ორშაბათი, 20.05.2024, 04:24     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » "ჩემი წითელი ისტორია"

"ჩემი წითელი ისტორია II " double L - when ur life is from L-iverpoo- L to L-iverpoo- L"

ხანდახან  მგონია,რომ ეს ყველაფერი სიგიჟეა.. * თუმცა თუ ეს სიგიჟეა, მაშინ ის სასიამოვნო ყოფილა =]]

წლები გადიოდა და მე არავის არ ვიცნობდი ჩემს ირგვლის ლივერპულის ფანს. ქვეცნობიერად მქონდა შეგრძნება,რომ მხოლოდ მე ვიყავი აქ ლივერპულელი.. კიდევ დიდხანს ვატარე გულით ლივერპულის იდუმალი სიყვარული. ღვთის წყალობით, სპორტსიახლენის მენეჯერს თავში აშკარად კარგმა იდეამ გაუელვა და 2007 წლის თებერვალში სიახლე გააკეთა თავისი ერთგული მკითხველისათვის. ასე გავჩნდით ფორუმი და მე ჟურნალში.. ჩემი პირველი ლივერპულის ფანი ნაცნობი აღმოჩნდა "პავლე-ჭაობი" ანუ პაველ აზაროვი. ბათუმელი ფანი იყო კი არა და არის,რომელიც ფორუმზე გამომეხმაურა და კომპლიმენტიც მომიძღვნა =) ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე გამერისკა და გავიცანი პავლე. აღმოჩნდა,რომ 5 დღით ვიყავი უფროსი მასზე =]] ანუ ლივერპულის გარდა ასაკიც საერთო გვქონდა.ამიტომ კიდევ უფრო მარტივად გავუგეთ ერთმანეთს. კარგი ფანური ურთიერთობა გვქონდა,სანამ ერთ დღეს არ გაუჩინარდა. 2-3 თვის შემდეგ დაბრუნდა და როგორც მითხრა, პეტერბურგში ყოფილა ეს პერიოდი. მე ვიყავი ლივერპულელი პრინცესა =]].

  გაქრა პავლე.. რა ხდებოდა ამ დროს? დავრჩი ისევ მარტო. ამ პერიოდში გავიცანი კიდევ ერთი ქომაგი - ენფილდა. ის მხოლოდ იმიტომ გავიცანი,რომ რადგანაც "ა"-ზე სრულდებოდა მისი ნიკი, გოგონა მეგონა =))გავიდა დრო და ამის შესახებ ვუთხარი ერთ  მშვენიერ დღეს და  ბევრიც ვიცინეთ =]]. მერე იყო სმს-ების წვიმა ლივერპულის ფანებიდან ჩემს ნომერზე. ფორუმზე აქტიური და პოპულარული სკაუზერი ვიყავი და ყველას სურდა, გაეცნო ესოდენ ორიგინალური იდეების პატრონი =]] ენფილდა თავიდან მეკითხებოდა,ნომერი უნდათ და მივცეო. მახსოვს, პირველად ამ თემაზე რომ მომწერა: " შენი გაცნობა უნდა 2 კაცს და მივწერო ნომერიო?" აუ, გამისკდა გული =]]  სამი დღე მეკითხებოდა და არ ვპასუხობდი,სანამ ადამიანურად არ მითხრა, ვინ და ვინ იყო ის ორი კაცი. ერთი აღმოჩნდა "რეინა" და მეორე "მის ტორესი", ორივე 16 წლის. უფ,შვებით ამოვისუნთქე და მიწერე-მეთქი, მივწერე.არ ვიცი, შეიძლება, არ უნდა ვიყო ამდენად გულახდილი ახლა, მაგრამ მე ლივერპულზე ვწერ და მაქსიმალურად დავწერ სიმართლეს."მის ტორესი" თამუნა ჭიღლაძეა, ახლა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. ამდენი წელია,ერთად მოვდივართ. დანარჩენი ფანები არ მახსოვს, ვინ როდის გავიცანი - ძალიან ბევრები იყვნენ და იმიტომ [ღმერთმა გვამრავლოს წითლები]. "რეინა" ანუ გერასიმე ხარშილაძე - სასწაული ბავშვი, მართლა სასწაული. მისგან გამიცნეს ბარსას ფანებმა. ერთი გოგონა იყო ფორუმზე, ნათია-ბარსა-სენაკი. აუ, მაგარი გიჟი ფანი იყო, ეკეტებოდა სერიოზულად, მაგრამ მისი სმს-ები ზედმეტად ემოციური და ბავშვური იყო.ნათიადან იყო ნაცნობების მთელი შტო,ოღონდ ბარსელების =]]. რომ მახსენდება, მაგარი დრო იყო,ძალიან - ბოლოსდაბოლოს ერთმა მათგანმა იტალიაში დამპატიჟა. ფანებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობები მქონდა. მე ხომ "გავცხრილე" ისინი, "გადავარჩიე" და "დავიტოვე"რჩეული  ბავშვები,რომლებიც ჭეშმარიტი ქომაგები იყვნენ და ასევე  ძალიან მაგარი პიროვნებები. თუმცა, თუ ძალიან მაგარი პიროვნება არ ხარ, ჭეშმარიტი ქომაგი ვერ იქნები =]]. ეს შეხედულება სუბიექტურია და მართალი გითხრათ, არ ვიცი,რამდენად სწორია :).

ახლა უნდა დავწერო რუსკაზე. რუსკა კალანდაზე - გოგონა,რომლითაც აღფრთოვანებული ვარ და ყოველდღე ვხვდები,რომ უფრო მეტად ვუყვარვარ და მეც, შესაბამისად, მიყვარდება მეტად და მეტად. გიორგი ჩიკვაიძე, ჩემი არანორმალური კარატისტი ძმაკაცი. ისეთია, რომ ვერ წარმოიდგენ. ჩვენს დროში კიდევ თუ იყვნენ ასეთი ჯენტლმენები, არ მჯეროდა და გიომ თავისდა უნებურად გადამარწმუნა. თუმცა თავიდან მე საერთო შეხვედრაზე ის მხოლოდ იმიტომ მოვიწვიე,რომ ლივერპულის ფანი იყო. მე მასთან მქონდა ძალიან ჩვეულებრივი ურთიერთობა ანუ რისი თქმა მინდა: თვეში ერთხელ თუ ვკითხულობდით ერთმანეთს. ეს მაშინ,როდესაც სხვა სკაუზერებთან ბალის ფართით ღამეებს ვათენებდი[მიუხედავად იმისა,რომ სწორედ იმ პერიოდში  გამოცდები მქონდა ილიაუნიში და მხოლოდ 3 საათი მეძინა 24-საათში ერთი თვის მანძილზე [მადლობა ღმერთს,მხოლოდ ერთი თვის მანძილზე] და მარტო რომანისტიკაში, მოცემული 34 წიგნიდან 30 წავიკითხე. მაღვიძარას მაინც ვასწრებდი =]] ყველგან ვკითხულობდი, უნიში, მეტროში, ავტობუსში, ავტობუსის გაჩერებაზე,ქუჩაში მიმავალიც კი.. სულაც არ მწყდება გული, გარგანტუა და პანტაგრუელი თუ რაღაცა  ეშმაკები რომ არ მაქვს წაკითხული. არც გირჩევთ, 2 გვერდი გულისრევით ძლივს წავიკითხე და მერე მოვისროლე [ჰო,ზუსტადაც რომ მოვისროლე] ამ სიტყვებით: გამოცდაზე მთელი ტესტი აქედან რომ შემხვდეს, მირჩევნია, ჩამრჩეს საგანი-მეთქი]. იმიტომ გადავუხვიე "ლივერპულს" რომ ესეც ლივერპულს ეხება გარკვეულწილად. ლექციებზეც კი მირეკავდნენ ფანები. სტატისტიკურად რომ მოვთვალო, ჩემი ცხოვრების[ამ ეტაპითვის] 1 წელი ლივერპულელებთან მესიჯობაში და ნახევარიც მათთან საუბარში მაქვს გატარებული. ეს ნაკლებად საინეტერსოა თქვენთვის და თუ შემაწუხებელიც კია, მაპატიეთ. მაგრამ ჩემი ისტორიაა და ვალდებულიც კი ვარ, თუ ვწერ, ყველაფერი დავწერო. ერთხელ, რეინას ველაპარაკებოდი და უცებ იტალიურად ავმეტყველდი =]] საქმე იმაში იყო,რომ პარალელურად ან ვმეცადინეობდი ან სახლს ვალაგებდი ხოლმე ხოლმე =]] გაოცებული ფრაზები მომესმა ყურმილის მეორე მხრიდან,რა ხდებაო =]] მიწევდა ახსნა თუ რატომ ისმოდა წყლის ხმა მობილურში;რატომ ვსაუბრობდი უცაბედად უცხო ენებზე;რატომ ისმოდა "მზარეულობის ექო". მოკლედ, დროს არ ვკარგავდი და "ჩიჩერონის" რეჟიმში ვცხოვრობდი =]].შემდეგ იყო ერთი სკანდალი,რომლის შესახებაც მოგითხრობთ მოგვიანებით, შემდეგ ნაწილებში.

 თავიდან,როდესაც ქომაგებს ვიცნობდი და ვიცნობდი , არც კი მიფიქრია მეფიქრა,რომ რომელიმე მათგანთან რაიმე განსაკუთრებული ურთიერთობა მექნებოდა. თუმცა ახლა თავისუფლად შეიძლება ითქვას,რომ  მე ყოველდღიური ურთიერთობა სწორედ მათთან მაქვს და ნელ-ნელა, ჩემდა სამწუხაროდ, სულ უფრო და უფრო ნაკლები კონტაქტი მაქვს იგივე კლასელებთან, ნათესავებთანაც კი და არც უნივერსიტეტში მყავდა გამორჩეულად ბევრი მეგობარი.უნიდან ორი ძალიან მაგარი მეგობარი მყავს(აი,ისეთი,რომ ისურვებ, ცხოვრების ბოლომდე ვიმეგობროთო) და ორივე მაიკოა, ჩემსავით :). თუმცა ,რომ არ იფიქროთ,ეს ცოტა ვერ არისო, დავამატებ,რომ ყველა ჯგუფელთან კარგი ურთიერთობა მქონდა ყოველთვის და არსოდეს არ მქონია არც უნიში და არც სკოლაში კონფლიქტი ვინმესთან.აი, მაგალითად, ჩემი იტალიურის ერთ-ერთი ჯგუფელის, ქეთის ძმაც ლივერპულის ფანია, რომელიც დღემდე ვერ გავიცანი. მე მას გავუგზავნე სტივენის ფოტოები და ერთიც ლივერპულის დიდი პლაკატი. მეორე დღეს მისი აღფრთოვანება გადმომცა ქეთიმ. იმედი მაქვს, ოდესმე მასაც გავიცნობ :)

 თამუნა ჭიღლაძე - " მის ტორესი"

ახლა მისი ნიკი ცოტა არ იყოს, უხესად მხდება ყურში - რა ტორესი, რის ტორესი. თამუნაც იმ აზრზეა, რომ ნანდო სუსტი ნებისყოფის პატრონი ყოფილაო =]] ამ ბავშვს თავიდან მაგრად ვამწარებდი ჩემი სმს-ებით. ის მიყვებოდა თავის ამბებს და მეკითხებოდა რჩევებს. მე კი რეალობას ყველაზე მწარე ფორმით ვანახებდი და სულაც არ ვგრძნობდი თავს უხერხულად ამის გამო :). ახლა მიკვირს, მაგრამ მაშინ ეს ასე იყო. თამუნა მაშინ ჩემთვის რიგითი ნაცნობი-ქომაგი იყო და მიკვირს,როგორ გაუძლო ჩემს "სიმწარეებს" მაგრამ სწორედ ამის გამო ვართ დღეს საუკეთესო მეგობრები. მე ასე ვთვლი.  ის ჩემი ძალიან საყვარელი ბავშვია. თამო, მიყვარხარ (გული) =]]

 რუსკა კალანდაძე

რუსკამ ერთხელ მოგვწერა ფორუმზე და ამიტომ მეტსახელი არ აქვს. რუსკა, მინდა გითხრა,რომ ძალიან თბილი და ერთგული ადამიანი ხარ და ამიტომ ძალიან მიყვარხარ!! :-** რუსკას "ლაივში" ჯერ არ ვიცნობ - ის ზესტაფონელია,მაგრამ ესეც მალე მოხდება - ივლისში შევხვდებით. ჩვენ ერთი ძალიან მაგარი იდეა გვაქვს, რომელიც სიურპრიზია და რომელსაც შემოდგომამდე გაგანდობთ ;) რუსკას კიდევ ერთი დიდი ღირსება ისაა,რომ ძმაც ლივერპულის ფანი ჰყავს - ირაკლი კალანდაძე. მე ის მხოლდ ბოლო მარტს გავიცანი და ჰოი, საოცრებავ, "ლაივშიც" ვიცნობ =]]  ირა კალას ვეძახი და ჯერ არ იცის ეგ მან =]]

შემდეგი სადგურია, ო, ბევრია, ბევრი =]] ნანო ჟვანია. ნანო ფოთში გადავიდა და წელს გვიბრუნდება. არც მას ვიცნობ "ლაივში" და მასაც  შემოდგომაზე გავიცნობ. ნანოსთან ჯერ არ მაქვს ისეთი ახლო ურთიერთობა,როგორც თამოსთან და რუსკასთან. მაგრამ ნაკლებად არც ის მიყვარს =]]

გერასიმე ხარშილაზე - "რეინა"

ეს არის ადამიანი,რომელიც დავკარგე და რომელსაც უკვე მეორე წელია [ჯერ-ჯერობით - ამაოდ] ვეძებ.

ანთიმოზ ივერიელის სახელობის სკოლა აქვს დამთვარებული [წერეთელზე] ვისარგებლებ და მივაწერ,რომ თუ ვინმემ რაიმე იცით, მითხარით. მეტი წერა რეინას შესახებ საჭირო არაა, მე მას ვეძებ და ამით ყველაფერია ნათქვამი.

გიორგი - "ტორესბოი"

გიოს დავარქვით "პატარა გიო" იმიტომ, რომ ის როცა გავიცანით,მაშინ იყო სულ რაღაც 12 წლის =]]  ახლა მგონი 16 წლისაა ან 15-ის =]] გიო, ბოდიში, ზუსტად რომ არ მახსოვს =)) სკაიპშიც მყავს და ფეისბუქზეც. ჯიგარი ბავშვია, ხალხოო =]]

პაატა გაჩეჩილაძე - "ენფილდა"

ეს ბატონია თუ ვაჟბატონი?! =]]  ადამიანი,რომლის წყალობითაც ვიცნობ ამდენ ქომაგს. სწორედ მისიდან გამიცნეს ზემოთ აღწერილმა ბავშვებმა =]] პატუკა, ადამიანი,რომელთანაც ყველაზე ადრე მქონდა ყველაზე მაგარი ურთიერთობა -  თამუნამდე და რუსკამდე. დღე და ღამე ვწერდით ერთმანეთს ლივერპულზე. ლივერპულით ვიწყებდით, ლივერპულით ვაგრძელებდით და ლივერპულით ვამთვარებდით წერას. მაგარამ გატყუებთ, რას ვამთავრებდით - ჩვენ მხოლოდ მაშინ არ ვწერდით ერთმანეთს, როცა გვეძინა. მძინარე ადამიანს რომ შეეძლოს მესიჯების წერა, მაშინაც ვიმესიჯებდით. ორივე ვერძი ვართ, ორივე ლივერპულის ფანი და ორივე არანორმალური =]] როგორ შეიძლება, ჩვენზე ვინმემ თქვას, ნორმალურიაო =]] ჩვენ გადავწყვიტეთ, გავერთიანებულიყავით და  საერთო ძალისხმევით შეგვექმნა ლივერპულის ფანკუბი. ნაწილობრივ, ვახერხებდით კიდეც ამას - ჩვენს გარეშე ფორუმზე ერთი მესიჯიც კი  არ იგზავნებოდა. ჯერ ჩვენ გვწერდნენ, რა უნდა გაეგზავნათ და მერე,ცენზურის მერე იგზავნებოდა ფორუმზე. ორი ბოსის მეგობრობა იმდენად დიდი იყო,რომ ამას ცალკე ნაწილი დაჭირდება და ჩვენი მეგობრობა ამას იმსახურებს,რომ თქვენი ყურადღება ერთხელ ამ თემაზეც მივიპყრო :).

შემდეგ იყო www.liverpoolfc.ge -ს საიტიდან გაცნობილი ფანობა და მათთან ურთიერთობა. ეს ახალი ეტაპია და შესაბამისად, ახალი ნაწილი ჭირდება.

ამიტომ

გაგრძელება იქნება..

* - იმედია, თავი არ შეგაწყინეთ.  "ჩემი წითელი ისტორიის"  მთელი იდეა გაცნობაშია. მე მხოლოდ ის მსურს,რომ ჩემზე ცოტა მეტი იცოდეთ. ჩემზე,როგორც ლივერპულის ქომაგზე..

You'll Never Walk Alone!!

ავტორი: მაიკო შაღაშვილი (maiko_gerrard)

              27 ივნისი, 2011 წ.

კატეგორია: "ჩემი წითელი ისტორია" | დაამატა: GeoScouser (22.07.2011)
ნანახია: 992 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 FAnLiverpool  
0
yoChag mako :*

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
მატჩები [55]
პრევიუ [24]
"ჩემი წითელი ისტორია" [7]
maiko_gerrard იგივე მაიკო შაღაშვილი, რომელიც ჩვენი საიტის მომხმარებელია, "ლივერპულის" ქართველი ფანებიდან ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფანია. ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც მის ჩანაწერებს წაიკითხავთ.
ფეხბურთელები [14]
"ლივეპულის" ფეხბურთელები
"მერსესაიდელი ირლანდიელები" [5]
ლევან აბესაძის (lenny) მოთხრობათა კრებულია, რომელშიც მთავარი გმირი პატრიკ ორბელი ირლანდიიდან მერსისაიდში გადმოსახლებული ბიჭია, რომელსაც "ლივერპულის" ფანებთან ერთად მრავალი ისტორია გადახდება თავს.
2011-2012 სეზონის მატჩები [1]
ჩათი
04:24

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2726
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2720
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2466
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2067
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 2027
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.