პარასკევი, 03.05.2024, 20:05     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2012 » აპრილი » 25 » კიუიტი გუნდზე ფიქრობს
17:57
კიუიტი გუნდზე ფიქრობს

დირკ კუიტი დარწმუნებულია, რომ ასოციაციის თასზე გამარჯვება "ლივერპულს" მომდევნო სეზონისთვის უკეთ მოსამზადებლად მეტ მუხტს შესძენს.

"წითლების" 32 წლის ჰოლანდიელი შემტევი აღიარებს, რომ მისი გუნდის გამოსვლა პრემიერლიგაში და განსაკუთრებით საშინაო შეხვედრებში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

აი, რა უთხრა მან "ლივერპულ დეილი პოსტის" ჟურნალისტს: "გუნდის შიგნითაც იმედგაცრუებულნი ვართ ჩვენი ბოლოდროინდელი შედეგებით, რადგან ვერ მივაღწიეთ იმას, რასაც სეზონის წინ ვგეგმავდით. თითქოს ყველანი თავაუღებლად ვშრომობდით იმისთვის, რომ გარშემომყოფთათვის დაგვემტკიცებინა, რომ მეტის მიღწევა შეგევძლო, ვიდრე გვიქადნნენ.

ძალიან გვინდოდა, ხალხისთვის გვეჩვენებინა, რომ ჩემპიონატის ცხრილში ამჟამინდელი მდგომარეობა არ შეეფერება ჩვენს რეალურ პოტენციალს. პრემიერლიგაში ძალიან ბევრი მოულოდნელი მარცხი ვიწვნიეთ, თუმცა ლიგის თასის მოგების შემდეგ ასოციაციის თასის ფინალშიც გავედით და მისი მოგების სერიოზული შანსი გვაქვს. თუკი 5 მაისს "უემბლიზე" გავიმარჯვებთ, სამომავლოდ ის კიდევ უფრო დიდი იმპულსი იქნება.

ჩემპიონატში შექმნილი მდგომარეობით კი ბედნიერები ნამდვილად ვერასოდეს ვიქნებით. რამდენიმე მატჩში ძალიან ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან, მთელ გუნდს ჰქონდა შეგრძნება, რომ 3 ქულას ვიმსახურებდით, მაგრამ საბოლოოდ არაფერი გამოგვდიოდა. ყველაფრის მიუხედავად საკუთარი თავის თანაგრძნობისგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ. თუკი გუნდს სერიოზულად უნდა ცვლილებები, უკან მოხედვა უკვე აღარ ღირს".

გერმანულმა "ჰამბურგმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ დაინტერესებულია "ლივერპულიდან" კუიტის გადაბირებით. HSV-ს გარდა ფეხბურთელთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა მისმა ყოფილმა კლუბმა "ფეიენოორდმაც".

ბუნდესლიგური კლუბი ფეხბურთელს როტერდამელებზე მეტ ანაზღაურებას ჰპირდება, მაგრამ "დე კუიპზე" დირკს 3-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ სამწვრთნელო შტაბში ან კლუბის სტრუქტურაში დასაქმებას სთავაზობენ. "ფეიეს" გულშემატკივართა გასახარად, როგორც ჩანს, სწორედ ამ ვარიანტს განიხილავს თავად კუიტი.

ყოველ შემთხვევაში ამას ამტკიცებდა "სანის" ჟურნალისტთან საუბრისას "ჩელსის" თავდამსხმელი სალომონ კალუ. "ფეიენოორდში" ისინი 2003/06 წლებში გვერდიგვერდ თამაშობდნენ და დღემდე ახლო მეგობრებად რჩებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნანახია: 753 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
20:05

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2703
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2701
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2450
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2051
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1923
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.