ჯეიმი კარაგერი კვირას "ნიუკასლ იუნაიტედის" წინააღმდეგ მატჩში "ლივერპულის" მაისურს 665-ედ მოირგებს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ამ შედეგით ის ემილ ჰიუზსა და რეი კლემენსს გაუთანაბრდება და მათთან ერთად მეორე პოზიციაზე დამკვიდრდება.
"ეს დიდი მიღწევაა", - პეპე რეინამ კლუბის ოფიციალურ საიტს განუცხადა, - "665 მატჩი ნებისმიერი გუნდის ნებისმიერი ფეხბურთელისთვის წარმოუდგენელი რიცხვია, თუმცა კარა "ლივერპულის" თავი, მამოძრავებელი ენერგია და ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვისაც კი ოდესმე ამ გუნდში უთამაშია. ვიმედოვნებ, რომ ხვალინდელი შეხვედრა კარას ისტორიაში ერთ-ერთი ეპიზუდრი ნაწილი იქნება, რადგან ის არ აპირებს ამ შედეგზე გაჩერებას. დარწმუნებული ვარ, რომ ის კიდევ მრავალი წელიწადის განმავლობაში ითამაშებს".
ამ დროისთვის "ლივერპულში" თამაშების რაოდენობით რეკორდი იან კალაჰანს ეკუთვნის. მან "წითლების" ფორმა 857-ჯერ მოირგო, თუმცა რეინა არ გამორიცხავს, რომ ამ შედეგის დამხობა კარაგერმა შეძლოს. "არ ვიცი ითამაშებს თუ არა ამდენჯერ, - ამბობს ესპანელი, - ყველანი ვიმედოვნებთ, რომ მას ეს გამოუვა. დარწმუნებული ვარ, რომ ჯეიმის ეს თვითონ უნდა, რადგან მას ძალიან უყვარს კლუბი, მას უყვარს ის საქმე, რასაც აკეთებს. თუ ის კარგ ფორმაში იქნება, ვინ იცის რა მოხდება?! დრო შეუჩერებლად მიდის და კარა კმაყოფილი უნდა იყოს იმით, რასაც უკვე მიაღწია. ვიმედოვნებთ, რომ წინ კიდევ ბევრი წარმატება ელის".
33 წლის მცველზე სულ უფრო და უფრო ხშირად ამბობენ, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ხელს სამწვრთნელო სამსახურს მოკიდებს. რეინა დარწმუნებულია, რომ კარაგერი ამ საქმესაც სრულყოფილად გაართმევს თავს. "ის შეიძლება იყოს მშვენიერი მწვრთნელი. მას უდიდესი ავტორიტეტი აქვს მოედანზე და მისი მენტალიტეტის მქონე ადამიანსისგან ძალიან კარგი სპეციალისტი ჩამოყალიბდებოდა. ვფიქრობ, რომ ერთ დროს კარას მწვრთნელის პოსტზე ვიხილავთ", - აღნიშნა რეინამ.