ორშაბათი, 20.05.2024, 02:10     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » "ჩემი წითელი ისტორია"

"ჩემი წითელი ისტორია I"



..არ მახსოვს,ზუსტად როდის შემეყარა ლივერპულის უკურნებელი სენი :]]..

ტომას მაინ რიდი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალი გახლავთ. იმ დროისათვის კი, შესაძლოა, ერთადერთიც იყო :). მისი "უთავო მხედარი" ყველა ბავშვის და არა მარტო ბავშვის პეტ-წიგნია. არც მე წარმოვადგენდი გამონაკლისს და მეტიც, მისი მთავარი გმირი, მორის ჯერალდი ჩემი "ოცნების პრინცი" იყო კარგა ხანს :]] (ნუ, მერე გადავირჩიე :]])

  ერთ მეტ-ნაკლებად მშვენიერ დღეს პაპას*  მე და ჩემი ძმა სახლში მივყავდით თავისი მანქანით. არ ვიცი ბედი,ბედისწერა თუ  უბრალო დამთხვევა იყო ეს, მაგრამ სპორტსიახლენიდან (სპორტული ჯურნალი,რომელიც რამოდენიმე თვის დაარსებული გახლდათ) ამოღებული პლაკატები მედო მუხლებზე და ვათვალიერებდი. შევნიშნე,რომ ერთ მეტად სიმპატიურ ფეხბურთელს გვარი ძალიან მიუგავდა ჩემი "ოცნების პრინცის"გვარს და აი,სწორედ მაშინ  "ვუღალატე" მოსისს :]]..

  შემდეგ იყო ზაფხული და კორეა-იაპონიის მუნდიალი,რომელსაც მე იძულებით ვუყურე და ახლავე ვიტყვი,რატომ.მაშინ შევარდნაძის დრო იყო და არც შუქი იყო, არც რაიმე სხვა,რაც ადამიანს ელემენტარულად ჭირდება.მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატი იყო ფეხბურთში და შუქი თამაშებზე მოდიოდა ხოლმე. ჰოდა, მთელი უბანი ჩემს სახლში უყურებდა ამ მუნდიალს. თავიდან ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო. ვერ ვიგებდი,რატომ გამოდიოდა ტელევიზორში თმაგადაპარსული ტიპი,რომელიც ძალიან ჰგავდა გოგონას და რომელსაც თავზე მუნდიალის თასი (თურმე) ეხატა..

საბოლოოდ, მოვიდა ფინალიც,რომელშიც გერმანია ხვდებოდა ბრაზილიას. ეს იყო ჩემი პირველი გააზრებულად ნანახი თამაში ,რომელშიც წარმოდგენა არ მაქვს - რატომ,მაგრამ ბრაზილიისკენ ვიყავი. სავარაუდოდ, უბანს დავუპირისპირდი და იმიტომ :]] მოკლედ, პენტაკამპეონი გახდა იმ წელს ბრაზილია.

..მაშინ ვიყავი 12 წლის..

იმავე ზაფხულს დაიწყო "ლივერპული"-სა და ჩემი საერთო ისტორია.პირველად რომ ვიხილე სტივი ჯი მოედანზე, არც კი ვიცი,როგორ აღვწერო, ეს საოცარი შეგრძნება იყო - თითქოს "ლაივში" ვხედავდი. სუნთქვა შემეკრა და ასე ვიყავი მგონი მთელი ტაიმი =]] სამწუხაროდ, დეტალურად მეტი არ მახსოვს ამ თამაშზე :((.

გავიდა წლები.. მე უკვე დიდი გოგო ვიყავი,15 წლის და ვიღაც-ვიღაცების აზრით, ლივერპული და სტივი ჯი უნდა დამევიწყებინა. ამაზე სერიოზული პრობლემები მხვდებოდა და დღესაც მხვდება,სამწუხაროდ. თუმცა, მე რომ მიყვარს, ბოლომდე მიყვარს და ეს შეუცვლელია!!  მერე ლივერპულის სიყვარულის გაღმავება ჩემმა პირველმა და ჯერ-ჯერობით ბოლო სიყვარულმა გამოიწვია. გიო რომ არა, შეიძლებოდა დღეს ლივერპულის რიგითი გულშემატკივარი ვყოფილიყავი და არა ის, ვინც ახლა ვარ!..

ლივერპულის თამაშების წინ საათობით ვლოცულობდი.. იმდენ ხანს,რომ ცრემლები მომდიოდა უკვე,თამაში დაწყებული მხვდებოდა და საბოლოოდ, ლივერპული ძალიან იშვიათად ასრულებდა თამაშს არასასურველი ანგარიშით. ამ დროს მე აბიტურიენტი ვიყავი და იმის მაგივრად,რომ წიგნებზე გამეთენებინა ღამეები, ლივერპულის თამაშებს არ ვტოვებდი. თუმცა, არასოდეს დამიგვიანია მასწავლებლებთან მისვლა და გაკვეთილებიც ვიცოდი.ახლა რომ ვიხსენებ,ცოტა არ იყოს, მიკვირს,რამდენ რამეს ვასწრებდი მაშინ. მოვიდა განსაკუთრებიც ცხელი ზაფხული და საბოლოოდ მე ჩავაბარე "ჭავჭავაძეში" ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე ანუ რაზეც მე მსურდა,თუმცა მხოლოდ მინიმალური გრანტით.იმ წელს სპორტსიახლენში გააკეთეს ახალი რუბრიკა "ფორუმი",სადაც თავი მოვიყარეთ ათობით კლუბის ფანებმა და ფანატებმა. მე ვარ "მაიკო ჯერარდი" ამ ფორუმიდან.არ ვარ თავმდაბალი და ვიტყვი,რომ ჩემი ყველა სმს-ი განსაკუთრებული და ორიგინალური იყო**. იმდენად,რომ მარტო ლივერპულის კი არა ჩვენი "მოსისხლე მტრების"ფანებიც კი იგებდნენ ჩემს კოორდინატებს და მეცნობოდნენ; ელოდნენ თუ  რას დავწერდი შემდეგ ფორუმზე. აღსანიშნავია,რომ ლივერპულის გულშემატკივრები ვიყავით სამაგალითოები ჩვენი ქომაგობით თუ ქცევით. ეს არ არის პირადი,სუბიექტური აზრი. ამის შესახებ წერდა თავად ფორუმის ავტორი და სხვადასხვა გრანდების ფანობაც კი.მისაბაძები ვიყავით და ის წელი განსაკუთრებული იყო ჩვენი ლივერპულისთვის (2007-2008) მიუხედავად იმისა,რომ მხოლოდ მეორე ადგილზე გავედით პრემიერლიგაში."რაღაც რომ არსებობს" ამას ადასტურებს ისიც,რომ შემდეგ წელს,როგორც კი ჩემმა ნაქებმა სკაუზერებმა სხვა ფანების შეურაცყოფა დაიწყეს(სამწუხაროდ, ბევრ მათგანს წინა წლის

წარმატებები თავში აუვარდა),აი,სწორედ მაშინ დაიწყო ლივერპულის კრიზისი თითქმის ყველა ასპარეზზე. მე დიდხანს ვთხოვდი მათ, სანამ ფორუმზე თავიანთ სმს-ებს გაგზავნიდნენ, შეეცვალათ მათი შინაარსი, მაგრამ ამაოდ..

   შემდეგ იყო ის,რომ დამღალა ამ ყველაფერმა და დავტოვე სპორტფორუმი. ძალიან მიხაროდა,როცა ვკითხულობდი,რომ "მაიკო ჯერარდს" კითხულობდნენ - რატომ აღარ იწერება,სად არისო..

   შემდეგი საფეხური უკვე www.liverpoolfc.ge ,სადაც თავად N i c k -მა დამარეგისტრირა. ისევ მაიკო ჯერარდი ვარ, რა საკვირველია. აქ გავიცანი კიდევ ბევრი "მერსისაიდელი", თუმცა იმდენი ჯერ არა, რამდენიც სპორტფორუმზე. მას მერე გავიდა 2 წელზე მეტი და აქ გაცნობილ ფანებთან მეტ-ნაკლებად მაქვს ურთიერთობა. თუმცა ვისურვებდი, ყველას და კარგად ვიცნობდე,აი,ისე, ნამდვილ ფანებს რომ შეეფერებათ!.. ყოფილა შემთხვევები,როცა მათ გამო მიტირია კიდეც.. ორი წლის მანძილზე,სამწუხაროდ,ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორჯერ ვიყავი ჩვენი საიტის გუნდის თამაშებზე.ორივეჯერ ივნისის პირველი კვირა იყო,ორივეჯერ მანიუს გუნდს ვეთამაშეთ და ორივეჯერ( უხვგოლიანი შეხვედრები) მოვიგეთ!.. არა,რა,აშკარად კარგი ფეხი მაქვს :)) ..

   ახლა ხდება ის,რომ უკვე აღარ ვარ სტუდენტი: გუშინ იყო დღე,რომელიც არასოდეს დამავიწყდება - "მანტიების ცერემონიალი" და კონცერტი - სპეციალურად ჩვენთვის, ბაკალავრებისათვის.. უბედნიერესი დღე იყო - იმდენად,რომ არ მჯერა,რომ მართლა იყო :]] დავუბრუნდები ლივერპულს და ვიტყვი რომ ლივერპულფკ-დან აღსანიშნავად საინტერესო ფანები მყავს ლევან ტყაბლაძე, გიორგი ნოზაძე,ნიკა ბედელაძე,სალომე საგინაშვილი. ფეისბუქიდან დავმეგობრდით მე და ბექა დოგრაშვილი,რომელსაც იმდენად უყვარს ლივერპული,რომ არ შეუშინდა კონკურენციას,სხვადასხვა აზრებს ფანებში და გააკეთა საკუთარი საიტი www.geoscouser.co.nr  საიტი,რომელიც ყოველთვის აქტიურია. მან ამ საიტზე განათავსა ჩემი ერთ-ერთი ლექსი ლივერპულზე და ვამაყობ ამით!.. ბექა დღეს იუბილარია და საუკეთესო სურვილებით ვულოცავ; ვუსურვებ, ლივერპულმა ბევრჯერ გაახაროს მისთვის ჩვეული წარმატებებით!!

ეს არ არის მხოლოდ ჩემი და ლივერპულის ურთიერთობა. კიდევ ბევრია მოსათხრობი და  ამიტომ

გაგრძელება იქნება..

p.s. შემდეგ ნაწილი იქნება ჯეოსკაუზერებთან მეგობრობასა და ურთიერთობებზე და სხვა. ასევე, უნდა ვაღიარო,რომ ამ ყველაფრის დაწერა "შთამაგონა" თუ სწორად მახსოვს, ლევანიკოს შენიშვნამ -რამდენი ლივეს ფანი მეგობარი გყოლიაო, არ აქტიურობო, შენზე ბევრი არაფერი არ ვიცითო და ა.შ. ჰოდა, ლევან, ახლა გამიცნობთ.

რაც მთავარია, მე თქვენ ყველანი მიყვარხართ - სწორედ ლივერპულის გამო!..


* - პაპა აღარ მყავს, დღეს მე - 40 დღე იყო.. [ეს - ჩემთვის]

** - ჩემს ამონარიდებს იხილავთ შემდეგ ნაწილებში..


ავტორი: მაიკო შაღაშვილი (maiko_gerrard)

              26 ივნისი, 2011 წ.



კატეგორია: "ჩემი წითელი ისტორია" | დაამატა: GeoScouser (22.07.2011)
ნანახია: 1215 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
4 torres-liverpool  
0
maiko-gerrard- bravo meti ra gitxra martlac didi gulshematkivari xar liverpulis ... da shesanishnavi 1-li nawili gamogivida..bravo.

3 FAnLiverpool  
0
ukve agar var ucnobi Zaliko cercvadze me var :)))

2 maiko_gerrard  
0
gmadlobt,mister ucnobo :)

1 FAnLiverpool  
0
უბრალოდ ბრავო რა :*:* ახალი ვარ და ეხლა დავიწყე კითხვა და ძაან მომწონს შენი ფანი გავხდი ნუ ლივეს მერე :*:*

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
მატჩები [55]
პრევიუ [24]
"ჩემი წითელი ისტორია" [7]
maiko_gerrard იგივე მაიკო შაღაშვილი, რომელიც ჩვენი საიტის მომხმარებელია, "ლივერპულის" ქართველი ფანებიდან ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფანია. ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც მის ჩანაწერებს წაიკითხავთ.
ფეხბურთელები [14]
"ლივეპულის" ფეხბურთელები
"მერსესაიდელი ირლანდიელები" [5]
ლევან აბესაძის (lenny) მოთხრობათა კრებულია, რომელშიც მთავარი გმირი პატრიკ ორბელი ირლანდიიდან მერსისაიდში გადმოსახლებული ბიჭია, რომელსაც "ლივერპულის" ფანებთან ერთად მრავალი ისტორია გადახდება თავს.
2011-2012 სეზონის მატჩები [1]
ჩათი
02:10



..არ მახსოვს,ზუსტად როდის შემეყარა ლივერპულის უკურნებელი სენი :]]..

ტომას მაინ რიდი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალი გახლავთ. იმ დროისათვის კი, შესაძლოა, ერთადერთიც იყო :). მისი "უთავო მხედარი" ყველა ბავშვის და არა მარტო ბავშვის პეტ-წიგნია. არც მე წარმოვადგენდი გამონაკლისს და მეტიც, მისი მთავარი გმირი, მორის ჯერალდი ჩემი "ოცნების პრინცი" იყო კარგა ხანს :]] (ნუ, მერე გადავირჩიე :]])

  ერთ მეტ-ნაკლებად მშვენიერ დღეს პაპას*  მე და ჩემი ძმა სახლში მივყავდით თავისი მანქანით. არ ვიცი ბედი,ბედისწერა თუ  უბრალო დამთხვევა იყო ეს, მაგრამ სპორტსიახლენიდან (სპორტული ჯურნალი,რომელიც რამოდენიმე თვის დაარსებული გახლდათ) ამოღებული პლაკატები მედო მუხლებზე და ვათვალიერებდი. შევნიშნე,რომ ერთ მეტად სიმპატიურ ფეხბურთელს გვარი ძალიან მიუგავდა ჩემი "ოცნების პრინცის"გვარს და აი,სწორედ მაშინ  "ვუღალატე" მოსისს :]]..

  შემდეგ იყო ზაფხული და კორეა-იაპონიის მუნდიალი,რომელსაც მე იძულებით ვუყურე და ახლავე ვიტყვი,რატომ.მაშინ შევარდნაძის დრო იყო და არც შუქი იყო, არც რაიმე სხვა,რაც ადამიანს ელემენტარულად ჭირდება.მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატი იყო ფეხბურთში და შუქი თამაშებზე მოდიოდა ხოლმე. ჰოდა, მთელი უბანი ჩემს სახლში უყურებდა ამ მუნდიალს. თავიდან ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო. ვერ ვიგებდი,რატომ გამოდიოდა ტელევიზორში თმაგადაპარსული ტიპი,რომელიც ძალიან ჰგავდა გოგონას და რომელსაც თავზე მუნდიალის თასი (თურმე) ეხატა..

საბოლოოდ, მოვიდა ფინალიც,რომელშიც გერმანია ხვდებოდა ბრაზილიას. ეს იყო ჩემი პირველი გააზრებულად ნანახი თამაში ,რომელშიც წარმოდგენა არ მაქვს - რატომ,მაგრამ ბრაზილიისკენ ვიყავი. სავარაუდოდ, უბანს დავუპირისპირდი და იმიტომ :]] მოკლედ, პენტაკამპეონი გახდა იმ წელს ბრაზილია.

..მაშინ ვიყავი 12 წლის..

იმავე ზაფხულს დაიწყო "ლივერპული"-სა და ჩემი საერთო ისტორია.პირველად რომ ვიხილე სტივი ჯი მოედანზე, არც კი ვიცი,როგორ აღვწერო, ეს საოცარი შეგრძნება იყო - თითქოს "ლაივში" ვხედავდი. სუნთქვა შემეკრა და ასე ვიყავი მგონი მთელი ტაიმი =]] სამწუხაროდ, დეტალურად მეტი არ მახსოვს ამ თამაშზე :((.

გავიდა წლები.. მე უკვე დიდი გოგო ვიყავი,15 წლის და ვიღაც-ვიღაცების აზრით, ლივერპული და სტივი ჯი უნდა დამევიწყებინა. ამაზე სერიოზული პრობლემები მხვდებოდა და დღესაც მხვდება,სამწუხაროდ. თუმცა, მე რომ მიყვარს, ბოლომდე მიყვარს და ეს შეუცვლელია!!  მერე ლივერპულის სიყვარულის გაღმავება ჩემმა პირველმა და ჯერ-ჯერობით ბოლო სიყვარულმა გამოიწვია. გიო რომ არა, შეიძლებოდა დღეს ლივერპულის რიგითი გულშემატკივარი ვყოფილიყავი და არა ის, ვინც ახლა ვარ!..

ლივერპულის თამაშების წინ საათობით ვლოცულობდი.. იმდენ ხანს,რომ ცრემლები მომდიოდა უკვე,თამაში დაწყებული მხვდებოდა და საბოლოოდ, ლივერპული ძალიან იშვიათად ასრულებდა თამაშს არასასურველი ანგარიშით. ამ დროს მე აბიტურიენტი ვიყავი და იმის მაგივრად,რომ წიგნებზე გამეთენებინა ღამეები, ლივერპულის თამაშებს არ ვტოვებდი. თუმცა, არასოდეს დამიგვიანია მასწავლებლებთან მისვლა და გაკვეთილებიც ვიცოდი.ახლა რომ ვიხსენებ,ცოტა არ იყოს, მიკვირს,რამდენ რამეს ვასწრებდი მაშინ. მოვიდა განსაკუთრებიც ცხელი ზაფხული და საბოლოოდ მე ჩავაბარე "ჭავჭავაძეში" ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე ანუ რაზეც მე მსურდა,თუმცა მხოლოდ მინიმალური გრანტით.იმ წელს სპორტსიახლენში გააკეთეს ახალი რუბრიკა "ფორუმი",სადაც თავი მოვიყარეთ ათობით კლუბის ფანებმა და ფანატებმა. მე ვარ "მაიკო ჯერარდი" ამ ფორუმიდან.არ ვარ თავმდაბალი და ვიტყვი,რომ ჩემი ყველა სმს-ი განსაკუთრებული და ორიგინალური იყო**. იმდენად,რომ მარტო ლივერპულის კი არა ჩვენი "მოსისხლე მტრების"ფანებიც კი იგებდნენ ჩემს კოორდინატებს და მეცნობოდნენ; ელოდნენ თუ  რას დავწერდი შემდეგ ფორუმზე. აღსანიშნავია,რომ ლივერპულის გულშემატკივრები ვიყავით სამაგალითოები ჩვენი ქომაგობით თუ ქცევით. ეს არ არის პირადი,სუბიექტური აზრი. ამის შესახებ წერდა თავად ფორუმის ავტორი და სხვადასხვა გრანდების ფანობაც კი.მისაბაძები ვიყავით და ის წელი განსაკუთრებული იყო ჩვენი ლივერპულისთვის (2007-2008) მიუხედავად იმისა,რომ მხოლოდ მეორე ადგილზე გავედით პრემიერლიგაში."რაღაც რომ არსებობს" ამას ადასტურებს ისიც,რომ შემდეგ წელს,როგორც კი ჩემმა ნაქებმა სკაუზერებმა სხვა ფანების შეურაცყოფა დაიწყეს(სამწუხაროდ, ბევრ მათგანს წინა წლის

წარმატებები თავში აუვარდა),აი,სწორედ მაშინ დაიწყო ლივერპულის კრიზისი თითქმის ყველა ასპარეზზე. მე დიდხანს ვთხოვდი მათ, სანამ ფორუმზე თავიანთ სმს-ებს გაგზავნიდნენ, შეეცვალათ მათი შინაარსი, მაგრამ ამაოდ..

   შემდეგ იყო ის,რომ დამღალა ამ ყველაფერმა და დავტოვე სპორტფორუმი. ძალიან მიხაროდა,როცა ვკითხულობდი,რომ "მაიკო ჯერარდს" კითხულობდნენ - რატომ აღარ იწერება,სად არისო..

   შემდეგი საფეხური უკვე www.liverpoolfc.ge ,სადაც თავად N i c k -მა დამარეგისტრირა. ისევ მაიკო ჯერარდი ვარ, რა საკვირველია. აქ გავიცანი კიდევ ბევრი "მერსისაიდელი", თუმცა იმდენი ჯერ არა, რამდენიც სპორტფორუმზე. მას მერე გავიდა 2 წელზე მეტი და აქ გაცნობილ ფანებთან მეტ-ნაკლებად მაქვს ურთიერთობა. თუმცა ვისურვებდი, ყველას და კარგად ვიცნობდე,აი,ისე, ნამდვილ ფანებს რომ შეეფერებათ!.. ყოფილა შემთხვევები,როცა მათ გამო მიტირია კიდეც.. ორი წლის მანძილზე,სამწუხაროდ,ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორჯერ ვიყავი ჩვენი საიტის გუნდის თამაშებზე.ორივეჯერ ივნისის პირველი კვირა იყო,ორივეჯერ მანიუს გუნდს ვეთამაშეთ და ორივეჯერ( უხვგოლიანი შეხვედრები) მოვიგეთ!.. არა,რა,აშკარად კარგი ფეხი მაქვს :)) ..

   ახლა ხდება ის,რომ უკვე აღარ ვარ სტუდენტი: გუშინ იყო დღე,რომელიც არასოდეს დამავიწყდება - "მანტიების ცერემონიალი" და კონცერტი - სპეციალურად ჩვენთვის, ბაკალავრებისათვის.. უბედნიერესი დღე იყო - იმდენად,რომ არ მჯერა,რომ მართლა იყო :]] დავუბრუნდები ლივერპულს და ვიტყვი რომ ლივერპულფკ-დან აღსანიშნავად საინტერესო ფანები მყავს ლევან ტყაბლაძე, გიორგი ნოზაძე,ნიკა ბედელაძე,სალომე საგინაშვილი. ფეისბუქიდან დავმეგობრდით მე და ბექა დოგრაშვილი,რომელსაც იმდენად უყვარს ლივერპული,რომ არ შეუშინდა კონკურენციას,სხვადასხვა აზრებს ფანებში და გააკეთა საკუთარი საიტი www.geoscouser.co.nr  საიტი,რომელიც ყოველთვის აქტიურია. მან ამ საიტზე განათავსა ჩემი ერთ-ერთი ლექსი ლივერპულზე და ვამაყობ ამით!.. ბექა დღეს იუბილარია და საუკეთესო სურვილებით ვულოცავ; ვუსურვებ, ლივერპულმა ბევრჯერ გაახაროს მისთვის ჩვეული წარმატებებით!!

ეს არ არის მხოლოდ ჩემი და ლივერპულის ურთიერთობა. კიდევ ბევრია მოსათხრობი და  ამიტომ

გაგრძელება იქნება..

p.s. შემდეგ ნაწილი იქნება ჯეოსკაუზერებთან მეგობრობასა და ურთიერთობებზე და სხვა. ასევე, უნდა ვაღიარო,რომ ამ ყველაფრის დაწერა "შთამაგონა" თუ სწორად მახსოვს, ლევანიკოს შენიშვნამ -რამდენი ლივეს ფანი მეგობარი გყოლიაო, არ აქტიურობო, შენზე ბევრი არაფერი არ ვიცითო და ა.შ. ჰოდა, ლევან, ახლა გამიცნობთ.

რაც მთავარია, მე თქვენ ყველანი მიყვარხართ - სწორედ ლივერპულის გამო!..


* - პაპა აღარ მყავს, დღეს მე - 40 დღე იყო.. [ეს - ჩემთვის]

** - ჩემს ამონარიდებს იხილავთ შემდეგ ნაწილებში..


ავტორი: მაიკო შაღაშვილი (maiko_gerrard)

              26 ივნისი, 2011 წ.



მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2725
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2720
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2465
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2066
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 2026
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.