ორშაბათი, 20.05.2024, 00:28     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » მატჩები

"ლივერპულმა" ლიგის თასი დაისაკუთრა


დღეს "უემბლის" სტადიონზე ინგლისის ლიგის თასის ფინალში "კარდიფ სიტისა" და "ლივერპულის" მატჩი გაიმართა. თქმა არ უნდა იმას, რომ ფავორიტის სტატუსს მერსისაიდული გუნდი ატარებდა, თუმცა უელსური გუნდის ღირსეულმა თამაშმა ბევრი აღფრთოვანებაში მოიყვანა.

მატჩში ანგარიში "კარდიფის" ფეხბურთელებმა გახსნეს. მე-19 წუთზე თავი მეკარესთან ერთი-ერთზე გასულმა ჯოსეფ მეისონმა გამოიჩინა 1:0.

უპირატესობას "წითლები" დაეუფლნენ, თუმცა ხან შეტევის ბოლო ფაზაში სცოდავდნენ, ხანაც უელსელები იცავდნენ თავს საიმედოდ.

პირველი ტაიმი "კარდიფმა" მოიგო 1:0.

მეორე ტაიმში "ლივერპულმა" კიდევ უფრო გაზარდა მეტოქეზე წნეხი და მე-60 წუთზე კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ შექმნილ სიტუაციაში ყველაზე კარგად მარტინ შკრტელი გაერკვა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა 1:1.

მატჩის ძირითადი დრო საყაიმო ანგარიშით დასრულდა და დაინიშნა დამატებითი ტაიმები.

მატჩის 118-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა დირკ კიუიტმა მეტოქეს ხეირიანად შეუტია, "კარდიფის" მცველებმა კი სიტუაციის განეიტრალება ვერ შეძლეს და ჰოლანდიელმა "ლივერპული" დააწინაურა 2:1.

"კარდიფს" 12 წუთი რჩებოდა მატჩის გადასარჩენად და მიუხედავად დიდი დაღლილობისა, უელსელები შეტევაში წავიდნენ და გაიტანეს კიდეც. დამატებითი ტაიმის დასრულებამდე ორი წუთით ადრე კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ "ენფილდროუდელთა" საჯარიმოში შექმნილი არეულობით ბენ ტერნერმა ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა 2:2.

თამაში ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა და დაინიშნა პენალტები.

თერთმეტმეტრიან დარტყმები კი მერსისაიდელებმა უკეთ შეასრულეს და ლიგის თასს დაუფლნენ, რაც პირველი ტიტულია, როგორც კლუბში ახალი ხელმძღვანელის, ჯონ ჰენრის მოსვლის შემდეგ ასვევე  მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებული კენი დალგლიშისთვისაც.

"ლივერპულმა" ლიგის თასი მერვედ მოიგო, აქამდე მერსისაიდელებმა ეს 1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003 წლებში მოახერხეს.


"კარდიფ სიტი"-"ლივერპული" 2:2 (პენ. 2-3)

გოლები: მეისონი 19', ტერნერი 118' - შკრტელი 60', კიუიტი 108'.
პენალტები: ჯერარდი (ჰიტონის სეივი) 0:0; მილერი (ძელი) 0:0; ადამი (ააცილა) 0:0; კოუი 1:0; კიუიტი  1:1; გისტედე (ააცილა) 1:1; დაუნინგი 2:1; უიტინჰემი 2:2; ჯონსონი 2:3; ენტონი ჯერარდი (ააცილა) 2:3.

"კარდიფ სიტი": ჰიტონი, მაკნოტონი (ბლეიკი 107'), ტეილორი, ჰადსონი (ენტონი ჯერარდი 100'), ტერნერი, უიტიჰჰემი, კოუი, გუნარსონი, მილერი, გისტედე, მეისონი (კისი 91').

"ლივერპული": რეინა, ჯონსონი, ენრიკე, აგერი (კარაგერი 87'), შკრტელი, ჯერარდი, ჰენდერსონი (ბელამი 58'), დაუნინგი, ადამი, სუარესი, ქეროლი (კიუიტი 103').

გაფრთხილება: კისი 99', ტერნერი 118' - ჰენდერსონი 53'.








კატეგორია: მატჩები | დაამატა: GeoScouser (26.02.2012)
ნანახია: 764 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
მატჩები [55]
პრევიუ [24]
"ჩემი წითელი ისტორია" [7]
maiko_gerrard იგივე მაიკო შაღაშვილი, რომელიც ჩვენი საიტის მომხმარებელია, "ლივერპულის" ქართველი ფანებიდან ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფანია. ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც მის ჩანაწერებს წაიკითხავთ.
ფეხბურთელები [14]
"ლივეპულის" ფეხბურთელები
"მერსესაიდელი ირლანდიელები" [5]
ლევან აბესაძის (lenny) მოთხრობათა კრებულია, რომელშიც მთავარი გმირი პატრიკ ორბელი ირლანდიიდან მერსისაიდში გადმოსახლებული ბიჭია, რომელსაც "ლივერპულის" ფანებთან ერთად მრავალი ისტორია გადახდება თავს.
2011-2012 სეზონის მატჩები [1]
ჩათი
00:28


დღეს "უემბლის" სტადიონზე ინგლისის ლიგის თასის ფინალში "კარდიფ სიტისა" და "ლივერპულის" მატჩი გაიმართა. თქმა არ უნდა იმას, რომ ფავორიტის სტატუსს მერსისაიდული გუნდი ატარებდა, თუმცა უელსური გუნდის ღირსეულმა თამაშმა ბევრი აღფრთოვანებაში მოიყვანა.

მატჩში ანგარიში "კარდიფის" ფეხბურთელებმა გახსნეს. მე-19 წუთზე თავი მეკარესთან ერთი-ერთზე გასულმა ჯოსეფ მეისონმა გამოიჩინა 1:0.

უპირატესობას "წითლები" დაეუფლნენ, თუმცა ხან შეტევის ბოლო ფაზაში სცოდავდნენ, ხანაც უელსელები იცავდნენ თავს საიმედოდ.

პირველი ტაიმი "კარდიფმა" მოიგო 1:0.

მეორე ტაიმში "ლივერპულმა" კიდევ უფრო გაზარდა მეტოქეზე წნეხი და მე-60 წუთზე კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ შექმნილ სიტუაციაში ყველაზე კარგად მარტინ შკრტელი გაერკვა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა 1:1.

მატჩის ძირითადი დრო საყაიმო ანგარიშით დასრულდა და დაინიშნა დამატებითი ტაიმები.

მატჩის 118-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა დირკ კიუიტმა მეტოქეს ხეირიანად შეუტია, "კარდიფის" მცველებმა კი სიტუაციის განეიტრალება ვერ შეძლეს და ჰოლანდიელმა "ლივერპული" დააწინაურა 2:1.

"კარდიფს" 12 წუთი რჩებოდა მატჩის გადასარჩენად და მიუხედავად დიდი დაღლილობისა, უელსელები შეტევაში წავიდნენ და გაიტანეს კიდეც. დამატებითი ტაიმის დასრულებამდე ორი წუთით ადრე კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ "ენფილდროუდელთა" საჯარიმოში შექმნილი არეულობით ბენ ტერნერმა ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა 2:2.

თამაში ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა და დაინიშნა პენალტები.

თერთმეტმეტრიან დარტყმები კი მერსისაიდელებმა უკეთ შეასრულეს და ლიგის თასს დაუფლნენ, რაც პირველი ტიტულია, როგორც კლუბში ახალი ხელმძღვანელის, ჯონ ჰენრის მოსვლის შემდეგ ასვევე  მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებული კენი დალგლიშისთვისაც.

"ლივერპულმა" ლიგის თასი მერვედ მოიგო, აქამდე მერსისაიდელებმა ეს 1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003 წლებში მოახერხეს.


"კარდიფ სიტი"-"ლივერპული" 2:2 (პენ. 2-3)

გოლები: მეისონი 19', ტერნერი 118' - შკრტელი 60', კიუიტი 108'.
პენალტები: ჯერარდი (ჰიტონის სეივი) 0:0; მილერი (ძელი) 0:0; ადამი (ააცილა) 0:0; კოუი 1:0; კიუიტი  1:1; გისტედე (ააცილა) 1:1; დაუნინგი 2:1; უიტინჰემი 2:2; ჯონსონი 2:3; ენტონი ჯერარდი (ააცილა) 2:3.

"კარდიფ სიტი": ჰიტონი, მაკნოტონი (ბლეიკი 107'), ტეილორი, ჰადსონი (ენტონი ჯერარდი 100'), ტერნერი, უიტიჰჰემი, კოუი, გუნარსონი, მილერი, გისტედე, მეისონი (კისი 91').

"ლივერპული": რეინა, ჯონსონი, ენრიკე, აგერი (კარაგერი 87'), შკრტელი, ჯერარდი, ჰენდერსონი (ბელამი 58'), დაუნინგი, ადამი, სუარესი, ქეროლი (კიუიტი 103').

გაფრთხილება: კისი 99', ტერნერი 118' - ჰენდერსონი 53'.








მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2725
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2720
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2465
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2066
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 2026
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.