ხუთშაბათი, 02.05.2024, 13:50     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 18 » ჯერარდი საფრთხის წინაშეა
15:09
ჯერარდი საფრთხის წინაშეა

„ლივერპულის" კაპიტანი, 31 წლის სტივენ ჯერარდი შესაძლოა ფეხბურთიდან ისე წავიდეს, რომ ინგლისის ჩემპიონი ვერ გახდეს. მოგეხსენებათ, მას, ბოლო დროს, ხშირად აწუხებს ესა თუ ის ტრავმა. მართალია, „ენფილდ როუდის" გმირი მკურნალობს და ყველა ღონეს ხმარობს მოედანს რაც შეიძლება მალე რომ დაუბრუნდეს, მაგრამ გამოჯანმრთელებამდე ჯერ შორია.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ჯერარდის ყველაზე დიდი ოცნება „ლივერპულის" შემადგენლობაში პრემიერლიგის ტიტულის მოპოვებაა. ასაკი და ჯანმრთელობა მას აფიქრებინებს, რომ არცთუ შორეულ მომავალში შესაძლოა ფეხბურთის თამაშისთვის თავი დანებება მოუწიოს და თუ მართლა ასე მოხდა, მისი ჯილდოების ოთახში ერთი კუთხე ცარიელი დარჩება.

„ეს ფიქრი ყოველდღე მიღრღნის ტვინს, — ამბობს კაპიტანი — წარმომიდგენია, როგორ გამიხარდება თუ ოცნებას ავიხდენ და როგორ დამწყდება გული, ფეხბურთისთვის თავის დანებება ჩემპიონის ტიტულის გარეშე თუ მომიხდება. იმ დროისთვის, როდესაც კარიერას დავამთავრებ, სავარაუდოდ, „ლივერპულში" 14-15 წელიწადი მექნება ნათამაშები. სირცხვილიც კია, ასეთი გამოცდილებისა და წარსულის ადამიანი არასდროს იყო პრემიერლიგის ჩემპიონი".

მიმომხილველები წერენ, რომ ოცნების ასახდენად ჯერარდს სულ მცირე ერთი წლის მოცდა ნამდვილად დასჭირდება. საქმე ის არის, რომ მიმდინარე სეზონში მერსისაიდელები არ გვანან გუნდს, რომელიც ჩემპიონობას შეძლებს. დღეისათვის მათ ცხრილში მეექვსე პიზიცია უკავიათ, ლიდერი, „მანჩესტერ სიტი" კი 12 ქულით უსწრებთ. არც თავად ჯერარდს აქვს საქმე კარგად. აშკარად გაუარესებული ჯანმრთელობის გამო ჯერჯერობით მხოლოდ ოთხ შეხვედრაში აქვს ნათამაშები — საზარდულის ოპერაციამ სეზონის დასაწყისში, სექტემბრის ბოლომდე მოედანზე ფეხი შედგმის საშუალება არ მისცა. მერე იყო და, ზედ ინფექციაც დაერთო...

თუმცა, კაპიტნის ცხოვრება მხოლოდ მუქ ფერებშიც არ უნდა წარმოვიდგინოთ. ის ამბობს, რომ ძალიან მოსწონს კენი დალგლიშისეული ახალი „ლივერპული". ეს გუნდი მომდევნო წლებში აშკარად იტყვის თავის სიტყვას ინგლისურ ფეხბურთში.
„ჩემმა კარიერამ იმ ეპოქაში ჩაიარა, როდესაც პრემიერლიგის ტიტულს ოთხი-ხუთი გუნდი ეცილებოდა ერთმანეთს. ყოველთვის გვიწევდა ბრძოლა „მანჩესტერ იუნაიტედთან", „არსენალთან", „ჩელსისთან", რომელთაც ამ ბოლო დროს „ტოტენჰემ ჰოთსპური" და „მანჩესტერ სიტი" დაემატნენ. ადრე, 1970-80-იან წლებში კი „ლივერპული" ის გუნდი იყო, რომელიც სხვებს ახლოს არ აჭაჭანებდა. იმხანად ინგლისის ჩემპიონატი პირველივე ტურიდან ერთი ცხენის დოღს ჰგავდა.

დღეს, ჩვენი გუნდი გაძლიერდა. ვფიქრობ, ბოლო პერიოდში ასეთი ძლიერები არც ვყოფილვართ. მოკლედ, წარმატებისთვის ყველა პირობაა შექმნილი და ახლა ჯერი თავად წარმატებაზეა მიმდგარი. „ლივერპულში" მოთხოვნა ძალიან მაღალია. თითოეული ჩვენგანი ვალდებულია ყოველ ტურში საუკეთესო ფორმაში იყოს და ისე გავიდეს სათამაშოდ. მეც სწორედ ამას ვცდილობ მატჩიდან მატჩამდე, წლიდან წლამდე. ასევე იქცევიან ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც სათამაშოდ „ენფილდზე" მოდიან.
ენდი ქეროლი და ლუის სუარესი თავს ჯერ კიდევ ახალწვეულებად გრძნობენ, რადგან წლის დასაწყისში, შუა სეზონში მოვიდნენ. ზაფხულზე მათ დაემატნენ ჩარლი ადამი, ჯორდან ჰენდერსონი, სტიუარტ დაუნინგი, კრეიგ ბელამი, ხოსე ენრიკე, დონი და სებასტიან კოატესი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტი მათგანი ბრიტანელია, რომელთათვისაც პრემიერლიგა მშობლიურია და არც ოსტატობით ჩამოუვარდებიან სხვებს".

კვირას „ლივერპული" „ჩელსის" ხვდება. ამ შეხვედრაში ჯერარდი მონაწილეობას, რასაკვირველია, ვერ მიიღებს, მაგრამ „წითლები" იმედოვნებენ, რომ ჯეიმი კარაგერი და ლუის სუარესი ეყოლებათ მწყობრში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნანახია: 749 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
13:50

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2699
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2678
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2449
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2050
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1922
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.