ორშაბათი, 20.05.2024, 04:24     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » "ჩემი წითელი ისტორია"

"ჩემი წითელი ისტორია III - Good Times, Bad Times in LIVERPOOL"

ლივერპულის გულშემატკივრობა მხოლოდ სასიამოვნო მოვლენებთან არ ასოცირდება. ამ წლების მანძილზე იყო ბევრი ცრემლი - ზოგი - სიხარულის,ზოგიც - მწუხარების. მწუხარების ცრემლები მხოლოდ ლივერპულის ცუდად ჩატარებულ შეხვედრებს არ ეკუთვნოდა. ხშირად მათი მიზეზი მისი ქომაგები გახლდნენ. თუმცა დღემდე ვერ ვისწავლე ჭკუა და ყოველთვის მგონია,რომ არ შეიძლება, მისი ფანი ცუდი ადამიანი იყოს.. მიხარია,როცა ახალ და ახალ ფანებს ვიცნობ. ლივეს ქომაგებთან ძირითადად სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს,რა საკვირველია.

უნდა ვაღიარო,რომ სუპერ აქტიური გულშემატკივარი გავხდი მე-10 კლასიდან. მანამდეც ძალიან მიყვარდა, მაგრამ ძველი გრძნობა ვერ შეედრება ახალს.როდესაც აბიტურიენტი ვიყავი, ჩემი ქართულის მასწავლებელი ოთხშაბათობით ლამის მაღვიძებდა ხოლმე გაკვეთილზე J აბა,რა დამემართებოდა, როცა დილის 5 საათამდე ფეხბურთს ვუყურებდი და 11-ზე მასწთან ვიყავი უკვე. მაგრამ მაინც არ ვუცდენდი ეთო მასწს ქართულს. ამის სამაგიეროდ მივიღე ის,რომ ბარსა-ლივერპულის პირველი მერვედფინალური მატჩის შემდეგ აღმოვაჩინე -  ეთო მასწიც ლივერპულს ქომაგობდა.[აღსანიშნავია,რომ მის ოჯახში ყველა წევრი ბარსას გულშმატკივრობდა ;)] მას მერე ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს მასთან კი არ მივდიოდი, მივფრინავდი J. მე, სადაც არ უნდა წავსულიყავი, ყველგან ვტოვებდი „კუდს" ანუ კვალს ანუ ყველგან ეწერა ერთი ფრაზა  - „ლიგა ჩემპიონი 2007 - ლივერპული". გზებზეც კი ვწერდი,წარმოიდგინეთ J ..ჩემი თანაქართულელი მარიკა კი იდგა და მელოდებოდა J J J რა დრო იყო J .მერე უნივერსიტეტში მყავდა ერთი ჯგუფელი გიო.ერთი კი არა ბევრი, მარა გიო იყო კი არა და არის მილანის ტიფოზი.რომ მხედავს, სახელით კი არ მომმართავს, ლივერპულს გაუმარჯოსო. ლივერპულს მეძახის J. ჰოდა, წარმოიდგინეთ, „ბრეიქზე" და ხშირად ლექციაზეც რა დღეში ვიქნებოდით. ვაკის პარკში რომ მივსეირნობდით ჯგუფელები, ხშირად მთავარი თემა სწორედ „ლივერპული-მილანი" გახლდათ. არ ვჩხუბობდით მე და გიო, მარა ვკინკლაობდით სულ. უნის ბოლო დღესაც ვერ მოვითმინეთ და ვუხსენეთ ერთმანეთს კლუბები J [ბოლო შაბათს ანუ 25.06.2011].ის იურისტია და მე - პროგრამისტი J ანუ ამაზეც წავკბინე და ვუთხარი,რომ მე მასზე მეტად გამიმართლა - ჩემი შარფი ლივერპულის ფერი იყო [მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი - წითელი; სამართალი - ლურჯი და ა.შ.].

მოკლედ, ლივერპული ჩემი თანამგზავრია,მთვარესავით - სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის ჩემთან იქნება ბ-) ჰო, უნიში რაც ყველაზე ლივერპულური იყო, ესაა,რომ ლივერპულის ფანებს მიაქვს „ილია",ჩემდა საბდნიეროდ. მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, მათთან ნაცნობობა-ახლობლობით ვერ დავიკვეხნი J. უნიში რომ მივდიოდი და ან ლივეს მაიკა მეცვა ან ქუდი მეხურა ან კეპი ან კაშნე მეკეთა, მხვდებოდნენ ლივეს ქომაგები  -  ასევე ლივეს ქუდებით, კაშნეებით, ჩანთებით [ ეს უკანასკნელი ჯერ ვერ ვიღირსე ,მაგრამ სახლში ლივეს ჭიქების კოლექცია მაქვს უკვე -  ბოლო ჭიქა 8 მარტს მაჩუქესJ გარდა ამისა ბრელოკები, ჩემი ხელით ამოქარგული ლივერპული კაშნე , შორტი და ა.შ.] და რომ მხედავდნენ, მიღიმოდნენ და აშკარად ეტყობოდათ,რომ უხაროდათ. თუმცა არ ვსაუბრობდით - რაზეც უზომოდ მწყდება გული. მაგრამ აწი,ვიცი,რაც უნდა გავაკეთო. მე იმიტომ არ ვიჩენდი ინიციატივას,რომ ისინი ბიჭები იყვნენ და მერიდებდა. მარა რა შუაშია ბიჭი და გოგონა ლივერპულთან? აქ ყველა ერთი ვართ J. „ფუტურე კომპოსტოში" კი, როდესაც ლივეს ქომაგი შემხვდება, აუცილებლად გავესაუბრები  ჭეშმარიტ კლუბზე J J J.

პირველი სერიოზული უსიამოვნება, რომლის მონაწილეც აღმოვჩნდი,ჩემს საკუთარ ძმასთან შემხვდა.ახლა არც კი იცის, რას ვაკეთებ მის ოთახში J -  მე ხომ ისევ ლივერპულზე ვწერ. სწორედ ლივერპულის არანორმალური სიყვარულის გამო 5 წლის წინ მწარედ ვიჩხუბეთ -  სტივი ჯის და ლივერპულის ყველა პლაკატი ერთად აიღო და გადახია L [რაზეც იმდენი ვიტირე და ვიგლოვე,რომ დედაჩემმა საკუთარი ხელით გაამთელა J არადა, ისიც მეჩხუბებოდა, გოგო ხარ თუ ვინ ხარ შენო J J J]თუმცა ეს იმიტომ არ გააკეთა,რომ ლივერპულის საწინააღმდეგო ჰქონდა რამე. უბრალოდ, ვერ იტანდა,რომ ჩემს ოთახში კედელზე წერტილი არ ჩანდა სტივისა და ლივერპულის პლაკატების გარდა. წარმოდგინეთ,რა დღეში ჩავარდა მაიკო ჯერარდი! მთელი ზაფხული ხმა არ გაუცია ძმისთვის. თუმცა მარიამობის მარხვის დასაწყისში წყენა წარსულს ჩაბარდა და ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდა J. მერე კი, გასტუდენტება მობილურით მომილოცა. მაგარი ძმა მყავს, ძალიან. მაგას რომ ლივე უყვარდეს, ნაკლი არ ექნებოდა.. J J J თუმცა , ერთი  პერიოდი ისიც ლივერპულის ფორმის დადიოდა.

შემდეგი უსიამოვნება უკვე ფორუმელ ხალხს უკავშირდება."ფენიქსივით" *არ მოგვიკლავს არც მანჩესტერის ფანი და არც ვინმე სხვა, მაგრამ ესეც საინტერესოა მათთვის და  ვისაც უყვარს სკანდალი და ჩხუბი [ჩვენს შემთხვევაში სწორედ ლივერპულის გამო], ახლა წაიკითხავს დაუვიწყარ [პირადად ჩემთვის] ამბავს..  ერთ წლიანი ნაცნობობის და ძმაკაცობის მერე მე და მეორე ბოსმა, ენფილდამ გადავწყვიტეთ, ლივერპულის ფანები შეგვეკრიბა და ლაივში გაგვეცნო მათთვის ერთმანეთი. თქმა და ქმნა ერთი არ იყო, რადგან როდესაც „გადავხედეთ" ფანობას, აღმოჩნდა,რომ ახლო-მახლო[თბილისში] ბევრი ფანი არ იყო. აი, ისეთი, დაპატიჯებას რომ იმსახურებდა. ამიტომ ცოტა ხნით გადაიდო ეს გეგმა. მაგრამ ჩვენ რისი „ვერძები" ვიყავით?! ერთხელ მომწერა, გეგმა დაგვავიწყდა მგონიო.ვაიმე,როგორ გეკადრება-მეთქი,ვუპასუხე და პირველივე კვირა დღეზე ვუთხარი, თბილისში გაჩნდი 12 საათზე, სამებაში-მეთქი. ოკეი-ო. მერე მივწერე განსაკუთრებულ და თანაც თბილისელ ქომაგებს - "გამოდით კვირას სამებაში". ასე და ამგვარად, კვირას 12 საათზე გავჩნდი სამების ეკლესიაში. ტელეფონი განუწყვეტლივ „მაწუხებდა" J  ხან რეინა მწერდა, ხან გიო რეკავდა, სად ხართო. გიო [ჩიკვაიძე] იმდენად ყოჩაღი აღმოჩნდა,რომ მეც კი მიმასწრო მისვლა J. წრეები ვხაზეთ ტაძრის ირგვლივ. მერე ვუთხარი, ერთ ადგილას გაჩერდი და მოგაგნებ როგორმე-მეთქი J J J და ბოლოს გედებთან ვიპოვე გიო ,დიდი თვალებით უყურებდა მათ J J J . შევედით ტაძარში,ავანთეთ სანთლები, ისევ გამოვედით, ბალახებზე დავჯექით და გავაბით მუსაიფი. მერე ერთად ვეძებდით რეინას და მის ბარსელ ძმაკაცს, ირაკლის. თურმე ისინიც დიდი ხნის მისულები ყოფილან და როცა შევხვდით,მათი სახეები არ დამავიწყდება არასოდეს J გიო " ლაივში" ერთი საათის გაცნობილი მყავდა [მიუხედავად იმისა,რომ 1 წელი ვიცნობდი, „ლაივში" გაცნობა მაინც სხვაა] და  იმდენად ერთნაირი ტვინის, შეხედულებების სხვადასხვა საკითხებზე და აზროვნების ვიყავით,რომ  ისე მივლაპარაკობდით, რეინამ მკითხა, შენი ძმააო?.. J  რეინა სამი დღით ადრე,11-ში იუბილარი იყო და ძალიან მინდოდა, რამე  მეჩუქებინა. ეს რამე, რა თქმა უნდა, ლივერპულის პლაკატები იყო და კიდევ წიგნი. მაგრამ ხელით ხომ არ ატარებდა და ისევ გამოვართვი და ჩანთაში ჩავდე, დროებით. მერე ველოდით ენფილდას,რომელიც რუსთავიდან მოდიოდა და ვერ მოდიოდა J  კარგა ხანი გვალოდინა და ბოლოს ავლაბრის მეტროში მოაღწია J,როგორც იქნა. მოვიდა და მე კი ვიცოდი [ მე და მან ერთმანეთზე შეძლებისდაგვარად ყველაფერი ვიცოდით],რომ თმები ლივერპულის სიყვარულმა ბოლო ზარისთვის წითლად შეაღებინა, მაგრამ სხვებმა არ იცოდნენ და უნდა გენახათ იმათი თვალები [შუბლზე. მაგრამ ყველაზე მაგარი ის იყო,რომ ცდილობდნენ, არ შეემჩნიათ J ] პაატა, ვიცი,რომ არ გაბრაზდები, ამას სახალხოდ რომ ვწერ – ეს შენ ლივერპულის გამო გააკეთე და შესანიშნავია,რომ შენ ასე ძალიან გიყვარს ლივერპული J.  ახლა თუ აზრი გაიყოფა მისი თმების ფერზე, მაშინ მითხარით,ამაზე მეტი კი არა, საერთოდ, ლივეს გამო რა გაგიკეთებიათ??! მან დაამტკიცა,რომ ლივერპულის უგიჟესი ფანია J. მოკლედ, ისე მოხდა,რომ „ლაივში" გიოს არ ვიცნობდი მარტო. გიოს და ენფილდას კი საერთო ძმაკაცი ჰყოლიათ. მერე ენფილდამ მალულად გადაგვიღო ფოტო, რომელიც ელვის სისწრაფით წავაშლევინე -ლივე დავაფიცე,რადგან ისე არ წაშალა J იკა იცინოდა, ლივერპულს რომ იფიცებენ ესენი, ნახეო. მივუგეთ,რომ ჯობდა, ბარსასთვის მიეხედა[რომელიც მაშინ ნამდვილად არ წარმოადგენდა არაფერს განსაკუთრებულს(!)]  მაგრამ ეს იყო ხუმრობა, ჩვენ ყველანი მეგობრები ვიყავით იქ.

იქვე, ღვინის აღმართზე მაშინ ჯერ კიდევ იყო ტოტალიზატორი „ლივერპული". ლივერპულის ფანები ისე ვერ დავტოვებდით ავლაბარს,რომ იმ ტოტალიზატორში არ შეგვეხედა. მე კი ვაკეთებდი ხოლმე ბილეთებს, მაგრამ  ტოტალიზატორში ნამყოფი არ ვიყავი[ჩანაწერს ვატანდი ხოლმე მამას] და ვიფიქრე,თან ვნახავ,როგორია შიგნიდან-მეთქი.მე და ენფილდა სრულწლოვნები ვიყავით და შევედით. ვერ ვიტყვი,რომ თამამად შევაბიჯე.მოწოდება დამჭირდა,რომ შვსულიყავი. იქ ვნახეთ,რომ პოლიციის მსგავსი არავინ იყო,გამოვიხედეთ და  დანარჩენებიც შევიპატიჟეთ.გავაკეთეთ ბილეთი. უნდა გენახათ,როგორი ბილეთი იყო - ის ქვეყნები გაგონილიც არ მქონდა. რეინა აქტიურობდა - ამათზე დავდოთ,დიდი კუში აქვთო და პატარა კუშიანებს რა აზრი აქვსო. ჰო, მართლა,მსოფლიოს შესარჩევი ეტაპები იყო მაშინ. მივიტანე სალაროსთან, მოლარე გოგონამ შექმნა ჩვენი ბილეთი და კეთილი ღიმილით წარმატებები გვისურვა. გამოვედით. გამოვედით და ერთ-ერთი მოლარე გოგონა გამოგვყვა. გაკვირვება ვერ მოვასწარით - რატომ, რომ ის მიუახლოვდა ენფილდას და რაღაცაზე გაუბა ხმადაბალი საუბარი. ბიჭები მაიმუნობდნენ, ეს ნახე, როდისღა მოასწო ამ გოგოს შებმაო.მოკლედ, როგორც იქნა, დაგვიბრუნდა თანამოაზრე და კითხვით აღსავსე თვალები რომ შევანათეთ, პირდაპირ გვითხრა: სანამ თქვენ ბილეთზე ფიქრობდით, მაშინ გავესაუბრე. ვუთხარი,რომ ლივერპულის ფანები ვიყავით და ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა ტოტალიზატორში გაგვეკეთებინა ჩვენი კუთხე.ახლა  კი სწორედ იმის სათქმელად დამეწია,რომ მენეჯერმა ნება დაგრთოთო. ამას მოჰყვა ჩვენი ოვაციები J მერე მოვიფიქრეთ,რომ პლაკატები მე უნდა მიმეტანა მათთან. მაგრამ ვაღიარე,რომ თითოეული მათგანი მიყვარდა და ვერ გავიმეტებდი. კენჭი ვყარეთ და გადაწყდა, ყველას თანაბრად გაგვემეტებინა - ისევ ლივერპულისთვის.პლაკატების მიტანა მაინც მე დამევალა.

კიდევ ერთი გადაწყვეტილება მივიღეთ -  ვაგზლამდე ერთი გზა გვქონდა და ჩავედით მეტროში [ენფილდამ იჯენტლმენა  და დამპატიჟა J ]. მეტროში კი ჩავედით, მაგრამ ამოსვლა აღარ გვინდოდა??! J J J. პირველივე ვაგონში შევედით და ერთი თავისუფალი ადგილი  მომიძებნეს. რეინა ისე იყო ორივე მოაჯირზე ჩამოკიდებული,იფიქრებდი, ეხლა აფრინდებაო და აღფრთოვანებული გვესაუბრებოდა J  ენფილდა შორიახლოს გიოს და იკას  ემუსაიფებოდა ტკბილად და ამ დროს ატყდა რაღაც ჩოჩქოლი.. მივიხედე და ვიღაც ორი ახოვანი [ ჩვენ, ხუთივე ერთი სიმაღლის გახლდით (1,76 მაშინ და მერე ცოტა გავიზარდე  მე J )და ისინი უფრო მაღლები იყვნენ] ბიჭი ელაპარაკებოდა სავარაუდოდ ენფილდას და გიოს თუ იკას. ერთ მათგანს უსახელო ზედატანი ეცვა,რათა კარგად გამოჩენილიყო მისი ტატუირებული გრძელი მკლავები.ის თეთრი პირი-სახის,მუქი თმებით, მაღალი და სუსტი იყო და მეორე მათგანს ხშირი,ჩალისფერი თმა ჰქონდა და ფიზიკურად  მსხვილი და დაკუნთული იყო. ეს უკანასკნელი,ენფილდას პარამეტრებში ორჯერ მაინც აღემატებოდა. ენფილდა იმ დროისთვის იყო მაღალი და სუსტი, ლივერპულის ჩანთით ზურგზე და ჯაჭვებით ხელზე. ჯაჭვებს იმიტომ ატარებდა,რომ ის როკერია[გიჟდება ბითლებზე]. მოკლედ,ერთი ეგ მომესმა, სალონშიო და მეტი არ გამიგია არაფერი. მივხვდი,რომ რაღაცა ისე არ იყო,როგორც უნდა ყოფილიყო. ავდექი სასწრაფოდ და ვეახლე მათ. უკვე აშკარა აგრესია იგრძნობოდა  და დაუპატიჟებელ სტუმრებს ვთხოვე - არ იჩხუბოთ,მეშინია-მეთქი. ნუ გეშინია, დაიკო,ყველაფერი კარგადაა,დამშვიდდითო და რა მექნა?! დავუბრუნდი ჩემს ადგილს. დამჯდარი არ ვიყავი,რომ ისეთი მუშტი-კრივი გამართეს, ცხოვრებაში  მანამდე რომ არ მენახა [და არც მის შემდეგ,საბედნიეროდ]. ვაგზალზე მივდიოდით და ისეთ დღეში იყვნენ,რომ ნაძალადევზე სანამ არ გაჩერდა მატარებელი და სანამ პატრული არ შემოვარდა [მართლა თავ-ქუდ-მოგლეჯილები შემოცვივდნენ], ერთმანეთს ვერ აახია ვერავინ. პრინციპში, არც უცდია ვინმეს გაშველება -საკუთარი თვალით უნდა გენახათ ხალხი როგორ უნამუსოდ გაიძურწა [სწორედ,რომ გაიძურწა],თანაც უკან დაიხიეს და ყველაზე შორეული კარიდან გაიკრიფნენ. „ვერავინ"-ში ისევ მე ვიგულისხმევი მგონი J. მოკლედ, ასე გამოათრიეს ვაგონიდან ეს სამი ვაჟბატონი და აათრიეს პატრულის კაბინეტში თუ რაც ჰქვია. არა, სამი კი არა ექვსი. ანუ სამი მთავარი გმირი და სამიც მეორე ხარისხოვანი.ტატუიანმა კი გონებას მოუხმო -  სპორტული ჩანთიდან გრძელი მაიკა ამოიღო და გადაიცვა. საინტერესოა, ვის დაემალა  - პატრული მანამდე არ იყო იქ და თუ ვინმეს მისი ჩაშვება სურდა,მაისურის გამოცვლა ვერ უშველიდა. სანამ პატრული გამოიყვანდა ვაგონიდან მათ, ის წუთები თუ წამები საუკუნედ მექცა. მანამდე, წინა სადგურზე [ სადგურების სახელები ლოგიკით გავიხსენე მერე. ანუ სად როდის ვიყავით და სად რა მოხდა.თორემ იმ ორომტრიალში არც მესმოდა რამე და მგონი, ვერც ვხედავდი - ნერვიულობისგან.ყველაფერი ინსტიქტის დონეზე იყო იმ მომენტში]  გამოვდიოდი, ვიფიქრე, გამომყვებიან და უნდათ თუ არა, ჩხუბი დამთავრდება-მეთქი. მაგრამ ვინ თქვა,რომ კაცის ჭკუა ქალისას ჯობიაო??? J რეინამ მითხრა, ჯერ არაა ჩვენი გაჩერება, სად მიდიხარო. მარტო ვერანაირად ვერ გავიდოდი, იქ ვერ დავტოვებდი ბავშვებს, ისინი ჰო მე შევკრიბე[ენფილდამ წინა დღეს მითხრა, ვიხუმრეო ანუ ორგანიზატორი მე გამოვედი საბოლოოდ]. ამიტომ შევბრუნდი. ეს იყო მარჯანიშვილზე. წარმოიდგინეთ, რა დრო ვატარე ის წუთები.  ნაძალადევზე უკვე პატრულებმა რომ გამოიყვანეს, არ ვიცი, იმ მომენტში ან რა დიალოგი გაიმართა მათ შორის ან საერთოდ  რა იყო, მაგრამ რამოდენიმე წუთი იქვე გააჩერეს და მერე აიყვანეს „თავისთან". მანამდე აბსოლუტურად გაუაზრებლად გავედი ვაგონიდან და ერთადერთი რაც თავში მიტრიალებდა,ის იყო,რომ ახლა აქ კამერა მოვა და საქვეყნო გახდება ეს ამბავი–მეთქი.მერე ჩემს თავს ვკითხე –  სად მიდიხარ? და იქვე გავჩერდი.არ ვიცოდი,რა უნდა გამეკეთებინა.ორი თაღის იქით ვიდექი და იქიდან ვადევნებდი თვალს მიმდინარე მოვლენებს [ახლა ასე მშვიდად რომ ვწერ მის შესახებ J ]. მე ჩემი დამემართა - ხან ვტიროდი, ხან ვიცინოდი - სასოწარკვეთისგან, მერე ჩავიკეცე და ხელებს ვურტყამდი [ უნებურად, დამიჯერეთ ;) ] კედელს და საშინლად მაკანკალებდა. იქ აღმოჩნდა ორი და - მარი და ანა. მაგარი გოგონები იყვნენ - გამაოცეს და რით, გეტყვით. ისინი რომ არა, არც კი ვიცი, რა იქნებოდა.. ისინი მაწყნარებდნენ და როცა გაიგეს,რომ ერთ მხარეს ჩემიანები იყვნენ, არ მომშორებიან ბოლო წამამდე[ბოლო წამამდე კი არა,რომ წავედი, კიდევ იქ იყვნენ - ხელი მოხდენილად დამიქნიეს,მე კი მადლობა გადავუხადე თანადგომისათვისJ]. ბიჭები აიყვანეს პატრულში და ამაზე სულ გადავირიე - ვაიმე, ეხლა რაღა ეშველებათ-მეთქი.გოგონებმა მითხრეს, ნუ გეშინია,მოაყოლებენ რა მოხდა,მერე შარიგებენ და გამოუშვებენო;ამოგყვებით,ავიდეთო ჩვენცო.მოკლედ, იმ გოგონებმა რა ლექსიკით ილაპარაკეს და  თან ისე ბუნებრივად, გამომაშტერეს სულ. თან ისე ვიყავი დაშოკილი,რომ ისიც კი ვიფიქრე, ცუდი სიტყვები უნდა ვისწავლო,გამომადგება-მეთქი.მაგრამ რა სისულელეა, ფუფ!!!დღესაც არ ვიცი მეტი ამ გოგონების შესახებ და ეხლა რომ ვუფიქრდები, მიკვირს, ასე რატომ გამოიდეს თავი. უსიამოვნებაში გახვევა  და თან სხვისაში, რა, ძალიან სასიამოვნოა??! მაგრამ, ეს ალბად, ადამიანური ფაქტორი იყო - თანამიგრნეს. ბოლოს, ბევრი რამე აღმოჩნდა: 1. პატრულმა ჩემზე არაფერი არ  იცოდა საერთოდ[რომ მეც მათთან ერთად ვიყავი];2. ის ბიჭები ამ გოგონების ნაცნობები ყოფილან [ყოფილი შეყვარებული - ტატუიანი];3. იმ ბიჭებს მე ჩვეულებრივი გამვლელი ვეგონე და ამიტომ გააგრძელეს თურმე ჩხუბი [ მე მათგან მივიღე ბოდიში ამ გაუგებრობის გამო]. პარალელურად, ენფილდა და ჩალისფერთმიანი ისხდნენ და არჩევდნენ მართალ-მტყუანს,სადაც საბოლოოდ ენფილდა გამართლდა და ეს უკანასკნელი ჩივილს აპირებდა,თვალი დამილურჯდება ეხლაო J. მერე ჩვენთან ანუ მაიკო, მარი,ანა და იმ ტიპთან მოვიდა ერთ-ერთი პატრული და მაშინღა გაიგო,რომ მეც მათთან ერთად ვიყავი. მე ახლიდან მკითხა ყველაფერი და სახელდახელოდ მივეცი ჩვენება, მხოლოდ ისე,რომ არავინ დაზარალებულიყო[ანუ რაღაცები დავმალე - უკვე დამშვიდებული ვიყავი და შევძელი წყნარად და დამაჯერებლად საუბარი J]. მომიხდა თხოვნა პატრულისთვის,რომ გიორგი სახლში გაეშვათ - ის მართლა არაფერ შუაში არ იყო, აბსოლუტურად. ბოლოს, ამ უკანასკნელმა ჩემი თხოვნა შეისმინა და გიოს დავემშვიდობე. მერე პოლიცია დატოვეს ირაკლიმ და რეინამ. მათ ისე გაიარეს ბარიერი ესკალატორისკენ ,რომ არც გამოუხედავთ ჩემსკენ და ეს ჩემთვის საკმაოდ უსიამოვნო სიურპრიზი იყო. თუმცა მოგვიანებით დამირეკეს და ამიხსნეს - რატომ. საბოლოოდ, მეღა ველოდებოდი ენფილდას გარეთ. როგორც იქნა, მოილაპარაკეს, შეარიგეს ერთმანეთთან და მაღირსეს და ეღირსათ გამოშვება.ნახალოვკელები იყვნენ ის ბიჭები [ რეინასა და იკასავით],გოგონები კი  გლდანიდან [საიდან სად]. ბოლოს,ჟეტონებზე [მაშინ ჟეტონები იყო ჯერ კიდევ J] პოლიციელმა დაგვპატიჟა [ჰო მაგარია?!] და როგორც  იქნა, მივაღწიეთ მატარებლამდე. მაგრამ შემეშალა და მოპირდაპირე მხარეს შევიყვანე თანამოაზრე. გავედით ელექტრო დეპოზე და გამოვედით უკან. ენფილდა რუსთაველია და მომიწია,ამეხსნა რატომ „გავასეირნე" J .იქითა გზაზე მომიწია ბევრი სიცილი და უაზრო რაღაცების თქმა,რათა ენფილდა მთელი ყურადღებით ჩემსკენ ყოფილიყო და არ გაეხედა მგზავრებისკენ,რომლებიც მის თმებზე საუბრობდნენ. ეს რომ არა, ერთი სკანდალიდან მეორეში მომიწევდა გახვევა და ვერც გადავიტანდი კიდევ ერთ უსიამოვნებას. ბოლოს, როგორც იქნა გავედით ვაგზალზე,დავემშვიდობე  და გავწიე სახლისაკენ. რამოდენიმე წუთის შემდეგ არ მჯეროდა,რომ მშვიდობა იყო და მე სახლში ვიყავი უკვე J. როგორც კი შევაბიჯე სახლში,რეინამ დამირეკა და მითხრა,რატომ გამიარეს გვერდზე უცნობებივით. მათ უკვე მოუსწრიათ ჩხუბი სწორედ იმ კვირაში და მათი გვარები პოლიციამ უკვე იცოდა J ამიტომ მათ თქვეს,რომ გამვლელები იყვნენ და არ იცოდნენ როგორ აღმოჩნდნენ მოვლენების ეპიცენტრში.მანამდე კი ირაკლი იმ ბიჭებს უბანში შეხვედრაზე შეუთანხმდა და ცალკე უნდა გაერკვიათ საქმე. ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები პასუხი იყო, მაგრამ ეს არ იცოდა გიორგიმ. მას საკუთარი წარმოდგენა შეექმნა მათზე და ასეთი წარმოდგენით იცხოვრა თითქმის ორი წელი ანუ მანამ, სანამ არ „დავბრუნდი" და ისევ მე არ მოვფინე ნათელი საქმეს J.

ეს ყველაფერი მოხდა 14 ივნისს [რეინას დაბადების დღიდან მესამე დღეს]14:00-დან 18:00 საათამდე.ამ ამბის შემდეგ მე მქონდა დეპრესია და არც არავის დანახვა მსურდა და არც არავის მოსმენა. ამიტომ შევცვალე ნომერი და „გავქრი".  ისე გავიდა ზაფხული,რომ მობილური ხელში არ ამიღია,საერთოდ. ანუ მათი წყალობით, ბოლო დროს გაცნობილი ბევრი ახალი და საინტერესო  სახე გავკარგე.თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რომ რეინამ ნომერი შეცვალა [მანამდე მობილური კომპიუტერში გაცვალა, როგორი ჭკვიანია(!)]და როცა მე დეპრესია დავძლიე და „დავბრუნდი" ის აღარ მყავდა გვერდზეL..   ყველაზე საამაყო იცით,რა მაქვს? მე მქონდა სხვა, ლაილაის ნომერიც, რომელიც,როგორც ჩანს, ჩემს ერთგულ ქომაგებს და ნამდვილ მეგობრებს ჯერ კიდევ ჰქონიათ და იმ ნომრით მიპოვეს. როგორც კი ის კარტა ჩავდე მობილურში, იმავე დღეს მომწერეს ჯერ „მის ტორესმა" თამუნამ და მერე ნანომ,მერე რუსკამ და პატარა გიომაც.

თამუნამ მაგარი მესიჯი გამომიგზავნა შუა ლექციაზე. დაახლოებით ამ სიტყვებით „მაიკო, მის ტორესი ვარ, თამუნა. გახსოვარ? მე მახსოვხარ, კარგი ადამიანი ხარ და არ მინდა შენი დაკარვა. იმედია, მომწერ". როგორც კი ლექცია დამთავრდა, მივწერე, რომ რასაკვირველია, მახსოვდა, ან რა დამავიწყებდა მას?!  და ჩვენ ისევ ძველებურად განვაგრძეთ ურთიერთობა.მერე იყო დანარჩენი მეგობრების დაბრუნება. ისე, აქამდე უნდა მეთქვა,რომ იმ დღეს თამუნა მხოლოდ იმიტომ არ იყო შეკრებაზე,რომ საავადმყოფოში იწვა, ბრმანაწლავის ოპერაცია ჰქონდა ორი დღით ადრე გაკეთებული და ჯერ არ იყო გაწერილი. ნანო უკვე წასული იყო თბილისიდან. რუსკა არც იყო თბილისში. ასე და ამგვარად გოგონებიდან მხოლოდ მე ვიყავი და მიუხედავად იმისა,რომ ყველა მათგანს  ცხოვრებაშიც ვიცნობდი, გიოს გარდა, მაინც მეხამუშებოდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ გოგონებს ისე გაუმართლათ,რომ ვერ წამოიდნენ. არ ვიცი, შეიძლებოდა,არც მომხდარიყო არაფერი, მაგრამ ვინ იცის ეგ..

 მოკლედ, გაიარა კიდევ რამოდენიმე თვემ და ზამთარში, სრულიად შემთხვევით, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს მობილურს რაღაც „ეტაკა" ძველ მობილურში გადავდე კარტა და იქ აღმოვაჩინე გიოს ნომერი. მივწერე და გამიხარდა,რომ გაუხარდა.

გამოხდა ხანი და მე ილიას ა კორპუსიდან მივდიოდი ე კორპუსში. ცუდი ამინდი იყო და ამიტომ ავტობუსით ავედი. ჭავჭავაძეზე, TBC BANK-თან [ ირიბი რეკლამა არაა, დამიჯერეთ J] დაძრული  ტრანსპორტი მძღოლმა გაუჩერა ვიღაცას. უკანა კარი გაუღო და იქედან ამოუშვა. ეს ვიღაცა გაემართა სალაროსკენ და დიდი რუდუნებით აიღო ბილეთი. უცებ ვიღაც შემეხო მხარზე და:

- მაიკო!  - მომმართა.

მაშინვე არ მიმიქცევია ყურადღება - რამდენი მაიკო შეიძლება იყოს ამ ქვეყანაზე.

- მაიკო!

აი, ახლა უკვე უნდა ამეხედა. ავიხედე და ვიღაც ბავშვი დამყურებს თავზე J ვერ მოვასწარი გამეფიქრა, ნეტავ, ვინაა-თქო რომ გააგრძელა:

- მაიკო ჯერარდი არ ხარ? გიო ვარ.

წამის მეათასედ ნაწილში მივხვდი,რომელი გიოც იყო. მანამდეც იმიტომ დავიბენი,რომ ძალიან მოულოდნელი იყო და ვერ მოვიფიქრე სწრაფად J

ნუ,შეგიძლიათ, მგზავრების სახეები წარმოიდგინოთ ამ დროს - ავტობუსში ჯერარდია J J J.

- აჰ, გამარჯობა,გიო. - როგორც იქნა, მოვედი დალაპარაკების მუღამზე.

- როგორ ხარ, მაიკო? გოგო, ლივერპულის  კაშნეთი გიცანი. - თქვა და უკან რიგში დაჯდა- ეგ რომ არა, სახეზე კი გიცანი,მაგრამ შენი სახელი კაშნემ გამახსენა.

 ჩემს გვერდით თავისუფალი სკამი იყო, გადავინაცვლე და ვუთხარი,აქ გადმოდი-მეთქი.გადმოვიდა.

- გიო, ბოდიში,რა. უცებ ვერ მივხვდი, ვინ იყავი. მოულოდნელი იყო, ჰო გესმის.

- ჰო, ვიცი ( ვიცინით).

- რას შვრები, რა არის ახალი შენკე?

-  სკოლა, სკოლა და კარატე სულ. შენკე?

- აი, მე კი ჯერ დაბლა მქონდა ლექციები, ახლა ზემოთ მივდივარ (დაბლა და ზემოთ ილიას კორპუსებია).

...(დუმილი,დიდი ხნის უნახაობის/გაუცხოების გამო)...

- უკვე ჩადიხარ?

- ჰო, აი, აქ მიტარდება ზოგი ლექცია, - და გავახედე ჩოლოყაშვილის სამ ნომერზე - თუ გცალია,წამო.

- არა, ვერა, კარატეზე მივდივარ, უკვე დამაგვიანდა. სხვა დროს იყოს.

- კაი, აბა. მაშ, გამატარე.

- გამიხარდა შენი  ნახვა.

- მეც, გიო, მეც. ჰო იცი.

- ჰო. აბა,შენ იცი, მაგრად.

- ჩაოოო. - დავემშვიდობე ჩემებურად,იტალიური აქცენტით და ერთი ჰაეროვანი კოცნა მივუძღვენი.

შევედი უნიში, გადავურეკე ისევ გიოს და ვუთხარი,რომ რა სასაცილო შეხვედრა იყო,ეხლა ლექციაზე შევრბივარ და  მერე შეგეხმიანები-მეთქი. ჰაჰ, :]] ეს შეხვედრა მერე კიდევ ბევრჯერ გავიხსენეთ და კარგად ვხალისობდით ყოველ ჯერზე. გიორგიზე იმდენი რამის მოყოლა შეიძლება,რომ ერთი წიგნი გამოვა ცალკე J.  ძმა ჰყავს - უნიკუმი [ უნიკუმი სახელი არაა, განსაზღვრებაა J].

ლივერპულს მართლა შეუდარებელი ქომაგები ვყავართ. გაგიჟდება კაცი, ისეთები J J J.

ამაში კიდევ ბევრჯერ დაგარწმუნებთ ;-)

*- „ფენიქსი"-ს შესახებ ყველა ჭეშმარიტ ფანს მოგეხსენებათ.ის შორეულია და მოვლენები პირდაპირ ლივერპულისა და ენფილდის ირგვლის ვითარდებ(ოდ)ა. სწორედ ესაა მთავარი განსხვავება „ფენიქს"-სა და „ჩემი წითელი ისტორია"-ს შორის.  „ჩემი წითელი ისტორია" აქვე ხდებ(ოდ)ა  -  თქვენს გვერდით, თქვენთან ერთად, თბილისში..

ადამიანური ფაქტორია,როდესაც სათანადოდ არ ვაფასებთ მას, რაც ჩვენს გვერდითაა და ჩვენს დროშია.  ყოველ თქვენგან შეუძლია გახდეს ამ ისტორიის ნაწილი. მერწმუნეთ,როდესაც თავად ხართ ამბის მონაწილე, გაცილებით სასიამოვნო წასაკითხია =]]..

** - შემდეგი ნაწილი იქნება სპორტფორუმის თემაზე [კვლავ] და გავბედავ და ჩემს ჩანაწერებს [ლექსს და თეთრ ლექსს - ლივერპულზე] წარმოგიდგენთ;შეიტყობთ მეტსახელების ისტორიებს. ასევე იხილავთ www.liverpoolfc.ge -ს ქომაგებთან ურთიერთობის შესახებ.           

ავტორი: მაიკო შაღაშვილი (maiko_gerrard)

              30 ივნისი, 2011 წ.

კატეგორია: "ჩემი წითელი ისტორია" | დაამატა: GeoScouser (22.07.2011)
ნანახია: 1042 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
მატჩები [55]
პრევიუ [24]
"ჩემი წითელი ისტორია" [7]
maiko_gerrard იგივე მაიკო შაღაშვილი, რომელიც ჩვენი საიტის მომხმარებელია, "ლივერპულის" ქართველი ფანებიდან ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფანია. ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც მის ჩანაწერებს წაიკითხავთ.
ფეხბურთელები [14]
"ლივეპულის" ფეხბურთელები
"მერსესაიდელი ირლანდიელები" [5]
ლევან აბესაძის (lenny) მოთხრობათა კრებულია, რომელშიც მთავარი გმირი პატრიკ ორბელი ირლანდიიდან მერსისაიდში გადმოსახლებული ბიჭია, რომელსაც "ლივერპულის" ფანებთან ერთად მრავალი ისტორია გადახდება თავს.
2011-2012 სეზონის მატჩები [1]
ჩათი
04:24

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2726
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2720
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2466
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2067
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 2027
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.