ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის
ფინალში გამარჯვება ლონდონის "ჩელსის" დარჩა. "არისტოკრატებმა" "უემბლიზე"
გამართულ მატჩში "ლიუვერპული" ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ლონდონელებმა
სწრაფი გოლის გატანა შეძლეს. მე-11 წუთზე რამირესი ხოსეენრიკეს გასცდა,
მეტოქის საჯარიმოში შევიდა და არც თუ ისე კარგად დაარტყა, თუმცა ხოსე რეინა
შეცდა და "ლურჯები" დაწინაურდნენ. მატჩის პირველ ტაიმში ბევრი საგოლე
მომენტი არ შექმნილა და შეხვედრის ნახევარი ლონდონელთა გამარჯვებით
დასრულდა. მეორე ტაიმის დებიუტში "ჩელსიმ" უპირატესობა ორ ბურთამდე
გაზარდა. 52-ე წუთზე საჯარიმოში მყოფმა დიდიე დროგბამ რეინას კარის
მიმართულებით დაარტყა, ბურთი ფეხებს შორის მარტინ შკრტელს გაუძვრა, შემდეგ
კი ესპანელი კიპერის კარშიც აღმოჩნდა. 64-ე წუთზე ენდრიუ ქეროლმა ძლიერი
დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა, 83-ე წუთზე კი თავური დარტყმით დუბლის
გაფორმებას ცდილობდა, თუმცა მთავარმა მსაჯმა ფილ დაუდმა საეჭვო ვითარებაში
ინგლისელის ფორვარდის დარტყმული გოლად არ შეაფასა. საბოლოოდ, ინგლისის თასს
ლონდონის "ჩელსი"
დაეუფლა.
"ჩელსი"-"ლივერპული"
2:1 ლონდონი, "უემბლი"
89102
"ჩელსი": ჩეხი, ბოსინგვა,
ივანოვიჩი, ტერი, კოული, ლამპარდი, მიკელი, რამირესი (მეირელეში 77'), მატა
(მალუდა 90+1'), კალუ, დროგბა. მთავარი მწვრთნელის მოვალეობის
შემსრულებელი: რობერტო დი მატეო.
maiko_gerrard იგივე მაიკო შაღაშვილი, რომელიც ჩვენი საიტის მომხმარებელია, "ლივერპულის" ქართველი ფანებიდან ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფანია. ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც მის ჩანაწერებს წაიკითხავთ.
ლევან აბესაძის (lenny) მოთხრობათა კრებულია, რომელშიც მთავარი გმირი პატრიკ ორბელი ირლანდიიდან მერსისაიდში გადმოსახლებული ბიჭია, რომელსაც "ლივერპულის" ფანებთან ერთად მრავალი ისტორია გადახდება თავს.