კვირა, 19.05.2024, 21:22     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » პრევიუ

პრევიუ: "ლივერპული"-"ტოტენჰემი"


დღეს, ინგლისის პრემიერლიგის XXIV ტურში "ლივერპული" "ტოტენჰემ ჰოთსბურს" მასპინძლობს.

გუნდებს ერთმანეთში აქამდე 160 შეხვედრა უთამაშიათ. იმის მიუხედავად, რომ "დეზებმა” მეტოქესთან დაპირისპირების ისტორიის პირველი ფურცლები ლამაზი ასოებით დაწერეს (3:0, 6:0), საერთო ჯამში უპირატესობას მაინც მერსისაიდელები ფლობენ. 48 წაგების წილ "წითლების” ანგარიშზე 73 მოგებაა.

საინტერესოა, რომ გუნდებს ერთმანეთში 135 ოფიციალური მატჩი აქვთ გამართული და თანაც ყველა უმაღლესი ლიგის ეგიდით. იქნებოდა ეს პრემიერლიგამდე და ლიგის დაარსების შემდეგ. "ენფილდზე” "ტოტენჰემის” დაპირისპირებებს წარმატებულს ვერაფრით დავარქმევთ. ასე წარმოიდგინეთ, 1912-დან ვიდრე 1985-მდე მათ ლივერპულში ერთი მოგებაც არ ჰქონდათ. მას მერე კი ლონდონელთა ანგარიშზე 19 წაგება და 3 მოგებაა.

თუმცა ახლა ისტორია და სტატისტიკა აღარავის ახსოვს. გასული წლის 18 სექტემბერს "უაით ჰარტ ლეინზე” "ლივერპული” ძალიან მტკივნეულად დაეცა - 4:0. ოფიციალურ შეხვედრებში ამაზე მწარე მარცხი მათ არც არასოდეს უწვნევიათ. მხოლოდ ერთხელ, შორეულ 1935 წელს წააგეს ასეთივე სხვაობით - 5:1.

ბუნებრივია, რომ კენი დალგლიშის გუნდი სამაგიეროს გადასახდელად ემზადება. სრულფასოვანი რევანშის წინდაწინ დაგეგმვა ნამეტანი იქნებოდა და ეს ყველას ესმის. ვფიქრობთ, რომ "მეფე კენი” და მისი ბიჭები მინიმალურ მოგებასაც დაჰყაბულდებიან.

"ლივერპულს" უბრუნდება კაპიტანი სტივენ ჯერარდი, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდა. გარდა ამისა, რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია ამოეწურა ლუის სუარესს და დღეს მოედანზე ურუგველი ფორვარდიც უნდა ვიხილოთ. თავის მხრივ, უფრო მდიდარია ჩრდილოლონდონელთა ლაზარეთი - "დეზებს" გალასი, ჰადლსტოუნი, ლენონი და დეფო ჰყავთ ტრავმირებული.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "ტოტენჰემის" ამერიკელი კიპერი ბრედ ფრიდელი 1997 წლიდან 2000 წლამდე მერსისაიდული გუნდის ღირსებას იცავდა და ამ ხნის განმავლობაში 31 მატჩი ჩაატარა. შესაძლოა, ლუის საჰას დებიუტიც დღეს შედგეს, ფრანგი თავდამხმელი აქამდე "ევერტონის" ღირსებას იცავდა.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ლივერპული": რეინა, ჯონსონი, შკრტელი, აგერი, ენრიკე, ჯერარდი, სპირინგი, ადამი, სუარესი, ბელამი, ქეროლი.
"ტოტენჰემი": ფრიდელი, უოლკერი, ქაბული, კინგი, ასუ-ეკოტო, კრანჩარი, პარკერი, მოდრიჩი, ლივერმორი, ბეილი, ადებაიორი.

შეხვედრას მოემსახურება მსაჯი მაიკლ ოლივერი.
მატჩის პირდაპირ ტრანსლირებას GMG ფეხბურთი შემოგთავაზებთ.

კატეგორია: პრევიუ | დაამატა: GeoScouser (06.02.2012)
ნანახია: 787 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
მატჩები [55]
პრევიუ [24]
"ჩემი წითელი ისტორია" [7]
maiko_gerrard იგივე მაიკო შაღაშვილი, რომელიც ჩვენი საიტის მომხმარებელია, "ლივერპულის" ქართველი ფანებიდან ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფანია. ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც მის ჩანაწერებს წაიკითხავთ.
ფეხბურთელები [14]
"ლივეპულის" ფეხბურთელები
"მერსესაიდელი ირლანდიელები" [5]
ლევან აბესაძის (lenny) მოთხრობათა კრებულია, რომელშიც მთავარი გმირი პატრიკ ორბელი ირლანდიიდან მერსისაიდში გადმოსახლებული ბიჭია, რომელსაც "ლივერპულის" ფანებთან ერთად მრავალი ისტორია გადახდება თავს.
2011-2012 სეზონის მატჩები [1]
ჩათი
21:22


დღეს, ინგლისის პრემიერლიგის XXIV ტურში "ლივერპული" "ტოტენჰემ ჰოთსბურს" მასპინძლობს.

გუნდებს ერთმანეთში აქამდე 160 შეხვედრა უთამაშიათ. იმის მიუხედავად, რომ "დეზებმა” მეტოქესთან დაპირისპირების ისტორიის პირველი ფურცლები ლამაზი ასოებით დაწერეს (3:0, 6:0), საერთო ჯამში უპირატესობას მაინც მერსისაიდელები ფლობენ. 48 წაგების წილ "წითლების” ანგარიშზე 73 მოგებაა.

საინტერესოა, რომ გუნდებს ერთმანეთში 135 ოფიციალური მატჩი აქვთ გამართული და თანაც ყველა უმაღლესი ლიგის ეგიდით. იქნებოდა ეს პრემიერლიგამდე და ლიგის დაარსების შემდეგ. "ენფილდზე” "ტოტენჰემის” დაპირისპირებებს წარმატებულს ვერაფრით დავარქმევთ. ასე წარმოიდგინეთ, 1912-დან ვიდრე 1985-მდე მათ ლივერპულში ერთი მოგებაც არ ჰქონდათ. მას მერე კი ლონდონელთა ანგარიშზე 19 წაგება და 3 მოგებაა.

თუმცა ახლა ისტორია და სტატისტიკა აღარავის ახსოვს. გასული წლის 18 სექტემბერს "უაით ჰარტ ლეინზე” "ლივერპული” ძალიან მტკივნეულად დაეცა - 4:0. ოფიციალურ შეხვედრებში ამაზე მწარე მარცხი მათ არც არასოდეს უწვნევიათ. მხოლოდ ერთხელ, შორეულ 1935 წელს წააგეს ასეთივე სხვაობით - 5:1.

ბუნებრივია, რომ კენი დალგლიშის გუნდი სამაგიეროს გადასახდელად ემზადება. სრულფასოვანი რევანშის წინდაწინ დაგეგმვა ნამეტანი იქნებოდა და ეს ყველას ესმის. ვფიქრობთ, რომ "მეფე კენი” და მისი ბიჭები მინიმალურ მოგებასაც დაჰყაბულდებიან.

"ლივერპულს" უბრუნდება კაპიტანი სტივენ ჯერარდი, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდა. გარდა ამისა, რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია ამოეწურა ლუის სუარესს და დღეს მოედანზე ურუგველი ფორვარდიც უნდა ვიხილოთ. თავის მხრივ, უფრო მდიდარია ჩრდილოლონდონელთა ლაზარეთი - "დეზებს" გალასი, ჰადლსტოუნი, ლენონი და დეფო ჰყავთ ტრავმირებული.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "ტოტენჰემის" ამერიკელი კიპერი ბრედ ფრიდელი 1997 წლიდან 2000 წლამდე მერსისაიდული გუნდის ღირსებას იცავდა და ამ ხნის განმავლობაში 31 მატჩი ჩაატარა. შესაძლოა, ლუის საჰას დებიუტიც დღეს შედგეს, ფრანგი თავდამხმელი აქამდე "ევერტონის" ღირსებას იცავდა.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ლივერპული": რეინა, ჯონსონი, შკრტელი, აგერი, ენრიკე, ჯერარდი, სპირინგი, ადამი, სუარესი, ბელამი, ქეროლი.
"ტოტენჰემი": ფრიდელი, უოლკერი, ქაბული, კინგი, ასუ-ეკოტო, კრანჩარი, პარკერი, მოდრიჩი, ლივერმორი, ბეილი, ადებაიორი.

შეხვედრას მოემსახურება მსაჯი მაიკლ ოლივერი.
მატჩის პირდაპირ ტრანსლირებას GMG ფეხბურთი შემოგთავაზებთ.

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2725
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2720
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2465
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2066
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 2026
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.