კვირა, 28.04.2024, 13:50     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » მაისი » 11 » დალგლიში: „მანჩესტერ იუნაიტედს“ პატივი უნდა ვცეთ"
14:31
დალგლიში: „მანჩესტერ იუნაიტედს“ პატივი უნდა ვცეთ"

  „ლივერპულის" მწვრთნელი კენი დალგლიში ამბობს, რომ მისმა ფეხბურთელებმა „მანჩესტერ იუნაიტედს" პატივი უნდა სცენ — მხოლოდ ასე შეიძლება ინგლისის ყველაზე ტიტულიანი კლუბის სახელის დაბრუნება. „იუნაიტედს" პრემიერლიგის ჩემპიონობამდე ერთი ქულაღა აკლია. თუ სერ ალექს ფერგიუსონის ბიჭები ამ ქულას მოიპოვებენ (ან თუ „ჩელსი" ვერ გაიმარჯვებს „ნიუკასლ იუნაიტედთან") „იუნაიტედი" ინგლისის 19-გზის ჩემპიონი გახდება და „ლივერპულს" ყველა დროის უძლიერესის სახელს ჩამოართმევს. მერსისაიდელთა შოტლანდიელმა თავკაცმა და ლეგენდამ მანჩესტერელთა თანამემამულე მწვრთნელი და მისი გუნდი შეაქო:

  „ყოველთვის, ყველაზე ძლიერია გუნდი, რომელიც ჩემპიონი ხდება. რასაკვირველია, გამონაკლისი არც „მანჩესტერ იუნაიტედია". ის, მართალია, ჩვენი მეტოქე და კონკურენტია, მაგრამ იმის თქმა, რომ ჩემპიონი დამსახურებულად არ ხდება, არაფრით შეიძლება. დღეს „მანჩესტერ იუნაიტედი" იმ დონის ფეხბურთს თამაშობს, რომელსაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ თუ გვინდა, რომ კვლავ უმაღლესი შედეგები გვქონდეს".

  მერსისაიდელებმა, ორშაბათს, „ფულჰემი" გაანადგურეს — 5:2. არგენტინელმა მაქსი როდრიგესმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. ასეთი წარმატების მიუხედავად დალგლიშმა თავი შეიკავა იმაზე ლაპარაკისგან თუ რომელ ადგილს დაიკავებს საბოლოოდ მისი გუნდი. შემდეგ ტურში „ლივერპული" „ტოტენჰემ ჰოთსპურს" მასპინძლობს.
„რომელ ადგილზე გავალთ, ვერ გეტყვით. ორი ტურიც დავიცადოთ და ვნახავთ. ვიცი, რომ ასეთი პასუხი ცუდი მოსასმენია და თან, როდესაც მას ხშირად იმეორებენ, ადამიანს მოსმენა გბეზრდება, მაგრამ ჩვენ, ასეთმა დამოკიდებულებამ წლების განმავლობაში წარმატება მოგვიტანა.

  ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ყოველთვის შემდეგი თამაშია. „ლივერპულის" მიზანი ყოველი კონკრეტული შეხვედრის მოგებაა და ბოლოს, ქულების დაჯამება გამოაჩენს რამდენი მოგვიგროვებია და სად ვართ. აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ „კრეივენ კოტეჯზე" 5:2-ს მოვიგებდით? მე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი".

  შეგახსენებთ, რომ დალგლიში „ლივერპულს" იანვარში ჩაუდგა სათავეში. მაშინ, „წითლები" ცხრილის ქვედა ნახევარში ფართხალებდნენ. „კოპის მეფე კენიმ" თქვა:

  „ვინ იფიქრებდა, რომ „ლივერპულის" ბიჭები იანვრის შემდეგ ასეთ შედეგებს მიაყოლებდნენ ერთმანეთს. ეს დაუჯერებელია. მეხუთე ადგილი რომც ვერ მოვიპოვოთ, ბიჭები მაინც ქების ღირსნი არიან. გულწრფელად მოგახსენებთ, ჩემთვის ცხრილში დაკავებული ადგილი იმდენად მნიშვნელოვანი არ იყო, რამდენადაც ის, რომ ფეხბურთელები გამოფხიზლდნენ და რთულ მდგომარეობას ღირსეულად დააღწიეს თავი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნანახია: 795 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
13:50

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2694
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2673
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2440
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2043
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1915
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.