შაბათი, 04.05.2024, 02:25     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » აპრილი » 27 » ინტერვიუ ცოცხალ ლეგენდებთან
21:34
ინტერვიუ ცოცხალ ლეგენდებთან

სტივენ ჯერარდი და ჯეიმი კარაგერი - "ლივერპულის" ვარსკვლავური დუეტი იხსენებს წარსულს, ცხოვრობს აწმყოთი და სჯერა ნათელი მომავლის. გუნდის ცოცხალი ლეგენდები sky sports-ის ტელე-შოუში მიიწვიეს და დუეტში სხვადასხვა საინტერესო თემებზეც ასაუბრეს.

ინტერვიუ ცოცხალ ლეგენდებთან

ჯონ ტერის ინგლისის ნაკრების კაპიტნობის შესახებ:

სტივენ ჯერარდი:

"მე ბედნიერი ვარ ჯონის კაპიტნობით, რადგან ვიცი ეს მისთვის რას ნიშნავს. შარშან, როდესაც კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს, მახსოვს როგორი გაღიზიანებული იყო. ამიტომ ვთვლი, რომ ყველამ უნდა ვცეთ პატივი მწვრთნელის გადაწყვეტილებას. უელსის ნაკრებთან შესანიშნავი გამარჯვება მოვიპოვეთ და ვფიქრობ, რომ კაპიტნის თემა ამ ეტაპზე მეორე პლანზე გადაიწევს. აშკარაა, რომ რიო ფერდინანდს კაპიტნის სამკლაურის დათმობა არ სიამოვნებს, მაგრამ მას ისეთი არაფერი გაუკეთებია, რომ ძირითად კაპიტნად დარჩენილიყო".

ჯეიმი კარაგერი:

"ჯონ ტერი იყო უდიდესი კაპიტანი და ასეთ კაპიტანადაც დარჩება. თუ ფაბიო კაპელომ ასე გადაწყიტა, ეს მისი უფლებაა. მან ეს გააკეთა და მნიშვნელობა არ აქვს კრიტიკას, რომელიც იტალიელი სპეციალისტის მიმართ წამოვიდა".

ნანის ტრავმის შესახებ:

ჯეიმი კარაგერი:

"არავინ კამათობს, რომ საშინლად მოვცელე, თუმცა თამაშის შემდეგ ნანის მოვუბოდიშე. საბედნიეროდ, ერთი კვირის თავზე ის უკვე მწყობრში იყო და გუნდთან ერთად ვარჯიშიც დაიწყო. რა თქმა უნდა, ნანი ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესოა, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში ასევე მთლიან პრემიერლიგაში. იმ შეხვედრაში პორტუგალიელი ჩემს ფლანგზე თამაშობდა და ცხადია, ეს ფერგიუსონის დავალება იყო. ამას მაშინვე მივხვდი, სულელი კი არ ვარ. როდესაც მან ბურთი მიიღო, გავიფიქრე, რომ შემეძლო ართმევა. სულ ეს იყო. ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, მე დავუკავშირდი მაიკლ ოუენს და ნანის მდგომარეობა ვკითხე. გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ყველაფერი რიგზე იყო".

ინტერვიუ ცოცხალ ლეგენდებთან

თავიანთი დებიუტის შესახებ:

სტივენ ჯერარდი:

"როდესაც ჯეიმის დებიუტი "ასტონ ვილას" წინააღმდეგ შედგა, მე ჯერ კიდევ ბუცებს ვწმენდდი. ვნახე თამაში, სადაც გაიტანა კარგი და იყო აღფრთოვანებული. როდესაც ამას ვუყურებდი, ვფიქრობდი: "თუ მას ასე კარგად გამოდსდის, მე რითი ვარ ნაკლები?"

ჯეიმი კარაგერი:

"კი, მახსოვს. მე ვგრძნობდი სადებიუტო შეხვედრის მოახლოებას (იცინის). მაშინ ბიორნ კვარმე დავიბევეთ, თუმცა კონტრაქტი არ იყო სრულად გაფორმებული. იმ დროისთვის მობილური ტელეფონი არ მქონდა და რა თქმა უნდა, ვერავინ მეტყოდა, რომ ნორვეგიელს არ შეეძლო თამაში, მე კი დარწმუნებული ვიყავი, რომ არ მათამაშებდნენ. ამასთან ერთად, პატრიკ ბერგერიც ავად იყო და მწვრთნელი იძულებული გახდა ნახევარდაცვაში მე ვეთამაშე".

სტივენ ჯერარდი:

"საერთოდ მე დებიუტით შოკში ვიყავი. ყველა ბავშვი ოცნებობს პირველ გუნდში თამაშზე და რაც უფრო დიდ ხანს, მით უკეთესი, მაგრამ ის 52 წუთი, რომელიც მე სადებიუტო მატჩში ვითამაშე, იყო კოშმარი. ჩემს წინააღმდეგ თამაშობდა დავიდ ჟინოლა და მის ფონზე მე უტვინო ბავშვივით გამოვიყურებოდი. ის ფანტასტიურად ძლიერი იყო, რაც გახდა ჩემი სიმშვიდის დარღვევის მიზეზი. მეგონა, რომ არ ვიყავი მზად, თუმცა გამიმართლა, რადგან ჩემთან ერთად იყვნენ რობი ფაულერი და ჯეიმი რედნაპი. მაშინ ჟერარ ულიეც საოცარად დამიდგა მხარში. როდესაც მოედანზე გავდიოდი, ის მეუბნებოდა, რომ ბევრი რამისთვის სხვა თვალით შემეხედა. იმ დღეებში უფრო გავძლიერდი".

ჯეიმი კარაგერი:

"მე ხშირად მითქვამს, რომ სტივი არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვისაც ოდესმე ამ კლუბში უთამაშია, მაგრამ ახლა ამას აღარ ვიმეორებ, რადგან გუნდის მწვრთნელის თანამდებობაზე კენია. ვფიქრობ, რომ კარიერის გარკვეულ ეტაპზე ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო".

ქომაგების შესახებ:

სტივენ ჯერარდი:

"ვფიქრობთ, რომ სოფლიოში საუკეთესო ფანები გვყავს. ატმოსფეროს, რომელსაც ისინი ევროზონის მატჩების დროს ქმნიან, არაფერი შეედრება და ამას შეიგრძნობენ სხვა გუნდებიც, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ "ენფილდზე" თამაშობენ. მხარდაჭერა, რომელიც ქომაგების მხრიდან მოედანზე და მის გარეთ მოდის, უბრალოდ წარმოუდგენელია. სანამ ბუცებს ლურსმანზე ჩამოვკიდებთ, გვსურს ფანებისთვის რაც შეიძლება მეტი ტროფეი მოვიპოვოთ".

ჯეიმი კარაგერი:

"აუ, ზუსტად! "კოპი" ევროპული მატჩების დროს ცოცხლდება. ფანების მხარდაჭერა ეს ისაა, რაც კარიერის დასრულების შემდეგ ყოველთვის გვემახსოვრება".

"ლივერპულის" ერთგულების შესახებ:

ჯეიმი კარაგერი:

"მე ადგილობრივი ვარ და ვთამაშობ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში. აქ ცხოვრობს ჩემი ოჯახი და გარსემო შესანიშნავი ხალხი მყავს. სხვაგან სად უნდა წავიდე? სტივის ოდნავ განსხვავებული სიტუაცია აქვს. სხვებს აინტერესებთ მსოფლიოს სხვადასხვა კლუბები, თუმცა ჩემთვის აქ ყველაფერი სხვაგვარადაა. როგორც ავღნიშნე, მე სულ სხვა სიტუაცია მაქვს. იყო დრო, როდესაც სტივის შეეძლო გუნდის დატოვება, თუმცა ის "ლივერპულის" ერთგულად დარჩა. აი, მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის თასის მოგება მხოლოდ შენი კლუბის გამარჯვება არ არის. ეს არის შენი ოჯახის, შენი მეგობრების წარმატება, გამარჯვება იმ ხალხის, ვისაც შენი კარგი უხარია. შენ გრძნობ, რომ ისინი ამ წარმატების ნაწილები არიან".

სტივენ ჯერარდი:

"დიახ, დრო და დრო ჩემით სერიოზულად ინტერესებოდნენ სხვადასხვა გუნდები, მაგრამ ახლა უკან ვიხედები და ვხვდები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. როცა ადგილობრივი ხარ და შენი კლუბი ტიტულს იგებს, განსაკუთრებული განცდა გეუფლება. როდესაც ხედავ, რომ შენი ოჯახი, მეგობრები და ირგვლივ მყოფი ხალხი ბედნიერია, წარმოუდგენელ რაღაცას გრძნობ. ეს ბევრად კარგია, ვიდრე გამარჯვება გუნდთან ერთად, რომელიც შენი მშობლიური არაა".

"ოლიმპიაკოსის" კარში გატანილ გოლზე:

სტივენ ჯერარდი:

"მე ვამაყობ ამ გოლით. შესანისნავი და ძალზედ მნიშვნელოვანი გოლი იყო. მომდევნო ეტაპზე რომ არ გავსულიყავით და ლიგის თასი რომ არ მოგვეგო, ხალხი უკვე დაივიწყებდა ამ გოლს".

ინტერვიუ ცოცხალ ლეგენდებთან

სტამბულის შესახებ:

ჯეიმი კარაგერი:

"როგორ უნდა განაწყო ფეხბუთელები შესვენებაზე? ეს ძალიან რთული საქმეა. ძნელია სამ მცველიან სქემაზე გადასვლა. მწვრთნელის ნათქვამი აისახა დიტმარ ჰამანის თამაშზე, რომელმაც დიდი როლი ითამაშა გამარჯვებაში".

სტივენ ჯერარდი:

"მე გავიტანე გოლი და გამოვიმუშავე პენალტი, რაც იმის დამსახურებაა, რომ ჩემს უკან ხაბი (ალონსო) და დიდი (დიტმარ ჰამანი) თამაშობდნენ".

ჯეიმი კარაგერი:

"როდესაც მეორე გოლი გავიტანეთ, მივხვდი რომ ჯერ კიდევ არაფერი არ იყო დაკარგული. ჩვენმა პირველმა გოლმა აჩვენა, რომ გაგვაჩნია სიამაყე და ბრძოლისუნარიანობა. აი, როდესაც მეორეც შევაგდეთ, გავიფიქრე, რომ მთებს იქით არ იყო ჩვენი მესამე გოლი. შეგეძლოთ დაგენახათ რა სახეები ჰქონდათ "მილანის" ფეხბურთელებს. ის საშინელება, რომელიც პირველ ტაიმში გამოვიარეთ, მეორეში იტალიელებმა გამოსცადეს. ისინი თავიანთ თავებს ეკითხებოდნენ: "რა ეშმაკი გვჭირს?"

სტივენ ჯერარდი:

"ჩვენი ფანები გუნდის ჰიმნს მღეროდნენ და მხარს გვიჭერდნენ. ამის გამო "მილანს" ერთი ბურთი გავუტანეთ, თუმცა ეს უმცირესი იყო, რაც ქომაგებისთვის შეგვეძლო გაგვეკეთა. გვჭირდებოდა კიდევ გაგვეტანა, რითაც მატჩს ინტრიგას დავუბრუნებდით. სიმართლე რომ გითხრათ, შესვენებაზე, როცა გასახდელში ვისხედით არც გვჯეროდა, რომ ანგარიშის გათანაბრება შეგვეძლო, თუმცა მეორე ტაიმში "მილანი" ჩვენს თვალწინ ინგრეოდა და ამას ვგრძნობდით. მე უკვე წარმოვიდგენდი ვის უნდა დაერტყა პენალტები. დიდი, რიისე, ალონსო და სისე - ესენი თერთმეტმეტრიანების შესანიშნავი შემსრულებლები არიან, თავიანთ თავში დარწმუნებულები არიან ისევე, როგორც მე. მინდოდა პირველი დამერტყა, მაგრამ რაფამ შეადგინა სია, სადაც ჩემი გვარი მეხუთე იყო".

როი ჰოჯსონის შესახებ:

სტივენ ჯერარდი:

"ის კარგი კაცი და თავისი საქმის პროფესიონალია, თუმცა "ლივერპული" მისი კოლექტივი არ არის. მისი ხელმძღვანელობით ბიჭები არ იყვნენ თანმიმდევრულნი. ალბათ, მეტწილად ამაში გუნდია დამნაშავე. ამ სტატუსის მქონე გუნდს არ ეკადრება სატურნირო ცხრილის ფსკერზე ყოფნა და ამაში მხოლოდ მწვრთნელი არაა დამნაშავე. ჩვენც ბევრ რამეში ვართ პასუხისმგებლები".

ჯეიმი კარაგერი:

"რაფა წავიდა მას შემდეგ, რაც სეზონი სატურნირო ცხრილის მეშვიდე პოზიციაზე დავამთავრეთ. იმ პერიოდში დავკარგეთ მასკერანოც, ვინც ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩვენთვის. ახლა ვცდილობთ უკან დავბრუნდეთ, თუმცა ეს ყოველთვის არ გამოდის. ხანდახან საკმარისად კარგად ვერ ვთამაშობთ. სწორედ ამიტომ, სატრანსფერო ბაზარზე ნორმალურად ვიმუშავეთ. ახლა უკვე გვყავს ლუისი, ენდი და ბრწყინვალე მფლობელები".

ფანების მხრიდან როი ჰოჯსონის სიძულვილის შესახებ:

ჯეიმი კარაგერი:

"ჩემი აზრით, ეს იმის ბრალია, რომ ფანებს უბრალოდ ძალიან უყვართ კენი. რაფას წასვლის შემდეგ, გუნდს რაიკაარდისა და დეშამის სახელებს უკავშირებდნენ, თუმცა რეალური კანდიდატები იყვნენ დალგლიში და ჰოჯსონი. სეზონის ბოლოს, როცა გაცხადდა, რომ გუნდს როი ჩაიბარებდა, ქომაგთა გარკვეულ ნაწილს არ ესიამოვნა ეს ფაქტი, რადგან მათ კენი უნდოდათ. ყოველთვის, როცა გუნდი გაუმართლებელი ტაქტიკის ან სხვა მიზეზის გამო აგებდა, ფანების მხრიდან როის ზურგში მახვილი ესობოდა".

ინტერვიუ ცოცხალ ლეგენდებთან

კენის დაბრუნების შესახებ:

სტივენ ჯერარდი:

"მშვენიერია, რომ ეს კაცი დაბრუნდა. კენით თითოეული ჩვენთაგანი შთაგონებულია. ჩვენ საკუთარი თავის რწმენა დავიბრუნეთ. ჩვენი საქმით სიამოვნებას ვიღებთ და კარგი იქნებოდა უახლოეს წლებში მისი ხელმძღვანელობის დროს ტროფეი რომ მოგვაგებინა. ჩემი აზრით, კენისთან ერთად შეგვიძლია დავბრუნდეთ იქ, სადაც ჩვენი ნამდვილი ადგილია. მასზე უკეთესი არავინაა. მწვრთნელის პოსტზე დალგლიშზე კარგი კანდიდატურა არ არსებობს".

ჯეიმი კარაგერი:

"ფანები - ეს გუნდის განუყოფელი, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ისინი ისეთივე მნიშვნელოვანი ფიგურები არიან, როგორც ფეხბურთელები. როცა მოთამაშეები და ქომაგები ერთად არიან, გუნდის შეჩერება შეუძლებელია. შეგვიძლია გავიხსენოთ ლიგის ფინალი, სადაც ყველა ერთად იყო. ვიყავით ერთი მეგობრული ოჯახი და ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას".

რაულ მეირელეშის შესახებ"

სტივენ ჯერარდი:

"არსებობს მოსაზრება, რომ როიმ რაულს არასწორი პოზიცია არგუნა, რის გამოც ფეხბურთელი თავის შესაძლებლობებს სრულად ვერ ავლენდა. როდესაც კენი მოვიდა, მეირელეშმა დაამტკიცა თავისი დონე. ჩემი აზრით, თავიდან რაული ადაპტაციის პერიოდს გადიოდა და ჯერაც სრულად არ დასრულებულა ეს პერიოდი. როი რომც ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, რომ რაული ასევე ითამაშებდა, როგორც ახლა თამაშობს. მეირელეში უბრალოდ საუკეთესოა და ამით ყველაფერია ნათქვამი".

ტორესისა და სუარესის განსხვავების შესახებ:

სტივენ ჯერარდი:

"რთული კითხვაა და ძნელია ასე უცებ მასზე პასუხის გაცემა. სუარესმა "ლივერპულის" რიგებში მხოლოდ რამდენიმე მატჩი ჩაატარა, თუმცა უკვე დაამტკიცა, რომ მომავალში გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახდება. რამდენიმე თამაშისა და ვარჯიშის შემდეგ მივხვდი, რომ ის ფანტასტიურად სწრაფი, ტექნიკური და ბურთით კარგად მოთამაშეა. მას შეუძლია გატანა. თუმცა სადებიუტო სეზონში ფერნანდომაც მსგავსი შთაბეჭდილება დატოვა. ამ მომენტისთვის, "ლივერპულმა" ტორესის გაყიდვით მხოლოდ იხეირა. ახლა უკვე ორი შესანიშნავი ფორვარდი გვყავს და არა ერთი, რასაც ვიყავით მიჩვეული. ფერნანდო კარგი ფეხბურთელია. მე მიყვარდა მასთან ერთად თამაში და რამდენიმე თვალწარმტაცი მატჩიც ჩაგვიტარებია. მაგრამ თუ თქვენ მკითხავთ თუ ვის ავირჩევ - სუარესი-კეროლის დუეტს თუ ტორესს, მე გიპასუხებთ - პირველ მათგანს".

ტორესის წასვლის შესახებ:

სტივენ ჯერარდი:

"ალბათ, გარკვეული დროის განმავლობაში იმავეს ვგრძნობდით, რასაც გრძნობდნენ გულშემატკივრები. ის ჩვენი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი და კარგი მეგობარი იყო. ყველას გვინდოდა, რომ დარჩენილიყო, თუმცა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ის უნდა წასულიყო და ჩვენ ამ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. მხოლოდ მან იცის რა ხდებოდა მის თავს სეზონის პირველ ნახევარში და რატომაა მისი ფორმა იდეალურისგან შორს. ფერნანდოს თქმით, ასეთ ფორმაში გაურკვეველი მიზეზის გამო იყო. არა მგონია, რომ მისი სათამაშო კონდიციები გუნდიდან წასვლის სურვილს უკავშირდებოდა. ჩემი აზრით, მას უფრო დიდი რამ - გუნდის შეცვლა სურდა. ძალიან ცუდია, რომ ზუსტად ახლა დაგვტოვა".

ჯეიმი კარაგერი:

"რამდენი ხანი მემახსოვრება?! ის ყოველთვის მშვიდი ხასიათით გამოირჩეოდა, მაგრამ შემდეგ რაღაც შეიცვალა. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ის მიხვდა, რომ რაღაც უნდა შეეცვალა. ალბათ, მაშინ დაფიქრდა წასვლაზე. ამას ბევრი ხვდებოდა. მაშინ მან მოახერხა ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება და გუნდში დარჩა, რაც უკვე კარგი იყო. წასვლას რაც შეეხება, ეს დიდი იმედგაცრუება იყო, თუმცა დემიენ კომოლის ძალისხმევით შევიძინეთ ორი ბრწყინვალე მოთამაშე".

ყოფილი თანაგუნდელების შესახებ:

ჯეიმი კარაგერი:

"მე ახლაც მაქვს კონტაქტი სემისთან (ჰიიპია), დენი მერფისთან, რობი ფაულერთან, დიდი ჰამანთან, მაიკლ ოუენთან. დენი მერფი დიდებული ადამიანია. შეხედეთ რა ხდება "ფულჰემში" ახლა და რა ხდებოდა "ფულჰემში", როცა გუნდი ევროპის ლიგაზე ასპარეზობდა. ზუსტად იგივე გააკეთა, რაც "ლივერპულში".

სტივენ ჯერარდი:
 
"საერთოდ, ვფიქრობ, რომ მერფიმ ადრე დაგვტოვა. ჩემი აზრით, კიდევ რამდენიმე წელი შეეძლო "ლივერპულში" ეთამაშა. რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველა პოზიციაზე არ გვაქვს კონკურენცია".

რობი კინის შესახებ:

სტივენ ჯერარდი:

"ის საოცარი ფეხბურთელია და გული დაგვწყდა, როდესაც გუნდიდან წავიდა. ცუდი არ იქნებოდა, ჩვენთან უფრო დიდ ხანს რომ ეთამაშა. სხვა მწვრთნელის ხელმძღვანელობით შეიძლება ასეც კი ყოფილიყო".

"ლივერპულის" რიგებში ჩატარებული მატჩების რაოდენობის შესახებ:

ჯეიმი კარაგერი:

"ყოველი ჩემი მატჩი ნიშნავს იმას, რომ მე ისევ გუნდში ვარ და ჩემი წვლილი შემაქვს. ჩემთვის პატივია კარიერის "ლივერპულში" დასრულება. ჩემი აზრით, იან კალაჰანის ("ლივერპულში" ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენი - 857) რეკორდი არ დაემხობა და ეს იქნება სამართალი, რადგან ის შესანიშნავი პიროვნებაა".

სტივენ ჯერარდი:

"ასეთ სიაში ყოფნა ორივე ჩვენგანისთვის უდიდესი პატივია".

ინტერვიუ ცოცხალ ლეგენდებთან

მომავალში მწვრთნელად მუშაობს შესახებ:

ჯეიმი კარაგერი:

"თუ ამ გზას ავირჩევ, ეს ჩემთვის, როგორც ამ კლუბის აღზრდილისთვის, მოთამაშისთვის და შემდეგ უკვე მწვრთნელისთვის, ოცნების ახდენა იქნება. რაც დრო გადის, უფრო ხშირად ვფიქრობ ამის შესახებ. ჩემთვის "ლივერპულში" მწვრთნელად მუშაობა საუკეთესო გზა იქნება. პირველ რიგში, ჩემს ოჯახზე ვფიქრობ და ახლავე ვამბობ, რომ მხოლოდ აქ ვიმუშავებ, რადგან სხვაგან წასვლას არ ვაპირებ".

სტივენ ჯერარდი:

"ჯეიმთან შედარებით ოდნავ პატარა ვარ და უფრო დიდი დრო მაქვს მოსაფიქრებლად. კარამ, ჩემგან განსხვავებით, ყველაფერი იცის. მას უბრალოდ უყვარს ფეხბურთი ისე, როგორც თავის პატარა ბიჭს. როდესაც კარას შვილს მელვუდში ვხედავ, ის ყოველთვის რაღაც ჟურნალებს კითხულობს. იცით, გუნდში მასთან ერთადაც კი ვითამაშებდი".

ჯეიმი კარაფერი:

"დარწმუნებული იყავი, რომ ეს არ მოხდება".

სტივენ ჯერარდი:

"საერთო ჯამში, ძალიან კარგი იქნებაა ერთ-ერთ ჩვენთაგანს გუნდის გაწვრთნის საშუალება რომ მოგვეცეს, თუმცა აქამდე ძალიან-ძალიან დიდი გზაა გასავლელი".

ნანახია: 819 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
02:25

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2704
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2702
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2451
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2052
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1924
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.