ორშაბათი, 20.05.2024, 05:10     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » "ჩემი წითელი ისტორია"

"ჩემი წითელი ისტორია VII – Liverpool and soul"



ჩემი ვრცელი მოთხრობის ეს ნაწილი (რომელსაც ხან ნოველას ვუწოდებ,მაგრამ ამისათვის უფრო დიდია, ხან –  ბიოგრაფიას,რომლისათვის ზედმეტად ბევრის შესახებ წერია, სინამდვილეში სულ სხვა ჟანრია. თუმცა, რომელი –  ეს ჯერ მეც არ ვიცი. ალბად, რაღაც ახალი გამოვიგონე ისევ, ჩემდა უნებურად) ეძღვნება ლივერპულის ერთ–ერთ, ჭეშმარიტ ფანს. ხოლო ვის, ამას თვითონ მიხვდება.

ეს პირობითად მეშვიდე თავია და სწორედ ამ  „ბედნიერი ციფრის" გამო,იმედს ვიტოვებ,რომ გაგრძელება იქნება. მის წინ იყო მე–6 ნაწილი. როდესაც მას ვწერდი, ისევ ცრურწმენის გამო ვშიშობდი, იქნებოდა თუ არა  გაგრძელება. იმიტომ, კი არა რომ მოსათხრობი შემომაკლდა (როგორც უკვე გითხარით, სიცოცხლის ბოლო დღემდე მექნება დასაწერი, [მის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული  =]]), იმიტომ,რომ კომპლექსები მაქვს. ანუ ქართულად რომ ვთქვა, სირთულეები.  რაც წერა დავიწყე, ჩემს სირთულეს „მკითხველის შიში" დავარქვი. უფრო გასაგები რომ იყოს თქვენთვის, გეტყვით,რომ იმის კი არ მეშინია, „წაიკითხავენ და არ მოეწონებათ" ან „საერთოდ არ წაიკითხავენ", არა,ეს კიდევ უფრო რთული „რაღაცაა",რომელსაც ერთი ან ორი სიტყვით ვერ ავხსნი და ბოდიალს  ჯობია, სხვა დროს დავანათლო სახელი. რაც მთვარია, ახლა ახალ თავს ვწერ და დავუბრუნდები ლივერპულს და მის სულიერ შემოგარენს..

ლივერპულთან დაკავშირებულმა ათასმა მოგონებამ გამიელვა თავში – არც კი ვიცი, რომლით დავიწყო.   მოგონებად არ ქცეულა ჯერ და თითქმის ყველა თქვენგანმა იცით უკვე,რომ გუშინ ‘ლივერპულფკ’–ს  თამაშის ფოტოებით გავაკეთე პატარა კლიპუკა*. ჰო, კლიპუკა დავარქვი –ის კლიპობისთვის მეტად ნორჩია  =]].. http://www.youtube.com/watch?v=bnDvXOxwt0Q  ვინც ინტერნეტში იყავით და აქედან ვისაც დაგაინტერესათ, ყველას გაქვთ ნანახი. => ამაზე თავს არ შეგაწყენთ. თუმცა, ვისაც ჯერ კიდევ არ გინახავთ, მოგიწოდებთ, ნახოთ. ის ყველას თანაბრად გვეკუთვნის. მისი გაკეთება გადამაწყვეტინა პირველ რიგში ჩემმა საკუთარმა სურვილმა და კიდევ მინდა,რომ ვინც ჯერ კიდევ არ იცით, როგორ მიყვარს ლივერპული და ყველაფერი, რაც  ეხება მას, დარწმუნდეთ ამაში. გარდა ამისა, მინდა, რომ მომბაძონ (თან მინდა,რომ ერთადერთი ვიყო  =]] ) და ეს წითელი ერას დასაწყისი იყოს თბილისში.
ცნობილი წითლები..

გოჩა თანდარაშვილი არის პიროვნება, რომელსაც ჯერჯერობით პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვფიქრობ,რომ ის საქართვლოში ყველაზე პოპულარული (მეც კი გადამასწრო =]] ) სკაუზერია, ძალიან მაგარი ადამიანია, კიდევ ნიჭიერია და რაც მთავარია, ლივერპულის მუზეუმშიც კია ნამყოფი =]].   სანამ გავიგებდი,რომ ისიც ლივერპულის ფანი იყო ანუ შორეულ წარულში, მის გვარს ცუდად გამოვთქვამდი. გამოვთქვამდი რა, კი არ გამოვთქვამდი, მეგონა რომ ქანდარაშვილი იყო =]]  სულ თავიდან რომ გამოჩნდა ეკრანებზე, მაშინდელი ამბავია ეს.. მოკლედ,  ორიოდ კვირის წინ კომენტარებით გავისაუბრეთსავით მე და მან და ვუთხარი,რომ ქართველი სკაუზერებიდან ყველაზე ცნობილი და მაგარი წითელია და მისი ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ მისი ფანიც ვარ. ეს მართალია. იმავე ინტერვიუში წავიკითხე,რომ მის მეუღლეს მაიკო ჰქვია და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ გამიხარდებოდა ეგ ამბავიც =]]. მოკლედ, გოჩა მაგარია!
მეორე ცნობილი წითელი მე ვარ და ჩემზე რა დავწერო, ისედაც ჩემზეა ყველაფერი  =]]. იმედი მაქვს, დავიმსახურებ, როგორც სკაუზერი, გოჩასავით შემიყვარონ მეც  .
ერთი სული მაქვს, როდის მოვა შემოდგომა;  მალე დაიწყოს სეზონი, რათა ის ოცნებები, წინა ნაწილში რომ ვახსენე,  რეალურად ვაქციო. რა საკვირველია, თქვენი დახმარებით.


     ორიოდ კვირა გავიდა..
ამ პერიოდში არც კი მიცდია წერის გაგრძელება. თვალწინ დაჰქროდნენ მოგონებები ლივერპულზე, მაგრამ  წერამდე ქრებოდნენ. ალბად,ესაა შემოქმედებითი პაუზა :]].
ბევრი ახალი ადამიანი გავიცანი. ერთ–ერთი მათგანი სერიოზული პიროვნებაა, კონსტანტინე ჭრელაშვილი. ზუსტად ვერ გავარკვიე, მგონი მაკლერია თბილისის დინამოში. ამ პიროვნებით აღფრთოვანებული ვარ. მე მას ცხოვრებაში არ ვიცნობ და ამიტომ ყველაფერი არ დამიჯერებია მისთვის. მაგრამ მისივე სიტყვებით რომ ვთქვა, აბოდებს ლივერპულზე. სტივენ ჯერარდსაც კი იცნობს. ეს ყველაფერი ძალიან არარეალურად ჟღერდა კი არა და ჟღერს, მაგრამ რამდენადაც შესაძლებელი იყო, შევამოწმე და კიდევ იმიტომ, რომ გოჩა თანდარაშვილის მეგობარია, ვფიქრობ რომ შემიძლია, ვენდო. ყველა თქვენგანი იფიქრებს,რომ  რამდენადაც ეს ჩანაწერი ყველასთვის ხელმისაწვდომია,  არ უნდა ვახმაურებდე ჩემს საკუთარ შეხედულებას, მაგრამ სწორედ ამიტომ ვწერ ასე სახალხოდ. ჯერ–ჯერობით მისაბაძია კონსტანტინეს ცოდნა – მან მოახერხა და ლივერპულის შესახებ ერთ–ერთი შეკითხვით ჩამჭრა  . რა გადავწყვიტე? გადავწყვიტე,რომ სასწრაფოდ ახლიდან უნდა წავიკითხო ყველაფერი, რაც ლივერპულს უშუალოდ ეხება კი არა,  სახელიც რომ არის მოხსენიებული. თუმცა  „ელ–კლასიკოზე"  ვერ შევთანხმდით – ის ფიქრობს რომ მომავალ მატჩში რეალი გადაუვლის ბარსას. მე კი ამაზე ვიცინე [ მაპატიეთ  ]. იუვენტუსი მოსწონს კიდევ. აი,ეს სამეული.
გუშინ საღამოს ფეისბუქზე დამამატა Akaki Getia –მ. ისიც www.liverpoolfc.ge –დან არის. შორიდან ვიცოდი მის შესახებ,მხოლოდ.  ჩათზე პირდაპირ მომწერა, ახლა შენს წითელ ისტორიას ვკითხულობო. გამიკვირდა, მაგრამ მადლობა გადავუხადე. რამდენიმე წუთში აღმოჩნდა, რომ ისიც იყო გაკვირვებული – მისი არმონაწილეობით. მკითხა, მაიკო_ჯერარდი შენ ხარო. რა საკვირველია, დავეთანხმე.  საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ კიდევ არის დარეგისტრირებული ერთი გოგონა, რომელიც მაიკო_ჯერარდის სახელით წერდა ჩათზე. მერე მას ერთ–ერთ სკაუზერთან რაღაც პრობლემა შეექმნა და ტყუილის თქმა მოიუწია. თუმცა აკაკიმ მას „ნიღაბი ჩამოგლიჯა".  ეს ყველაფერი კი „მაიკო_ჯერარდის" სახელით ხდებოდა. ადვილი წარმოსადგენია, როგორ აღვშფოთდებოდი.რომ არ დავწვრილმანდე, თვითონ განსაჯეთ,რატომ. რა საკვირველია, ისიც ვიცი, ვინ ისარგებლა ჩემი სახელით. თუმცა მის გათქმას არ ვაპირებ ;) აი, ასეთი მოწყალეო ხელმწიფე  ვარ . 
აკაკის  ერთ–ერთი ფოტოს ქვეშ იყო რეალისტის კომენტარი, ლივერპული ლიგაზე მომენატრაო. ეს იყო მწარე ნათქვამი სკაუზერების მიმართ. როგორ გგონიათ, გულგრილად წავიკითხე და შემდეგზე გადავედი?! ჰმ, არაა! საჭირო პასუხი დავუწერე, თუმცა კიდევ თავი შევიკავე. ლიგაზე, მერვედ ფინალის კენჭისყრაზე რომ ლივერპული–რეალის წყვილი შედგა, მეორე დილასვე მითხრეს რეალის ფანმა ჯგუფელებმა, რომ ერთადერთი კლუბი,რომელთან შეხვედრაც არ სურდათ, ეს სწორედ ლივერპული იყო. იგივე ხალხმა იმავე დილას მომილოცა მეოთხედ ფინალში გასვლა.    ევროპაში არ არსებობს გრანდი, რომელსთვისაც ლივერპულს მწარედ არ აქვს მოგებული!! პრემიერლიგაში კი:

Where will Liverpool finish in 2011/12?

Gerrard Maia: of couse, 1st!!!

Ezz Lasheen: i think not this year but i am sure we will one of big 4

Gerrard Maia: noooo, Ezz. LIVERPOOL is better club than arsenal or chelsi. also man.utd is better than chelsi or arsenal. but LIVERPOOL is better than man,.utd. B-) so, LIVERPOOL is The Best !! B-)

Ezz Lasheen: but we still have some problem in our defence and need one striker like torres fast power finish header skill

Gerrard Maia: This is LIVERPOOL and everithing is said! LIVERPOOL is everithing and it is ilimitable strong club! B-) yes :))

...
მიხვდებით..
...
 მე და ბექა ვსაუბრობდით. ეჭვიანობას შევეხეთ. ჰოდა, ვუთხარი, რაზეც ვეჭვიანობდი პირადად მე. ლივერპულს რაც შეეხება და სტივენს, თავდაპირველად, როდესაც ვიგებდი, რომ სტივი კიდევ უყვარდა მავანს,  უბრალოდ კი არ ვეჭვიანობდი, იმ მავანს ვეღარ ვიტანდი!   მძულდა ის სწაყალი მავანნი. მათ გვერდით ვერ ვჩერდებოდი, სული მეხუთებოდა. მართლა ცუდად ვხდებოდი მათ გვერდით.  მერე შევეჩვიე იმ აზრს, რომ ერთადერთი არ ვიყავი, ვისაც სტივენი უყვარდა. ნეტა,რატომ მეგონა, რომ ერთადერთი უნდა ვყოფილიყავი?! მეტსაც გეტყვით – მივხვდი, რომ ეს კარგიც კი იყო – რაც უფრო მეტ ადამიანს უყვარდა სტივი, მათი რაოდენობა ამტკიცებდა მის სიდიადეს, ნიჭიერებას, ადამიანობას, მის გენიალურობას. ერთი სიტყვით, დღითიდღე ვრწმუნდებოდი მის უნიკალურობაში. ყოველდრე კიდევ უფრო მეტად მიყვარდებოდა, ვიდრე წინ დღეს. ამ მხრივ არც ახლა შეცვლილა რაიმე. მე ყოველდღე კიდევ უფრო მეტად მიყვარს ლივერპული და სტივენ ჯერარდი. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ვიქნები მე . დიახ!

ბოლო წელია, ქართული საიტების დიზაინზე სტივენი ჯერ ერთპიროვნული სიმბოლო არ იყო და ახლა საერთოდ, სუარესის გამოსახულებაა საიტის ავატარად დაყენებული. ეს გულს მიკლავდა, ახლა შევეჩვიე. უფრო სწორად, შემაჩვიეს იმ აზრს, რომ დრო გადის და დრო გადის სტივენისთვისაც, პირადად.  მინდოდა, რომ არასოდეს არ  დამდგარიყო დრო, როდესაც სტივი იქნებოდა მეორე პლანზე და მით უმეტეს მზარავდა გაფიქრება იმისა, რომ ერთ საშინელ დღეს ის საერთოდ დაასრულებს კარიერას. ეს ჩემთვის სამყაროს დასასრულივით იყო და დიდად არ შეცვლილა სიტუაცია. მე ის მიყვარს. ვისაც როგორ სურს, ისე აღიქვას. არ მეშინია პრობლემების, რომლების შეიძლება ასეთმა სიყვარულმა გამოიწვიოს... თუმცა უკვე გამოიწვია. ეს მსხვერპლია და სტივენი ამ მსხვერპლზე უფრო ძვირადღირებულია. ის სამუდამოდ შემოიჭრა ჩემს გულში თავის დროზე... მიყვარხარ, სტივ!

ეს ჩანაწერები,როგორც უკივე გითხარით, წაიკითხა აკაკიმ და მითხრა,რომ კარგი იქნებოდა, ეს ისტორია ქვეყნდებოდეს სწორედ www.liverpoolfc.ge  -ზე თუმცა ის უკვე გამოქვეყნებულია www.geoscousers.co.nr  –ზე და ამიტომ როგორღა გამოვა ასეო. რას ვიზამთ, ბექამ დაასწრო ყველას. ასევე აღნიშნა,რომ მას კითხულობდა ნიკაც. ანუ, როცა ეს მომწერა, იმ წუთებში კითხულობდა ნიკა „ჩემი წითელი ისტორია"–ს. სამწუხაროა, მე ხომ მას ვტაგავდი ამ ჩანაწერებში , ის კი ორზე მეტი თვის შემდეგღა კითხულობს მას, ისიც აკაკის თქმის მერე.  თუმცა, ეს კარგიც კია. და თუ რატომ, ამას მალე მიხვდებით..

ეს არის პირველი ტომის მეშვიდე უკანასკნელი ნაწილის დასასრული. რომელიც პირველად დაიდება www.geoscousers.co.nr –ზე, ექსკლუზიური უფლებით და მხოლოდ შემდეგ დავდებ ჩემს ბლოგზე და ფეისბუქზე..  უამრავი ინფორმაციითა და სიახლეებით შევხვდებით მეორე ტომში.

პ.ს.
შემოდგომაზე უკვე მზად იქნება ერთი ეგზემპლარი წიგნისა „ჩემი წითელი ისტორია" ტომი I ..
დანარჩენი უკვე სიურპრიზია.
პატივისცემით,
მაიკო_ჯერარდი

..

ავტორი: მაიკო შაღაშვილი (maiko_gerrard)

              12 აგვისტო, 2011 წ.

კატეგორია: "ჩემი წითელი ისტორია" | დაამატა: GeoScouser (13.08.2011)
ნანახია: 951 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3
3 FAnLiverpool  
1
maiko gocha tandraashvils imdeni fuli aq liverpoolis muzeumshi ro namyofia arc mikvirs biggrin

2 Maiko_Gerrard  
0
:D

1 FAnLiverpool  
0
<333 imedia machuqeb 1 egzempalrs :*:*

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
მატჩები [55]
პრევიუ [24]
"ჩემი წითელი ისტორია" [7]
maiko_gerrard იგივე მაიკო შაღაშვილი, რომელიც ჩვენი საიტის მომხმარებელია, "ლივერპულის" ქართველი ფანებიდან ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფანია. ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც მის ჩანაწერებს წაიკითხავთ.
ფეხბურთელები [14]
"ლივეპულის" ფეხბურთელები
"მერსესაიდელი ირლანდიელები" [5]
ლევან აბესაძის (lenny) მოთხრობათა კრებულია, რომელშიც მთავარი გმირი პატრიკ ორბელი ირლანდიიდან მერსისაიდში გადმოსახლებული ბიჭია, რომელსაც "ლივერპულის" ფანებთან ერთად მრავალი ისტორია გადახდება თავს.
2011-2012 სეზონის მატჩები [1]
ჩათი
05:10



ჩემი ვრცელი მოთხრობის ეს ნაწილი (რომელსაც ხან ნოველას ვუწოდებ,მაგრამ ამისათვის უფრო დიდია, ხან –  ბიოგრაფიას,რომლისათვის ზედმეტად ბევრის შესახებ წერია, სინამდვილეში სულ სხვა ჟანრია. თუმცა, რომელი –  ეს ჯერ მეც არ ვიცი. ალბად, რაღაც ახალი გამოვიგონე ისევ, ჩემდა უნებურად) ეძღვნება ლივერპულის ერთ–ერთ, ჭეშმარიტ ფანს. ხოლო ვის, ამას თვითონ მიხვდება.

ეს პირობითად მეშვიდე თავია და სწორედ ამ  „ბედნიერი ციფრის" გამო,იმედს ვიტოვებ,რომ გაგრძელება იქნება. მის წინ იყო მე–6 ნაწილი. როდესაც მას ვწერდი, ისევ ცრურწმენის გამო ვშიშობდი, იქნებოდა თუ არა  გაგრძელება. იმიტომ, კი არა რომ მოსათხრობი შემომაკლდა (როგორც უკვე გითხარით, სიცოცხლის ბოლო დღემდე მექნება დასაწერი, [მის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული  =]]), იმიტომ,რომ კომპლექსები მაქვს. ანუ ქართულად რომ ვთქვა, სირთულეები.  რაც წერა დავიწყე, ჩემს სირთულეს „მკითხველის შიში" დავარქვი. უფრო გასაგები რომ იყოს თქვენთვის, გეტყვით,რომ იმის კი არ მეშინია, „წაიკითხავენ და არ მოეწონებათ" ან „საერთოდ არ წაიკითხავენ", არა,ეს კიდევ უფრო რთული „რაღაცაა",რომელსაც ერთი ან ორი სიტყვით ვერ ავხსნი და ბოდიალს  ჯობია, სხვა დროს დავანათლო სახელი. რაც მთვარია, ახლა ახალ თავს ვწერ და დავუბრუნდები ლივერპულს და მის სულიერ შემოგარენს..

ლივერპულთან დაკავშირებულმა ათასმა მოგონებამ გამიელვა თავში – არც კი ვიცი, რომლით დავიწყო.   მოგონებად არ ქცეულა ჯერ და თითქმის ყველა თქვენგანმა იცით უკვე,რომ გუშინ ‘ლივერპულფკ’–ს  თამაშის ფოტოებით გავაკეთე პატარა კლიპუკა*. ჰო, კლიპუკა დავარქვი –ის კლიპობისთვის მეტად ნორჩია  =]].. http://www.youtube.com/watch?v=bnDvXOxwt0Q  ვინც ინტერნეტში იყავით და აქედან ვისაც დაგაინტერესათ, ყველას გაქვთ ნანახი. => ამაზე თავს არ შეგაწყენთ. თუმცა, ვისაც ჯერ კიდევ არ გინახავთ, მოგიწოდებთ, ნახოთ. ის ყველას თანაბრად გვეკუთვნის. მისი გაკეთება გადამაწყვეტინა პირველ რიგში ჩემმა საკუთარმა სურვილმა და კიდევ მინდა,რომ ვინც ჯერ კიდევ არ იცით, როგორ მიყვარს ლივერპული და ყველაფერი, რაც  ეხება მას, დარწმუნდეთ ამაში. გარდა ამისა, მინდა, რომ მომბაძონ (თან მინდა,რომ ერთადერთი ვიყო  =]] ) და ეს წითელი ერას დასაწყისი იყოს თბილისში.
ცნობილი წითლები..

გოჩა თანდარაშვილი არის პიროვნება, რომელსაც ჯერჯერობით პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვფიქრობ,რომ ის საქართვლოში ყველაზე პოპულარული (მეც კი გადამასწრო =]] ) სკაუზერია, ძალიან მაგარი ადამიანია, კიდევ ნიჭიერია და რაც მთავარია, ლივერპულის მუზეუმშიც კია ნამყოფი =]].   სანამ გავიგებდი,რომ ისიც ლივერპულის ფანი იყო ანუ შორეულ წარულში, მის გვარს ცუდად გამოვთქვამდი. გამოვთქვამდი რა, კი არ გამოვთქვამდი, მეგონა რომ ქანდარაშვილი იყო =]]  სულ თავიდან რომ გამოჩნდა ეკრანებზე, მაშინდელი ამბავია ეს.. მოკლედ,  ორიოდ კვირის წინ კომენტარებით გავისაუბრეთსავით მე და მან და ვუთხარი,რომ ქართველი სკაუზერებიდან ყველაზე ცნობილი და მაგარი წითელია და მისი ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ მისი ფანიც ვარ. ეს მართალია. იმავე ინტერვიუში წავიკითხე,რომ მის მეუღლეს მაიკო ჰქვია და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ გამიხარდებოდა ეგ ამბავიც =]]. მოკლედ, გოჩა მაგარია!
მეორე ცნობილი წითელი მე ვარ და ჩემზე რა დავწერო, ისედაც ჩემზეა ყველაფერი  =]]. იმედი მაქვს, დავიმსახურებ, როგორც სკაუზერი, გოჩასავით შემიყვარონ მეც  .
ერთი სული მაქვს, როდის მოვა შემოდგომა;  მალე დაიწყოს სეზონი, რათა ის ოცნებები, წინა ნაწილში რომ ვახსენე,  რეალურად ვაქციო. რა საკვირველია, თქვენი დახმარებით.


     ორიოდ კვირა გავიდა..
ამ პერიოდში არც კი მიცდია წერის გაგრძელება. თვალწინ დაჰქროდნენ მოგონებები ლივერპულზე, მაგრამ  წერამდე ქრებოდნენ. ალბად,ესაა შემოქმედებითი პაუზა :]].
ბევრი ახალი ადამიანი გავიცანი. ერთ–ერთი მათგანი სერიოზული პიროვნებაა, კონსტანტინე ჭრელაშვილი. ზუსტად ვერ გავარკვიე, მგონი მაკლერია თბილისის დინამოში. ამ პიროვნებით აღფრთოვანებული ვარ. მე მას ცხოვრებაში არ ვიცნობ და ამიტომ ყველაფერი არ დამიჯერებია მისთვის. მაგრამ მისივე სიტყვებით რომ ვთქვა, აბოდებს ლივერპულზე. სტივენ ჯერარდსაც კი იცნობს. ეს ყველაფერი ძალიან არარეალურად ჟღერდა კი არა და ჟღერს, მაგრამ რამდენადაც შესაძლებელი იყო, შევამოწმე და კიდევ იმიტომ, რომ გოჩა თანდარაშვილის მეგობარია, ვფიქრობ რომ შემიძლია, ვენდო. ყველა თქვენგანი იფიქრებს,რომ  რამდენადაც ეს ჩანაწერი ყველასთვის ხელმისაწვდომია,  არ უნდა ვახმაურებდე ჩემს საკუთარ შეხედულებას, მაგრამ სწორედ ამიტომ ვწერ ასე სახალხოდ. ჯერ–ჯერობით მისაბაძია კონსტანტინეს ცოდნა – მან მოახერხა და ლივერპულის შესახებ ერთ–ერთი შეკითხვით ჩამჭრა  . რა გადავწყვიტე? გადავწყვიტე,რომ სასწრაფოდ ახლიდან უნდა წავიკითხო ყველაფერი, რაც ლივერპულს უშუალოდ ეხება კი არა,  სახელიც რომ არის მოხსენიებული. თუმცა  „ელ–კლასიკოზე"  ვერ შევთანხმდით – ის ფიქრობს რომ მომავალ მატჩში რეალი გადაუვლის ბარსას. მე კი ამაზე ვიცინე [ მაპატიეთ  ]. იუვენტუსი მოსწონს კიდევ. აი,ეს სამეული.
გუშინ საღამოს ფეისბუქზე დამამატა Akaki Getia –მ. ისიც www.liverpoolfc.ge –დან არის. შორიდან ვიცოდი მის შესახებ,მხოლოდ.  ჩათზე პირდაპირ მომწერა, ახლა შენს წითელ ისტორიას ვკითხულობო. გამიკვირდა, მაგრამ მადლობა გადავუხადე. რამდენიმე წუთში აღმოჩნდა, რომ ისიც იყო გაკვირვებული – მისი არმონაწილეობით. მკითხა, მაიკო_ჯერარდი შენ ხარო. რა საკვირველია, დავეთანხმე.  საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ კიდევ არის დარეგისტრირებული ერთი გოგონა, რომელიც მაიკო_ჯერარდის სახელით წერდა ჩათზე. მერე მას ერთ–ერთ სკაუზერთან რაღაც პრობლემა შეექმნა და ტყუილის თქმა მოიუწია. თუმცა აკაკიმ მას „ნიღაბი ჩამოგლიჯა".  ეს ყველაფერი კი „მაიკო_ჯერარდის" სახელით ხდებოდა. ადვილი წარმოსადგენია, როგორ აღვშფოთდებოდი.რომ არ დავწვრილმანდე, თვითონ განსაჯეთ,რატომ. რა საკვირველია, ისიც ვიცი, ვინ ისარგებლა ჩემი სახელით. თუმცა მის გათქმას არ ვაპირებ ;) აი, ასეთი მოწყალეო ხელმწიფე  ვარ . 
აკაკის  ერთ–ერთი ფოტოს ქვეშ იყო რეალისტის კომენტარი, ლივერპული ლიგაზე მომენატრაო. ეს იყო მწარე ნათქვამი სკაუზერების მიმართ. როგორ გგონიათ, გულგრილად წავიკითხე და შემდეგზე გადავედი?! ჰმ, არაა! საჭირო პასუხი დავუწერე, თუმცა კიდევ თავი შევიკავე. ლიგაზე, მერვედ ფინალის კენჭისყრაზე რომ ლივერპული–რეალის წყვილი შედგა, მეორე დილასვე მითხრეს რეალის ფანმა ჯგუფელებმა, რომ ერთადერთი კლუბი,რომელთან შეხვედრაც არ სურდათ, ეს სწორედ ლივერპული იყო. იგივე ხალხმა იმავე დილას მომილოცა მეოთხედ ფინალში გასვლა.    ევროპაში არ არსებობს გრანდი, რომელსთვისაც ლივერპულს მწარედ არ აქვს მოგებული!! პრემიერლიგაში კი:

Where will Liverpool finish in 2011/12?

Gerrard Maia: of couse, 1st!!!

Ezz Lasheen: i think not this year but i am sure we will one of big 4

Gerrard Maia: noooo, Ezz. LIVERPOOL is better club than arsenal or chelsi. also man.utd is better than chelsi or arsenal. but LIVERPOOL is better than man,.utd. B-) so, LIVERPOOL is The Best !! B-)

Ezz Lasheen: but we still have some problem in our defence and need one striker like torres fast power finish header skill

Gerrard Maia: This is LIVERPOOL and everithing is said! LIVERPOOL is everithing and it is ilimitable strong club! B-) yes :))

...
მიხვდებით..
...
 მე და ბექა ვსაუბრობდით. ეჭვიანობას შევეხეთ. ჰოდა, ვუთხარი, რაზეც ვეჭვიანობდი პირადად მე. ლივერპულს რაც შეეხება და სტივენს, თავდაპირველად, როდესაც ვიგებდი, რომ სტივი კიდევ უყვარდა მავანს,  უბრალოდ კი არ ვეჭვიანობდი, იმ მავანს ვეღარ ვიტანდი!   მძულდა ის სწაყალი მავანნი. მათ გვერდით ვერ ვჩერდებოდი, სული მეხუთებოდა. მართლა ცუდად ვხდებოდი მათ გვერდით.  მერე შევეჩვიე იმ აზრს, რომ ერთადერთი არ ვიყავი, ვისაც სტივენი უყვარდა. ნეტა,რატომ მეგონა, რომ ერთადერთი უნდა ვყოფილიყავი?! მეტსაც გეტყვით – მივხვდი, რომ ეს კარგიც კი იყო – რაც უფრო მეტ ადამიანს უყვარდა სტივი, მათი რაოდენობა ამტკიცებდა მის სიდიადეს, ნიჭიერებას, ადამიანობას, მის გენიალურობას. ერთი სიტყვით, დღითიდღე ვრწმუნდებოდი მის უნიკალურობაში. ყოველდრე კიდევ უფრო მეტად მიყვარდებოდა, ვიდრე წინ დღეს. ამ მხრივ არც ახლა შეცვლილა რაიმე. მე ყოველდღე კიდევ უფრო მეტად მიყვარს ლივერპული და სტივენ ჯერარდი. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ვიქნები მე . დიახ!

ბოლო წელია, ქართული საიტების დიზაინზე სტივენი ჯერ ერთპიროვნული სიმბოლო არ იყო და ახლა საერთოდ, სუარესის გამოსახულებაა საიტის ავატარად დაყენებული. ეს გულს მიკლავდა, ახლა შევეჩვიე. უფრო სწორად, შემაჩვიეს იმ აზრს, რომ დრო გადის და დრო გადის სტივენისთვისაც, პირადად.  მინდოდა, რომ არასოდეს არ  დამდგარიყო დრო, როდესაც სტივი იქნებოდა მეორე პლანზე და მით უმეტეს მზარავდა გაფიქრება იმისა, რომ ერთ საშინელ დღეს ის საერთოდ დაასრულებს კარიერას. ეს ჩემთვის სამყაროს დასასრულივით იყო და დიდად არ შეცვლილა სიტუაცია. მე ის მიყვარს. ვისაც როგორ სურს, ისე აღიქვას. არ მეშინია პრობლემების, რომლების შეიძლება ასეთმა სიყვარულმა გამოიწვიოს... თუმცა უკვე გამოიწვია. ეს მსხვერპლია და სტივენი ამ მსხვერპლზე უფრო ძვირადღირებულია. ის სამუდამოდ შემოიჭრა ჩემს გულში თავის დროზე... მიყვარხარ, სტივ!

ეს ჩანაწერები,როგორც უკივე გითხარით, წაიკითხა აკაკიმ და მითხრა,რომ კარგი იქნებოდა, ეს ისტორია ქვეყნდებოდეს სწორედ www.liverpoolfc.ge  -ზე თუმცა ის უკვე გამოქვეყნებულია www.geoscousers.co.nr  –ზე და ამიტომ როგორღა გამოვა ასეო. რას ვიზამთ, ბექამ დაასწრო ყველას. ასევე აღნიშნა,რომ მას კითხულობდა ნიკაც. ანუ, როცა ეს მომწერა, იმ წუთებში კითხულობდა ნიკა „ჩემი წითელი ისტორია"–ს. სამწუხაროა, მე ხომ მას ვტაგავდი ამ ჩანაწერებში , ის კი ორზე მეტი თვის შემდეგღა კითხულობს მას, ისიც აკაკის თქმის მერე.  თუმცა, ეს კარგიც კია. და თუ რატომ, ამას მალე მიხვდებით..

ეს არის პირველი ტომის მეშვიდე უკანასკნელი ნაწილის დასასრული. რომელიც პირველად დაიდება www.geoscousers.co.nr –ზე, ექსკლუზიური უფლებით და მხოლოდ შემდეგ დავდებ ჩემს ბლოგზე და ფეისბუქზე..  უამრავი ინფორმაციითა და სიახლეებით შევხვდებით მეორე ტომში.

პ.ს.
შემოდგომაზე უკვე მზად იქნება ერთი ეგზემპლარი წიგნისა „ჩემი წითელი ისტორია" ტომი I ..
დანარჩენი უკვე სიურპრიზია.
პატივისცემით,
მაიკო_ჯერარდი

..

ავტორი: მაიკო შაღაშვილი (maiko_gerrard)

              12 აგვისტო, 2011 წ.

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2726
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2720
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2466
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2067
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 2027
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.