შაბათი, 27.04.2024, 23:01     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » მაისი » 18 » ღმერთი მეფეზე და შემტევ დუეტზე
18:28
ღმერთი მეფეზე და შემტევ დუეტზე



  "ლივერპულის" ლეგენდას რობი ფაულერს სჯერა, რომ სუარესი-კეროლის დუეტი მომდევნო სეზონში გუნდის მეტოქეებს დიდ პრობლემებს შეუქმნის. ლუის სუარესმა "აიაქსიდან" გადმოსვლის შემდეგ მერსისაიდელებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. რაც შეეხება ენდრიუ კეროლს, ინგლისელს ხელი ტრავმებმა შეუშალა.

  ყველაფრის მიუხედავად, ფაულერი, რომელმაც "ლივერპულის" ფორმით ჩატარებულ 369 მატჩში 183 გოლი გაიტანა, ამბობს: "მათ ერთად რამდენიმე შეხვედრა ჩაატარეს და ორივე მშვენივრად გამოიყურებოდა. ჩემი აზრით, როდესაც ბოლომდე შეეგუებიან გუნდს, ისინი პრემიერლიგის ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან სახიფათოები იქნებიან.

  ლუისი ფანტასტიური ფეხბურთელია. სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ "აიაქსში" შესანიშნავი შედეგები ჰქონდა, მის გადმოსვლას ეჭვის თვალით ვუყურებდი, რადგან ჰოლანდიიდან პრემიერლიგაში გადმობარგებულმა რამდენიმე ფეხბურთელმა ვერ გაამართლა, თუმცა სუარესით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩანს, რომ "ლივერპულის" შესაფერისი მოთამაშეა.

  ენდი კეროლში დიდი თანხა გადავიხადეთ, თუმცა მასთან ჯერ არ გვაქვს პრეტენზიები. თუ გინდათ კარგი ფეხბურთელების ყიდვა, მაშინ დიდი ფული უნდა გაამზადოთ. ეს სეზონი მისთვის მაინც წარმატებული გამოდგა. დიახ, ის "ლივერპულში" ტრავმირებული გადმოვიდა, თუმცა იმ პერიოდში, რაც მოედანზე გაატარა, დაამტკიცა, რომ საკმაოდ სახიფათო ფორვარდია".


  რობი ფაულერი კენი დალგლიშის 3-წლიან კონტრაქტსაც გამოეხმაურა: "კენი ყველაფერია, რაც "ლივერპულს" სჭირდება. მან გუნდს სტაბილურობა და სიცოცხლე შემატა. ყველა მომღიმარი სახით თამაშობს. დამლაგებლით დაწყებული ფეხბურთელით დამთავრებული - ყველას უნდა აქ მუშაობა. ის ფანტასტიური ადამიანია და დაიმსახურა კონტრაქტი. ამ პოსტზე უკეთეს კანდიდატს ვერ იპოვიდით".

ნანახია: 805 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 Scouser Kate  
0
რობიი :* ეს უძაანმაგრესად მიყვარს

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
23:01



  "ლივერპულის" ლეგენდას რობი ფაულერს სჯერა, რომ სუარესი-კეროლის დუეტი მომდევნო სეზონში გუნდის მეტოქეებს დიდ პრობლემებს შეუქმნის. ლუის სუარესმა "აიაქსიდან" გადმოსვლის შემდეგ მერსისაიდელებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. რაც შეეხება ენდრიუ კეროლს, ინგლისელს ხელი ტრავმებმა შეუშალა.

  ყველაფრის მიუხედავად, ფაულერი, რომელმაც "ლივერპულის" ფორმით ჩატარებულ 369 მატჩში 183 გოლი გაიტანა, ამბობს: "მათ ერთად რამდენიმე შეხვედრა ჩაატარეს და ორივე მშვენივრად გამოიყურებოდა. ჩემი აზრით, როდესაც ბოლომდე შეეგუებიან გუნდს, ისინი პრემიერლიგის ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან სახიფათოები იქნებიან.

  ლუისი ფანტასტიური ფეხბურთელია. სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ "აიაქსში" შესანიშნავი შედეგები ჰქონდა, მის გადმოსვლას ეჭვის თვალით ვუყურებდი, რადგან ჰოლანდიიდან პრემიერლიგაში გადმობარგებულმა რამდენიმე ფეხბურთელმა ვერ გაამართლა, თუმცა სუარესით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩანს, რომ "ლივერპულის" შესაფერისი მოთამაშეა.

  ენდი კეროლში დიდი თანხა გადავიხადეთ, თუმცა მასთან ჯერ არ გვაქვს პრეტენზიები. თუ გინდათ კარგი ფეხბურთელების ყიდვა, მაშინ დიდი ფული უნდა გაამზადოთ. ეს სეზონი მისთვის მაინც წარმატებული გამოდგა. დიახ, ის "ლივერპულში" ტრავმირებული გადმოვიდა, თუმცა იმ პერიოდში, რაც მოედანზე გაატარა, დაამტკიცა, რომ საკმაოდ სახიფათო ფორვარდია".


  რობი ფაულერი კენი დალგლიშის 3-წლიან კონტრაქტსაც გამოეხმაურა: "კენი ყველაფერია, რაც "ლივერპულს" სჭირდება. მან გუნდს სტაბილურობა და სიცოცხლე შემატა. ყველა მომღიმარი სახით თამაშობს. დამლაგებლით დაწყებული ფეხბურთელით დამთავრებული - ყველას უნდა აქ მუშაობა. ის ფანტასტიური ადამიანია და დაიმსახურა კონტრაქტი. ამ პოსტზე უკეთეს კანდიდატს ვერ იპოვიდით".

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2692
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2672
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2439
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2041
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1912
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.