სამშაბათი, 30.04.2024, 06:14     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ივნისი » 6 » კოული ლონდონში ბრუნდება?
12:29
კოული ლონდონში ბრუნდება?

29 წლის ინგლისელი ფეხბურთელი ჯო კოული, რომელმაც „ლივერპულში" ფეხი ვერ მოიკიდა, მშობლიურ ლონდონს უბრუნდება - 3 მილიონ ფუნტად მას „ტოტენჰემ ჰოთსპური" ყიდულობს. ამ კვირაში „დეზები" კოულს სამედიცინო ტესტებს ჩაუტარებენ და მერე კონტრაქტსაც გაუფორმებენ. ასე დაემშვიდობება გარემარბი გუნდს, სადაც ტრავმებისა და შეუთავსებლობის გამო არაფერი გამოუვიდა.

„ტოტენჰემის" თავკაცი ჰარი რედნაპი კი ის კაცია, რომელმაც წლების წინ კოულს „ვესტ ჰემში" გაუკვალა გზა. ის დარწმუნებულია, რომ ოდინდელ შეგირდს კვლავ დააბრუნებს დიდ ფეხბურთში. თავის დროზე მას კოული თაობის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჰყავს მოხსენიებული.

კოული, შარშან, „ჩელსის" შემადგენლობაში ინგლისის ჩემპიონი გახდა, მაგრამ ზაფხულში „ლურჯებმა" ის „ლივერპულში" გაყიდეს და ეს მეტისმეტად წარუმატებელი პერიოდის მიზეზად იქცა.

„ენფილდ როუდზე" საქმე თავიდანვე ცუდად წავიდა. კოულმა მყისიერი ეფექტი ვერ მოახდინა, რის შემდეგაც უიღბლობას უიღბლობა მოჰყვა - მერსისაიდში მისი გადამყვანი, „ლივერპულის" გენერალური დირექტორი კრისტიან პარსლოუ სამსახურიდან წავიდა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც „ლივერპული" ძველმა მეპატრონეებმა გაყიდეს და კლუბს ამერიკელი მილიარდერი ჯონ ჰენრი დაეპატრონა.

ჰენრის კოული არ მოეწონა. ამერიკელს ლონდონელზე გული წმინდა წყლის ბიზნესმოსაზრებების გამო აუცრუვდა - მან თქვა, რომ გუნდში ასაკოვანის ფეხბურთელის ყოლას და მისთვის კვირაში 90 ათასი ფუნტის გადახდას, ამ თანხის სხვანაირად დახარჯვა ჯობია. მან აქცენტის ახალგაზრდებზე გაკეთება ამჯობინა. ამის მერე კოული „ლივერპულში" ყველამ ზედმეტ ტვირთად აღიქვა. ის „ენფილდ როუდზე" 4,1 მილიონი ფუნტი დაუჯდათ. რომ გაყვეს გამოვიდა, რომ 1662 წუთიდან, რომელიც მან წითელი მაისურით მოედანზე გაატარა, თითოეულის ფასი 2 470 ფუნტი ყოფილა.

სულ, გასული სეზონის განმავლობაში, კოულმა 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მათგან ცამეტში მოედანზე თავიდანვე არ იყო - სათადარიგოთა სკამზე იჯდა და საქმეში მერე ჩაერთო. გარდა ამისა, კოული „ლივერპულის" შემადგენლობაში პირველ შეხვედრაშივე გააძევეს მოედნიდან, ხოლო რაც შეეხება გოლებს, ამხელა ჩემპიონატსა და თასების გათამაშებებში სამზე მეტის გატანა ვერ მოხერხა.

„ლივერპულის" ახალმა მწვრთნელმა, კენი დალგლიშმა, თავიდან კოული აქო, თქვა, რომ ძალიან მოსწონს საქმისადმი მისი დამოკიდებულება, მაგრამ ქების სიტყვების მიუხედავად, თამაშით მაინც არ ათამაშა. ახლა კი, ყველაფერს ისიც ემატება, რომ „ლივერპული" მომავალ სეზონში ევროპულ შეჯიბრებაში ვერ თამაშობს, რაც იმის წინაპირობაა რომ კოულს მოედანზე ფეხის შედგმის შანსი ერთიორად შეუმცირდებოდა.

ცუდი თამაშის გასამართლებლად კოულს შეუძლია თქვას, რომ მას ორთავა კუნთის ტრავმა არ აძლევდა ლაღად მოქმედების საშუალებას, თუმცა საქმე მარტო ეს არ უნდა იყოს. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ის „ლივერპულში" კრისტიან პარსლოუმ გადაიყვანა, სხვა სიტყვებით, რომ არა დირექტორი, გარემარბი „ლივერპულში" ვერ მოხვდებოდა - არც წინა მწვრთნელი, როი ჰოჯსონი იკლავდა მისი გულისთვის თავს.

ჯო კოულის ხელმოცარვაზე ისიც მეტყველებს, რომ ის ნაკრებში დიდი ხანია არ წაუყვანიათ. თავად განსაჯეთ, კოული ბოლოს მსოფლიოს ეროვნულ გუნდთან მსოფლიოს ჩემპიონატზე იყო და თავისი, ჯერჯერობით ბოლო, 56-ე სანაკრებო თამაში სამხრეთ აფრიკაში, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა.

2002 წლის მუნდიალზე კი ჯო კოული ინგლისის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო. ოთხი წლის შემდეგ, 2006-ში ის ინგლისის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნიეს.

საინტერესოა, რომ ფეხბურთელებით ვაჭრობის თვალსაზრისით, კოულის „ტოტენჰემში" მისვლა შესაძლოა ხორვატი ლუკა მოდრიჩის „დეზებიდან" „მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას ნიშნავდეს. მოგეხსენებათ, ინგლისის ჩემპიონთა თავკაც სერ ალექს ფერგიუსონს ხორვატის შეძენა სურს და მის სანაცვლოდ 28 მილიონი ფუნტის გადახდის ვარიანტს განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ კოულმა „ტოტენჰემში" გადასვლის კიდევ ერთ მიზეზად ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნება დაასახელა. აქვე დავძენთ, რომ „დეზებს" ამ ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა სურთ. ესენია, ალან ჰატონი, რობი კინი, დევიდ ბენტლი, უილსონ პალასიოსი, სებასტიან ბასონგი და ჯოვანი დოს სანტოსი. „სანდერლენდი" რედნაპს პიტერ კრაუჩსაც კი სთხოვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნანახია: 804 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
06:14

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2694
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2674
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2442
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2044
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1917
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.