სამშაბათი, 30.04.2024, 06:45     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ივნისი » 10 » ჰენდერსონი ოთხჯერ გამდიდრება
15:13
ჰენდერსონი ოთხჯერ გამდიდრება

ჯორდან ჰენდერსონს „ლივერპულში" გადასვლის შემდეგ შემოსავალი ოთხჯერ გაეზრდება. მოგეხსენებათ, „სანდერლენდის" ყოფილმა ნახევარმცველმა მერსისაიდელებთან ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა და კვირაში 60 ათას ფუნტს მიიღებს. ოთხშაბათი დღე ჰენდერსონმა ლივერპულის საავადმყოფოში, სამედიცინო შემოწმებებში გაატარა. მოგეხსენებათ, 20 წლის ფეხბურთელი „წითლებს" 20 მილიონი ფუნტი დაუჯდათ, ოღონდ საფასური მთლიანად ფულით არ გადაუხდით - თანხის ნაწილი თავდამსხმელ დავიდ ნგოგში გაიქვითა, რომელიც „ლივერპულიდან" „სანდერლენდში" გადაბარგდა.

მერსისპირეთში საქმეების მოგვარების შემდეგ, ჰენდერსონი დანიაში დაბრუნდა, სადაც სტიუარტ პირსის ხელმძღვანელობით ევროპის 21 წლამდელთა პირველობაში მიიღებს მონაწილეობას.

„წითლების" მწვრთნელი კენი დალგლიში შემდეგ ნაბიჯს „ბირმინგემის" მცველის, 24 წლის სკოტ დენის გადასაბირებლად გადადგამს. თუ დენის ფრონტზე არაფერი გამოუვა, დალგლიშს ალტერნატიული ვარიანტიც აქვს შეგულებული - „პარი სენ ჟერმენის" 21 წლის მოთამაშე, სენეგალური წარმოშობის ფრანგი მამადუ საკჰო.

დენი „ბირმინგემისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი რომ არის, იმითაც მტკიცდება, რომ სანამ ის ორთავა კუნთის ტრავმას მიიღებდა, ალექს მაკლიშის გუნდი ასე თუ ისე, მყარად იდგა, მაგრამ ბოლო ოთხი თვე „ლურჯებმა" მის გარეშე ჩაატარეს და გავარდნენ კიდეც პრემიერლიგიდან. ბუნებრივია, დენის გუნდში დატოვება და ჩემპიონშიპში გამოყვანა, როდესაც მას „ლივერპული" ეპატიჟება, ბირმინგემელებისთვის ძალიან ძნელი საქმე იქნება.

დალგლიშის გეგმებში შედის „ასტონ ვილას" სტიუარტ დაუნინგის, ბლექპულელი ჩარლი ადამის და იფსვიჩელი კონორ უიკჰემის ყიდვაც. ამასთან, ივლისში, „ენფილდ როუდზე", საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის, სილვაინ მარვოს მისვლასაც ელიან - მარვო 25 წლის ნახევარმცველია, რომელიც „რენში" თამაშობდა, მაგრამ კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ახლა, თავისუფალი აგენტის სტატუსით ლივერპულს მიემგზავრება. „ლივერპულში" ელიან 25 წლის ესპანელ მარჯვენა მცველ ხოსე ენრიკესაც, რომელსაც ინგლისელი კომენტატორები უფრო ენრიკედ მოიხსენიებენ.

არის კიდევ ერთი ვარიანტი. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულსა და ესპანეთის ჩემპიონ „ბარსელონას" 23 წლის თავდამსხმელი ჟეფრენ სუარესი აღარ სჭირდება და მის სხვაგან გადასვლას ხელს არ შეუშლის. ამბობენ, რომ ეს „სხვაგან", შეიძლება „ლივერპული" იყოს, თუმცა ჟეფრენი ბრიტანელი არ არის, დალგლიშს კი გულში ბრიტანული გუნდის შექმნა აქვს ამოჭრილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნანახია: 762 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
06:45

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2694
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2674
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2442
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2044
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1917
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.