სამშაბათი, 30.04.2024, 05:11     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ივნისი » 29 » დონიმ ნამდვილი მიზეზი გაამხილა
20:33
დონიმ ნამდვილი მიზეზი გაამხილა



იყო დრო, ალეშანდრე დონი "რომას” ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო, თუმცა შემდეგ აშკარად უკლო თამაშს და ადგილი თანამემამულე ჟულიო სერჟიოს დაუთმო.

მართალია, ვინჩენცო მონტელამ კვლავ დონი დააბრუნა სასტარტოში, მაგრამ 31 წლის კიპერმა აშკარად ვერ გაამართლა მოლოდინი და უამრავი შეცდომა დაუშვა. შედეგად, დასრულდა თუ არა სეზონი, დაირხა ხმები იმის შესახებ, რომ ალეშანდრეს გუნდის დატოვება მოუწევდა - სულ მალე, კიპერს ძალიან საინტერესო ვარიანტი გამოუჩნდა, რადგან მისით თვით "ლივერპული” დაინტერესდა.

კლუბებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და თითქოს ტრანსფერს წინ არაფერი ედგა, მაგრამ თავად მეკარემ ინგლისში გადაბარგება არ ისურვა. მაშინ ბევრმა გამოთქვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ალეშანდრე დონის პეპ რეინას კონკურენციის შეეშინდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარი ყოფილა - მოვუსმინოთ დონის:

"როდესაც შევიტყვე, რომ ჩემით "ლივერპული” იყო დაინტერესებული, ძალიან მესიამოვნა - პრემიერლიგას აქტიურად ვადევნებ თვალს და ინგლისში ძალების მოსინჯვაზე ნამდვილად არ ვიტყოდი უარს. მით უმეტეს, როდესაც შენით ევროპული ფეხბურთის გრანდია დაინტერესებული. თუმცა, მერსისაიდული კლუბის მესვეურებთან გამართულმა მოლაპარაკებებმა იმედები გამიცრუა, რადგან სრულიად მიუღებელი პირობები შემომთავაზეს. არც "რომაში” ვიღებ კოლოსალურ გასამრჯელოს, "ლივერპულში” გადასვლის შემთხვევაში კი ხელფასის ოდენობა 60%-ით მიმცირდებოდა. დამწყები მოთამაშე ნამდვილად არ ვარ და ჩემთვის ფინანსური მხარე უმნიშვნელოვანესია”.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ნანახია: 831 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
05:11



იყო დრო, ალეშანდრე დონი "რომას” ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო, თუმცა შემდეგ აშკარად უკლო თამაშს და ადგილი თანამემამულე ჟულიო სერჟიოს დაუთმო.

მართალია, ვინჩენცო მონტელამ კვლავ დონი დააბრუნა სასტარტოში, მაგრამ 31 წლის კიპერმა აშკარად ვერ გაამართლა მოლოდინი და უამრავი შეცდომა დაუშვა. შედეგად, დასრულდა თუ არა სეზონი, დაირხა ხმები იმის შესახებ, რომ ალეშანდრეს გუნდის დატოვება მოუწევდა - სულ მალე, კიპერს ძალიან საინტერესო ვარიანტი გამოუჩნდა, რადგან მისით თვით "ლივერპული” დაინტერესდა.

კლუბებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და თითქოს ტრანსფერს წინ არაფერი ედგა, მაგრამ თავად მეკარემ ინგლისში გადაბარგება არ ისურვა. მაშინ ბევრმა გამოთქვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ალეშანდრე დონის პეპ რეინას კონკურენციის შეეშინდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარი ყოფილა - მოვუსმინოთ დონის:

"როდესაც შევიტყვე, რომ ჩემით "ლივერპული” იყო დაინტერესებული, ძალიან მესიამოვნა - პრემიერლიგას აქტიურად ვადევნებ თვალს და ინგლისში ძალების მოსინჯვაზე ნამდვილად არ ვიტყოდი უარს. მით უმეტეს, როდესაც შენით ევროპული ფეხბურთის გრანდია დაინტერესებული. თუმცა, მერსისაიდული კლუბის მესვეურებთან გამართულმა მოლაპარაკებებმა იმედები გამიცრუა, რადგან სრულიად მიუღებელი პირობები შემომთავაზეს. არც "რომაში” ვიღებ კოლოსალურ გასამრჯელოს, "ლივერპულში” გადასვლის შემთხვევაში კი ხელფასის ოდენობა 60%-ით მიმცირდებოდა. დამწყები მოთამაშე ნამდვილად არ ვარ და ჩემთვის ფინანსური მხარე უმნიშვნელოვანესია”.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2694
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2674
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2442
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2044
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1917
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.