კვირა, 19.05.2024, 22:10     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » პრევიუ

პრევიუ: "ლივერპული" vs "სუონსი სიტი"
დღეს ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურში "ლივერპული" "სუონსი სიტის" მასპინძლობს.

მიმდინარე სეზონში "ლივერპულმა" შინ უკვე 5 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 3 ფრედ დასრულდა. კენი დალგლიშის გუნდი ვალდებულია პრემიერლიგის დებიუტანტი დაამარცხოს იმისთვის, რომ ტოპ ოთხეულის ადგილისთვის ბრძოლაში დაწინაურდეს.

დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს სტივენ ჯერარდი, კითხვის ნიშნის ქვეშაა ჯეიმი კარაგერის თამაშიც.

მიმდინარე სეზონში "სუონსიმ" 10 შეხვედრიდან 4 წააგო, 3 ფრედ ითამაშა და ამდენჯერვე გაიმარჯვა. გუნდი სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს.

"ლივერპულს" "სუონსისთან" სულ 10 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. აქედან 6 შეხვედრა მერსისაიდელთა გამარჯვებით დასრულდა, 2-ჯერ "გედებმა" იმარჯვეს, ამდენჯერვე გუნდები ფრეზე გაიყარნენ. აღნიშნულ გუნდებს შორის შეხვედრებში სულ გასულია 31 გოლი: 25-ჯერ "წითლებმა" გაიტანეს, 5-ჯერ კი "სუონსის" ფეხბურთელებმა. 19 გოლი სხვაობა საკმაოდ დიდია. "ენფილდროუდელებმა" "გედებთან" ყველაზე დიდი ანგარიშით 1990 წლის 9 იანვარს მოიგეს, როცა მატჩის საფინალო სასტვენმა ანგარიში 8:0 დააფიქსირა. ეს შეხვედრა ინგლისის თასის 1989/1990 წლების სეზონის გათამაშების რანგში გაიმართა.

მიმდინარე სეზონში "სუონსის" მატჩების შედეგები:
15.08.2011 წ. - "მანჩესტერ სიტი" - "სუონსი სიტი" - 4:0
20.08.2011 წ. - "სუონსი სიტი" - "უიგან ატლეტიკი" - 0:0
27.08.2011 წ. - "სუონსი სიტი" - "სანდერლენდი" - 0:0
10.09.2011 წ. - "არსენალი" - "სუონსი სიტი" - 1:0
17.09.2011 წ. - "სუონსი სიტი" - "ვესტ ბრომვიჩ ალბიონი" - 3:0
24.09.2011 წ. - "ჩელსი" - "სუონსი სიტი" - 4:1
02.10.2011 წ. - "სუონსი სიტი" - "სტოკ სიტი" - 2:0
15.10.2011 წ. - "ნორვიჩ სიტი" - "სუონსი სიტი" - 3:1
22.10.2011 წ. - "ვულვერჰემპტონი" - "სუონსი სიტი" - 2:2
29.10.2011 წ. - "სუონსი სიტი" - "ბოლტონი" - 3:1

გუნდების განაცხადი:

"ლივერპული": რეინა, ჯონსონი, კარაგერი, შკრტელი, აგერი, ენრიკე, ჰენდერსონი, ადამი, ლუკასი, დაუნინგი, სუარესი, ქეროლი, დონი, კელი, ფლანაგანი, კოატესი, რობინსონი, სპირინგი, კიუიტი, როდრიგესი, ბელამი.

"სუონსი": ვორმი, უილიამსი, ტეილორი, ბრიტონი, ორლანდი, გრეჰემი, სინკლერი, დაიერი, რუთლიჯი, მონქი, ლიტა, მური, ბესონი, რანჰელი, ალენი, ტრემელი, აგუსტინი, გაუერი, რიჩარდსი, მორასი.

მატჩს განსჯის არბიტრი ფილ დაუდი.

აღნიშნულმა რეფერიმ "ლივერპულს" სეზონის გახსნით მატჩში "სანდერლენდის" წინააღმდეგ შეხვედრაში უმსაჯა. მაშინ დაუდმა ყვითელი ბარათი 8-ჯერ გამოიყენა და ერთხელაც "სანდერლენდის" კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა.

მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.



კატეგორია: პრევიუ | დაამატა: GeoScouser (05.11.2011)
ნანახია: 788 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
მატჩები [55]
პრევიუ [24]
"ჩემი წითელი ისტორია" [7]
maiko_gerrard იგივე მაიკო შაღაშვილი, რომელიც ჩვენი საიტის მომხმარებელია, "ლივერპულის" ქართველი ფანებიდან ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფანია. ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც მის ჩანაწერებს წაიკითხავთ.
ფეხბურთელები [14]
"ლივეპულის" ფეხბურთელები
"მერსესაიდელი ირლანდიელები" [5]
ლევან აბესაძის (lenny) მოთხრობათა კრებულია, რომელშიც მთავარი გმირი პატრიკ ორბელი ირლანდიიდან მერსისაიდში გადმოსახლებული ბიჭია, რომელსაც "ლივერპულის" ფანებთან ერთად მრავალი ისტორია გადახდება თავს.
2011-2012 სეზონის მატჩები [1]
ჩათი
22:10
დღეს ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურში "ლივერპული" "სუონსი სიტის" მასპინძლობს.

მიმდინარე სეზონში "ლივერპულმა" შინ უკვე 5 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 3 ფრედ დასრულდა. კენი დალგლიშის გუნდი ვალდებულია პრემიერლიგის დებიუტანტი დაამარცხოს იმისთვის, რომ ტოპ ოთხეულის ადგილისთვის ბრძოლაში დაწინაურდეს.

დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს სტივენ ჯერარდი, კითხვის ნიშნის ქვეშაა ჯეიმი კარაგერის თამაშიც.

მიმდინარე სეზონში "სუონსიმ" 10 შეხვედრიდან 4 წააგო, 3 ფრედ ითამაშა და ამდენჯერვე გაიმარჯვა. გუნდი სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს.

"ლივერპულს" "სუონსისთან" სულ 10 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. აქედან 6 შეხვედრა მერსისაიდელთა გამარჯვებით დასრულდა, 2-ჯერ "გედებმა" იმარჯვეს, ამდენჯერვე გუნდები ფრეზე გაიყარნენ. აღნიშნულ გუნდებს შორის შეხვედრებში სულ გასულია 31 გოლი: 25-ჯერ "წითლებმა" გაიტანეს, 5-ჯერ კი "სუონსის" ფეხბურთელებმა. 19 გოლი სხვაობა საკმაოდ დიდია. "ენფილდროუდელებმა" "გედებთან" ყველაზე დიდი ანგარიშით 1990 წლის 9 იანვარს მოიგეს, როცა მატჩის საფინალო სასტვენმა ანგარიში 8:0 დააფიქსირა. ეს შეხვედრა ინგლისის თასის 1989/1990 წლების სეზონის გათამაშების რანგში გაიმართა.

მიმდინარე სეზონში "სუონსის" მატჩების შედეგები:
15.08.2011 წ. - "მანჩესტერ სიტი" - "სუონსი სიტი" - 4:0
20.08.2011 წ. - "სუონსი სიტი" - "უიგან ატლეტიკი" - 0:0
27.08.2011 წ. - "სუონსი სიტი" - "სანდერლენდი" - 0:0
10.09.2011 წ. - "არსენალი" - "სუონსი სიტი" - 1:0
17.09.2011 წ. - "სუონსი სიტი" - "ვესტ ბრომვიჩ ალბიონი" - 3:0
24.09.2011 წ. - "ჩელსი" - "სუონსი სიტი" - 4:1
02.10.2011 წ. - "სუონსი სიტი" - "სტოკ სიტი" - 2:0
15.10.2011 წ. - "ნორვიჩ სიტი" - "სუონსი სიტი" - 3:1
22.10.2011 წ. - "ვულვერჰემპტონი" - "სუონსი სიტი" - 2:2
29.10.2011 წ. - "სუონსი სიტი" - "ბოლტონი" - 3:1

გუნდების განაცხადი:

"ლივერპული": რეინა, ჯონსონი, კარაგერი, შკრტელი, აგერი, ენრიკე, ჰენდერსონი, ადამი, ლუკასი, დაუნინგი, სუარესი, ქეროლი, დონი, კელი, ფლანაგანი, კოატესი, რობინსონი, სპირინგი, კიუიტი, როდრიგესი, ბელამი.

"სუონსი": ვორმი, უილიამსი, ტეილორი, ბრიტონი, ორლანდი, გრეჰემი, სინკლერი, დაიერი, რუთლიჯი, მონქი, ლიტა, მური, ბესონი, რანჰელი, ალენი, ტრემელი, აგუსტინი, გაუერი, რიჩარდსი, მორასი.

მატჩს განსჯის არბიტრი ფილ დაუდი.

აღნიშნულმა რეფერიმ "ლივერპულს" სეზონის გახსნით მატჩში "სანდერლენდის" წინააღმდეგ შეხვედრაში უმსაჯა. მაშინ დაუდმა ყვითელი ბარათი 8-ჯერ გამოიყენა და ერთხელაც "სანდერლენდის" კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა.

მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.



მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2725
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2720
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2465
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2066
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 2026
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.