ორშაბათი, 20.05.2024, 05:10     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » "ჩემი წითელი ისტორია"

"ჩემი წითელი ისტორია VI - LIVERPOOL in TBILISI"



ერთი საათიც არაა გასული ბექას შეტყობინებიდან:

"maiko, rogor xar? wavikitxe sheni cisferi mtebi ki arada witeli istoria da momewona, magaria! winaagmdegi xo ar iqnebi chems saitze rom davdo?

ნება დავრთე იმ პირობით,რომ ავტორის სახელის მიწერა არ დაავიწყდებოდა.

წარმოდგენაც კი არ აქვს, მისი მესიჯი სახალხო რომ გახდება რამოდენიმე საათში . სწორედ ახლა ვფიქრობდი, ჩემში არის რაღაც ჟურნალისტური. ტყუილად კი არ მინდოდა ტელე–ჟურნალისტიკაზე საბუთების გადატანა.. მაგრამ პროგრამისტი ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ. არც კი ვიცოდი, სპეციალობას ესოდენ თუ შეეძლო სიამოვნების მონიჭება.. ჟურნალისტიკას რაც შეეხება, სწორედ ამ პროფესიისათვის დამახასიათებელი  თვისებების ქონა მამართლებს კონკრეტულ თემაზე ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანას. ბექას კი ამ წუთებში „ჩემი წითელი ისტორია"–ს ხუთივე ნაწილი თავის საიტზე აქვს გამოქვეყნებული*.

დილით ბოლო ორი ნაწილი გამოვაქვეყნე და შემდეგ თავზე ვფიქრობდი (მოსათხრობი კიდევ ბევრია და ის არც არასოდეს დასრულდება – სანამ მე და თქვენ ვარსებობთ J).

ვფიქრობდი,კონკრეტულად რაზე ან ვისზე უნდა მომეთხრო ამ ნაწილში. ამ წამს (უკვე ათასმერვედ) მივედი იმ დასკვნამდე,რომ წერა არ უნდა იყოს დაგეგმილი. ყველაფერი თავისით მოდის – წერტილიდან წერტილამდე..

„18 ივნისი – დიდი დღე" იყო, მართლაც. რუსკას დავხვდი თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე. რა საკვირველია, გახსოვთ,რომ ის ლივერპულის ერთ–ერთი ქომაგია. მეგობართან, სოფოსთან ერთად ჩამოვიდა. პირველად ვნახე რუსკა.. და მით უმეტეს, სოფო. სოფო იმდენად დადებითი პიროვნება აღმოჩნდა,რომ ერთად გატარებული პირველივე დღის მერე გამოვთქვი ჩემი აზრი მის შესახებ – როცა გავიგე,რომ მარტო არ ჩამოდიოდა, ვიფიქრე, თავისუფლად ვერ ვიქნებოდით (ჩემთვის) უცნობთან ერთად. დაუჯერებელია, მაგრამ აბსოლუტურად ჯდები ჩემს „კარგი ადამიანის კრიტერიუმებში"–მეთქი.. სამი დღე გავატარეთ ერთად და სამივე დღე არაჩვეულებრივი იყო. ახლა მე მყავს ერთი მეგობრით მეტი. გარდა ამისა, ლივერპულის „შლოპანცები" დავიმატე J მე და რუსკამ ისინი ერთად შევიძინეთ. პირველად რუსკამ დამინახა. ლივერპულის კეპი მეხურა და მისივე სამაჯური მეკეთა მარცხენა ხელზე. მაგრამ  სპეციალურად მოვიხსნი ორივე – მე ხომ შევპირდი რუსკას,გაწვალებ–თქო. მიუხედავად ამისა, მაინც იცნო მაიკო ჯერარდი. აბა,რა იქნებოდა – სამი წელი უყურებდა ჩემს ფოტოებს. ამოვალაგე ჩანთიდან ლივერპულის ნივთები და ნელ–ნელა დავიწყე მათი „ჩაცმა".  სამაჯური დააკომენტა – ასეთ მეც მიკეთიაო და გამოწია ხელი. აი, კეპი რომ  დავიხურე, მისი რეაქციის ხილვა ნამდვილად ღირდა – აჟიტირებული და აღფრთოვანებული იყო –  რა მაგარია, მეც მინდაო.  „მალე გექნება" –  შევპირდი.. მეორე დღეს სოფომ აჩუქა ლივერპულის კეპი. სასწაული რეაქცია ჰქონდა კეპის ჯერ დანახვაზე და მერე უკვე რომ მოირგო J. გაიხარე, რუსკა,ასე რომ გიყვარს ლივერპული! ის დღე იყო ნამდვილი ინტრიგა და გაოცება. მაგრამ გოგონებს დავპირდი,რომ მხოლოდ ჩვენთვის დავწერდი იმ დღეზე ნოველას და სიტყვას შევასრულებ..  ძველი თბილისი დავლაშქრეთ და რაც მთავარია, გზად ლივერპულზე იმდენს ვსაუბრობდით,რომ სოფო,რომელსაც პირველ დღეს ეზიზღებოდა ფეხბურთი, მეორე დღეს უკვე ლივეს კეპით იღებდა სურათებს და მოკლედ, არა მარტო ფეხბურთში ჩავახედეთ, ლივერპულიც „ვასწავლეთ". აი,მესამე დღეს რუსკას ერთმა მშვენიერმა აზრმა გაუელვა თავში – ჰიმნს მაინც ვმღერით და მოდი, გადავიღოთ და ფეისბუქზე ავტვირთოთო. აუ, რა რეაქცია ექნებათ ბავშვებსო. უკან დავიხიე, უხერხულიათქო J დიდი ხანია, ეგ მინდა, მარა ექსტრემალურ სიტუაციაში ნამღერი მართლაც რომ უხერხულია. მაგრამ ეს მხოლოდ დროებით. ერთ–ერთ საღამოს,ძლივს რომ მივლასლასებდით დაღლილობისგან, ორთაჭალაში ჩვენი ჰერო რეზის  ძმაკაცი ლაშა გავიცანით. ბაგრატიონის ძეგლის ძირში ველოდით მას და ქუჩაზე რომ გადმოდიოდა,სოფომ ჩაილაპარაკა – ესეც რა ცანცარა ჩანსო(ჩვენსავითო) J. ქუჩაზე გადმოდიოდა და იმდენს მაიმუნობდა ტრაფიკშიც კი,რომ შორიდანვე ასე გვაფიქრებინა JJJ. ლაშა იმიტომ ვახსენე,რომ ისიც ლივერპულის ფანი აღმოჩნდა, სრულიად შემთხვევით. ჩემსა და რუსკას დანახვაზე იკითხა, ლივერპულის აქციაა–ო. გავანათლეთ ლაშა ბატონი. ეგ კი არა, ხელში ლივეს „შლოპები" გვიკავია–მეთქი. ჩემი ნიკნეიმი მოვახსენე – თუ ნამდვილი ფანი ხარ, გეცოდინება–მეთქი. თავი დაგვიქნია.. მისი კარგად გაცნობა ვერ მოვახერხე იმიტომ, რომ  ბავშვები მის სახლში წავიდნენ და მე უცნობების სახლებში სიარული არ მიზიდავს..წინა დღე ისედაც სკანდალური იყო და მეტი აღარ იყო საჭიროJ. მეორე დღეს კი მანამ დავშორდი გოგონებს, სანამ ის მოვიდოდა შეხვედრაზე.  როგორც კი ინტერნეტში შევედი, მაშინვე ფეისბუქზე გავჩნდი. არ ვიცოდი,რა მეკეთებინა და მეგობრების ფოტოების დათვალიერება გადავწყვიტე. ალექსის ფოტო–ალბომიდან რამოდენიმე დავაკომენტარე და ერთ–ერთგან ვერ მოვითმინე და წამომცდა, მაჯაზე ტატუ მაქვს–მეთქი. არადა, გამშრალიც არ იყო ჩემი საწყალი  ტატუ. მარცხენა მაჯაზე მაწერია YNWA.  ერთი ეგ არის,რომ დროებითია. ვიღაც გიომ დაწერა, აუ,რა მაგარიაო. რუსკამ არ იცოდა ჯერ და  ისე  ‘გამყიდა’, არც უფიქრია. იქნებ, მართლა ვიტყუებოდი, მერე – ? გამაბანძა წითლებშიი :) :) :) მოკლედ, ამ შემთხვევამ მტკიცედ გადამაწყვეტინა მუდმივი ტატუს გაკეთება (სახლიდან რომც გამაგდონ!) მანამდე ვფიქრობდი,რომ ხელს შემიშლიდა პირად ცხოვრებაში და ჩემი ეს აზრი რუსკამაც იცოდა. ძალიან სპონტანურად მოხდა იმ საღამოს ყველაფერი და ბოლოს წარწერა დარჩა ხელზე.. ნუ, ეს ასე იყო და მორჩა!

ამ შეხვედრას წინა შეხვედრასთან ბევრი აქვს საერთო. როგორც ჩანს, ვერ ვისწავლე ჭკუა. ოღონდ ამჯერად ყველაფერი სულ სხვაგვარად და არანაკლებ სერიოზულად იყო. თამუნა მთელი თვით წავიდა ბათუმში (მეც მინდაააა ), ნანო ფოთიდან მოდიოდა და ბოლო მომენტში ვერ მოუხერხდა წამოსვლა. გიო კახეთში გაგვექცა , ბექას დავურეკეთ და პასუხიც არ გაგვცა. სხვები იდეაშიც კი არ დამიპატიჟებია.

ახლა რაც მიხარია, ის არის,რომ გიო და იკა ჩემს ილიაში ისწავლიან. ბექასაც ჩაბარებული აქვს და რუსკას ქულა არ ვიცი ჯერ. გიო რა საზიზღარი ბავშვია,რომ იცოდეთ მიყვარს ეგ უსინდისო. ბექა მეუხეშებასავით ხოლმე ხოლმე. გუშინ ვკითხე,რატომ–მეთქი და არაჩვეულებრივი პასუხი მივიღე – ერთგვარი ღადაობააო. ჰოდა, გაღადავებ შენ–მეთქი. ბექა, აქედან მოგმართავ: მოეშვი ღადაობას,თორემ დარჩები გაღიმებული ვიცი,რომ სინამდვილეში ლოალური და თბილი ადამიანი ბრწყინდები. რამდენიც არ უნდა „იღადაო",მაინც ვერ გადამარწმუნებ!

ერთი სული მაქვს, როდის მოვა შემოდგომა!

ჰო, აუცილებლად უნდა მოვიხსენიო,რომ დინამომ 5.0 მოუგო ლანელს და ახლა წინ რეიკიავიკია.. ასევე,ლიგის საკვალიფიკაციო შემდეგ ეტაპზე რუსთავის მეტალურგიც გადავიდა,რომელმაც ყაზახური ირტიში ორი მატჩის ჯამში 3.1 დაამარცხა. ასპასეზობას მხოლოდ გაგრა გამოეთიშა.…

ვისაც გახსოვთ, პირველი ნაწილებიდან  ერთი,ჯერ–ჯერობით საიდუმლო იდეით დაგაინტრიგეთ,რომელიც ეხებოდა ლივერპულის ქართულ გუნდს. ამის შესახებ იციან მხოლოდ ლევანმა და ნიკამ. ორი დღის წინ ნიკას მივწერე ამ თემაზე და როგორც ჩვევია..

ახლა ვფიქრობ,რომ უკეთესი იქნება თუ თქვენც გაგიმხელთ ამ ინფორმაციას. წითლებო, უკვე მეორე წელია,რაც ეს პირველად გავიფიქრე, თუმცა დაახლოებით სამი თვის წინ ვუთხარი მათ კონფერენსით. ორივეს მოეწონა იდეა და სერიოზულად მიუდგნენ საკითხს. მაგრამ საქმით ჯერ არაფერი არ გაკეთებულა. თუ გსურთ, ჩათვალეთ, რომ ეს მკითხველთა  ბაზრის გამოკითხვაა.  ყველამ მივიღოთ ექსპერიმენტში მონაწილეობა და ვნახოთ,როგორი იქნება შედეგი.  ახლა კი, გაღირსებთ და გეტყვით,რამ ამაფორიაქა ასე J. ლივერპულის ქართული გუნდის არსებობის შესახებ ყველამ ვიცით. მე მინდა,რომ მოთამაშე ფეხბურთელების შესახებ უფრო მეტი ვიცოდეთ. ვისაც ნამდვილ ქომაგობაზე აქვს პრეტენზია,  უნდა აინტერესებდეს, ვინ ვინ არის და ა. შ.  გარდა გუნდის ფეხბურთელებისა ინტერვიუების აღება ან უბრალოდ სტატიის მომზადება ჩვენი საზოგადოების დანარჩენი (ოღონდ რაღაცით მაინც დამსახურებულ) ნაწილიდანაც შეიძლება. ანუ მათგან, ვისაც რაღაც განსაკუთრებული აქვს სათქმელი ჩვენთვის ან გაკეთებული ლივერპულისთვის. ნიკამ თქვა,რომ ბანერი იყო საჭირო და ამას გააკეთებდა  „ER"–ი. მაგრამ ეჭვი მაქვს, მისთვის თქმა დაავიწყდათ J. გარდა ამისა, ვფიქრობდით,სად დაგვემატებინა სექცია. ეს არ არის აქ განსახილველი საკითხი. მინდა,რომ ერთად გადავწყვიტოთ,რა გვსურს.  პიარი იყო საჭირო,როგორც ლევანმა ბრძანა და ჩვენც დავეთანხმეთ.  ჩათვალეთ,რომ გამოკითხვასთან ერთად პიარიც არის ეს – რამდენი წყვილი თვალი კითხულობს ამას ახლა..  მოკლედ, ერთმანეთის გარეშე ბევრს ვერაფერს წარმოვადგენთ და მოგიწოდებთ,დავდგეთ ერთად და გავაკეთოთ ის,რას ჩვენვე მოგვანიჭებს სიამოვნებას.

 თ ქ ვ ე ნ ი   ი მ ე დ ი     მ ა ქ  ვ ს ,   ძ ვ ი რ ფ ა ს ე ბ ო  !!

მე მინდა:

ლივერპულის და ლივერპულის  გუნდის შესახებ ვწერო;

ამ იდეას, ეს–ეს არის,რომ გაგიზიარეთ, ხორცი შევასხათ;

ფანები უფრო მეტად ვურთიერთობდეთ (არაა აუცილებელი ყველა ყველასთან მეგობრობდეს(~[არც მინდა], ხომ შეიძლება, ვიცნობდეთ მაინც ერთმანეთს ) ;

ლივერპულის გუნდის ჟურნალისტობა მინდა;

თამაშის დასრულებისას ფეხბურთელებისა და ქომაგებისგან ინტერვიუს აღება მინდა;

მინდა,მინდა,მინდა კლიპის გაკეთება ჩვენსა და ლივერპულზე;

ჰიმნის ჩაწერაც მინდაააააა!!

და ა.შ.

ყველაზე ძალიან       თ ქ ვ ე ნ ი   მ ხ ა რ დ ა ჭ ე რ ა    მინდააააა!!

ახლა მივხვდი,რომ ლივერპულით ვცხოვრობ.. რა სასიამოვნო საშინელებაა..

თუ ყველაფერს გავაკეთებთ,რაც მინდა, დიდი ლივერპულის ისტორიაში შევალთ და აღარ გამოვალთ J. გიფიქრიათ??!

წავიდა კომენტარებით ხმის მიცემა


*– იხ. www.geoscousers.co.nr 


ავტორი: მაიკო შაღაშვილი (maiko_gerrard)

              22 ივლისი, 2011 წ.

კატეგორია: "ჩემი წითელი ისტორია" | დაამატა: GeoScouser (27.07.2011)
ნანახია: 890 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 Maiko_Gerrard  
0
gaixare

1 FAnLiverpool  
0
tqventan var !

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
მატჩები [55]
პრევიუ [24]
"ჩემი წითელი ისტორია" [7]
maiko_gerrard იგივე მაიკო შაღაშვილი, რომელიც ჩვენი საიტის მომხმარებელია, "ლივერპულის" ქართველი ფანებიდან ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფანია. ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც მის ჩანაწერებს წაიკითხავთ.
ფეხბურთელები [14]
"ლივეპულის" ფეხბურთელები
"მერსესაიდელი ირლანდიელები" [5]
ლევან აბესაძის (lenny) მოთხრობათა კრებულია, რომელშიც მთავარი გმირი პატრიკ ორბელი ირლანდიიდან მერსისაიდში გადმოსახლებული ბიჭია, რომელსაც "ლივერპულის" ფანებთან ერთად მრავალი ისტორია გადახდება თავს.
2011-2012 სეზონის მატჩები [1]
ჩათი
05:10



ერთი საათიც არაა გასული ბექას შეტყობინებიდან:

"maiko, rogor xar? wavikitxe sheni cisferi mtebi ki arada witeli istoria da momewona, magaria! winaagmdegi xo ar iqnebi chems saitze rom davdo?

ნება დავრთე იმ პირობით,რომ ავტორის სახელის მიწერა არ დაავიწყდებოდა.

წარმოდგენაც კი არ აქვს, მისი მესიჯი სახალხო რომ გახდება რამოდენიმე საათში . სწორედ ახლა ვფიქრობდი, ჩემში არის რაღაც ჟურნალისტური. ტყუილად კი არ მინდოდა ტელე–ჟურნალისტიკაზე საბუთების გადატანა.. მაგრამ პროგრამისტი ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ. არც კი ვიცოდი, სპეციალობას ესოდენ თუ შეეძლო სიამოვნების მონიჭება.. ჟურნალისტიკას რაც შეეხება, სწორედ ამ პროფესიისათვის დამახასიათებელი  თვისებების ქონა მამართლებს კონკრეტულ თემაზე ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანას. ბექას კი ამ წუთებში „ჩემი წითელი ისტორია"–ს ხუთივე ნაწილი თავის საიტზე აქვს გამოქვეყნებული*.

დილით ბოლო ორი ნაწილი გამოვაქვეყნე და შემდეგ თავზე ვფიქრობდი (მოსათხრობი კიდევ ბევრია და ის არც არასოდეს დასრულდება – სანამ მე და თქვენ ვარსებობთ J).

ვფიქრობდი,კონკრეტულად რაზე ან ვისზე უნდა მომეთხრო ამ ნაწილში. ამ წამს (უკვე ათასმერვედ) მივედი იმ დასკვნამდე,რომ წერა არ უნდა იყოს დაგეგმილი. ყველაფერი თავისით მოდის – წერტილიდან წერტილამდე..

„18 ივნისი – დიდი დღე" იყო, მართლაც. რუსკას დავხვდი თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე. რა საკვირველია, გახსოვთ,რომ ის ლივერპულის ერთ–ერთი ქომაგია. მეგობართან, სოფოსთან ერთად ჩამოვიდა. პირველად ვნახე რუსკა.. და მით უმეტეს, სოფო. სოფო იმდენად დადებითი პიროვნება აღმოჩნდა,რომ ერთად გატარებული პირველივე დღის მერე გამოვთქვი ჩემი აზრი მის შესახებ – როცა გავიგე,რომ მარტო არ ჩამოდიოდა, ვიფიქრე, თავისუფლად ვერ ვიქნებოდით (ჩემთვის) უცნობთან ერთად. დაუჯერებელია, მაგრამ აბსოლუტურად ჯდები ჩემს „კარგი ადამიანის კრიტერიუმებში"–მეთქი.. სამი დღე გავატარეთ ერთად და სამივე დღე არაჩვეულებრივი იყო. ახლა მე მყავს ერთი მეგობრით მეტი. გარდა ამისა, ლივერპულის „შლოპანცები" დავიმატე J მე და რუსკამ ისინი ერთად შევიძინეთ. პირველად რუსკამ დამინახა. ლივერპულის კეპი მეხურა და მისივე სამაჯური მეკეთა მარცხენა ხელზე. მაგრამ  სპეციალურად მოვიხსნი ორივე – მე ხომ შევპირდი რუსკას,გაწვალებ–თქო. მიუხედავად ამისა, მაინც იცნო მაიკო ჯერარდი. აბა,რა იქნებოდა – სამი წელი უყურებდა ჩემს ფოტოებს. ამოვალაგე ჩანთიდან ლივერპულის ნივთები და ნელ–ნელა დავიწყე მათი „ჩაცმა".  სამაჯური დააკომენტა – ასეთ მეც მიკეთიაო და გამოწია ხელი. აი, კეპი რომ  დავიხურე, მისი რეაქციის ხილვა ნამდვილად ღირდა – აჟიტირებული და აღფრთოვანებული იყო –  რა მაგარია, მეც მინდაო.  „მალე გექნება" –  შევპირდი.. მეორე დღეს სოფომ აჩუქა ლივერპულის კეპი. სასწაული რეაქცია ჰქონდა კეპის ჯერ დანახვაზე და მერე უკვე რომ მოირგო J. გაიხარე, რუსკა,ასე რომ გიყვარს ლივერპული! ის დღე იყო ნამდვილი ინტრიგა და გაოცება. მაგრამ გოგონებს დავპირდი,რომ მხოლოდ ჩვენთვის დავწერდი იმ დღეზე ნოველას და სიტყვას შევასრულებ..  ძველი თბილისი დავლაშქრეთ და რაც მთავარია, გზად ლივერპულზე იმდენს ვსაუბრობდით,რომ სოფო,რომელსაც პირველ დღეს ეზიზღებოდა ფეხბურთი, მეორე დღეს უკვე ლივეს კეპით იღებდა სურათებს და მოკლედ, არა მარტო ფეხბურთში ჩავახედეთ, ლივერპულიც „ვასწავლეთ". აი,მესამე დღეს რუსკას ერთმა მშვენიერმა აზრმა გაუელვა თავში – ჰიმნს მაინც ვმღერით და მოდი, გადავიღოთ და ფეისბუქზე ავტვირთოთო. აუ, რა რეაქცია ექნებათ ბავშვებსო. უკან დავიხიე, უხერხულიათქო J დიდი ხანია, ეგ მინდა, მარა ექსტრემალურ სიტუაციაში ნამღერი მართლაც რომ უხერხულია. მაგრამ ეს მხოლოდ დროებით. ერთ–ერთ საღამოს,ძლივს რომ მივლასლასებდით დაღლილობისგან, ორთაჭალაში ჩვენი ჰერო რეზის  ძმაკაცი ლაშა გავიცანით. ბაგრატიონის ძეგლის ძირში ველოდით მას და ქუჩაზე რომ გადმოდიოდა,სოფომ ჩაილაპარაკა – ესეც რა ცანცარა ჩანსო(ჩვენსავითო) J. ქუჩაზე გადმოდიოდა და იმდენს მაიმუნობდა ტრაფიკშიც კი,რომ შორიდანვე ასე გვაფიქრებინა JJJ. ლაშა იმიტომ ვახსენე,რომ ისიც ლივერპულის ფანი აღმოჩნდა, სრულიად შემთხვევით. ჩემსა და რუსკას დანახვაზე იკითხა, ლივერპულის აქციაა–ო. გავანათლეთ ლაშა ბატონი. ეგ კი არა, ხელში ლივეს „შლოპები" გვიკავია–მეთქი. ჩემი ნიკნეიმი მოვახსენე – თუ ნამდვილი ფანი ხარ, გეცოდინება–მეთქი. თავი დაგვიქნია.. მისი კარგად გაცნობა ვერ მოვახერხე იმიტომ, რომ  ბავშვები მის სახლში წავიდნენ და მე უცნობების სახლებში სიარული არ მიზიდავს..წინა დღე ისედაც სკანდალური იყო და მეტი აღარ იყო საჭიროJ. მეორე დღეს კი მანამ დავშორდი გოგონებს, სანამ ის მოვიდოდა შეხვედრაზე.  როგორც კი ინტერნეტში შევედი, მაშინვე ფეისბუქზე გავჩნდი. არ ვიცოდი,რა მეკეთებინა და მეგობრების ფოტოების დათვალიერება გადავწყვიტე. ალექსის ფოტო–ალბომიდან რამოდენიმე დავაკომენტარე და ერთ–ერთგან ვერ მოვითმინე და წამომცდა, მაჯაზე ტატუ მაქვს–მეთქი. არადა, გამშრალიც არ იყო ჩემი საწყალი  ტატუ. მარცხენა მაჯაზე მაწერია YNWA.  ერთი ეგ არის,რომ დროებითია. ვიღაც გიომ დაწერა, აუ,რა მაგარიაო. რუსკამ არ იცოდა ჯერ და  ისე  ‘გამყიდა’, არც უფიქრია. იქნებ, მართლა ვიტყუებოდი, მერე – ? გამაბანძა წითლებშიი :) :) :) მოკლედ, ამ შემთხვევამ მტკიცედ გადამაწყვეტინა მუდმივი ტატუს გაკეთება (სახლიდან რომც გამაგდონ!) მანამდე ვფიქრობდი,რომ ხელს შემიშლიდა პირად ცხოვრებაში და ჩემი ეს აზრი რუსკამაც იცოდა. ძალიან სპონტანურად მოხდა იმ საღამოს ყველაფერი და ბოლოს წარწერა დარჩა ხელზე.. ნუ, ეს ასე იყო და მორჩა!

ამ შეხვედრას წინა შეხვედრასთან ბევრი აქვს საერთო. როგორც ჩანს, ვერ ვისწავლე ჭკუა. ოღონდ ამჯერად ყველაფერი სულ სხვაგვარად და არანაკლებ სერიოზულად იყო. თამუნა მთელი თვით წავიდა ბათუმში (მეც მინდაააა ), ნანო ფოთიდან მოდიოდა და ბოლო მომენტში ვერ მოუხერხდა წამოსვლა. გიო კახეთში გაგვექცა , ბექას დავურეკეთ და პასუხიც არ გაგვცა. სხვები იდეაშიც კი არ დამიპატიჟებია.

ახლა რაც მიხარია, ის არის,რომ გიო და იკა ჩემს ილიაში ისწავლიან. ბექასაც ჩაბარებული აქვს და რუსკას ქულა არ ვიცი ჯერ. გიო რა საზიზღარი ბავშვია,რომ იცოდეთ მიყვარს ეგ უსინდისო. ბექა მეუხეშებასავით ხოლმე ხოლმე. გუშინ ვკითხე,რატომ–მეთქი და არაჩვეულებრივი პასუხი მივიღე – ერთგვარი ღადაობააო. ჰოდა, გაღადავებ შენ–მეთქი. ბექა, აქედან მოგმართავ: მოეშვი ღადაობას,თორემ დარჩები გაღიმებული ვიცი,რომ სინამდვილეში ლოალური და თბილი ადამიანი ბრწყინდები. რამდენიც არ უნდა „იღადაო",მაინც ვერ გადამარწმუნებ!

ერთი სული მაქვს, როდის მოვა შემოდგომა!

ჰო, აუცილებლად უნდა მოვიხსენიო,რომ დინამომ 5.0 მოუგო ლანელს და ახლა წინ რეიკიავიკია.. ასევე,ლიგის საკვალიფიკაციო შემდეგ ეტაპზე რუსთავის მეტალურგიც გადავიდა,რომელმაც ყაზახური ირტიში ორი მატჩის ჯამში 3.1 დაამარცხა. ასპასეზობას მხოლოდ გაგრა გამოეთიშა.…

ვისაც გახსოვთ, პირველი ნაწილებიდან  ერთი,ჯერ–ჯერობით საიდუმლო იდეით დაგაინტრიგეთ,რომელიც ეხებოდა ლივერპულის ქართულ გუნდს. ამის შესახებ იციან მხოლოდ ლევანმა და ნიკამ. ორი დღის წინ ნიკას მივწერე ამ თემაზე და როგორც ჩვევია..

ახლა ვფიქრობ,რომ უკეთესი იქნება თუ თქვენც გაგიმხელთ ამ ინფორმაციას. წითლებო, უკვე მეორე წელია,რაც ეს პირველად გავიფიქრე, თუმცა დაახლოებით სამი თვის წინ ვუთხარი მათ კონფერენსით. ორივეს მოეწონა იდეა და სერიოზულად მიუდგნენ საკითხს. მაგრამ საქმით ჯერ არაფერი არ გაკეთებულა. თუ გსურთ, ჩათვალეთ, რომ ეს მკითხველთა  ბაზრის გამოკითხვაა.  ყველამ მივიღოთ ექსპერიმენტში მონაწილეობა და ვნახოთ,როგორი იქნება შედეგი.  ახლა კი, გაღირსებთ და გეტყვით,რამ ამაფორიაქა ასე J. ლივერპულის ქართული გუნდის არსებობის შესახებ ყველამ ვიცით. მე მინდა,რომ მოთამაშე ფეხბურთელების შესახებ უფრო მეტი ვიცოდეთ. ვისაც ნამდვილ ქომაგობაზე აქვს პრეტენზია,  უნდა აინტერესებდეს, ვინ ვინ არის და ა. შ.  გარდა გუნდის ფეხბურთელებისა ინტერვიუების აღება ან უბრალოდ სტატიის მომზადება ჩვენი საზოგადოების დანარჩენი (ოღონდ რაღაცით მაინც დამსახურებულ) ნაწილიდანაც შეიძლება. ანუ მათგან, ვისაც რაღაც განსაკუთრებული აქვს სათქმელი ჩვენთვის ან გაკეთებული ლივერპულისთვის. ნიკამ თქვა,რომ ბანერი იყო საჭირო და ამას გააკეთებდა  „ER"–ი. მაგრამ ეჭვი მაქვს, მისთვის თქმა დაავიწყდათ J. გარდა ამისა, ვფიქრობდით,სად დაგვემატებინა სექცია. ეს არ არის აქ განსახილველი საკითხი. მინდა,რომ ერთად გადავწყვიტოთ,რა გვსურს.  პიარი იყო საჭირო,როგორც ლევანმა ბრძანა და ჩვენც დავეთანხმეთ.  ჩათვალეთ,რომ გამოკითხვასთან ერთად პიარიც არის ეს – რამდენი წყვილი თვალი კითხულობს ამას ახლა..  მოკლედ, ერთმანეთის გარეშე ბევრს ვერაფერს წარმოვადგენთ და მოგიწოდებთ,დავდგეთ ერთად და გავაკეთოთ ის,რას ჩვენვე მოგვანიჭებს სიამოვნებას.

 თ ქ ვ ე ნ ი   ი მ ე დ ი     მ ა ქ  ვ ს ,   ძ ვ ი რ ფ ა ს ე ბ ო  !!

მე მინდა:

ლივერპულის და ლივერპულის  გუნდის შესახებ ვწერო;

ამ იდეას, ეს–ეს არის,რომ გაგიზიარეთ, ხორცი შევასხათ;

ფანები უფრო მეტად ვურთიერთობდეთ (არაა აუცილებელი ყველა ყველასთან მეგობრობდეს(~[არც მინდა], ხომ შეიძლება, ვიცნობდეთ მაინც ერთმანეთს ) ;

ლივერპულის გუნდის ჟურნალისტობა მინდა;

თამაშის დასრულებისას ფეხბურთელებისა და ქომაგებისგან ინტერვიუს აღება მინდა;

მინდა,მინდა,მინდა კლიპის გაკეთება ჩვენსა და ლივერპულზე;

ჰიმნის ჩაწერაც მინდაააააა!!

და ა.შ.

ყველაზე ძალიან       თ ქ ვ ე ნ ი   მ ხ ა რ დ ა ჭ ე რ ა    მინდააააა!!

ახლა მივხვდი,რომ ლივერპულით ვცხოვრობ.. რა სასიამოვნო საშინელებაა..

თუ ყველაფერს გავაკეთებთ,რაც მინდა, დიდი ლივერპულის ისტორიაში შევალთ და აღარ გამოვალთ J. გიფიქრიათ??!

წავიდა კომენტარებით ხმის მიცემა


*– იხ. www.geoscousers.co.nr 


ავტორი: მაიკო შაღაშვილი (maiko_gerrard)

              22 ივლისი, 2011 წ.

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2726
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2720
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2466
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2067
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 2027
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.