ხუთშაბათი, 02.05.2024, 04:43     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 17 » ამინდი და ფეხბურთი
17:59
ამინდი და ფეხბურთი

ინგლისში ადრე წამოღამება  დაიწყო. ეგრე, ოთხი საათის მერე კაი დაბნელებულია. შესაბამისად, ამინდიც  წახდა, თუმცა კი ამბობენ აქ ამინდი არ ვარგაო. ამინდისა რომ ვთქვათ უფრო გასაგებად, ერთხელ "ლივერპულის" ლეგენდარულმა  მწვრთნელმა  ბილ შენკლიმ იხუმრა  ვიღაცაზე, მაგას ხასიათი აქვს, როგორც  წვიმა მანჩესტერში, თუმცა მანჩესტერში წვიმა  ხანდახან  გადაიღებს  ხოლმეო.

ამინდი კი წახდა, მაგრამ  ინგლისური ფეხბურთისთვის ეს არაფერია. ყველაზე მაგარი მატჩები ინგლისში სწორედ მკაცრ ამინდში ითამაშება. დღევანდელი საფეხბურთო მინდვრების დრენაჟი და მთელი ამბავი უკვე ლამის ჩვენთანაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ფეხბურთელებმა ტალახი არ ზილონ, მაგრამ მინდორი მაინც მინდორია და ინგლისელი  ფეხბურთელები და მწვრთნელები  ალბათ, პირველ ადგილზე არიან მსოფლიოში ამინდის და სათამაშო მინდვრის განხილვის საკითხში.

ისტორიაში არაერთხელ ყოფილა, რომ ინგლისელ მწვრთნელებს თავიანთი გუნდის, უფრო კი ეროვნული ნაკრების მარცხი ამინდისა და  გაზონისთვის დაუბრალებიათ. სიცხე იყოო, ან ბიჭებს ბალახმა გუნება წაუხდინაო და ასეთები.

რა თქმა უნდა, ინგლისელი ფეხბურთელები იმთავითვე  განებივრებულნი იყვნენ კარგი ბალახით. ქვეყანაში, სადაც  ზამთარშიც კი პარკები მწვანედ ბიბინებს,  საფეხბურთო მინდორი ყოველთვის  განსაკუთრებული მნიშვნელობის რამ იყო.

აი, რახანია გაიხსნა ახალი "უემბლი" და სალაპარაკო ერთია - მისი გაზონი,  რომელიც ვერა და ვერ მოიყვანეს იმ კონდიციაში, რომ სალაპარაკო არ იყოს. ვერასგზით.  ინგლისი უცნაურობათა  ქვეყანაა. "უემბლიდან" აღმოსავლეთით წახვალ და დიდი წვალების გარეშე მიადგები არსენალის ახალ სტადიონს, "ემირატს", სადაც მთელს ქვეყანაში თითით საჩვენებელი  მწვანე მინდორია. არა, მინდორი "უემბლიზეც" ხასხასა მწვანეა, მაგრამ ვერაფრით მოამაგრეს, მოაშრეს და  ასე შემდეგ. "არსენალს" მინდვრის მოვლის დიდი ტრადიცია აქვს და ის ძველი "ჰაიბერიდან" ახალ "ემირატზეც" იოლად გადმოიტანა. მისი მებალახენი ცნობილნი არიან. ასეთივე ტრადიცია  ჰქონდა ძველ "უემბლის", თუმცა, ახალ მინდორს თავიდანვე უიღბლობა  დაებედა და მისი გაზონის ამბავი კვლავ  საიდუმლოებით მოცული რჩება. ეგებ "არსენალის" მებალახეებმა უშველონ.

ინგლისელი მწვრთნელები რომ უცხოეთის სიცხეს  და ბალახს  დაიჩივლებენ ხოლმე, არასდროს დაიჩივლებენ საკუთარი მინდვრების ცუდ ამინდს. იმიტომ რომ ეს ამინდი ჩვეულებრივია  აქაური ფეხბურთისთვის.  ჩრდილოეთის ქვეყნებში სიცივეში თამაში რაიმე  ექსტრიმად საერთოდ არ ითვლება, მაგრამ ინგლისი, როგორც  წვიმის ქვეყანა, ამ საქმეს წვიმასაც უმატებს. ფეხბურთი და  წვიმა ამ კუნძულზე  განუყრელი მეგობრები არიან.  საზოგადოდ, ინგლისის გამუდმებული წვიმის და მარადი ნისლების ქვეყანად  წარმოსახვა უფრო ვიქტორიანული ეპოქის  წიგნების ამბავია, განსაკუთრებით კი ლონდონთან მიმართებაში, მაგრამ მაინც შეიძლება  ითქვას, რომ  წვიმა აქ ცხოვრების ნაწილია,  ხოლო ქოლგა უბეში ყველაზე მაგარ ძველ ბიჭს ისე უდევს, როგორც იაპონელ სამურაის - მარაო ქამარში.  ამიტომ, ფეხბურთსაც კარგა მშვენივრად სდევს ხოლმე წვიმა.
და უხდება კიდეც.

ქვეყანაში, სადაც ყველაზე მეტი მატჩი შობის და ახალი წლის დღეებში იმართება, ანუ მაშინ, როცა მთელი ევროპის  ფეხბურთელები მხართეძოზე არიან  წამოწოლილი, ყოველთვის კარგი  საფეხბურთო ამინდია, თუნდაც ეს ამინდი საშინელი იყოს.

უცნაურობათა ქვეყანაა, მაგრამ  უცნაურობები ძალიან ტკბილია ხოლმე. როგორც  რიჩარდ ლომგული ამბობს  ერთ ფილმში: "პატიოსანი, უშიშარი  და გულუბრყვილო, აი, ნამდვილი ინგლისელი".  ამინდის და ფეხბურთის ამბავიც ამას  ჰგავს. რაღაცით.

გიო ახვლედიანი, ლონდონი.
25 ნოემბერი, 2010 წელი.
ჟურნალი "ლიბერალი"

ნანახია: 969 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
04:43

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2699
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2678
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2448
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2050
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1921
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.