი ”ნაპოლიში” კვლავ ერთპიროვნულ ლიდერად რჩება და გატანილ გოლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, გულშემატკივრებს უმაღლესი ხარისხის ფეხბურთით ამახსოვრებს თავს. ეს კი გრანდების მხრიდან მის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო აძლიერებს. ცნობილია, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მასზე, ”იუვენტუსსა” და ”ინტერს” ეჭირათა თვალი, თუმცა მათ უარი თქვეს ჯიბეზე ხელის გაკვრაზე, ნეაპოლელებმა ძალიან მარტივად მოახერხეს ურუგვაელის შენარჩუნება და მათი პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ახლაც დამაიმედებელ განცხადებებს აკეთებს, კავანი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ითამაშებს ”ნაპოლიშიო”.

თუმცა ერთია, რას ამბობს კლუბსი პრეზიდენტი და მეორე, თავად ფეხბურთელის პოზიცია, რომელიც ახლახან გაირკვა, რომ პრეზიდენტისგან საკმაოდ განსხვავებული ყოფილა:
”უდავოა, ”ნაპოლი” წლიდან წლამდე პროგრესირებს და უახლოეს მომავალში ევროპაში ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმავე ”მანჩესტერის”, ”ბარსელონას”, ”რეალისა” და ”მილანის” დონეს მიაღწევს. ამას ათწლეულები სჭირდება და თავიდანვე უნდა გავაცნობიეროთ, რომ ასე მალე ვერ შევერევით გრანდებში. სეზონი ცოტა ხნის წინ დაიწყო და პრესაში უკვე იმაზე მსჯელობენ, დარჩება თუ არა კავანი ”ნაპოლიში”, რაც პირდაპირ გეტყვით, ჩემთვის ძალიან მომაბეზრებელია. აქაურობის დატოვება რომ მდომოდა, ამას ზაფხულში გავაკეთებდი. ასე რომ, შეგიძლიათ სხვაზე იმარჩიელოთ. ჩემს ამჟამინდელ გუნდთან ერთად სკუდეტოს მოგებას ვგეგმავ, მერე კი თუ ეს მოვახერხე, შეიძლება გუნდის გამოცვლაზეც დავფიქრდე. რატომ? ყველა ამბიციური ფეხბურთელი გრანდში თამაშზე ოცნებობს და მე რა დავაშავე? თან ჯერ მხოლოდ 24 წლის ვარ და ნამდვილად არ ვიქნები დასაძრახი, ორი და სამი სეზონის შემდეგ წასვლის გადაწყვეტილება თუ მივიღე”.

არ გეგონით კავანის ეს განცხადება ყოველგვარი საფუძველის გარეშე გაეკეთებინოს. იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ”ლივერპული” ”ბარსელონა” და ”მანჩესტერ სიტი” ცდილობენ ურუგვაელი ფორვარდის გადაბირებას.



წყარო:tribalfootball.com

ნანახია: 745 | დაამატა: kapana_lfc | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
3 Scouser_Kate  
0
აუ შენც ეხლა პირდაპირი რეისით გამოფრინდება რა აქეთ wink

2 kapana_lfc  
0
დამავიწყდა ეხლა მივუწერ

1 GeoScouser  
0
"ლივერპულში" სუარესის ყიდვის მერე ურუგაველებს აქტიურად დაადგეს თვალი, თან მაღალი დონის ფეხბურთელია... წყარო რატომ არ მიუთითე???

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
07:26


მიმდინარე სეზონი ედინსონ კავანისთვის, შარშანდელის მსგავსად, დიდებულად დაიწყო. ურუგვაელი თავდამსხმელი ”ნაპოლიში” კვლავ ერთპიროვნულ ლიდერად რჩება და გატანილ გოლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, გულშემატკივრებს უმაღლესი ხარისხის ფეხბურთით ამახსოვრებს თავს. ეს კი გრანდების მხრიდან მის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო აძლიერებს. ცნობილია, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მასზე, ”იუვენტუსსა” და ”ინტერს” ეჭირათა თვალი, თუმცა მათ უარი თქვეს ჯიბეზე ხელის გაკვრაზე, ნეაპოლელებმა ძალიან მარტივად მოახერხეს ურუგვაელის შენარჩუნება და მათი პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ახლაც დამაიმედებელ განცხადებებს აკეთებს, კავანი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ითამაშებს ”ნაპოლიშიო”.

თუმცა ერთია, რას ამბობს კლუბსი პრეზიდენტი და მეორე, თავად ფეხბურთელის პოზიცია, რომელიც ახლახან გაირკვა, რომ პრეზიდენტისგან საკმაოდ განსხვავებული ყოფილა:
”უდავოა, ”ნაპოლი” წლიდან წლამდე პროგრესირებს და უახლოეს მომავალში ევროპაში ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმავე ”მანჩესტერის”, ”ბარსელონას”, ”რეალისა” და ”მილანის” დონეს მიაღწევს. ამას ათწლეულები სჭირდება და თავიდანვე უნდა გავაცნობიეროთ, რომ ასე მალე ვერ შევერევით გრანდებში. სეზონი ცოტა ხნის წინ დაიწყო და პრესაში უკვე იმაზე მსჯელობენ, დარჩება თუ არა კავანი ”ნაპოლიში”, რაც პირდაპირ გეტყვით, ჩემთვის ძალიან მომაბეზრებელია. აქაურობის დატოვება რომ მდომოდა, ამას ზაფხულში გავაკეთებდი. ასე რომ, შეგიძლიათ სხვაზე იმარჩიელოთ. ჩემს ამჟამინდელ გუნდთან ერთად სკუდეტოს მოგებას ვგეგმავ, მერე კი თუ ეს მოვახერხე, შეიძლება გუნდის გამოცვლაზეც დავფიქრდე. რატომ? ყველა ამბიციური ფეხბურთელი გრანდში თამაშზე ოცნებობს და მე რა დავაშავე? თან ჯერ მხოლოდ 24 წლის ვარ და ნამდვილად არ ვიქნები დასაძრახი, ორი და სამი სეზონის შემდეგ წასვლის გადაწყვეტილება თუ მივიღე”.

არ გეგონით კავანის ეს განცხადება ყოველგვარი საფუძველის გარეშე გაეკეთებინოს. იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ”ლივერპული” ”ბარსელონა” და ”მანჩესტერ სიტი” ცდილობენ ურუგვაელი ფორვარდის გადაბირებას.



წყარო:tribalfootball.com

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2694
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2673
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2441
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2044
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1916
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.