დღეს, ინგლისის პრემიერლიგის XXVII ტურში "ლივერპული" "ენფილდზე" ლონდონის "არსენალს" უმასპინძლებს. მიმდინარე სეზონში ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, ასე რომ მეტად პრინციპული მატჩი გველის.
მერსისაიული გუნდი დანიელ აგერს მოისაკლისებს, რომელმაც ინგლისის ლიგის თასზე ტრავმა მიიღო. მთავარი მწვრთნელი კენი დალგლიში დანიელ მცველს ჯეიმი კარაგერით ჩაანაცვლებს. კითხვის ნიშნის ქვეშ იყო სტივენ ჯერარდის თამაშიც, თუმცა სავარაუდოდ, კაპიტანი დღეს ითამაშებს. ლუკას ლეივას ტრავმა უკვე ძველი ამბავია, ბრაზილიელისთვის სეზონი უკვე დიდი ხანია დასრულებულია.
თავის მხრივ, სერიოზული პრობლემები აქვს არსენ ვენგერსაც. "მეთოფეებს" აარონ რემსი დაუშავდათ და დღეს ვერ ითამაშებს. ლონდონური კლუბის ლაზარეთში მთელი რიგი ფეხბურთელები არიან: მერტესაკერი, დიაბი, ჯენკინსონი, უილშირი, სანტოსი, ფრიმპონგი. კითხვის ნიშნის ქვეშაა რობინ ვან პერსისა და ტომას ვერმალენის თამაშიც. ამას ემატება ისიც, რომ "არსენალს" სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი ელის. ლონდონელებმა "სან სიროზე" "მილანთან" მატჩი ანგარიშით 0:4 დათმეს, თუმცა ვენგერს იმედი არ დაუკარგავს და "ემირეიტსზე" "როსონერის" განადგურებას აპირებს.
პირველ წრეში აღნიშნულ გუნდთა პირველი დაპირისპირბა ლონდონში "ლივერპულის" გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. მაშინ მერსისაიდელებმა რემსის ავტოგოლითა და სუარესის მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლებით გაიმარჯვა. (სანახავად დააჭირეთ აქ)
მიმდინარე სეზონში "ლივერპულმა" 25 მატჩიდან ათი მოიგო, ცხრა ფრედ დაასრულა, ექვსი კი წააგო. მერსისაიდული გუნდი სატურნირო ცხრილში 39 ქულით მეშვიდე ადგილს იკავებს.
"არსენალმა" 26 შეხვედრიდან 14 მატჩი გამარჯვებით დაასრულა, ოთხი ფრედ, რვაჯერ კი დამარცხდა. "მეთოფეები" 46 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებენ.
სხვათა შორის, "არსენალის" მიერ გატანილი 53 გოლიდან 23 ვან პერსის ანგარიშზეა. ჰოლანდიელი ფორვარდი ბრწყინვალე სეზონს ატარებს.
მატჩს გაუძღვება მარკ ჰალსი.
ბოლტონელმა მსაჯმა მიმდინარე სეზონში 13 მატჩი განსაჯა, სულ აჩვენა 33 ყვითელი ბარათი, მის მიერ ფეხბურთელის მოედნიდან გაძევების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დანიშნული აქვს ორი პენალტი.
მატჩი "ენფილდზე" ჩვენი დროით 16:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლირებას GMG ფეხბურთი აწარმოებს.
maiko_gerrard იგივე მაიკო შაღაშვილი, რომელიც ჩვენი საიტის მომხმარებელია, "ლივერპულის" ქართველი ფანებიდან ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფანია. ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც მის ჩანაწერებს წაიკითხავთ.
ლევან აბესაძის (lenny) მოთხრობათა კრებულია, რომელშიც მთავარი გმირი პატრიკ ორბელი ირლანდიიდან მერსისაიდში გადმოსახლებული ბიჭია, რომელსაც "ლივერპულის" ფანებთან ერთად მრავალი ისტორია გადახდება თავს.