ხუთშაბათი, 02.05.2024, 12:08     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 14 » ინგლისის ნაკრები - ვინ შეცვლის რუნის?
13:59
ინგლისის ნაკრები - ვინ შეცვლის რუნის?

დიდი ხანია ინგლისური პრესის საყვარელი რუბრიკა „ათი ყველაზე" აღარ გადაგვითვალიელებია. ვფიქრობთ, პერიოდულად მასთან დაბრუნება საინტერესოა და ამიტომ, დღეს გაზეთ „სანის" ერთ-ერთ ბოლო ათეულს გთავაზობთ.

ამჯერად, ტაბლოიდი ასეთ საკითხს განიხილავს: როგორც ცნობილია, 26 წლის ფორვარდი, უეინ რუნი სამი სანაკრებო თამაშით არის დისკვალიფიცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 2012 წელს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ის ვერ ითამაშებს.

„მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავის ადგილი სხვამ უნდა დაიკავოს. ინგლისელებმა შაბათს მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთს 1:0 მოუგეს, სამშაბათს კი შვედებს ხვდებიან. ამ ამხანაგურ შეხვედრებში მწვრთნელ ფაბიო კაპელოს ალტერნატიული ვარიანტების შესწავლის შესანიშნავი საშუალება აქვს. მას გამოძახებული ჰყავს დარენ ბენტი, დენი უელბეკი, დენიელ სტარიჯი და ბობი ზამორა. შაბათამდე ამ ფეხბურთელებს ერთად, ნაკრებში 14 შეხვედრა ჰქონდათ ჩატარებული, ახლა კი 16 აქვთ, რადგან ესპანეთთან კაპელომ ბენტი თავიდანვე ათამაშა, უელბეკი კი მის მაგივრად 64-ე წუთზე შეიყვანა.

ჩამოთვლილთა გარდა ინგლისელები, ბუნებრივია სხვა კანდიდატურებსაც განიხილავენ. ვინ შეიძლება შეცვალოს პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე თავდამსხმელი? ამ კითხვაზე „სანი" რუბრიკიდან გამომდინარე ათ პასუხს იძევა.

1. გებრიელ აგბონლაჰორი ("ასტონ ვილა")

25 წლის; ნაკრებში: 3 თამაში, 0 გოლი.
აგბონლაჰორს, რასაკვირველია, ძალიან არ გაუმართლა ტრავმის გამო ესპანეთისა და შვედეთის ნაკრებებთან თამაშის საშუალება რომ არ მიეცა. გასულ სეზონში „ვილას" თავდამსხმელს ძალიან ცუდი სეზონი ჰქონდა და ნაკრების კანდიდატთა სიიდანაც ამოშალეს, მაგრამ რაც ბირმინგემის კლუბს სათავეში ალექს მაკლიში ჩაუდგა, ის შესანიშნავად ათამაშდა და 11 ტურში 5 გოლიც შეაგდო.

2. დარენ ბენტი ("ასტონ ვილა")
27 წლის; ნაკრებში: 12 თამაში, 4 გოლი
ბენტი კარგ პოზიციაშია, რადგან ჯერ კიდევ რუნის დისკვალიფიკაციამდე მის პარტნიორად განიხილებოდა. თუმცა, „ვილას" ბომბარდირმა იცის, რომ სეზონის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. 2006 წელს მან ამის მწარე გამოცდილებაც მიიღო და ბოლომდე მობილიზებული იქნება.

3. ენდი ქეროლი ("ლივერპული")
22 წლის; ნაკრებში: 3 თამაში, 1 გოლი
ქეროლის შემთხვევა ნათლად ადასტურებს, რომ ყოველ წალიწადს დიდი მნიშვნელობა აქვს. ზუსტად ერთი წლის წინ ქეროლი „ნიუკასლის" თავდამსხმელი იყო, გოლი გოლზე გაჰქონდა და საფრანგეთის წინააღმდეგ ნაკრებშიც ათამაშეს. ეს მისი დებიუტი გახლდათ. ასეთმა გაბრწყინებამ თავდამსხმელს შესანიშნავი ტრანსფერიც მოუტანა - მასში, არც მეტი, არც ნაკლები „ლივერპულლმა" 35 მილიონი ფუნტი გადაიხადა, მაგრამ თითქოს გუნდის გამოცვლამ აწყინაო. დღეს ქეროლი ნამდვილად არ ჰგავს ფეხბურთელს, რომელიც ასე ძვირი უნდა ღირდეს. კაპელომაც მის გამოძახებაზე ხელი აიღო.

4. პიტერ კრაუჩი ("სტოკ სიტი")
30 წლის; ნაკრებში: 42 თამაში, 22 გოლი
ნაკრებში სანიმუშო შედეგიანობის მქონე კრაუჩი, ალბათ, კითხულობს, ნეტავ რა დავაშავე, რომ აღარ მიძახებენო. არადა, კაპელო ნამდვილად არ ჰგავს იმ კაცს, კრაუჩს რომ უხმობს. ვინ იცის, „სტოკში" პატარა სასწაულები რომ მოახდინოს...

5. ჯერმაინ დეფო ("ტოტენჰემი")
29 წლის; ნაკრებში: 46 თამაში, 15 გოლი
დეფო, წესით შეშფოთებული უნდა იყოს - ცუდი გასული სეზონის შემდეგ კვლავ დაიწყო გოლების გატანა, მაგრამ კაპელომ რუნის არყოფნაშიც კი არ ათამაშა. არადა, თავი, ალბათ, მთავარ კანდიდატად მიაჩნდა.

6. დენიელ სტარიჯი ("ჩელსი")
22 წლის; ნაკრებში: 0 თამაში, 0 გოლი
2011 წელი დენიელ სტარიჯზე შთამბეჭდავად ბევრმა ვერ დაიწყო. თავდამსხმელი ჯერ „ბოლტონში" იყო გაქირავებული, სადაც შესანიშნავად ათამაშდა, შემდეგ კი „ჩელსიში" დაბრუნდა და ანდრე ვილაშ-ბოაშის ხელში გააგრძელა კარგად დაწყებული საქმე. ის, რომ სტარიჯს ნაკრებში გამოიძახებდნენ ძნელი მისახვედრი აღარ იყო, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანენ თუ არა, ძნელი სათქმელია.

7. თეო უოლკოტი ("არსენალი")

22 წლის; ნაკრებში: 20 თამაში, 3 გოლი
უოლკოტმა ერთი ხნის წინ განაცხადა, რომ მისი ბუნებრივი პოზიცია ფლანგზე კი არ არის, არამედ თავდასხმაშია. უსწრაფეს მოთამაშეს მოწინააღმდეგის მცველების დაწიოკება რომ შეუძლია, ფაქტია და თუ გოლების გატანის ჩვევასაც აღიდგენს, რუნის ადგილის დაკავების მართლაც დიდი შნანსი ექნება. ყველას დღემდე თვალწინ უდგას 2008 წელს, ხორვატიასთან მისი ჰეთ-თრიკი.

8. დენი უელბეკი ("მანჩესტერ იუნაიტედი")
20 წლის; ნაკრებში: 3 თამაში, 0 გოლი
ბოლო დროს უელბეკის საქმე სულ უკეთ და უკეთ მიდის, ასე რომ, მის ევროპის ჩემპიონატზე, რუნის მაგივრად გამოჩენას ნუ გამოვრიცხავთ. ცნობილია, რომ კაპელო მისი დიდი ფანია.

9. კონორ უიკჰემი ("სანდერლენდი")
18 წლის; ნაკრებში: 0 თამაში, 0 გოლი
უიკჰემი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელსაც „სანდერლენდი" 8,1 მილიონ ფუნტად აფასებს. ეს ყმაწვილკაცისთვის დიდი თანხაა და მართალია, მისი „ევრო 2012"-ზე გამოჩენა მოსალოდნელი არ არის, მაინც ნურაფერს გამოვრიცხავთ.

10. ბობი ზამორა ("ფულჰემი")

30 წლის; ნაკრებში: 1 თამაშო, 0 გოლი
ზამორამ 30 წელიწადს მიაღწია და, ალბათ, ფიქრობდა, რომ ნაკრებში აღარასოდეს გამოიძახებდნენ, მაგრამ, როგორც ხედავთ, ახლანდელ შეკრებაზე კაპელომ დეფო არ გამოიძახა და ზამორა იქ ჰყავს. მოკლედ, გამორიცხვა არაფრის შეიძლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნანახია: 721 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
4 Scouser_Kate  
0
აბა რაა smile

3 GeoScouser  
0
Scouser_Kate, რამეს მაინც გააკეთებ მოედანზე happy happy happy

2 Scouser_Kate  
1
ხო კაი ჯანდაბას შევცვლი მე biggrin

1 fRomAnfieLd  
0
ar mgonia endi Gamoidzaxon :((

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
12:08

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2699
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2678
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2449
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2050
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1922
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.