კვირა, 28.04.2024, 12:24     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » მაისი » 30 » გილოცავთ, სტივ!
14:16
გილოცავთ, სტივ!

  დღეს "ლივერპულის" ლეგენდას სტივენ ჯერარდს 31 წელი შეუსრულდა.

  ჯერარდმა ფეხბურთის თამაში მშობლიური ქალაქის გუნდ "უისტონ ჯუნიორსში" დაიწყო. 9 წლის ასაკში ის "ლივერპულის" სკაუტებმა შეამჩნიეს და 1989 წელს "წითლების" საბავშვო გუნდში წამოიყვანეს. ბავშვობაში მთლად გამორჩეული არ იყო და ხშირადაც არ ათამაშებდნენ, 14-დან 16-წლამდე მხოლოდ 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, სტივი ვერ ხვდებოდა ინგლისის მოსწავლეთა ნაკრებში, რამაც სერიოზული ეჭვის ქვეშ დააყენა მისი პროფესიული კარიერა.

  14 წლის ჯერარდი სხვადასხვა გუნდებს საკუთარი თავის წარმოსაჩენად სტუმრობდა. მათ შორის იყო "მანჩესტერ იუნაიტედიც". თავის ავტობიოგრაფიაში სტივი ამის შესახებ წერს: "ეს გავაკეთე იმიტომ, რომ "ლივერპული" იძულებული გამეხადა ჩემთან კონტრაქტი გაეფორმებინა". და მართლაც, 1997 წლის 5 ნოემბერს "ლივერპულთან" პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა, ხოლო პირველ გუნდში დებიუტი 1998 წლის 28 ნოემბერს "ბლექბერნის" წინააღმდეგ ჰქონდა. ამ მატჩში სტივიმ მეორე ტაიმის ბოლო წუთებში ვეგარდ ჰეგემი შეცვალა. 

  ჯერარდმა 2000-01 წლებში თავისი პირველი ტროფეი მოიგო. მან მოიშუშა ტრავმა და 50 მატჩში ათი გოლის გატანაც შესძლო, რითაც დიდად დაეხმარა "ლივერპულს" ლიგის თასისა და ინგლისის თასის მოპოვებაში. უეფას თასის ფინალში "ალავესის" წინააღმდეგ პირველი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. ამ შეხვედრაში "ლივერპულმა" ანგარიშით 5:4 გაიმარჯვა. იმ სეზონში ჯერარდი ინგლისის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.

  სტივენ ჯერარდის ყველაზე წარმატებული საკლუბო სეზონი 2004-05 წლები იყო, როდესაც ჩემპიონთა ლიგის დრამატულ ფინალში "ლივერპულმა" "მილანს" პენალტების სერიაში სძლია.

  2005-06 წლების სეზონში ჯერარდმა თავისი საუკეთესო საფეხბურთო დონე აჩვენა, 53 მატჩში 23 გოლი გაიტანა, ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშისას და აპრილის თვეში ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. სხვათა შორის, "ლივერპულის" ფეხბურთელისთვის აღნიშნული ტიტული იყო პირველი, 1988 წელს ჯონ ბარნსის დაჯილდოვების შემდეგ.

  2010-11 წლების სეზონს ჯერარდის აქტივში ვერ შევიტანთ. სეზონის ნახევარი ტრავმის გამო გაუცდა. ამ დროის მანძილზე მას ორი ოპერაცია გაუკეთეს. მიუხედავად ამისა, "ლივერპულის" კაპიტანმა პრემიერლიგაში ოთხი გოლის გატანა სესძლო, ევროპის ლიგაში კი "ნაპოლის" ჰეთ-თრიკი შეუსრულა.

  სტივენ ჯერარდი 2007 წლიდან ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრია.

ნანახია: 785 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
12:24

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2694
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2673
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2440
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2043
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1915
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.