ორშაბათი, 29.04.2024, 10:45     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 24 » დალგლიშის ექსკლუზიური ინტერვიუ
14:26
დალგლიშის ექსკლუზიური ინტერვიუ

"ლივერპული"-"ვულვერჰემპტონის" მატჩამდე ერთი დღით ადრე მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, კენი დალგლიშმა კლუბის ოფიციალურ საიტს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

დალგლიში აღნიშნულ ინტერვიუში ფანების არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

- კენი, "ბოლტონთან" თამაშის შემდეგ სახლში ეს თქვენი პირველი მატჩია. რამდენად კარგად თამაშობს გუნდი თქვენი ფანების წინაშე?
- დიახ, მოხარულები ვართ სახლში დაბრუნებით და დღეს მსაჯის სასტვენის ხმის გაგონებისთანავე იგრძნობთ, რომ ლივერპულს დიდი ფეხბურთი დაუბრუნდა, როგორც ეს ყოველ შაბათს იყო. ჩვენ "ბოლტონთან" სახლში გამარჯვებიდან კარგი მოგონებები დაგვრჩა.

თუ გვინდა მოგება, მაშინ ანალოგიურად უნდა ვითამაშოთ, თორემ გახსოვთ, რომ შარშან "მგლებმა" "ენფილდზე" 1:0 მოგვიგეს. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ორივე გუნდში მოხდა გარკვეული ცვლილებები, თუმცა მეტოქე აქ იმედით მოდის და ადვილ თამაშს არ უნდა ველოდოთ.

ჩემი აზრით, ჩვენს ფანებს ესმით, თუ რა მნიშვნელობა აქვთ მათ გუნდისთვის. ისინი ძალიან ეხმარებიან ახალგაზრდა ფეხბურთელებს კლუბში თავის დამკვიდრებაში და თუ ეს მოთამაშეები ამ გუნდში მნიშვნელოვანი ფიგურები გახდებიან, ყოველთვის ემახსოვრებათ, რომ ამაში ლომის წილი ქომაგებს მიუძღვით.

მნიშვნელობა არ აქვს "ბოლტონს" ეთამაშები კარგად, თუ "ტოტენჰემს" ცუდად, ფანების მხრიდან მხარდაჭერა ყოველთვის იგრძნობა. აი, ესენი არიან "ლივერპულის" ნამდვილი ფანები. შემდეგ გვქონდა მატჩი "ბრაიტონის" წინააღმდეგ და ფანებმა კარგად დაინახეს, რა ძალა ჩადეს ამ მოგებაში ფეხბურთელებმა. ჩემი აზრით, ქომაგებსა და ფეხბურთელებს შორის კარგი დამოკიდებულებაა.

ჩვენ წინა სეზონშიც ვამბობდით და ახლაც ვიტყვი: ჩვენ ვიქნებით ძალიან, ძალიან ძლიერები, თუ ვიქნებით ერთად და თუ რაღაც კარგად არ წავიდა, ყველა შეცდომას გამოვასწორებთ. ჩვენ არ დაგვიწყებია "ტოტენჰემთან" მარცხი, რამაც ჩვენში და ჩვენს ირგვლივ მყოფებში განაწყენება გამოიწვია. ჩვენთვის მისაღები იყო ის, რომ იმ დღეს ჩვენ არ ვიყავით მარტონი. ფანებმა იცოდნენ, რომ ფეხბურთელებს თავის წარმოჩენა სურდათ, თუმცა ასე არ გამოვიდა. არასდროს დავივიწყებთ ცუდ შედეგებს, თუმცა ყოველთვის ვეცდებით ვითამაშოთ ისე, როგორც "ბოლთონთან" ვითამაშეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვერდი-გვერდ დადგომა და ერთმანეთის მხარდაჭერა. ახლა ფანები გვენდობიან და უკან დახევის დრო არაა. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ შედეგები და თუ გულშემატკივრები მხარს დაგვიწერენ, ბევრად გაგვიადვილდება.

ჩვენ უნდა ვიყოთ ერთი კოლექტივი. არ უნდა დავუშვათ ის, რომ ვიღაც გარე პირებმა ჩვენსა და ფანებს შორის ურთიერთობა დაძაბოს. არ გვინდა, ის მხარდაჭერა, რასაც ახლა ვგრძობთ ჩაქრეს, რადგან ეს ჩვენს თამაშზეც უარყოფითად იმოქმედებს. ჩვენ გვინდა და გვჭირდება მხარდაჭერა. ჩვენის მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვეძლება. მოუთმენლად ველი "ვულვზთან" თამაშს, რომ 3 ქულა მოვიპოვოთ.

დალგლიშმა გუნდის ლაზარეთზეც ისაუბრა:

"ახლა ტრავმირებული გვყავს გლენ ჯონსონი და დანიელ აგერი. დანარჩენი ფეხბურთელები მწყობრში არიან და სურთ თამაში. მათ არ უნდა ტრავმები, მათ სურთ თამაში. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ლაზარეთი ამჟამად ფაქტიურად ცარიელია".

- თქვენი ფეხბურთელობის პერიოდში მიკ მაკარტის წინააღმდეგ თამაში რამდენჯერმე მოგიწიათ. რა შეგიძლიათ თქვათ მის გუნდზე?
- მიკის თავკაცობით არც ერთი გუნდი არ იქნება ხელწამოსაკრავი. ისინი აუცილებლად ეცდებიან თავისას მიაღწიონ და გვახსოვს გასულ სეზონში "ენფილდზე" მარცხი. ეს ჯერ კიდევ არის ჩვენს მეხსიერებაში. ჩვენი საქმე თამაშია.

წყარო: კლუბის ოფიციალური საიტი

ნანახია: 741 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2 kapana_lfc  
0

1 GeoScouser  
0
ამ ინტერვიუშიც ჩანს როგორ უყვარს კენის გუნდი...

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
10:45

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2694
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2673
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2441
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2044
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1916
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.