კვირა, 28.04.2024, 04:18     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » მაისი » 30 » "ეიზელის" ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა
11:54
"ეიზელის" ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა



  გუშინ "ეიზელის" ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა.

  1985 წლის 29 მაისი - ამ დღეს ”ლივერპული” ჩემპიონთა თასის ფინალში ტურინის ”იუვენტუსს” ხვდებოდა. ეს მერსისაიდული გუნდის ისტორიის მორიგი ლამაზი თარიღი უნდა ყოფილიყო, სინამდვილეში კი კოშმარულ დღედ შევიდა არქივში.

  ბრიუსელის "ეიზელის" სტადიონი არ შეეფერებოდა საფინალო სტანდარტს; ამასთან ერთად, ბილეთების განაწილებისას გამოიყო ნეიტრალთა სექცია, რომელიც ”ლივერპულისა” და ”იუვენტუსის” ფანებს შორის განთავსდა, თუმცა, მატჩის დღეს ეს ბილეთები ფინალში მონაწილე გუნდების ფანებმა იყიდეს და შეიქმნა სახიფათო არეული სექციები.

  დაწყებამდე ერთი საათით ადრე ფანებს შორის სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინგლისელი ფანების ტრიბუნას მაშხალები დაუშინეს, რასაც ინგლისელთა ნაწილის მიერ ”იუვენტუსის” ფანების მიმართულებით შეტევა მოჰყვა; იტალიელები გაიქცნენ, თუმცა მათ წინ მდებარე კედელი ჩამოინგრა და 39 გულშემატკივარი ადგილზევე დაიღუპა. ტრაგედიის მასშტაბებს პოლიციის არაორგანიზებული მოქმედებაც უწყობდა ხელს. მატჩი ”იუვენტუსმა” მოიგო ანგარიშით 1-0, პლატინის საეჭვო პენალტის წყალობით, თუმცა თამაში აღარავის ახსოვდა.

   "ლივერპულის" წარმომადგენლებმა "ეიზელის" ტრაგედიის მემორიალს გვირგვინით შეამკეს. გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნული მემორიალი გასულ წელს ააგეს.



http://momedia.kyte.tv/mv/bor/1005/14/13/2410188-728050-img005_434_447.jpg?v=20100523T193809Z&h=9cd34d23f7395e5551f6b7d8a1561bdf






ნანახია: 838 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
04:18



  გუშინ "ეიზელის" ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა.

  1985 წლის 29 მაისი - ამ დღეს ”ლივერპული” ჩემპიონთა თასის ფინალში ტურინის ”იუვენტუსს” ხვდებოდა. ეს მერსისაიდული გუნდის ისტორიის მორიგი ლამაზი თარიღი უნდა ყოფილიყო, სინამდვილეში კი კოშმარულ დღედ შევიდა არქივში.

  ბრიუსელის "ეიზელის" სტადიონი არ შეეფერებოდა საფინალო სტანდარტს; ამასთან ერთად, ბილეთების განაწილებისას გამოიყო ნეიტრალთა სექცია, რომელიც ”ლივერპულისა” და ”იუვენტუსის” ფანებს შორის განთავსდა, თუმცა, მატჩის დღეს ეს ბილეთები ფინალში მონაწილე გუნდების ფანებმა იყიდეს და შეიქმნა სახიფათო არეული სექციები.

  დაწყებამდე ერთი საათით ადრე ფანებს შორის სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინგლისელი ფანების ტრიბუნას მაშხალები დაუშინეს, რასაც ინგლისელთა ნაწილის მიერ ”იუვენტუსის” ფანების მიმართულებით შეტევა მოჰყვა; იტალიელები გაიქცნენ, თუმცა მათ წინ მდებარე კედელი ჩამოინგრა და 39 გულშემატკივარი ადგილზევე დაიღუპა. ტრაგედიის მასშტაბებს პოლიციის არაორგანიზებული მოქმედებაც უწყობდა ხელს. მატჩი ”იუვენტუსმა” მოიგო ანგარიშით 1-0, პლატინის საეჭვო პენალტის წყალობით, თუმცა თამაში აღარავის ახსოვდა.

   "ლივერპულის" წარმომადგენლებმა "ეიზელის" ტრაგედიის მემორიალს გვირგვინით შეამკეს. გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნული მემორიალი გასულ წელს ააგეს.



http://momedia.kyte.tv/mv/bor/1005/14/13/2410188-728050-img005_434_447.jpg?v=20100523T193809Z&h=9cd34d23f7395e5551f6b7d8a1561bdf






მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2693
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2673
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2440
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2042
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1913
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.