სამშაბათი, 30.04.2024, 06:33     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ივლისი » 15 » კარაგერი: "დაუნინგი ისაა, ვინც გვჭირდება"
14:38
კარაგერი: "დაუნინგი ისაა, ვინც გვჭირდება"



"ლივერპულის" ვიცე-კაპიტანი, ჯეიმი კარაგერი თვლის, რომ გუნდს სწორედ იმ ტიპის ფეხბურთელი სჭირდება, როგორიც სტიუარტ დაუნინგია.

სავარაუდოდ, დღეს 26-წლის ნახევარმცველი ოფიციალურად გამოცხადდება "ლივერპულის" მოთამაშედ. ტრანსფერის ღირებულება 20 მლნ. ფუნტს შეადგენს.

ახალწვეულის წარსადგენად კენი დალგლიში იძულებული გახდა აზიური ტურნე მიეტოვებინა და მელვუდის საწვრთნელ ბაზაზე დაბრუნებულიყო. კარაგერი დარწმუნებულია, რომ
ახალ გუნდთან ადაპტაციისთვის დაუნინგს სულ ცოტა დრო დასჭირდება.

"შესანიშნავი ტრანსფერია და ამაში ეჭვიც არ მეპარება, - კარაგერის სიტყვებს Liverpool Echo ციტირებს. - უკანასკნელი ხუთი-ექვსი წლის მანძილზე დაუნინგმა პრემიერლიგაში მაღალი საფეხბურთო დონე წარმოაჩინა. მისი უნარი ჩამოიცილოს მეტოქე გუნდის ფეხბურთელი და საჯარიმოში კარგად ჩააწოდოს, ზედგამოჭრილია ჩვენთვის".

"მე და სტივი მას ვიცნობთ, თავის მხრივ სტიუარტი ენდი კეროლისა და ჯონოს (გლენ ჯონსონი) ნაცნობია. ჩვენ ეროვნული ნაკრები გვაკავშირებს ასე რომ, დაუნინგმა აქ თავი უცხოდ არ უნდა იგრძნოს. ჩვენთან მას თბილად მიესალმებიან, რადგან ის კარგ ფეხბურთელთან ერთად კარგი პიროვნებაცაა".

"გუნდში მისი მოსვლით შესანიშნავ მარცხენა ვინგერს მივიღებთ. ყველა გუნდი ეძებს იმ ამპლუის ნორმალურ ფეხბურთელს, სადაც ყველაზე მეტად უჭირს. ასე რომ, დაუნინგის მოსვლით ჩვენი ერთი პრობლემა საკმაოდ შემცირდება".


კარაგერმა დაამატა: "ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფეხბურთელები, რომლებიც ტურნეზე ჩვენთან ერთად არ არიან - სტივენ ჯერარდი, პეპე რეინა, ლუკასი, ლუის სუარესი, ჯორდან ჰენდერსონი, გლენ ჯონსონი - ისინი ჩვენი გუნდის ხერხემალს წარმოადგენენ".

"ჩვენი გეგმების შესახებ ხმამაღალ განცხადებებს არ გავაკეთებთ, უბრალოდ გვინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს".


წყარო: www.liverpoolfc.ru


ნანახია: 856 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
06:33



"ლივერპულის" ვიცე-კაპიტანი, ჯეიმი კარაგერი თვლის, რომ გუნდს სწორედ იმ ტიპის ფეხბურთელი სჭირდება, როგორიც სტიუარტ დაუნინგია.

სავარაუდოდ, დღეს 26-წლის ნახევარმცველი ოფიციალურად გამოცხადდება "ლივერპულის" მოთამაშედ. ტრანსფერის ღირებულება 20 მლნ. ფუნტს შეადგენს.

ახალწვეულის წარსადგენად კენი დალგლიში იძულებული გახდა აზიური ტურნე მიეტოვებინა და მელვუდის საწვრთნელ ბაზაზე დაბრუნებულიყო. კარაგერი დარწმუნებულია, რომ
ახალ გუნდთან ადაპტაციისთვის დაუნინგს სულ ცოტა დრო დასჭირდება.

"შესანიშნავი ტრანსფერია და ამაში ეჭვიც არ მეპარება, - კარაგერის სიტყვებს Liverpool Echo ციტირებს. - უკანასკნელი ხუთი-ექვსი წლის მანძილზე დაუნინგმა პრემიერლიგაში მაღალი საფეხბურთო დონე წარმოაჩინა. მისი უნარი ჩამოიცილოს მეტოქე გუნდის ფეხბურთელი და საჯარიმოში კარგად ჩააწოდოს, ზედგამოჭრილია ჩვენთვის".

"მე და სტივი მას ვიცნობთ, თავის მხრივ სტიუარტი ენდი კეროლისა და ჯონოს (გლენ ჯონსონი) ნაცნობია. ჩვენ ეროვნული ნაკრები გვაკავშირებს ასე რომ, დაუნინგმა აქ თავი უცხოდ არ უნდა იგრძნოს. ჩვენთან მას თბილად მიესალმებიან, რადგან ის კარგ ფეხბურთელთან ერთად კარგი პიროვნებაცაა".

"გუნდში მისი მოსვლით შესანიშნავ მარცხენა ვინგერს მივიღებთ. ყველა გუნდი ეძებს იმ ამპლუის ნორმალურ ფეხბურთელს, სადაც ყველაზე მეტად უჭირს. ასე რომ, დაუნინგის მოსვლით ჩვენი ერთი პრობლემა საკმაოდ შემცირდება".


კარაგერმა დაამატა: "ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფეხბურთელები, რომლებიც ტურნეზე ჩვენთან ერთად არ არიან - სტივენ ჯერარდი, პეპე რეინა, ლუკასი, ლუის სუარესი, ჯორდან ჰენდერსონი, გლენ ჯონსონი - ისინი ჩვენი გუნდის ხერხემალს წარმოადგენენ".

"ჩვენი გეგმების შესახებ ხმამაღალ განცხადებებს არ გავაკეთებთ, უბრალოდ გვინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს".


წყარო: www.liverpoolfc.ru


მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2694
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2674
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2442
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2044
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1917
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.