სამშაბათი, 30.04.2024, 09:56     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ივნისი » 12 » დალგლიშის მიმართვა პრემიერლიგის ხელმძღვანელობას
16:41
დალგლიშის მიმართვა პრემიერლიგის ხელმძღვანელობას



"ლივერპულის" მწვრთნელი კენი დალგლიში ინგლისის პრემიერლიგის ხემძღვანელობას სთხოვს, რომ 10-თვიანი მომქანცველი სეზონი 13 აგვისტოს ნაცვლად, კვირას, 14 აგვისტოს დაიწყოს, რაც ფეხბურთელებისთვის დამატებითი 1-დღიანი დასვენების საშუალება იქნება და მათ 72 საათზე ნაკლებ დროში ორი მატჩის ჩატარება არ მოუწევთ.

2011-12 წლების სეზონის გრაფიკი პარასკევს, 17 ივნისს გაცხადდება. შოტლანდიელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ პრემიერლიგის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს არ გატანჯავს და მცირე დასვენების საშუალებას მაინც მისცემს, რადგან 10 აგვისტოს "უემბლიზე" ინგლისის ნაკრები ჰოლანდიის ნაკრებს ამხანაგურად უმასპინძლებს. დალგლიშის თხოვნა "ლივერპულის" გარდა სხვა გუნდებისთვისაც მისაღებია, რადგან სანაკრებო მატჩი ოთხშაბათ დღესაა, ხოლო ჩემპიონატი შაბათს უნდა დაიწყოს.

"სეზონის ვადები ყველასთვის მნიშვნელოვანია, რადგან მისი დასრულების შემდეგ ევროპის ჩემპიონატი გველის, - დალგლიშის სიტყვებს The Mail on Sunday ციტირებს. - ასე რომ, სეზონის სტარტზევე ფეხბურთელებზე ასეთმა გადატვირთულმა გრაფიკმა არა მგონია კარგი შედეგი გამოიღოს".

აქვე დავამატებთ იმასაც, რომ ინგლისის ლიგა სტარტს 6 აგვისტოს იღებს. ასე რომ, ჩემპიონშიფის გუნდების რამდენიმე ფეხბურთელი ჯერ ლიგაზე, შემდეგ სანაკრებო შეხვედრაში, ხოლო შემდეგ ისევ ლიგაზე ითამაშებს.


ნანახია: 775 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
09:56



"ლივერპულის" მწვრთნელი კენი დალგლიში ინგლისის პრემიერლიგის ხემძღვანელობას სთხოვს, რომ 10-თვიანი მომქანცველი სეზონი 13 აგვისტოს ნაცვლად, კვირას, 14 აგვისტოს დაიწყოს, რაც ფეხბურთელებისთვის დამატებითი 1-დღიანი დასვენების საშუალება იქნება და მათ 72 საათზე ნაკლებ დროში ორი მატჩის ჩატარება არ მოუწევთ.

2011-12 წლების სეზონის გრაფიკი პარასკევს, 17 ივნისს გაცხადდება. შოტლანდიელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ პრემიერლიგის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს არ გატანჯავს და მცირე დასვენების საშუალებას მაინც მისცემს, რადგან 10 აგვისტოს "უემბლიზე" ინგლისის ნაკრები ჰოლანდიის ნაკრებს ამხანაგურად უმასპინძლებს. დალგლიშის თხოვნა "ლივერპულის" გარდა სხვა გუნდებისთვისაც მისაღებია, რადგან სანაკრებო მატჩი ოთხშაბათ დღესაა, ხოლო ჩემპიონატი შაბათს უნდა დაიწყოს.

"სეზონის ვადები ყველასთვის მნიშვნელოვანია, რადგან მისი დასრულების შემდეგ ევროპის ჩემპიონატი გველის, - დალგლიშის სიტყვებს The Mail on Sunday ციტირებს. - ასე რომ, სეზონის სტარტზევე ფეხბურთელებზე ასეთმა გადატვირთულმა გრაფიკმა არა მგონია კარგი შედეგი გამოიღოს".

აქვე დავამატებთ იმასაც, რომ ინგლისის ლიგა სტარტს 6 აგვისტოს იღებს. ასე რომ, ჩემპიონშიფის გუნდების რამდენიმე ფეხბურთელი ჯერ ლიგაზე, შემდეგ სანაკრებო შეხვედრაში, ხოლო შემდეგ ისევ ლიგაზე ითამაშებს.


მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2695
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2674
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2443
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2045
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1917
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.