შაბათი, 27.04.2024, 23:29     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » მაისი » 24 » ჯერარდი: "მზად ვარ საბრძოლველად"
17:50
ჯერარდი: "მზად ვარ საბრძოლველად"
 

 
  "ლივერპულის" კაპიტანი სტივენ ჯერარდი ფიზიკური ფორმის აღსადგენად ემზადება, რათა ტრავმის შემდეგ მომდევნო სეზონში გუნდის ძირითად სემადგენლობაში დაბრუნდეს.

  მომდევნო კვირაში "ენფილდის" ვარსკვლავს 31 წელი უსრულდება. ჯერარდი მარტის დასაწყისიდან მოედანზე საზარდულის ტრავმის გამო აღარ გამოჩენილა. ასე რომ, სტივი რეაბილიტაციას გადის იმისთვის, რომ "კოპებს" დაუბრუნდეს ისეთი, როგორიც უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში იყო.

  LFC Weekly-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯერარდმა უარყო მოსაზრება, თითქოს მისი თამაშის ხარისხი გაფუჭდა. "მინდა დავბრუნდე ისეთი, როგორიც ყოველთვის ვიყავი. მინდა იმ დონეზე ვითამაშო, როგორც აქამდე ვთამაშობდი. ალბათ, როდისმე მომიწევს იმ ფიზიკურ ფაქტორებთან შეგუება, რომელიც ასაკს მოაქვს, თუმცა ჯერ ამის დრო არაა, - საუბრობს სტივი. - ოპერაციის შემდეგ თავს მშვენივრად ვგრძნობ. ვიცი, რომ შემიძლია ის ფორმა დავიბრუნო, რაც უკანასკნელი ორი-სამი წლის მანძილზე მქონდა. თავს ისევ ისე ძლიერად და თავდაჯერებულად ვგრძნობ. ამ დროისთვის არა მგონია ჩემს თამაშში რამე შესაცვლელი იყოს".

  ყველაფრის მიუხედავად, სტივენ ჯერარდი ჩარჩოებს არასდროს სცილდება.

  "მე არ განვსხვავდები სხვებისგან. ძირიტად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად მეც ისე უნდა დავამტკიცო, როგორც სხვები ამტკიცებენ. "ლივერპულის" ფეხბურთელები ყოველთვის საკუთარი თავის წარმოჩენაში არიან. შენ უნდა დაამტკიცო, რომ იმსახურებ გუნდის ნაწილად უოფნას - ეს ამ კლუბის არსია.

  საბოლოო ჯამში, ფეხბურთელების სესახებ გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის მწვრთნელს ეკისრება. მე მხოლოდ ისღა დამრჩენია, რომ სასურველ კონდიციებში შევიდე და მოედანს დასვენებული დავუბრუნდე.

  დანარჩენი... შეეცადონ და შემაჩერონ. მე მზად ვარ საბრძოლველად",
- აღნიშნა მერსისაიდული გუნდის კაპტანმა.

ნანახია: 772 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
23:29
 

 
  "ლივერპულის" კაპიტანი სტივენ ჯერარდი ფიზიკური ფორმის აღსადგენად ემზადება, რათა ტრავმის შემდეგ მომდევნო სეზონში გუნდის ძირითად სემადგენლობაში დაბრუნდეს.

  მომდევნო კვირაში "ენფილდის" ვარსკვლავს 31 წელი უსრულდება. ჯერარდი მარტის დასაწყისიდან მოედანზე საზარდულის ტრავმის გამო აღარ გამოჩენილა. ასე რომ, სტივი რეაბილიტაციას გადის იმისთვის, რომ "კოპებს" დაუბრუნდეს ისეთი, როგორიც უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში იყო.

  LFC Weekly-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯერარდმა უარყო მოსაზრება, თითქოს მისი თამაშის ხარისხი გაფუჭდა. "მინდა დავბრუნდე ისეთი, როგორიც ყოველთვის ვიყავი. მინდა იმ დონეზე ვითამაშო, როგორც აქამდე ვთამაშობდი. ალბათ, როდისმე მომიწევს იმ ფიზიკურ ფაქტორებთან შეგუება, რომელიც ასაკს მოაქვს, თუმცა ჯერ ამის დრო არაა, - საუბრობს სტივი. - ოპერაციის შემდეგ თავს მშვენივრად ვგრძნობ. ვიცი, რომ შემიძლია ის ფორმა დავიბრუნო, რაც უკანასკნელი ორი-სამი წლის მანძილზე მქონდა. თავს ისევ ისე ძლიერად და თავდაჯერებულად ვგრძნობ. ამ დროისთვის არა მგონია ჩემს თამაშში რამე შესაცვლელი იყოს".

  ყველაფრის მიუხედავად, სტივენ ჯერარდი ჩარჩოებს არასდროს სცილდება.

  "მე არ განვსხვავდები სხვებისგან. ძირიტად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად მეც ისე უნდა დავამტკიცო, როგორც სხვები ამტკიცებენ. "ლივერპულის" ფეხბურთელები ყოველთვის საკუთარი თავის წარმოჩენაში არიან. შენ უნდა დაამტკიცო, რომ იმსახურებ გუნდის ნაწილად უოფნას - ეს ამ კლუბის არსია.

  საბოლოო ჯამში, ფეხბურთელების სესახებ გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის მწვრთნელს ეკისრება. მე მხოლოდ ისღა დამრჩენია, რომ სასურველ კონდიციებში შევიდე და მოედანს დასვენებული დავუბრუნდე.

  დანარჩენი... შეეცადონ და შემაჩერონ. მე მზად ვარ საბრძოლველად",
- აღნიშნა მერსისაიდული გუნდის კაპტანმა.

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2692
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2672
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2439
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2041
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1912
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.