ხუთშაბათი, 02.05.2024, 07:23     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 22 » ჯერარდი: "კლუბმა ქეროლთან დაკავშირებით შეცდომა დაუშვა"
16:07
ჯერარდი: "კლუბმა ქეროლთან დაკავშირებით შეცდომა დაუშვა"


"ლივერპულის" კაპიტნის სტივენ ჯერარდის ვარაუდით, კლუბმა ენდი ქეროლის "ენფილდზე" ყოფნის პირველ 6 თვეში შეცდომა დაუშვა.

მერსისაიდელთა ლიდერის თქმით, ქეროლს ტრავმის მოშუშების შემდეგ მალევე მიეცა მოედანზე დაბრუნების შესაძლებლობა, რაც მასზე უარყოფითად აისახა.

ჯერარმა, რომელსაც ახლა თავად აწუხებს ტრავმა, შემდეგი განაცხადა: "ჩემი აზრით, ქეროლს სურდა დაემტკიცებინა, რომ მასში ფული ტყუილად არ გადაყრილა. სწორედ ამ მიზეზის გამო დაუბრუნდა ის მოედანს საჭიროზე ადრე".

გარდა ამისა, "ენფილდროუდელთა" კაპიტანმა კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელებზეც ისაუბრა: "სხვა კლუბში ყოფნის და არასათანადოდ თამაშის შემთხვევაში, მათ შეიძლება ხელები ჩამოეშვათ, თუმცა არა "ლივერპულში". აქ ფეხბურთელებს ყოველთვის მაღალ მოთხოვნებს უყენებენ".

"უნდა გესმოდეთ, რომ "ლივერპული" სხვა გუნდებისგან ბევრად განსხვავებულია. აქ მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფები. ასე რომ, ყოველ მატჩში მოედანზე მხოლოდ მოსაგებად უნდა გახვიდე. ჩვენი კლუბის ფანები ერთგულებასთან ერთად შედეგსაც ითხოვენ".

"მოედანზე ყოველ ჯერზე ისე უნდა გახვიდე, როგორც ფინალში. განვლილ წლებში ასე მიწევდა და ახალგაზრდა ფეხბურთელებმაც უნდა იცოდნენ ეს ყველაფერი", - აღნიშნა 31-წლის ნახევარმცველმა.

ჯერარდს ქეროლის იმედი აქვს და დარწმუნებულია იმაში, რომ ახალგაზრდა ინგლისელი ფორვარდის სათამაშო დონე გაუმჯობესდება.

"ქეროლს საკმაოდ ბევრი აკრიტიკებს, თუმცა ჩვენ ბედნიერი ვართ იმით, რომ ენდი ჩვენი კლუბის ფეხბურთელად ითვლება. მან გაიტანა რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი, გუნდისთვის დიდ სამუშაოს აკეთებს და ვიცით, რომ ენდის ყველაფერი წინ აქვს", - განაცხადა ჯერარდმა.


წყარო: liverpool-kop.com

ნანახია: 802 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 Scouser_Kate  
0
მართალია სტივიი. დააცადონ ამ ქეროლს და იტყვის თავის სიტყვას აიიი ნახეთ. არეულია ეხლა smile

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
07:23


"ლივერპულის" კაპიტნის სტივენ ჯერარდის ვარაუდით, კლუბმა ენდი ქეროლის "ენფილდზე" ყოფნის პირველ 6 თვეში შეცდომა დაუშვა.

მერსისაიდელთა ლიდერის თქმით, ქეროლს ტრავმის მოშუშების შემდეგ მალევე მიეცა მოედანზე დაბრუნების შესაძლებლობა, რაც მასზე უარყოფითად აისახა.

ჯერარმა, რომელსაც ახლა თავად აწუხებს ტრავმა, შემდეგი განაცხადა: "ჩემი აზრით, ქეროლს სურდა დაემტკიცებინა, რომ მასში ფული ტყუილად არ გადაყრილა. სწორედ ამ მიზეზის გამო დაუბრუნდა ის მოედანს საჭიროზე ადრე".

გარდა ამისა, "ენფილდროუდელთა" კაპიტანმა კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელებზეც ისაუბრა: "სხვა კლუბში ყოფნის და არასათანადოდ თამაშის შემთხვევაში, მათ შეიძლება ხელები ჩამოეშვათ, თუმცა არა "ლივერპულში". აქ ფეხბურთელებს ყოველთვის მაღალ მოთხოვნებს უყენებენ".

"უნდა გესმოდეთ, რომ "ლივერპული" სხვა გუნდებისგან ბევრად განსხვავებულია. აქ მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფები. ასე რომ, ყოველ მატჩში მოედანზე მხოლოდ მოსაგებად უნდა გახვიდე. ჩვენი კლუბის ფანები ერთგულებასთან ერთად შედეგსაც ითხოვენ".

"მოედანზე ყოველ ჯერზე ისე უნდა გახვიდე, როგორც ფინალში. განვლილ წლებში ასე მიწევდა და ახალგაზრდა ფეხბურთელებმაც უნდა იცოდნენ ეს ყველაფერი", - აღნიშნა 31-წლის ნახევარმცველმა.

ჯერარდს ქეროლის იმედი აქვს და დარწმუნებულია იმაში, რომ ახალგაზრდა ინგლისელი ფორვარდის სათამაშო დონე გაუმჯობესდება.

"ქეროლს საკმაოდ ბევრი აკრიტიკებს, თუმცა ჩვენ ბედნიერი ვართ იმით, რომ ენდი ჩვენი კლუბის ფეხბურთელად ითვლება. მან გაიტანა რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი, გუნდისთვის დიდ სამუშაოს აკეთებს და ვიცით, რომ ენდის ყველაფერი წინ აქვს", - განაცხადა ჯერარდმა.


წყარო: liverpool-kop.com

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2699
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2678
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2448
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2050
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1921
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.