ხუთშაბათი, 02.05.2024, 13:25     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 12 » ამ თამაშს არ უყუროთ
15:31
ამ თამაშს არ უყუროთ


უცნაური რამ განაცხადა „ლივერპულის" მწვრთნელმა, კენი დალგლიშმა. მან მერსისაიდელ გულშემატკივარს მოუწოდა არ დაესწროს „ქარლინგის თასზე" „ჩელსისთან" შეხვედრას.

თურმე, გადატვირთული კალენდრით გაბრაზებულ დალგლიშს გადაუწყვეტია 29 ნოემბერს დანიშნულ შეხვედრაში ახალგაზრდები ათამაშოს. საქმე ის არის, რომ 27 ნოემბერს, კვირას, „წითლები" პრემიერლიგაში „მანჩესტერ სიტის" მასპინძლობენ და ასეთი მნიშვნელოვანი მატჩიდან ორ დღეში „ჩელსისთან" ბრძოლა შოტლანდიელს მეტისმეტი ეჩვენა. დალგლიშმა თქვა:

„დღევანდელი დატვირთვების პირობებში კვირას კაცი პრემიერლიგის მატჩით დატვირთო, 48 საათის შემდეგ კი ლონდონში, თასზე სათამაშოდ გაუშვა, უპატივცემულობაა. თუ ფეხბურთის ლიგას საკუთარი შეჯიბრების გაუფასურება აქვს გადაწყვეტილი, დაე ასე იყოს. არადა, ხომ ვიცი, ეს მატჩი ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოსაცდელად რომ გამოვიყენო, ნაწყენები დარჩებიან. ჩვენს გულშემატკივარს ასე ვეტყვი: სანამ ამ შეხვედრის ბილეთს შეიძენთ, კარგად დაფიქრდით. ნამდვილად არ მინდა ხალხს ფული დავახარჯვინო, ტრიბუნაზე დამსხდრებმა კი, აღმოაჩინონ, რომ მათი საყვარელი გუნდი ამ დღეს ახალგაზრდული შემადგენლობით თამაშობს.

გასაგებია, რომ ოთხშაბათს, ლონდონში, „ტოტენჰემი" სალონიკის „პაოკს" მასპინძლობს და ქალაქის პოლიციას ერთ დღეში ორი დაძაბული საფეხბურთო მატჩის მომსახურება მიზანშეწონილად არ მიაჩნია, მაგრამ გამოსავლის მოძებნა აშკარად ორგანიზატორთა პრობლემაა. მათ ისეთი რამ უნდა მოიფიქრონ, რომ ფეხბურთელების ინტერესები და შესაძლებლობებიც, რომ გაითვალისწინონ.

ჩვენნაირ დღეშია „მანჩესტერ სიტიც". მას ამ დღეს ლონდონშივე, „არსენალთან" აქვს ძნელი შეხვედრა. ერთი სიტყვით, ორგანიზატორების წინაშეა კლუბები, რომლებიც წლების განმავლობაში მათი შეჯიბრების მიმართ პატივისცემას ამჟღავნებდნენ და კარგი იქნება თუ ახლა ამას დაუფასებენ. ამასთან, ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობენ შექმნილ სიტუაციაზე სპონსორები. ხომ არ მიაჩნიათ, რომ ასეთი მოპყრობით მათი დაფინანსებული შეჯიბრების პრესტიჟი ილახება?

საერთოდაც, თასის მეოთხედფინალური ეტაპის ევროლიგის კვირაში დანიშვნა საკუთარი შეჯიბრების შეურაცხყოფა მგონია. როგორც ჩვენ, ასევე „სიტი" კმაყოფილი დავრჩებოდით პრემიერლიგის თამაშები კვირიდან შაბათისთვის რომ გადაეწიათ, მაგრამ ამაზეც უარი გვითხრეს - სატელევიზიო გრაფიკის შეცვლა შეუძლებელიაო".

დალგლიშის პოზიციას კომენტარით უპასუხა ფეხბურთის ლიგის პრეს-მდივანმა: „დიდი მცდელობის მიუხედავად, ამ შემთხვევაში სხვა გამოსავალი ვერ ვიპოვნეთ".

ამასობაში კი „ლივერპულის" ვიცე-კაპიტანმა, 33 წლის ჯეიმი კარაგერმა მყესის ტრავმა მოიშუშა და შემდეგი კვირიდან ვარჯიშს უბრუნდება. კარაგერმა ტრავმის გამო ორი შეხვედრა გამოსტოვა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნანახია: 712 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
3 fRomAnfieLd  
0
arc ise kargi ideaa gulshematkivris ar misvla tumca axalgazrdebis tamashi momwons

2 FAnLiverpool  
0
smile smile anu vnadgurdebit ?? ::D::D mainc miva xalxi da axalgazrdebs dauchers mxars !

1 Scouser_Kate  
0
კაი smile

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
13:25


უცნაური რამ განაცხადა „ლივერპულის" მწვრთნელმა, კენი დალგლიშმა. მან მერსისაიდელ გულშემატკივარს მოუწოდა არ დაესწროს „ქარლინგის თასზე" „ჩელსისთან" შეხვედრას.

თურმე, გადატვირთული კალენდრით გაბრაზებულ დალგლიშს გადაუწყვეტია 29 ნოემბერს დანიშნულ შეხვედრაში ახალგაზრდები ათამაშოს. საქმე ის არის, რომ 27 ნოემბერს, კვირას, „წითლები" პრემიერლიგაში „მანჩესტერ სიტის" მასპინძლობენ და ასეთი მნიშვნელოვანი მატჩიდან ორ დღეში „ჩელსისთან" ბრძოლა შოტლანდიელს მეტისმეტი ეჩვენა. დალგლიშმა თქვა:

„დღევანდელი დატვირთვების პირობებში კვირას კაცი პრემიერლიგის მატჩით დატვირთო, 48 საათის შემდეგ კი ლონდონში, თასზე სათამაშოდ გაუშვა, უპატივცემულობაა. თუ ფეხბურთის ლიგას საკუთარი შეჯიბრების გაუფასურება აქვს გადაწყვეტილი, დაე ასე იყოს. არადა, ხომ ვიცი, ეს მატჩი ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოსაცდელად რომ გამოვიყენო, ნაწყენები დარჩებიან. ჩვენს გულშემატკივარს ასე ვეტყვი: სანამ ამ შეხვედრის ბილეთს შეიძენთ, კარგად დაფიქრდით. ნამდვილად არ მინდა ხალხს ფული დავახარჯვინო, ტრიბუნაზე დამსხდრებმა კი, აღმოაჩინონ, რომ მათი საყვარელი გუნდი ამ დღეს ახალგაზრდული შემადგენლობით თამაშობს.

გასაგებია, რომ ოთხშაბათს, ლონდონში, „ტოტენჰემი" სალონიკის „პაოკს" მასპინძლობს და ქალაქის პოლიციას ერთ დღეში ორი დაძაბული საფეხბურთო მატჩის მომსახურება მიზანშეწონილად არ მიაჩნია, მაგრამ გამოსავლის მოძებნა აშკარად ორგანიზატორთა პრობლემაა. მათ ისეთი რამ უნდა მოიფიქრონ, რომ ფეხბურთელების ინტერესები და შესაძლებლობებიც, რომ გაითვალისწინონ.

ჩვენნაირ დღეშია „მანჩესტერ სიტიც". მას ამ დღეს ლონდონშივე, „არსენალთან" აქვს ძნელი შეხვედრა. ერთი სიტყვით, ორგანიზატორების წინაშეა კლუბები, რომლებიც წლების განმავლობაში მათი შეჯიბრების მიმართ პატივისცემას ამჟღავნებდნენ და კარგი იქნება თუ ახლა ამას დაუფასებენ. ამასთან, ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობენ შექმნილ სიტუაციაზე სპონსორები. ხომ არ მიაჩნიათ, რომ ასეთი მოპყრობით მათი დაფინანსებული შეჯიბრების პრესტიჟი ილახება?

საერთოდაც, თასის მეოთხედფინალური ეტაპის ევროლიგის კვირაში დანიშვნა საკუთარი შეჯიბრების შეურაცხყოფა მგონია. როგორც ჩვენ, ასევე „სიტი" კმაყოფილი დავრჩებოდით პრემიერლიგის თამაშები კვირიდან შაბათისთვის რომ გადაეწიათ, მაგრამ ამაზეც უარი გვითხრეს - სატელევიზიო გრაფიკის შეცვლა შეუძლებელიაო".

დალგლიშის პოზიციას კომენტარით უპასუხა ფეხბურთის ლიგის პრეს-მდივანმა: „დიდი მცდელობის მიუხედავად, ამ შემთხვევაში სხვა გამოსავალი ვერ ვიპოვნეთ".

ამასობაში კი „ლივერპულის" ვიცე-კაპიტანმა, 33 წლის ჯეიმი კარაგერმა მყესის ტრავმა მოიშუშა და შემდეგი კვირიდან ვარჯიშს უბრუნდება. კარაგერმა ტრავმის გამო ორი შეხვედრა გამოსტოვა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2699
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2678
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2449
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2050
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1922
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.