სამშაბათი, 30.04.2024, 04:01     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ივლისი » 9 » ადამი: "თავს გაგიხეთქავთ"
12:22
ადამი: "თავს გაგიხეთქავთ"

ჩარლი ადამი თავის ახალ გუნდში, „ლივერპულში", გზას სულ მუშტი-კრივით გაიკვლევს - „ბლექპულიდან" მერსისპირეთში გადაბარგებულმა 25 წლის შოტლანდიელმა, თურმე, ნახევარი ზაფხული ინგლისელ მოკრივე ბრაიან როუზთან გამუდმებულ სპარინგში გაატარა. მოკლედ, კენი დალგლიშის 9 მილიონიანი შენაძენი „წითლების" ნახევარდაცვაში ფეხის მყარად მოკიდებას აპირებს.

დიახ, რაგინდ გასაოცარი იყოს, მაშინ, როდესაც სხვა ფეხბურთელები პლაჟზე მზეს ეფიცხებოდნენ, ადამი ქვესაშუალოწონოსან მოკრივესთან სხეულს იკაჟებდა, ამ კვირაში კი „ენფილდ როუდზე" გადაბარგდა და ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი - სქოთი კვირაში 50 ათას ფუნტს მიიღებს. ადამზე პრესა წერს, რომ ის „ბლექპულის" პატარა აკვარიუმში დიდ თევზად ჩანდა, მაგრამ როგორ გამოჩნდება „ლივერპულის" ვეება ოკეანეში? აქ ხომ ისეთი გიგანტების გვერდით უნდა დადგეს, როგორიცაა, მაგალითად, სტივენ ჯერარდი?

ადამი ამბობს: „ბედნიერი ვარ, რომ იმ მოედანზე უნდა გავიდე, რომელზეც დიდი სახელის მქონე მოთამაშეები გადიოდნენ და დღესაც გადიან. „ლივერპული" სავსეა უმაღლესი დონის ფეხბურთელებით, რომელთაგანაც ბევრი რამ უნდა ვისწავლო. იმედი მაქვს, რომ „ლივერპულში" როგორც პროფესიონალი გავიზრდები და თავადაც შევმატებ გუნდს რამეს".

ზღვისპირელთა გმირს მერსისაიდზე თანამემამულე მწვრთნელთან, ლეგენდარულ კენი დალგლიშთან მუშაობაც ხიბლავს. ის ამბობს:

„მე გადავედი უდიდეს კლუბში, რომელსაც, გარდა იმისა, რომ უდიდესი ფეხბურთელები ჰყავს, უდიდესი მწვრთნელი უდგას სათავეში. ხომ ნახეთ, რაც გუნდში დალგლიში მივიდა, ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვალა. კენის მოთამაშეები და ზოგადად, ფეხბურთის სამყაროში მოტრიალე ადამიანები უდიდეს პატივს სცემენ. მე ძალიან ვამაყობ, „ლივერპულში" მან რომ მიმიწვია. დიდი იმედი მაქვს, რომ ახლა ჩემს კარიერასა და მერსისაიდელთა ისტორიაში წარმატებების პერიოდი იწყება".

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულს" ინგლისის ჩემპიონობა აგერ უკვე ოც წელიწადზე მეტია, არ მოუგია. გარდა ამისა, უკვე ხუთი წელიწადი გავიდა მას მერე, რაც „წითლებმა" ბოლო ჯილდო მოიპოვეს. ადამი იმედივნებს, რომ „ბლექპულთან" ერთად პრემიერლიგაში დარჩენისთვის უშეღავათო, მაგრამ წარუმატებელი ბრძოლის შემდეგ, ახლა მაინც ეწევა სიხარულს.

„ჯილდოების მოგებას დიდი ფეხბურთელების მხარდამხარ თამაშის ლოგიკურ გაგრძელებად აღვიქვამ, - განაგრძო ადამმა, - ტიტულები კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლოს ყველა ამის მიხედვით გაფასებს. „ლივერპული" წლების განმავლობაში უდიდეს წარმატებეს აღწევდა და დროა იგივე განმეორდეს".

ჩარლი ადამის ყიდვა „ტოტენჰემ ჰოთსპურსაც" უნდოდა. იანვარში „დეზებმა" კინაღამ აიხდინეს საწადელი, მაგრამ საქმე ბოლოწამს ჩაიშალა. შოტლანდიელი ფეხბურთელის გადაბირებაზე ფიქრობდა „ასტონ ვილაც", თუმცა, როგორც ადამი ამბობს, მას მერე, რაც გაირკვა, რომ მისი ყიდვით „ლივერპული" იყო დაინტერესებული, გულმა „ენფილდისკენ" გაუწია.

„რაც შევიტყვე, რომ ჩემით „ლივერპული" დაინტერესდა, ამ კლუბის ვებსაიტიდან არ გამოვსულვარ. შარშან, „ბლექპულის" შემადგენლობაში „ენფილდზე" რომ ვითამაშე, ვნახე, როგორი ატმოსფეროა ამ ლეგენდარულ სტადიონზე და მივხვდი, რომ ეს სწორედ ის არის, რაზეც ფეხბურთელლი უნდა ოცნებობდეს. სხვათაშორის, შარშან, აქ, „ლივერპულის" კარში გოლი გავიტანე. იმედი მაქვს, რომ ამიერიდან „ლივერპულის" მეტოქეების კარში გავიტან ბევრ გოლს".

თუმცა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, „ლივერპულის" ნახევარდაცვაში მოხვედრა იოლი საქმე არ იქნება. დალგლიშს გვარიანი არჩევანი აქვს, რომელთა შორისაა ამ ზაფხულის კიდევ ერთი შენაძენი ჯორდან ჰენდერსონიც. სხვათაშორის, „ენფილდზე" დაბრუნებას აპირებს 27 წლის იტალიელი ალბერტო აკვილანიც, რომელიც „წითლებს" „იუვანტუსში" ჰყავდათ გაქირავებული.

წყარო: ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნანახია: 793 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
04:01

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2694
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2674
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2442
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2044
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1917
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.