ხუთშაბათი, 02.05.2024, 11:48     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 1 » ჯერარდის დიდი პრობლემა
14:45
ჯერარდის დიდი პრობლემა


„ლივერპულის" 31 წლის კაპიტანი, სტივენ ჯერარდი საავადმყოფოდან დაზაფრული გამოვიდა - ნუ გაგიკვირდებათ და ინფექციის გამო მას შეიძლება ერთი თვე გაუცდეს. 

საავადმყოფოსთან მყოფმა პაპარაცებმა, გარდა იმისა, რომ მას სურათები გადაუღეს, რედაქციებში ამბავი მიიტანეს, რომ ინგლისელი ვარსკვლავი ძალიან შეწუხებული ჩანდა. „სტივი ჯის" ფეხი თაბაშირში ჰქონდა ჩასმული და ყავარჯენს ეყრდნობოდა. 

ექიმების თავდაპირველი ვარაუდით გამორიცხული არ არის ჯერარდმა მთელი ნოემბერი გამოსტოვოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის მონაწილეობას ვერ მიიღებს პრემიერლიგის შეხვედრებში „მანჩესტერ სიტისა" და „ჩელსის" წინააღმდეგ. გარდა ამისა, ჯერარდი ვერც ინგლისის ნაკრების ორ მატჩში ითამაშებს - ამ ამხანაგურ მატჩებში ინგლისელების მეტოქეები იქნებიან ესპანეთისა და შვედეთის ეროვნული გუნდები.

მოგეხსენებათ, 2011 წელი მერსისაიდელთა კაპიტნისთვის ტრავმიანი გამოდგა. ცოტა ხნის წინ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში მან ეჭვიც კი გამოთქვა, ნეტავ ოდესმე ძველებურათ თუ ვითამაშებო. „წითლების" თავკაცმა კენი დალგლიშმა თქვა:

„იქნება თუ არა ესპანეთთან ამხანაგური შეხვედრისთვის მზად? წარმოდგენა არ მაქვს. ის, რაც მას ახლა სჭირს, ძველ ტრავმებთან კავშირში არ არის. ეს ინფექციაა. თუ სწორედ ვხვდები ეს დაახლოებით იგივეა ვინმეს პირში ჩირქიანი მუწუკი რომ ჰქონდეს".

ჯერარდის პრობლემათა ახალი ტალღა წინა კვირაში დაიწყო, როდესაც ვარჯიშზე ფეხი გაეჭრა. ეს ამბავი „ლივერპულის" საწვრთნელ ბაზაზე, მელვუდში მოხდა. კაპიტანს ფეხი კოჭთან გაეჭრა, თუმცა ყველა ამბობდა, რომ ის, შაბათს „ვესტ ბრომვიჩთან" თამაშს შეძლებდა. „წითლების" კაპიტანი გუნდთან ერთან ჩავიდა „ჰოუთორნის" სტადიონზე, მაგრამ ტკივილმა თამაშის საშუალება არ მისცა და ის მერსისაიდში დაბრუნდა. 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნანახია: 763 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
11:48


„ლივერპულის" 31 წლის კაპიტანი, სტივენ ჯერარდი საავადმყოფოდან დაზაფრული გამოვიდა - ნუ გაგიკვირდებათ და ინფექციის გამო მას შეიძლება ერთი თვე გაუცდეს. 

საავადმყოფოსთან მყოფმა პაპარაცებმა, გარდა იმისა, რომ მას სურათები გადაუღეს, რედაქციებში ამბავი მიიტანეს, რომ ინგლისელი ვარსკვლავი ძალიან შეწუხებული ჩანდა. „სტივი ჯის" ფეხი თაბაშირში ჰქონდა ჩასმული და ყავარჯენს ეყრდნობოდა. 

ექიმების თავდაპირველი ვარაუდით გამორიცხული არ არის ჯერარდმა მთელი ნოემბერი გამოსტოვოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის მონაწილეობას ვერ მიიღებს პრემიერლიგის შეხვედრებში „მანჩესტერ სიტისა" და „ჩელსის" წინააღმდეგ. გარდა ამისა, ჯერარდი ვერც ინგლისის ნაკრების ორ მატჩში ითამაშებს - ამ ამხანაგურ მატჩებში ინგლისელების მეტოქეები იქნებიან ესპანეთისა და შვედეთის ეროვნული გუნდები.

მოგეხსენებათ, 2011 წელი მერსისაიდელთა კაპიტნისთვის ტრავმიანი გამოდგა. ცოტა ხნის წინ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში მან ეჭვიც კი გამოთქვა, ნეტავ ოდესმე ძველებურათ თუ ვითამაშებო. „წითლების" თავკაცმა კენი დალგლიშმა თქვა:

„იქნება თუ არა ესპანეთთან ამხანაგური შეხვედრისთვის მზად? წარმოდგენა არ მაქვს. ის, რაც მას ახლა სჭირს, ძველ ტრავმებთან კავშირში არ არის. ეს ინფექციაა. თუ სწორედ ვხვდები ეს დაახლოებით იგივეა ვინმეს პირში ჩირქიანი მუწუკი რომ ჰქონდეს".

ჯერარდის პრობლემათა ახალი ტალღა წინა კვირაში დაიწყო, როდესაც ვარჯიშზე ფეხი გაეჭრა. ეს ამბავი „ლივერპულის" საწვრთნელ ბაზაზე, მელვუდში მოხდა. კაპიტანს ფეხი კოჭთან გაეჭრა, თუმცა ყველა ამბობდა, რომ ის, შაბათს „ვესტ ბრომვიჩთან" თამაშს შეძლებდა. „წითლების" კაპიტანი გუნდთან ერთან ჩავიდა „ჰოუთორნის" სტადიონზე, მაგრამ ტკივილმა თამაშის საშუალება არ მისცა და ის მერსისაიდში დაბრუნდა. 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2699
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2678
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2449
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2050
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1922
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.