შაბათი, 04.05.2024, 02:06     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2012 » აპრილი » 15 » "96 ჩიტი"
00:33
"96 ჩიტი"

 1989 წლის 15 აპრილი - მერსისაიდში მზიანი დილა გათენდა. გრეჰემ გლოვერისა და სარა კოქსის ახალშექმნილმა ოჯახმა მაღვიძარას ბევრად დაასწრო გაღვიძება. მერსისაიდელები შეფილდის გზას ეშურებოდნენ, სადაც ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალურ მატჩში "ლივერპული" ”ნოტინჰემ ფორესტთან" თამაშობდა. ოჯახური საუზმის შემდეგ, წყვილი მატჩზე წასასვლელად მოემზადა. ისინი არსად, არასდროს მარტო არ დადიოდნენ. მათი სახლი პატარა "ენფილდს" ჰგავდა. მისი ყოველი კედლის შეხედვისას მიხვდებოდით, რომ აქ "წითლების" ფანები ცხოვრობდნენ. ჩარჩოში ჩასმულ სახელგანთქმული "ლივერპულელების" სურათებს გუნდის გერბები და სიმბოლოები ენაცვლებოდა. გარეგნობით ცოლ-ქმარი ტიპიური ინგლისელები იყვნენ. კაცი - მაღალი, ქერა თმით, პირთან შრამი ჰქონდა(!!!) ქალი - საშუალო სიმაღლის, ოდნავ მსუქანი იყო. გადაწყვეტილი ჰქონდათ, თუ შვილად ბიჭი ეყოლებოდათ, დალგლიშის საპატივცემულოდ კენის დაარქმევდნენ და "ლივერპულის" სკოლაში შეიყვანდნენ. მზიანი დარის მიუხედავად, ინგლისური სუსხი მაინც იგრძნობოდა, ამიტომ გრეჰემმა და სარამ ერთმანეთს თბილად ჩაცმა სთხოვეს. ქმარს თვალი ყულაბისკენ გაურბოდა, რაშიც ფინალის ბილეთების შესაძენად ფულს აგროვებდა. გამარჯვებაში დარწმუნებული ლივერპულელები დილიდანვე ემზადებოდნენ ზეიმისთვის. ქუჩებში "წითლების" სახელგანთქმული სიმღერები ისმოდა, ხალხი ჯგუფ-ჯგუფად მიდიოდა სხვადასხვა ტრანსპორტით. გრეჰემმა კიდევ ერთხელ მოავლო თვალი სახლის კედლებს, ტაქსი გამოიძახა და მეუღლესთან ერთად ქუჩაში გავიდა. 20-წუთში უკვე რკინიგზის სადგურში იყვნენ, გაზეთები იყიდეს და ვაგონში შევიდნენ. მატარებელი "ლივერპულის" ფანებით სავსე იყო, ასე რომ, პრესის წასაკითხად არავის ეცალა. იქაურობა "ენფილდის" მოძრავ ტრიბუნას დაემსგავსა. შეძახილებს სიმღერები ენაცვლებოდა, სიმღერებს "ლივერპულის" ლეგენდარული ისტორიების მოყოლა და ასე შემდეგ. 3 საათში მატარებელი შეფილდის სადგურზე ჩამოდგა. "წითლების" 25000 ფანი სტადიონ "ჰილსბროუსაკენ" გაემართა. გრეჰემსა და სარას ბილეთებზე "ლეპინგს ლეინი" ეწერა და ისინიც აღნიშნული ტრიბუნისკენ წავიდნენ. "რაც უფრო ახლოს ვიქნებით მოედანთან, მით უფრო მეტად შევიგრძნობთ "წითლებს", - ხშირად ამბობდა გლოვერი და ახლაც წინა რიგებში უნდა დამსხდარიყვნენ. მატჩზე მოხვედრის უბილეთო მსურველები ბევრნი იყვნენ. პოლიციის უპასუხისმგებლობის გამო, მათ მოახერხეს სტადიონზე შესვლა. ტრიბუნებზე ფანების კრიტიკულმა რაოდენობამ მოიყარა თავი. ქომაგთა წყებები ერთმანეთს ემატებოდა და სიმჭიდროვე მატულობდა. გრეჰემი და სარა ტრიბუნებისა და მოედნის გამყოფ ღობეს იყვნენ მიკრულები და ყოველი წუთის გასვლასთან ერთად მეტად ისრისებოდნენ. ქმარმა ცოლს ხელი მაგრად ჩასჭიდა და ძალაგამოლეულმა ძლივს ამოღეღა: "შენ არასოდეს იქნები მარტო". სარას ცხელი ცრემლები გადმოსცვივდა. ნელ-ნელა მათი ხელების სიმჭიდროვე სუსტდებოდა, თანდათან მათი ხმა: "YNWA LIVERPOOL" წყდებოდა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ისმოდა, მაგრამ არ იკარგებოდა, სუნთქვას ამოყოყლილი ბოლო სიტყვები, სარას სიმწრის ცრემლები და... მათმა გულებმა ნელ-ნელა, ძალიან წყნარად, სამუდამოდ შეწყვიტეს ფეთქვა...

  ლივერპულში უცბად ჩამობნელდა, დარი ავდრით შეიცვალა, ქარიშხალთან ერთად საშინელი წვიმა წამოვიდა. ორმა დამფრთხალმა ჩიტმა გრეჰემი-სარას სახლთან მიფრენით ძლივს უშველა თავს. მამალ ჩიტს ნისკარტთან ჭრილობა ეტყობოდა(!!!) ფრინველებმა აქ დაიდეს ბინა. დღე არ გავიდოდა, ისინი "ენფილდზე" არ გაფრენილიყვნენ და დანარჩენ 94 ჩიტთან ერთად საამურად არ ეჭიკჭიკათ ჰანგი, რომელიც საოცრად ჰგავდა "You'll Never Walk Alone"-ს.
1989 წლის 15 აპრილი სამუდამოდ შევიდა "ლივერპულის" ისტორიაში შავი დღის სახელით. რას შეეწირნენ ისინი... საყვარელ გუნდს, სათაყვანებელ ადამიანებს, სწორედ ამიტომ დაღუპულები არასოდეს იქნებიან მარტონი, რადგან მათ არასდროს დაივიწყებენ. ეს ადამიანები არ მომკვდარან, ისინი უსასრულობაში გადავიდნენ და დარჩნენ "ლივერპულის" ფანებად, ფანებად, რომლებიც გუნდის ანგელოზებად იქცნენ.

2011 წლის 15 აპრილი

ნანახია: 812 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 1
1 saba_saba  
0
vaaaaaaaaa happy happy

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
02:06

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2704
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2702
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2451
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2052
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1924
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.