ორშაბათი, 20.05.2024, 01:38     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » "ჩემი წითელი ისტორია"

"ჩემი წითელი ისტორია V - www.liverpoolfc.ge (ცოდნა და ცოდვა)"

ამ საიტს ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის „ჩემი წითელი ისტორია" –ში. თუმცა სპორტფორუმი იყო პირველი,რის წყალობითაც გამიცნო ლივერპულის გულშემატკივართა  მთელმა არმიამ J..  მის მომხმარებლებს/ერთმანეთს შეძლებისდაგვარად ყველა ვიცნობთ. პირველად ჩათზე რომ დავწერე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს გამოჩენას JJ ვინც იმ პერიოდში შემოდიოდა საიტზე,თითქმის ყველას სკაიპში აღმოვჩნდი, საბოლოოდ[მე არ ვარიგებდი ჩემს ნიკს,ნწწ :)].  ყველასთან ინდივიდუალური ურთიერთობა მქონდა. მაგრამ ერთ დღეს 86 გულშემატკივრიდან 36 დავტოვე მხოლოდ. ზოგი იყო წასაშლელი,ზოგი კი უკვე ფორმალურად მწვანდებოდა კონტაქტებში. მართალი რომ ვთქვა, სკაიპის გადახალისება იმიტომ გადავწყვიტე,რომ გამაღიზიანებელი იყო რამოდენიმე „მწვანე" – მხოლოდ მაშინ ვახსენდებოდი,როცა რაღაც უჭირდათ LLL.. ჰოდა, ჩემს სენსიტივ პიროვნებას* მეტი მიზეზი არც უნდოდა J. ყურადღების ცენტრში ყოფნა  იმდენად ჩვეულებრივი ამბავია ჩემთვის,რომ ეს აუტანელია!! თუმცა მე მავიწყდებოდა ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი ფაქტორი – ყველა ჩემნაირი „გეჟე" ფანი ჰო არაა,რომ მთელი თავისი დრო ლივერპულის გულშემატკივრებთან ურთიერთობაში გაატაროს. ამას ცოტა მოგვიანებით მივხვდი,მაგრამ ჯობს გვიანო..  JJJ

ერთ მშვენიერ საღამოს,როდესაც ჩვეულებისამებრ,საიტზე ვიყავი შესული და სიახლეებს ვეცნობოდი,კიდევ ერთხელ წავაწყდი შეცდომებით სავსე სტატიებს. არც მიფიქრია, პირდაპირ ჩათზე დავწერე,რომ სირცხვილი იყო ამდენი შეცდომა ყველა/ერთ პატარა სტატიაში და როგორ უნდა გავხდეთ იგივე რეალის ფანების დასაცინი–მეთქი. ნიკამ სკაიპში შემიპატიჟა და შემომთავაზა რედაქტორობა. არც უნდა თქმა,როგორ გამიხარდებოდა მისი წინადადება. აღფრთოვანებული ვიყავი ახალი სამუშაოთი. თან ძალიან სერიოზულად მივუდექი საქმეს,როგორც ყოველთვის. მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, ლექციების გამო ყოველ წუთში კი არა ყოველდღე ვერ ვახერხებდი რედაქტორობას. ჰოდა, ერთ მეტ–ნაკლებად მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ ჩემი ძველი ნაცნობი ლაშაც რედაქტორი გამხდარა. მე და ლაშა და კიდევ სხვაც – ენფილდა, თავდაპირველად კარგი მეგობრები ვიყავით. იმდენად კარგად ვუგებდით ერთმანეთს,რომ „სამი მუშკეტერი" შევირქვით ჩვენ თვითონ. დ’არტანიანიც იყო –რეინა. მაგრამ ამ უკანასკნელს მათთან არ აკავშირებდა ისეთივე ახლო მეგობრობა, როგორც ჩემთან[ძმები ვიყავით J]. მუშკეტერები ცალკე თემაა. მაგრამ ორ სხვადასხვა  დღეს სამი მუშკეტერი დაიშალა და სამივე საკუთარი გზით წავიდა. ჯერ მე და ლაშა გავხდით უცხოები,მაგრამ რატომ, წარმოდგენა არ მაქვს. გავიდა დრო და სწორედ ამ საიტზე სრულიად შემთხვევით ვიპოვეთ ერთმანეთი.როგორც მითხრა, მეძებდა, მაგრამ უშედეგოდ. მერე სკაიპში ვწერდით ხოლმე. ჩვენ ისევ მეგობრები ვიყავით,მხოლოდ ცოტა ხნით,როგორ შემდეგში გამოჩნდა L.. ამჯერად ჩემი ბრალი იყო – ცუდი დღე მქონდა და საღამოს რომ გავიგე კიდევ ერთი რედაქტორის შესახებ, ვთქვი, ორი დღე არ ვიყავი და უკვე მომიძებნეს შემცვლელი–მეთქი. აი, ეს იყო ჩემი მხრიდან იმდენად ცუდი საქციელი,რომ ცოდვაც კი შეიძლება რომ ეწოდოს. მაშინვე მივხვდი,მაგრამ გვიანი იყო. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის,რომ კიდევ ერთხელ დავუშვი შეცდომა.ამჯერად – სხვაგვარი. თუ გსურთ, ჩათვალეთ,რომ აღსარებას გაბარებთ. უბრალოდ, მხოლოდ კარგზე არ უნდა ისაუბრო. მით უმეტეს,როდესაც გაცნობიერებული გაქვს ყველაფერი და როდესაც ფიქრობ, რომ საღად მოაზროვნე ხარ,უნდა შეგეძლოს საკუთარი შეცდომების აღიარებაც. ერთხელ კიდევ, ნიკას სტატიას ვასწორებდი. არა, ნიკას კი არა, ყველა სტატიას ვასწორებდი და იმჯერად ნიკას სტატიაში ვიყავი თავჩარგული. ჰოი,საშინელებავ!! დღესაც არ ვიცი,რა დამემართა , მაგრამ ზუსტად მახსოვს,რომ საბოლოოდ,თურმე,სათაურში ჩავამატე „ე" , მაშინ როდესაც საერთოდ არ იყო იქ საჭირო. მეორე დღეს, წესივრად წაკითხვა რომ შევძელი,მაშინ მივხვდი ამას. დედას გეფიცებით ყველას, რომ მართლა არ ვიცი, რა დამემართა. მახსოვს,რომ ბევრჯერ წავიკითხე და რაღაც შევცვალე. მერე ვიფიქრე,რომ მე თვითონ შემეშალა და ისევ შევცვალე. ეს მოხდა რამოდენიმეჯერ. აი,რომ არ „დამესეივებინა",კარგს ვიზამდი და  ნიკას სტატიას არ დავამახინჯებდი,მაგრამ.. ჰოდა, მეორე დღეს ნიკამ რომ მკითხა: – რა უქენი ჩემს სტატიას? რა დაგიშავა??მომიწია, ამეხსნა. არ ვიცი, საბოლოოდ რა იფიქრა მან,დამიჯერა თუ არა. ვუთხარი,რომ სტატიას ქვეშ მივაწერდი შეცდომის მიზეზს და ბოდიშსაც მოვიხდიდი მკითხველთა წინაშე. მაგრამ ჯენტლმენი აღმოჩნდა ნიკა და არაა საჭიროო – თქვა. აი, აქედან კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ჩემს მწუხარებას ამ ინციდენტის გამო. მგონი, არაა ზედმეტი. როცა რაღაც ისე არ გამოგდის,როგორც საჭიროა და მეტიც, როცა რაღაც ფუჭდება, ბოდიშის მოხდა უნდა შეგეძლოს. ამით ცხოვრება ნამდვილად არ მთვარდება. იმასაც გეტყვით,რომ ერთ–ერთხელ [ეს ჩემი მოგონილი ფრაზებიდან ერთ–ერთია, მომიტევეთ] მე და მან ვიკამათეთ სიტყვის „ალბად" მართლწერაზე. ყველამ ასე იცით,რომ იწერება „ალბათ" და საუბარშიც  ასევე ვხმარობთ,რა საკვირველია. მაგრამ თქვენ გახსოვთ წინა ნაწილებიდან ჩემი ლივეპულის ქომაგი ქართულის მასწავლებელი. აი,სწორედ მან მასწავლა,რომ „ალბად" და „ოღონდ" ორად ორი სიტყვაა,რომელიც აუცილებლად „დ" –თი უნდა იწერებოდეს.მაგრამ იმდენადაა სალაპარაკო ქართული შეცდომებით გაჯერებული,რომ სწორი ფორმები ხშირად შეცდომა გვგონია–ო. ოო,ამაზე კარგად ვიკამათეთ. ერთ–ერთი ფორუმის ბმული მომცა და წამაკითხა ჩვეულებრივი მოკვდავების აზრები. მაგრამ მე აზრს ვერაფერი შემაცვლევინებს. იცით,თუნდაც რატომ?იმიტომ,რომ სკოლაში ყველაზე ძლიერი მასწავლებელი მასწავლიდა ქართულს და მეც საუკეთესო მოსწავლეთა  ოთხეულში ვიყავი. მაგრამ,ამის მიუხედავად, აბიტურიენტობისას აღმოვაჩინე,რომ ეთო მასწმა ერთი იმდენი კიდევ მასწავლა,რაც სკოლაში გავიარეთ.. ის საუკეთესო „ქართულია"!!! ახლა კი,შევეშვათ განათლებას და აღსარებებს თორემ ნიცშეს მოვიშველიებ და შორს წავალთ  J J J.. ერთხელაც, 26 მარტს,როდესაც 20 წლის გავხდი და როდესაც ჩემს სტუმრებს ზურგი ვაქციე,რათა კვლავ საიტზე შემოვსულიყავი,დავინახე,რომ აღარ ვიყავი რედაქტორი. ახლა არ მაქვს რეაქცია,რა თქმა უნდა, მაგრამ მაშინ ეს ჩემთვის სრული კოშმარი იყო. ჩათზე მილოცვები მივიღე და სკაიპში ნიკას საგულდაგულოდ გადავუხადე მადლობა[რომ დაამთხვია იუბილეს J]. ახლა ეს სრულიად სასაცილოა, მარა მაშინ არ იყო „ახლა". იმდენად განვრისხდი,რომ გავაკეთე ლივერპულის ბლოგერი და გადავიბირე კიდეც ჟურნალისტები. მინდოდა დამემტკიცებინა,რომ ჩვეულებრივი მოკვდავი არ ვიყავი [და არც ვარ ;)] და რამოდენიმე დღეში რომ არ გადავბრაზებულიყავი, მივიყვანდი კიდეც ბოლომდე დაწყებულ საქმეს. მაგრამ მადლობა ღმერთს, დიდხანს არ ვარ დაბოღმილი ხოლმე ხოლმეე J J J. ნიკას მე თვითონ ვუთხარი ყველაფერი და ყველაფერი ცუდი  წარსულს ჩავაბარე. მინდა გითხრათ,რომ ყველას ვცემ პატივს, მაგრამ ნიკას განსაკუთრებულად მეტს. არ ვიცი,რატომ ვანსხვავებ, მაგრამ ეს თავიდანვე ასე იყო. ნიკას არ უყვარს „ტეგები", მაგრამ სანამ ამაში დავრწმუნდიიი.. JJJ.

ახლა რა ხდება?! ახლა ხდება ის,რომ დაახლოებით ორიოდ თვის წინ მე მას და ლევანს ვუთხარი ჩემი იდეების შესახებ ლივერპულის ჩვენს გუნდთან დაკავშირებით და ორივეს მოეწონა. თუმცა ამაზე მეტს ვერ გეტყვით,რადგან ჯერ კიდევ საიდუმლოა ;).  მოთმინება იქონიეთ, ჩემო კარგებო. ყველაფერს მალე შეიტყობთ.

შარშან, 5 ივნისს,17:00, N161 სკოლის სტადიონზე [როგორც ყოველთვის] გაიმართა მორიგი მატჩი www.liverpoolfc.ge - ს გუნდისა, ამჯერად მანიუს საიტის გუნდის წინააღმდეგ. დილით მის ტორესთან ერთად ვიყავი [J] , მაგრამ მან ვერ მოახერხა თამაშზე წამოსვლა და როგორც მიხვდით, მარტო წავედი ჩვენების საგულშემატკივროდ. ო, რა კარგი დღე იყო ?! JJJ მოკლედ აღგიწერთ. მე რომ მივედი, თამაში რამდენიმე წუთის დაწყებული იყო. მივდიოდი და თან ნერვიულობისგან ყველაფერი მჭირდა J. ეს ისეთი ამაღელვებელი იყო,რომ  სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. არასოდეს დამავიწყდება ის ერთი საათი. როგორც იქნა მივაღწიე და ძალიან გამიხარდა თავისუფალი სკამები რომ დავინახე. თავისუფალი სკამების შუაგულში დავჯექი, ყველასგან შორს რომ ვყოფილიყავი. ათასი გრძნობა ერთად დამეუფლა – სიხარულის,სიამაყის, რიდი და რა ვიცი,კიდევ. არცერთი მომენტი არ გამომიტოვებია,ყველაფერს ვუყურე, მაგრამ არცერთი მომენტი არ დამმახსოვრებია იმდენად,რომ ახლა გავიხსენო. ეს კი იმიტომ დამემართა,რომ უსაშინლესად ვღელავდი. სიხარულისა და სიამაყისგან თვალები მიბრწყინავდა [ამას ყოველთვის ვგრძნობ] და თან ღელვისგან მაკანკალებდა. თუ გინდათ, დამცინეთ J, არაუშავს. მეკარეს ანუ გიორგის ვიცნობდი მანამდე*. ის რომ არ ყოფილიყო, არც მივიდოდი სტადიონზე. დასრულდა თამაში 8 :4  ჩვენს სასარგებლოდ. აი, ეს ის მომენტი იყო,როდესაც აუცილებლად უნდა გადადგა ნაბიჯი წინ. თუ არა და ყველაფერი აზრს კარგავს და წყალში იყრება. ჰოდა, მივედი გიოსთან.  გიორგიმ გამაცნო ფეხბურთელები – გაიცანით,ეს მაიკო ჯერარდიაო და ეს კიდევ ეს,ეს,ეს... ეს** არისო. მოკლედ, ყველას გაცნობას არც დავლოდებივარ, გამოვიქეცი[ჰო, გამოვიქეცი J]. სახლში რომ ავედი,იქ უკვე ჩემი საკუთარი სამყარო იყო და აი, ემოციებმა წამიღეს JJJ.. განუმეორებელი დღე იყო. ასე ვფიქრობდი ამ წლის 6 ივნისამდე. 366 დღის შემდეგ კვლავ იგივე გუნდის წინააღმდეგ გაიმართა შეხვედრა და კვლავ ჩვენ მოვიგეთ. ამჯერად – 9:7. საოცარი თამაში იყო,მართლა. გიო ჩიკვაიძე მყავდა თან. ამიტომ მშვიდად ვიყავი.ერთი ეგ იყო, ხან ვაგებდით, ხან ვათანაბრებდით და ხანაც ვიგებდით. ეს ყველაფერი მონაცვლეობით ხდებოდა. ჩვენს უკან იჯდა მეტოქე გუნდის მწვრთნელი და ყველაფერს ვაკეთებდი კი არა და ვამბობდი იმისათვის,რომ ის გამებრაზებინა. არ მგონია, რომ მიზანს მივაღწიე – მთელი არსებით თამაშში იყო ჩართული და იქედან უყვიროდა რჩევებს თავის ფეხბურთელებს. მაგრამ დაამახსოვრდებოდა მაინც ჩემი და გიოს საუბრის ნაწყვეტები მაინც [ორი „მაინც" მოგროვდა L,სწორად წაიკითხეთ]. თამაშის მერე ვბჭობდით, მივსულიყავით თუ არა ფეხბურთელებთან. გიომ მითხრა,თუ იცნობ,აბა,რა უნდა ქნაო. ჰოდა, ჩავკიდე ხელი გიოს და მივაშურეთ გამარჯვებულებს J. გამარჯვება მივულოცეთ და ლევანი და გიორგი გავაცანი გიოს. ნიკაც იქვე იყო, მაშინ მიხვდა ვინც ვიყავი და დამდო პატივი და გაგვეცნო – მე ვერ გიცანიო J.რამოდენიმე წუთში მე და გიომ  მოედანი დავტოვეთ შემდეგი სიტყვებით:

–        გიოო,რა მაგარი იყოოო J ახლა შეგვიძლია თავი მაღლა ავწიოთ და ამაყად ჩავუაროთ  მანჩესტერელებს.

–        მაი, ახლა თუ გამოგვეკიდნენ, იცოდე, არ მოგეხმარები JJJ

–        უიმეე J, მოვიგეთ, მო–ვუ–გეთ! (ხმამაღლა)

და დავტოვეთ სკოლა. გზაზე კინაღამ დავხოცეთ ერთმანეთი :

–        მანჩესტერს კარგი გუნდი ჰყავს,მომეწონა მათი თამაში.

–        მმ, შენ კაი,რაა, თამაშზე არ გეყო მათი ქება?

–        ეხლა აღიარე,რო მართლა კარგი მეტოქე გვყავდა.

–        კარგი,ჰო.

–        აი,N.. მალე დაიღალა. ნერვებს მიშლიდა მისი თამაში

–        წეღან ჰო გითხარი, შედი შეცვლაზეე–თქო?

–        ჰო,მარა,ჯერ როგორ.

–        ...

–        ...

ასეთი დიალოგით ავედით მზიურამდე.

პ.ს.აღსანიშნავია,რომ ER გამორჩეული ფეხბურთელია თავისი პიროვნებით. სწორად გამიგეთ,ვინმეს არ გეწყინოთ.იმის თქმა მსურს,რომ ყურადღებიანია და კულტურა არ აკლია. მაგალითად,მატჩის შემდგომ სტატიაში სწორედ მან მომიხსენია და ამისათვის მადლობა ჩემგან!

პ.ს.ს.  უნდა ვაღიარო, რომ  მანიუს წელს უკეთესი გუნდი ჰყავდა ვიდრე შარშან. მაშინ უბრალოდ, გადაუარა ლივემ მათ. ის ოთხი გოლიც დაცვის სულელური შეცდომების გამო გაგვიტანეს L. თუმცა, გამარჯვება ყოველთვის ლივერპულისაა!! ამავეს ვამბობდი მანიუს მწვრთნელის გასაგონად მთელი მატჩის მანძილზე JJJ.

*– www.liverpoolfc.ge -ს აქვს საკუთარი ფორმები. პირველი ფორმა რომ შეიკერა, ერთ–ერთი მათგანი ვიყავი მეც. გიომ მომიტანა ჩემი მაისური და აქედან  ვიცნობდი მას მანამდე.

**–  პირველად რომ ვიყავი თამაშზე, ნიკა ბარიერთან იდგა მთელი თამაში და აქტიურად ქომაგობდა ბავშვებს. ზუსტად ჩემს წინ იდგა.ლივერპულის ჩანთა ჰქონდა და მივხვდი რომ ის ის იყო. მაგრამ ერთხელაც მოვიხედე და აღარ იყო იქ. მე ვიფიქრე,წავიდა–მეთქი. მერე, როცა სკაიპში შევედი, მომწერა, რატომ არ თქვი,იქ რომ იყავიო,გაგიცნობდიო. რა უნდა მეთქვა,ჰო არ ვიყვირებდი,მაიკო ჯერარდი ვარ ,გამიცანით–მეთქი. გიცანი მაშინვე, მარა მერე აღარ ჩანდი და მგონი წახვედი–თქო. საბოლოოდ,მიხვდა,"რომელი ვიყავი" და არ წავსულვარ,შენს უკან რიგში ვისხედით მე და თეთრაო და გხედავდითო.  ვიღაცები გამაცნო გიომ, მაგრამ საქმე იმაშია,რომ არცერთი მათგანი არ დამმახსოვრებია. ლევანის ვკითხე ერთხელ სკაიპში,გიომ ხალხი კი გამაცნო მარა არ მახსოვს და იქ ერთი ფეხბურთელი იყო, ქერა და ასაკით ყველაზე პატარა, ეგ ვინ იყო–მეთქი. მოკვდა სიცილით, ეგ მე ვიყავიო. და ყველაზე პატარა არ ვარ, ჩემზე პატარებიც არიანო. მის მეტი არავინ არ დამმახსოვრებია,ეგეც სახეზე,მხოლოდ.  საყვარელი ბავშვია ლევანა =]]  ჰოდა, მეორედ რომ ვიყავი თამაშზე, ლევანისა და გიორგის გარდა, კიდევ ერთი ფეხბურთელი მოვიდა და აზრზე არ ვარ,რომელი იყო. არც მიმიქცევია ყურადღება.მერე ნიკას მივწერე,ჩემგან ბოდიში მიუხადე–მეთქი.მოკლედ, ემოციურ ფონზე ხანდახან სახეები არ მამახსოვრდება და   მ ა პ ა ტ ი ე თ!  ასეთი გულახდილი რომ ვარ და ყველაფერს  საიდუმლოდ არ ვინახავ,ესეც მ ა პ ა ტ ი ე თ! თუ შეიძლება..

პ.ს.ს.ს. ნუ შეგეშინდებათ ჩემთან ურთიერთობის – მერე ყველაფერს დაწერსო. დამიჯერეთ, ყველაფრის მერვედიც არ წერია და არც არასოდეს იქნება ეგ „საფრთხე"..

("მეორე შესწორებული გამოცემა=]]")

ავტორი: მაიკო შაღაშვილი (maiko_gerrard)

              22 ივლისი, 2011 წ.

კატეგორია: "ჩემი წითელი ისტორია" | დაამატა: GeoScouser (22.07.2011)
ნანახია: 877 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
მატჩები [55]
პრევიუ [24]
"ჩემი წითელი ისტორია" [7]
maiko_gerrard იგივე მაიკო შაღაშვილი, რომელიც ჩვენი საიტის მომხმარებელია, "ლივერპულის" ქართველი ფანებიდან ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფანია. ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც მის ჩანაწერებს წაიკითხავთ.
ფეხბურთელები [14]
"ლივეპულის" ფეხბურთელები
"მერსესაიდელი ირლანდიელები" [5]
ლევან აბესაძის (lenny) მოთხრობათა კრებულია, რომელშიც მთავარი გმირი პატრიკ ორბელი ირლანდიიდან მერსისაიდში გადმოსახლებული ბიჭია, რომელსაც "ლივერპულის" ფანებთან ერთად მრავალი ისტორია გადახდება თავს.
2011-2012 სეზონის მატჩები [1]
ჩათი
01:38

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2725
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2720
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2465
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2066
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 2026
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.