ორშაბათი, 29.04.2024, 01:41     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 3 » 32 წელი "ლივერპულის" თბილისური კრახიდან
15:28
32 წელი "ლივერპულის" თბილისური კრახიდან

დღეს "თბილისის "დინამო"-"ლივერპულის" ჩვენთვის სახელოვანი მატჩიდან 32 წელი სრულდება.

1979-1980 წლების ჩემპიონთა თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალში "დინამოს" მეტოქედ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო (თუ არა საუკეთესო) გუნდი - "ლივერპული" ერგო. თბილისელებს მანამდეც მრავალჯერ მიუღიათ მონაწილეობა ევროპულ ტურნირებში, მაგრამ საკმაოდ უშედეგოდ, თუმცა ცალკეულ მატჩებში  სამუდამოდ დასამახსოვრებელი გამარჯვებები მოვიპოვეთ. ერთ-ერთი მათგანი იყო ჩვენი "ლივერპულთან" დაპირისპირებაც.

ქართველი ქომაგი თავიდანვე მოუთმენლად ელოდა "ლივერპულთან" შეხვედრას. აბა, რა იქნებოდა, თბილისში ევროპის საუკეთესო ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ. პირველი შეხვედრა 1979 წლის 19 სექტემბერს "ენფილდ როუდზე" მერსისაიდელთა გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა. მაშინ გოლები ასეთი თანმიმდევრობით გავიდა: მატჩის 30 წუთზე ჯონსონმა გახსნა ანგარიში, ჩივაძემ 37-ე წუთზე სხვაობა აღადგინა, ხოლო 45-ე წუთზე კეისმა მატჩის საბოლოო წერტილი დასვა. განმეორებით მატჩს კი უკვე 3 ოქტომბერს  "დინამოს" სტადიონი მასპინძლობდა. თამაშზე ტევა რომ არ იქნებოდა ეს თავიდანვე ცხადი იყო. თბილისელი ფანები (ცოტა ისეთი ნათქვამია, მაგრამ მაშინ იყო, თუ იყო ნამდვილი ფანობა თბილისში) ამ მატჩისთვის რამდენიმე დღით ადრე ემზადებოდნენ.

"დინამო"-"ლივერპულის" მატჩამდე თბილისელმა გულშემატკივრებმა დილის 4 საათზე იმ სასტუმროსთან, სადაც მერსისაიდელები იმყოფებოდნენ მსვლელობა მოაწყვეს "დინამო", "დინამოს" ძახილით და ინგლისელებს ნორმალურად ძილის საშუალება არ მისცეს, რითაც მერე "ლივერპულის" ფეხბურთელები იმ მარცხის გამართლებას ცდილობდნენ.

სხვათა შორის, როგორც ამბობენ, ოთხიოდ წლის შემდეგ თბილისელებმა "ლივერპულთან" ამხანაგური მატჩის ჩატარების შესახებ სურვილი გამოთქვეს, თუმცა მერსისაიდელებმა გარკვეული მიზეზების გამო შეხვედრაზე უარი თქვეს.

მატჩის შესახებ საუბარს ჯობს ქვემოთ მოცემულ ვიდეოს მიადევნოთ თვალყური. უბრალოდ გეტყვით იმას, რომ თბილისის "დინამოს" ყველა დროის უძლიერესი "ლივერპული" ჰყავს განადგურებული. მთავარი მარტო ანგარიში როდი იყო, თბილისელებმა გულშემატკივები მოხიბლეს მძლავრი და მაღალტექნიკური თამაშით, ბრძოლის წარმართვის დიდი კულტურით. მერსისაიდელებს მსაჯის მიმართ უკმაყოფილება არ დაუმალავთ, თუმცა იმ დღეს თბილისის "დინამომ" თავისი თამაშითა და ფეხბურთის ტრადიციების სრული დაცვით მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

1979 წლის 3 ოქტომბერი. თბილისი. "დინამოს" სტადიონი. 90 000 მაყურებელი
უეფას ჩემპიონთა თასის მატჩი
"დინამო" თბილისი - "ლივერპული 3-0 (0-0)

"დინამო თბ": გაბელია, გ.მაჩაიძე, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, ჭილაია, დარასელია, მ.მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, შენგელია, ყიფიანი.
მთავარი მწვთნელი: ნოდარ ახალკაცი.

"ლივერპული": კლემენსი, ნილი, კენედი, ტომპსონი, ჰანსენი, ირვინი, დალგლიში, კეისი (77"ფეარკლაფი), ჯონსონი, მაკდერმოტი, სუნესი.
მთავარი მწვთნელი: ბობ პეისლი.

გოლები: გუცაევი 57, შენგელია 75, ჩივაძე 81(პ).

საინტერესოა რას წერდა ბრიტანული პრესა მატჩის შემდგომ:

"Daily Mirror” : "ლივერპული” გამარჯვებისთვის იბრძოდა, როგორც ეს ჩემპიონს შეჰფერის, მაგრამ დამარცხდა უძლიერესთან…”

"Daily Telegraph” : "მიუხედავად იმისა, რომ "ლივერპულელები" მთელი მატჩის განმავლობაში მონდომებით ცდილობდნენ ქართველი ფეხბურთელების იერიშების შეჩერებას, ისინი იძულებულნი გახდნენ დაეთმოთ მეტოქისათვის, რომელიც მათ სჯობდა ტექნიკით…”

ავტორი: ბექა დოგრაშვილი

ნანახია: 1591 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 FAnLiverpool  
1
sagol beqa <3

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
01:41

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2694
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2673
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2441
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2044
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1916
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.