სამშაბათი, 30.04.2024, 08:50     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ივლისი » 19 » დიდი ექვსეული
22:40
დიდი ექვსეული

„მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი ამბობს, რომ მომავალ სეზონში პრემიერლიგის ტიტულს ექვსი გუნდი შეეცილება ერთმანეთს.

რასაკვირველია, ფერგი ამ ექვსში, უპირველეს ყოვლისა, ტრადიციულ „დიდ ოთხეულს" გულისხმობს. მერე რა, რომ „არსენალს" არც გასული სეზონის ბოლო უვარგოდა და ზაფხულში, სატრანსფერო ბაზარზეც ვერაფერს ახერხებს. მართალია, კაცმა არ იცის როგორ დასრულდება სესკ ფაბრეგასისა და სამირ ნასრის ამბავი. არსენ ვენგერს შესაძლოა ერთიც გაექცეს და მეორეც, მაგრამ „მეთოფეები" ყველა ვარიანტში ფავორიტებად დარჩებიან.

რაც შეეხება „ლივერპულს", ის ინგლისის ჩემპიონატში 1990 წლის შემდეგ ხელმოცარული დადის, მაგრამ სწორედ ეს აძლევს სტიმულს. ამას დაამატეთ „მანჩესტერ სიტი", რომელიც ყოველწლიურად იკრებს ძალებს, მომავალ სეზონში კი უკვე უმაღლესი მწვერვალების დასალაშქრად ემზადება. პლუს, „ტოტენჰემ ჰოთსპური" - გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოხვდა და... სწორედ ეს არის მისი დიდი უპირატესობა. „დეზები" სხვებზე ნაკლებად დაიღლებიან.

„ძალიან დავეჩვიეთ ტოპ-ოთხეულზე ლაპარაკს. ოთხეულში ჩვენ, „არსენალი", „ჩელსი" და „ლივერპული" ვიგულისხმებით, მაგრამ ვფიქრობ, მხოლოდ ოთხ გუნდზე ლაპარაკი აღარ შეიძლება. აშკარაა, რომ ლიდერთა გუნდს „მანჩესტერ სიტი" შემოუერთდა. ისტლენდელებს ყველა ჩვენგანზე მეტი ფული აქვთ და საუკეთესო ფეხბურთელების ყიდვაც შეუძლიათ.

რაც შეეხება „ტოტენჰემს", ვფიქრობ, გასულ სეზონში ამ გუნდს პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ერთდროულად გამოსვლამ უარყოფითი დაღი დაასვა, დაღალა. ამიტომაც დაამთავრეს ჩემპიონატი ოთხეულს მიღმა. მაგრამ, როდესაც ამ გუნდებს და მათ პოტენციალს უყურებ, ხვდები, რომ თითოეულ მათგანს შეუძლია ჩემპიონობისთვის ბრძოლა".

ინგლისური გაზეთები კი „მანჩესტერ იუნაიტედის" ახალ ფორმაზე ამახვილებენ ყურადღებას და წერენ, რომ სერ ალექსის მიერ ჩამოთვლილ ხუთი გუნდის მოედანზე ჩემპიონს სწორედ ამ უჩვეულო „შავ-ლურჯი" მაისურებით მოუწევს თამაში. ეს ფორმა „ნაიკის" დიზაინერებმა 1948 წლის ფეხბურთის ასოციაციის ფინალისტი და 1968 წლის ჩემპიონთა თასის მფლობელი „იუნაიტედის" ფორმათა მიხედვით შექმნეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნანახია: 822 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
08:50

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2695
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2674
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2443
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2045
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1917
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.