ორშაბათს ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურის ბოლოსწინა მატჩში "ფულემი" "ლივერპულს" მიიღებს. "წითლებს" ტრავმირებული ჰყავს: კელი, ჯერარდი და აგერი.
"ლივერპულისა და "ფულემის" მონაწილეობით წინა მატჩი 2011 წლის 26 იანვარს "ენფილდზე" გაიმართა და "წითლებმა" ანგარიშით 1:0 გაიმარჯვეს. მერსისაიდულ გუნდს 2007 წლიდან მოყოლებული "ფულემისგან" გოლი არ ჰქონდა გაშვებული, ერთი შეხვედრის გარდა - 2010 წლის 30 ოქტომბერს "ფულემმა" არა მხოლოდ გახსნა ანგარიში, არამედ ფერნანდო ტორესის გამთანაბრებელ დარტყმას კიდევ ორი გოლით უპასუხა. ყველაფერთან ერთად მოედნიდან გააძევეს ფილიპ დეგენი და ჯეიმი კარაგერიც. ალბათ ამის შემდეგ მიხვდა ჰიკსი-ჯილეტის დუეტი, რომ საუკეთესო მწვრთთნელი არის როი ჰოჯსონი, საუკეთესო მცველი - პოლ კონჩესკი და ამიტომ გადმოიბირა ისინი "წითლებში".
მიმდინარე სეზონში "ფულემმა" 10-ჯერ გაიმარჯვა, 15-ჯერ ფრედ ითამაშა, ხოლო დამარცხდა 10 შეხვედრაში. ამ დროისთვის 45 ქულით მე-9 ადგილზეა და "ლივერპულს" 10 ქულით ჩამორჩება.
"ფულემის" უკანასკნელი მატჩების შედეგები:
19.03.2011 წ. - "ევერტონი" - "ფულემი" 2:1 03.04.2011 წ. - "ფულემი" - "ბლექპული" 3:0 09.04.2011 წ. - "მანჩესტერ იუნაიტედი" - ""ფულემი" 2:0 23.04.2011 წ. - "ვულვერჰემპტონი" - "ფულემი" 1:1 27.04.2011 წ. - "ფულემი" - "ბოლტონი" 3:0 30.04.2011 წ. - "სანდერლენდი" - "ფულემი"0:3 სავარაუდო შემადგენლობები:
"ლივერპული": (4-2-3-1)
პეპე რეინა ჯონ ფლანაგანი, ჯეიმი კარაგერი, მარტინ შკრტელი, გლენ ჯონსონი ლუკას ლეივა, ჯეი სპირინგი დირკ კიუიტი, რაულ მეირელეში, მაქსი როდრიგესი ლუის სუარესი
"ფულემი" (4-3-3)
მარკ შვარცერი კარლოს სალსიდო, აარონ ჰიუზი, კრის ბეირდი, ფილიპ სენდეროსი დენი მერფი, სტივ სიდუელი, სეიმონ დევისი გაელ კაკუტა, ბობი ზამორა, ეიდურ გუდიონსენი
შეხვედრას განსჯის ლი მეისონი - არბიტრი ბოლტონიდან. ამ სეზონში 21 მატჩი იმსაჯა, აჩვენა 89 ყვითელი ბარათი და ერთხელაც მეორე ყვითელი ბარათი წითლად აქცია. მოედნიდან "ვესტ ბრომვიჩელი" იუსუფ მულუმბუ გააძევა. ამავე შეხვედრის მეორე ტაიმის დასაწყისში მოედანი "ევერტონელ" მიკაელ არტეტას დაატოვებნა. ორი მატჩით ადრე კი "ვულვერჰემპტონის" მოთამაშე კარლ ჰენრი მე-11 წუთიდანვე გაუშვა "დასასვენებლად".
"ლივერპულთან" მეისონს 1-ხელ აქვს ნამსაჯი: 11.12.2010 წ. - "ნიუკასლ იუნაიტედი" - "ლივერპული" 3:1
მატჩი 9 მაისს თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება.
maiko_gerrard იგივე მაიკო შაღაშვილი, რომელიც ჩვენი საიტის მომხმარებელია, "ლივერპულის" ქართველი ფანებიდან ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფანია. ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც მის ჩანაწერებს წაიკითხავთ.
ლევან აბესაძის (lenny) მოთხრობათა კრებულია, რომელშიც მთავარი გმირი პატრიკ ორბელი ირლანდიიდან მერსისაიდში გადმოსახლებული ბიჭია, რომელსაც "ლივერპულის" ფანებთან ერთად მრავალი ისტორია გადახდება თავს.