სამშაბათი, 30.04.2024, 07:16     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ივლისი » 16 » ამხანაგური: "მალაიზია XI" 3:6 "ლივერპული" (მიმოხილვა)
16:07
ამხანაგური: "მალაიზია XI" 3:6 "ლივერპული" (მიმოხილვა)

16 ივლისი, 2011.
მალაიზია, კუალა-ლუმპური
ამხანაგური მატჩი. "ბუკიტ ჯალილი"
"მალაიზია XI" 3:6 "ლივერპული"

დღეს "ლივერპულმა" აზიური ტურნეს რანგში რიგით მეორე მატჩი გამართა.
მერსისაიდელებს "ბუკიტ ჯალილზე" "მალაიზია XI" ამხანაგურად გაეჯიბრა, თუმცა უცხო თვალისთვის ძნელი შესამჩნევი იქნებოდა ეს რომ ამხანაგური შეხვედრა იყო. მალაიზიელები დიდი მონდომებით გამოვიდნენ მოედანზე, არაფრის დათმობას არ აპირებდნენ და პირველივე წუთებიდანვე დაგვანახეს, რომ საბრძოლველად მზად იყვნენ.

"ლივერპული" მოედანზე შემდეგი შემადგენლობით გამოვიდა: ჯონსი, ფლანაგანი, კარაგერი, აგერი, რობინსონი, ადამი, სპირინგი, კოადი, კოული, მეირელეში, კეროლი. ჩარლი ადამი პირველად გამოჩნდა "ლივერპულის" ძირითად შემადგენლობაში და უნდა ითქვას, რომ ორივე გუნდის ფეხბურთელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

შეხვედრის სტარტშივე "ლივერპულმა" მოიპოვა ტერიტორიული უპირატესობა და გაცილებით მეტს უტევდა ვიდრე მეტოქე. აზიელები თავის დაცვაზე იყვნენ ორიენტირებული და სწრაფი კონტრშეტევის მოლოდინით თამაშობდნენ.

მატჩის 25-ე წუთზე ენდი კეროლი მეტოქის საჯარიმო მოედანზე დაეცა, გაისმა მთავარი მსაჯის სასტვენის ხმა, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ დაინიშნა თერთმეტმეტრიანი დარტყმა. ბურთთან ადამი მივიდა, დაარტყა და უპრობლემოდ გაიტანა, თუმცა არბიტრმა ფეხბურთელს გოლი არ ჩაუთვალა და მეორედ მოსთხოვა დარტყმა. შოტლანდიელმა ახალწვეულმა მეორედაც უნაკლოდ შეასრულა პენალტი და 1:0 მერსისაიდელთა სასარგებლოდ.

ამის შემდეგ მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ბოლო წუთებში "ლივერპული" ოდნავ მოდუნდა, რითაც აზიელებმა ისარგებლეს. მე-40 წუთზე მერსისაიდელთა კარის მიმართულებით სახიფათო ჯარიმა დაინიშნა. შაფიქ რაჰიმმა ინგლისელთა მეკარეს შანსი არ დაუტოვა 1:1.

შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლოს მალაიზიელებს წინ გასვლის რამდენიმე შანსი მიეცათ, თუმცა საბოლოო ჯამში, მატჩის ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში "ლივერპულმა" შემადგნელობა მთლიანად შეცვალა: ჯონსის ნაცვლად გულასკი, ფლანაგანის ნაცვლად კელი, რობინსონის ნაცვლად ინსუა, აგერის ნაცვლად უილსონი, კარაგერის ნაცვლად კირიაკოსი, მეირელეშის ნაცვლად მაქსი როდრიგესი, სპირინგის ნაცვლად პოულსენი, ადამის ნაცვლად აკვილანი, კოადის ნაცვლად კიუიტი, კოულის ნაცვლად შელვი ხოლო კეროლის ნაცვლად ნგოგი გამოვიდნენ.

მატჩის მეორე ნახევარი მერსისაიდელთა უპირატესობით დაიწყო.

68-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ინსუას ჩაწოდების შემდეგ მეტოქე გუნდის მცველთა შორის გაუგებრობა მოხდა, ბურთი ნგოგს მიუვიდა, ფრანგს კი სამი მეტრიდან არ გასჭირვებია მალაიზიელთა კარის დალაშქვრა 1:2.

ერთ წუთში ნგოგმა დუბლი შეასრულა. ფრანგს საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი აკვილანმა გადასცა, მერსისაიდელთა ფორვარდი შევიდა საჯარიმოში და უძლიერესი დარტმით უპირატესობა გაზარდა 1:3.

76-ე წუთზე "მალაიზია XI" საბოლოოდ მოიშალა. ინსუამ მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, მაქსიმ კი ვარდნაში შესძლო მეტოქის კარის ბადის მეოთხედ შერხევა 1:4.

ამის შემდეგ აზიელები ცოტა აზრზე მოვიდნენ. 79-ე წუთზე მას შემდეგ, რაც მერსისაიდელთა საჯარიმოში ჩააწოდეს, გულასკიმ ბურთი ვერ შეიმაგრა, რის შედეგადაც სალიმ ყველას დაასწრო და ერთი ბურთი გაქვითა 2:4.

მატჩის 82-ე წუთზე მალაიზიელებმა მერსისაიდელთა უპირატესობა ერთ ბურთამდე შეამცირეს. სალი გულასკისთან ერთი ერთზე დარჩა და 3:4.

გადაჭედილ "ბუკიტ ჯალილზე" შესანიშნავი ატმოსფერო შეიქმნა.

ამის შემდეგ მალაიზიელებმა კიდევ რამდენჯერმე "უჩხვლიტეს" "ლივერპულს", თუმცა ხან მერსისაიდელთა კიპერი ყოჩაღობდა, ხანაც ინგლისელებს ფორტუნა სწყალობდათ.

91-ე წუთზე
მარჯვენა ფლანგიდან მალაიზიელთა საჯარიმოში კიუიტმა ჩააწოდა, მაქსიმ კი თავური დარტყმით დუბლი შეასრულა 3:5.

95-ე წუთზე კი თავად ჰოლანდიელმა გაიტანა. აკვილანის პასით კიუიტმა მატჩის საბოლოო წერტილი დასვა 3:6.

მატჩი, როგორც ამხანაგურ შეხვედრებს შეეფერება უხვგოლიანი და საინტერესო გამოდგა. მართალია, ამხანაგური მატჩებით გუნდის საერთო სიძლიერე არ უნდა განვსაზღვროთ, თუმცა "ლივერპული" მალაიზიაში კარგად გაერთო და წარმოაჩინა, რომ კარგ ფორმაში იმყოფება.

ნანახია: 772 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
07:16

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2694
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2674
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2442
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2044
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1917
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.