ორშაბათი, 06.05.2024, 02:38     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » გალიანიმ აკვილანი დაადასტურა
11:29
გალიანიმ აკვილანი დაადასტურა

მას შემდეგ, რაც "მილანი” ანდრეა პირლომ დატოვა და "იუვენტუსში” გადავიდა, ადრიანო გალიანი მისი ღირსეული შემცვლელის ძიებით გახლავთ დაკავებული.

კარგა ხანს ვრცელდებოდა ინფორმაციები რიკარდო მონტოლივოს "მილანელოზე” გადაბარგების შესახებ, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა და თუ "ფიორენტინას” სპორტულ დირექტირს, პანტელეო კორვინოს დავუჯერებთ, არც შედგება. შესაბამისად, "მილანის” მესვეურები ალტერნატიულ ვარიატზე გადაერთვნენ და ალბერტო აკვილანის მიმართულებით გააქტიურდნენ.


აკვილანი "ლივერპულის” საკუთრებაა, გასული სეზონი კი იჯარის წესით "იუვენტუსში” გაატარა. 27 წლის შუახაზელი ანტონიო კონტეს გეგმებში ვერ ჩაჯდა და კვლავ ინგლისურ გუნდში მოუწია დაბრუნება, თუმცა ალბერტო დიდად არც მერსისაიდელებს სჭირდებათ და შესაბამისად, ტრანსფერზე ჰყავთ დაყენებული.


"მილანისა” და "ლივერპულის” მესვეურებს შორის პირველი შეხვედრა დაახლოებით ათი დღის წინ შედგა და სწორედ მაშინ გაირკვა, რომ ინგლისელები აკვილანის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვენ. "გაძეტას” მტკიცებით, "მილანელებმა ფასის დაკლება მოითხოვეს და თანხა 7 მილიონამდე დავიდა, რაც სავარაუდოდ გახდება კიდეც მოლაპარაკების წარმატებით დასრულების საწინდარი.


ადრიანო გალიანი არ უარყოფს, რომ აკვილანი "მილანის” ინტერესის სფეროშია: "ნახევარმცველის დამატებას ვაპირებთ და ჩვენი სურვილია, რომ ეს ფეხბურთელი აკვილანი იყოს. მოლაპარაკების პროცესში ვართ ჩართულნი და ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. თუ ინგლისელები გარკვეულ დათმობაზე წამოვლენ, შეთანხმება აუცილებლად შედგება. ჩვენი მიზანია, რომ გუნდი ყველა რგოლში თანაბრად კარგად იყოს დაკომპლექტებული და კონკურენცია კიდევ უფრო გაიზარდოს”.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ნანახია: 813 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
02:38

მას შემდეგ, რაც "მილანი” ანდრეა პირლომ დატოვა და "იუვენტუსში” გადავიდა, ადრიანო გალიანი მისი ღირსეული შემცვლელის ძიებით გახლავთ დაკავებული.

კარგა ხანს ვრცელდებოდა ინფორმაციები რიკარდო მონტოლივოს "მილანელოზე” გადაბარგების შესახებ, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა და თუ "ფიორენტინას” სპორტულ დირექტირს, პანტელეო კორვინოს დავუჯერებთ, არც შედგება. შესაბამისად, "მილანის” მესვეურები ალტერნატიულ ვარიატზე გადაერთვნენ და ალბერტო აკვილანის მიმართულებით გააქტიურდნენ.


აკვილანი "ლივერპულის” საკუთრებაა, გასული სეზონი კი იჯარის წესით "იუვენტუსში” გაატარა. 27 წლის შუახაზელი ანტონიო კონტეს გეგმებში ვერ ჩაჯდა და კვლავ ინგლისურ გუნდში მოუწია დაბრუნება, თუმცა ალბერტო დიდად არც მერსისაიდელებს სჭირდებათ და შესაბამისად, ტრანსფერზე ჰყავთ დაყენებული.


"მილანისა” და "ლივერპულის” მესვეურებს შორის პირველი შეხვედრა დაახლოებით ათი დღის წინ შედგა და სწორედ მაშინ გაირკვა, რომ ინგლისელები აკვილანის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვენ. "გაძეტას” მტკიცებით, "მილანელებმა ფასის დაკლება მოითხოვეს და თანხა 7 მილიონამდე დავიდა, რაც სავარაუდოდ გახდება კიდეც მოლაპარაკების წარმატებით დასრულების საწინდარი.


ადრიანო გალიანი არ უარყოფს, რომ აკვილანი "მილანის” ინტერესის სფეროშია: "ნახევარმცველის დამატებას ვაპირებთ და ჩვენი სურვილია, რომ ეს ფეხბურთელი აკვილანი იყოს. მოლაპარაკების პროცესში ვართ ჩართულნი და ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. თუ ინგლისელები გარკვეულ დათმობაზე წამოვლენ, შეთანხმება აუცილებლად შედგება. ჩვენი მიზანია, რომ გუნდი ყველა რგოლში თანაბრად კარგად იყოს დაკომპლექტებული და კონკურენცია კიდევ უფრო გაიზარდოს”.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2706
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2704
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2452
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2053
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 2013
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.