სამშაბათი, 30.04.2024, 05:58     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ივლისი » 6 » ჯონსონმა კონტრაქტი გაახანგრძლივა
22:39
ჯონსონმა კონტრაქტი გაახანგრძლივა





"ლივერპულის" 26-წლის მცველმა გლენ ჯონსონმა გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

შეგახსენებთ, რომ ჯონსონი მერსისაიდულ გუნდში 2009 წელს გადმოვიდა და ამ ხნის მანძილზე "ლივერპულში" მთლიანობაში 70 მატჩი ჩაატარა. სადებიუტო სეზონში 35-ჯერ მოირგო "წითლების" ფორმა, ამდენჯერვე - მეორე სეზონშიც. გატანილი აქვს 5 გოლი და მათგან ერთ-ერთი სადებიუტო მატჩში "სტოკ სიტის" წინააღმდეგ.

კონტრაქტის მიხედვით, ჯონსონი "ლივერპულში" კიდევ 2 წელი უნდა დარჩენილიყო, თუმცა მერსისაიდელებმა აქედანვე დაიჭირეს თადარიგი და ფეხბურთელთან ხელშეკრულება კიდევ უფრო გაახანგრძლივეს, თუმცა დეტალები არ ხმაურდება.

"გახარებულები ვართ, - საუბრობს "ლივერპულის" სპორტული დირექტორი დემიენ კომოლი, - მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირის მანძილზე ვაწარმოებდით, თუმცა შეთანხმებას ადვილად მივაღწიეთ, რადგან მას დარჩენა სურდა, იგივე გვინდოდა ჩვენც. მოხარულები ვართ იმით, რომ გლენმა თავისი ხანგრძლივი მომავალი ჩვენ დაგვიკავშირა. ჩემი აზრით, კმაყოფილი უნდა ყოფილიყო, როდესაც კონტრაქტის გახანგრძლივება შევთავაზეთ".

"მისი საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინაა. ხშირად მცველი თავისი კარიერის პიკს 26-დან 31-წლამდე აღწევს. ის ახლა სწორედ ამ ასაკშია და უკეთესად და უკეთესად თამაშობს. სეზონის მიწურულს მან თავისი უნივერსალურობა დაამტკიცა, თამაშობდა, როგორც მარჯვენა ასევე მარცხენა ფლანგებზე და საკმაოდ კარგადაც. ფიზიკურად შესანიშნავ ფორმაშია, ტექნიკურად კი ძნელად თუ ვინმეს შეადარებ".

"ჩვენს საუკეთესო ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნებით, სანამ აქ არიან ბედნიერები ვართ, ჩვენ მათ არ ვყიდით. მოხარულები ვართ, რომ გლენი ისევ ჩვენთან ერთადაა".


წყარო: ukfootball.ru


ნანახია: 701 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
05:58





"ლივერპულის" 26-წლის მცველმა გლენ ჯონსონმა გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

შეგახსენებთ, რომ ჯონსონი მერსისაიდულ გუნდში 2009 წელს გადმოვიდა და ამ ხნის მანძილზე "ლივერპულში" მთლიანობაში 70 მატჩი ჩაატარა. სადებიუტო სეზონში 35-ჯერ მოირგო "წითლების" ფორმა, ამდენჯერვე - მეორე სეზონშიც. გატანილი აქვს 5 გოლი და მათგან ერთ-ერთი სადებიუტო მატჩში "სტოკ სიტის" წინააღმდეგ.

კონტრაქტის მიხედვით, ჯონსონი "ლივერპულში" კიდევ 2 წელი უნდა დარჩენილიყო, თუმცა მერსისაიდელებმა აქედანვე დაიჭირეს თადარიგი და ფეხბურთელთან ხელშეკრულება კიდევ უფრო გაახანგრძლივეს, თუმცა დეტალები არ ხმაურდება.

"გახარებულები ვართ, - საუბრობს "ლივერპულის" სპორტული დირექტორი დემიენ კომოლი, - მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირის მანძილზე ვაწარმოებდით, თუმცა შეთანხმებას ადვილად მივაღწიეთ, რადგან მას დარჩენა სურდა, იგივე გვინდოდა ჩვენც. მოხარულები ვართ იმით, რომ გლენმა თავისი ხანგრძლივი მომავალი ჩვენ დაგვიკავშირა. ჩემი აზრით, კმაყოფილი უნდა ყოფილიყო, როდესაც კონტრაქტის გახანგრძლივება შევთავაზეთ".

"მისი საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინაა. ხშირად მცველი თავისი კარიერის პიკს 26-დან 31-წლამდე აღწევს. ის ახლა სწორედ ამ ასაკშია და უკეთესად და უკეთესად თამაშობს. სეზონის მიწურულს მან თავისი უნივერსალურობა დაამტკიცა, თამაშობდა, როგორც მარჯვენა ასევე მარცხენა ფლანგებზე და საკმაოდ კარგადაც. ფიზიკურად შესანიშნავ ფორმაშია, ტექნიკურად კი ძნელად თუ ვინმეს შეადარებ".

"ჩვენს საუკეთესო ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნებით, სანამ აქ არიან ბედნიერები ვართ, ჩვენ მათ არ ვყიდით. მოხარულები ვართ, რომ გლენი ისევ ჩვენთან ერთადაა".


წყარო: ukfootball.ru


მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2694
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2674
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2442
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2044
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1917
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.