კვირა, 28.04.2024, 02:48     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2012 » მაისი » 5 » ასოციაციის თასის ფინალის მოლოდინში
15:10
ასოციაციის თასის ფინალის მოლოდინში


დღეს, ლონდონის "უემბლის” სტადიონზე ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში ლონდონის "ჩელსი” "ლივერპულს” დაუპირისპირდება. მართალია, ლონდონელებისთვის დღეს გასამართი მატჩი მნიშვნელობით ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრას ვერ შეედრება, თუმცა "არისტოკრატები” "ლივერპულთან” სათამაშოდ სერიოზულად ემზადებიან. რაც შეეხება მერსისაიდელებს, მათ წელს დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეს – ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვეს, თუმცა ინგლისის ლიგის თასი უკვე დაისაკუთრეს, რაც ევროპის ლიგაზე თამაშის უფლებას იძლევა და ახლა მეორე ტიტულის მოგების შანსიც აქვთ.

ლონდონელებს ტრავმის გამო გარი კეჰილი და დავიდ ლუისი დააკლდებათ, "ლივერპული” კი ლუკას ლეივასა და ჩარლი ადამს მოისაკლისებს.

"ჩელსის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა რობერტო დი მატეომ განაცხადა: "ლივერპულის” წინააღმდეგ თამაში ყოველთვის გვიჭირს. ეს ბრწყინვალე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელსაც მშვენიერი მწვრთნელი – კენი დალგლიში ჰყავს. წელს ის უკვე დაეუფლა ერთ ტიტულს. "ლივერპული” დიდებული კლუბია, მდიდარი ისტორიისა და ტრადიციების მქონე”.

მერსისაიდული გუნდის თავკაცმა კენი დალგლიშმა კი აღნიშნა: "ინგლისის თასის ფინალი ერთ-ერთი გამორჩეული დღეა და ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ ზეიმის მონაწილეები ვართ. მიმდინარე სეზონში ფინალში უკვე მეორედ ვითამაშებთ, რაც უდიდესი მიღწევაა. ბოლო თვეები ჩვენი გულშემატკივრებისთვის საკმაოდ მძიმე გამოდგა. ვიმედოვნებ, რომ ფინალში მიღწეული შედეგით მათ გახარებას შევძლებთ”.

მატჩის დღეს, ჩვენი დროით 20:15 საათზე დაიწყება.


ავტორი: ბექა დოგრაშვილი

ნანახია: 684 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
2 nikaliverpool  
0
rtuli matchi iqneba

3 sabasapanadze00  
0
martlac!

1 sabasapanadze00  
0
1-2 vigebt. toresi itans, mere keroli da suaresi.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
02:48


დღეს, ლონდონის "უემბლის” სტადიონზე ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში ლონდონის "ჩელსი” "ლივერპულს” დაუპირისპირდება. მართალია, ლონდონელებისთვის დღეს გასამართი მატჩი მნიშვნელობით ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრას ვერ შეედრება, თუმცა "არისტოკრატები” "ლივერპულთან” სათამაშოდ სერიოზულად ემზადებიან. რაც შეეხება მერსისაიდელებს, მათ წელს დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეს – ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვეს, თუმცა ინგლისის ლიგის თასი უკვე დაისაკუთრეს, რაც ევროპის ლიგაზე თამაშის უფლებას იძლევა და ახლა მეორე ტიტულის მოგების შანსიც აქვთ.

ლონდონელებს ტრავმის გამო გარი კეჰილი და დავიდ ლუისი დააკლდებათ, "ლივერპული” კი ლუკას ლეივასა და ჩარლი ადამს მოისაკლისებს.

"ჩელსის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა რობერტო დი მატეომ განაცხადა: "ლივერპულის” წინააღმდეგ თამაში ყოველთვის გვიჭირს. ეს ბრწყინვალე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელსაც მშვენიერი მწვრთნელი – კენი დალგლიში ჰყავს. წელს ის უკვე დაეუფლა ერთ ტიტულს. "ლივერპული” დიდებული კლუბია, მდიდარი ისტორიისა და ტრადიციების მქონე”.

მერსისაიდული გუნდის თავკაცმა კენი დალგლიშმა კი აღნიშნა: "ინგლისის თასის ფინალი ერთ-ერთი გამორჩეული დღეა და ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ ზეიმის მონაწილეები ვართ. მიმდინარე სეზონში ფინალში უკვე მეორედ ვითამაშებთ, რაც უდიდესი მიღწევაა. ბოლო თვეები ჩვენი გულშემატკივრებისთვის საკმაოდ მძიმე გამოდგა. ვიმედოვნებ, რომ ფინალში მიღწეული შედეგით მათ გახარებას შევძლებთ”.

მატჩის დღეს, ჩვენი დროით 20:15 საათზე დაიწყება.


ავტორი: ბექა დოგრაშვილი

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2693
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2673
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2440
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2042
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1913
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.