სამშაბათი, 30.04.2024, 10:00     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ივლისი » 26 » დალგლიშის ბიოგრაფია (არასრული)
02:37
დალგლიშის ბიოგრაფია (არასრული)

დაწყება

კენეთ მეთიესონ დალგლიში დაიბადა 1951 წლის 4 მარტს შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში. მიუხედავდ იმისა, რომ ის გლაზგოს აღმოსავლეთით მდებარე უბნიდან, დალმარნოკიდანაა, დასავლეთ უბან, აიბროქსში ცხოვრობდა, რის შედეგადაც ის იზრდებოდა, როგორც გლაზგოს "რეინჯერსის" ფანი. კენი თავიდანვე გამოირჩეოდა ფეხბურთის ნიჭით, თუმცა მოედნის მოთამაშედ ხშირად არ თამაშობდა. "მილტონ ბანკის" კერძო სკოლაში დალგლიში მეკარე იყო. ამან დიდ ხანს არ გასტანა, მიუხედავად იმისა, რომ კენიმ შოტლანდიის სკოლის მოსწავლეთა გუნდშიც ითამაშა. 15-წლის ასაკში მან მომენტალურად მოხიბლა მის გარშემო მყოფი ადამიანები, როდესაც ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს ორჯერ გაუტანა. მომდევნო შეხვედრაში დალგლიშმა ინგლისელი მოსწავლეების წინააღმდეგ ითამაშა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, თუმცა გაზეთმა The People კენის კარგი თამაში აღნიშნა, რამაც ახალგაზრდა ტალანტს პროფესიონალური კარიერის დაწყებაში გზა გაუხსნა.

"სელტიკი"

როგორც ყველა ბავშვს, პატარა დალგლიშსაც სურდა იმ გუნდში ეთამაშა, რომელსაც ქომაგობდა, თუმცა "რეინჯერსი" მას ყურადღებას არ აქცევდა. ამის მაგივრად, 1967 წელის მაისში "სელტიკის" მწვრთნელმა ჯოკ სტეინმა თავისი ასისტენტი შონ ფელონი კენის პროტესტანტ მშობლებთან გააგზავნა იმის საკითხად, ითამაშებდა თუ არა დალგლიში კათოლიკურ "სელტიკში". ფელონი უკან გახარებული დაბრუნდა და "სელტიკის" საბავშვო გუნდმა "კამბერნაულდ იუნაიტედიდან" დალგლიში იჯარის წესით აიყვანა. ყველაფერთან ერთად, კენი დურგლის შეგირდად მუშაობდა თუმცა ერთი წლის შემდეგ პროფესიონალური კონტრაქტი შესთავაზეს და სარეზერვო გუნდში რეგულარული თამაში დაიწყო.

სარეზერვო გუნდში პროგრესის შემდეგ, 1968 წლის 25 სექტემბერს "დუგლას პარკზე" შოტლანდიის ლიგის მატჩში "ჰემილტონის" წინააღმდეგ პირველი მატჩი ჩაატარა. გუნდმა, რომელიც არა მარტო ბრიტანეთში, არამედ მთელს ევროპაში, უეფას ჩემპიონთა თასის ფინალში მილანის "ინტერის" 2:1 დამარცხების (1967 წელი, ჩემპიონთა თასის მფლობელი პირველი ბრიტანული გუნდი) შედეგად ითვლებოდა საუკეთესოდ, დალგლიშს 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. საბედნიეროდ, "სელტიკის" მწვრთნელს, სტეინს სჯეროდა, რომ დიდი ფეხბურთელი ეზრდებოდა და 1971 წლის 14 მაისს დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ "რაგბი პარკზე" "კილმარნოკის" წინააღმდეგ მატჩში ათამაშა. ის შეხვედრა "სელტიკმა" 7:2 მოიგო და აქდან ექვსი გოლი დალგლიშის ანგარიშზე იყო. ეს გახდა კენის პროფესიონალური კარიერის დაწყების საფუძველი. მისი გოლები "სელტიკისთვის" უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, 1975-1976 წლების სეზონში კი გუნდის კაპიტანიც კი გახდა. იმ სეზონში "სელტიკმა" ვერცერთი ტიტული ვერ მოიგო, რაც უკანასკნელი 12 წლის მანძილზე პირველად მოხდა, თუმცა სავარაუდოდ, ეს მოხდა იმის გამო, რომ მთავარი მწვრთნელი, ჯოკ სტეინი ავიაკატასტროფაში მოჰყვა, რის შედეგადაც გუნდთან ერთად ვეღარ იმყოფებოდა.

მომდევნო წელს სტეინი "სელტიკ პარკზე" დაბრუნდა და შოტლანდიის ჩემპიონატისა და ლიგის გამარჯვებულიც შეიქმნა. დალგლიშმა "სელტიკში" 5-ჯერ მოიგო შოტლანდიის ჩემპიონატი, 4-ჯერ ქვეყნის თასი და ერთხელ შოტლანდიის ლიგის თასის მფლობელი. მიუხედავად ამისა, კენი ახალ გამოწვევას ელოდა.

"ლივერპული"

1971 წლის 14 აგვისტოს დალგლიშმა "სელტიკის" მოსისხლე მტერს - "რეინჯერს" პირველად გაუტანა. იმ სეზონში კენიმ 49 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა. შემდეგ სეზონში კი ყველა ჩემპიონატში ერთად 41 გოლი გაიტანა. საბოლოო ჯამში, "სელტიკის" რიგებში ჩატარებულ 269 შეხვედრაში 167-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება.

კენი დალგლიში "ლივერპულში" 1977 წლის 13 აგვისტოს გლაზგოს "სელტიკიდან" იმ დროს რეკორდულ თანხად 440 000 ფუნტად გადავიდა. მისთვის დიდი გამოწვევა იყო 7-ნომრიანი მაისურის მორგება, ამ ნომერს ხომ "ლივერპულის" ლეგენდა კევინ კიგანი ატარებდა, რომელიც იმ დროს "ჰამბურგში" გადაბარგდა. 1976-1977 წლების სეზონში "ლივერპულმა" ევროპის თასი მოიგო და კენის სურდა ეს ტიტული გუნდში მისი ყოფნის დროსაც მოეგოთ.

"ლივერპულის" ახალმა შვიდიანმა ფანებს მალევე უჩვენა თავისი ღირებულება, როდესაც ინგლისის ლიგის თასის სადებიუტო თამაშში "მიდლსბროს", ხოლო ინგლისის ჩემპიონატის მატჩში "ნიუკასლს" გაუტანა. კენიმ პირველი ტესტი მაშინ ჩააბარა, როდესაც სუპერ თასზე კიგანის "ჰამბურგს" შეხვდა. ის შეხვედრა მერსისაიდელებმა 6:0 მოიგეს. იმ შეხვედრაში დალგლიშმა მატჩის საბოლოო წერტილი დასვა და გასაკვირი არ უნდა იყოს ის, რომ "კოპს" ახალი მეფე გაუჩნდა. იმ სეზონში დალგლიშმა 30 გოლი გაიტანა და მოიგო ის, რასაც "სელტიკში" ვერ მოიგებდა - ევროპის ჩემპიონთა თასი. "ლივერპულმა" 1977-1978 წლების სეზონში უეფას ევროპის ჩემპიონთა თასის შენარჩუნება მოახერხა. ფინალში, რომელიც "უემბლიზე" გაიმართა, მერსისაიდელებმა ბელგიური "ბრიუგე" დალგლიშის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხეს.

1980 წელს "ლივერპულში" იან რაში მოვიდა. კენი უელსელის ბრწყინვალე პარტნიორი გამოდგა. დალგლიშს გოლის გატანის საოცარი ალღო ჰქონდა, 515 მატჩში 172 გოლის გატანა შესძლო. ის გოლის გამტანის ასისტენტადაც ხშირად გვევლინებოდა და საბოლოო ჯამში, ლომის წვლილი დაიდო იმაში, რომ "ლივერპული" იმ დროს ბრიტანული და ევროპული ფეხბურთის გრანდი იყო.

კენი დალგლიშისთვის "ლივერპული" გაცილებით წარმატებული გუნდი გამოდგა, ვიდრე "სელტიკი". მერსისაიდულ გუნდში მან მოთამაშის რანგში ცამეტი ტიტული მოიპოვა, რომელშიც შედის: 3 უეფას ევროპის ჩემპიონთა თასი, 6 ინგლისის ჩემპიონატის თასი 4 ინგლისის ლიგის თასი. გარდა ამისა, ის გახდა ფეხბურთელების წლის ფეხბურთელი და ორჯერ მოიპოვა ინგლისის წლის ფეხბურთელის ჯილდო.

ნანახია: 822 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 GeoScouser  
0
კენი - უმაგრესი კაცი love

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
10:00

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2695
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2674
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2443
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2045
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1917
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.