ორშაბათი, 20.05.2024, 01:13     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » მატჩები

ამხანაგური: "მალაიზია XI"-"ლივერპული"
16 ივლისი, 2011.
მალაიზია, კუალა-ლუმპური
ამხანაგური მატჩი. "ბუკიტ ჯალილი"
"მალაიზია XI" 1:1 "ლივერპული"


დღეს "ლივერპულმა" აზიური ტურნეს რანგში რიგით მეორე მატჩი გამართა.
მერსისაიდელებს "ბუკიტ ჯალილზე" "მალაიზია XI" ამხანაგურად გაეჯიბრა, თუმცა უცხო თვალისთვის ძნელი შესამჩნევი იქნებოდა ეს რომ ამხანაგური შეხვედრა იყო. მალაიზიელები დიდი მონდომებით გამოვიდნენ მოედანზე, არაფრის დათმობას არ აპირებდნენ და პირველივე წუთებიდანვე დაგვანახეს, რომ საბრძოლველად მზად იყვნენ.

"ლივერპული" მოედანზე შემდეგი შემადგენლობით გამოვიდა: ჯონსი, ფლანაგანი, კარაგერი, აგერი, რობინსონი, ადამი, სპირინგი, კოადი, კოული, მეირელეში, კეროლი. ჩარლი ადამი პირველად გამოჩნდა "ლივერპულის" ძირითად შემადგენლობაში და უნდა ითქვას, რომ ორივე გუნდის ფეხბურთელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

შეხვედრის სტარტშივე "ლივერპულმა" მოიპოვა ტერიტორიული უპირატესობა და გაცილებით მეტს უტევდა ვიდრე მეტოქე. აზიელები თავის დაცვაზე იყვნენ ორიენტირებული და სწრაფი კონტრშეტევის მოლოდინით თამაშობდნენ.

მატჩის 25-ე წუთზე ენდი კეროლი მეტოქის საჯარიმო მოედანზე დაეცა, გაისმა მთავარი მსაჯის სასტვენის ხმა, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ დაინიშნა თერთმეტმეტრიანი დარტყმა. ბურთთან ადამი მივიდა, დაარტყა და უპრობლემოდ გაიტანა, თუმცა არბიტრმა ფეხბურთელს გოლი არ ჩაუთვალა და მეორედ მოსთხოვა დარტყმა. შოტლანდიელმა ახალწვეულმა მეორედაც უნაკლოდ შეასრულა პენალტი და 1:0 მერსისაიდელთა სასარგებლოდ.

ამის შემდეგ მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ბოლო წუთებში "ლივერპული" ოდნავ მოდუნდა, რიტაც აზიელებმა ისარგებლეს. მე-40 წუთზე მერსისაიდელთა კარის მიმართულებით საახიფათო ჯარიმა დაინიშნა. შაფიქ რაჰიმმა ინგლისელთა მეკარეს შანსი არ დაუტოვა 1:1.

შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლოს მალაიზიელებს წინ გასვლის რამდენიმე შანსი მიეცათ, თუმცა საბოლოო ჯამში, მატჩის ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში "ლივერპულმა" შემადგნელობა მთლიანად შეცვალა: ჯონსის ნაცვლად გულასკი, ფლანაგანის ნაცვლად კელი, რობინსონის ნაცვლად ინსუა, აგერის ნაცვლად უილსონი, კარაგერის ნაცვლად კირიაკოსი, მეირელეშის ნაცვლად მაქსი როდრიგესი, სპირინგის ნაცვლად პოულსენი, ადამის ნაცვლად აკვილანი, კოადის ნაცვლად კიუიტი, კოულის ნაცვლად შელვი ხოლო კეროლის ნაცვლად ნგოგი გამოვიდნენ.

მატჩის მეორე ნახევარი მერსისაიდელთა უპირატესობით დაიწყო და წარიმართა კიდეც.

68-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ინსუას ჩაწოდების შემდეგ მეტოქე გუნდის მცველტა შორის გაუგებრობა მოხდა, ბურთი ნგოგს მიუვიდა, ფრნაგს კი სამი მეტრიდან არ გასჭირვებია მალაიზიელთა კარის დალაშქვრა 1:2.

ერთ წუთში ნგოგმა დუბლი შეასრულა. ფრანგს საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი აკვილანმა გადასცა, მერსისაიდელთა ფორვარდი შევიდა საჯარიმოში და უძლიერესი დარტმით უპირატესობა გაზარდა 1:3.

76-ე წუთზე "მალაიზია XI" საბოლოოდ მოიშალა. ინსუამ მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, მაქსიმ კი ვარდნაში შესძლო მეტოქის კარის ბადის მეოთხედ შერხევა 1:4.

ამის შემდეგ აზიელები ცოტა აზრზე მოვიდნენ.
კატეგორია: მატჩები | დაამატა: GeoScouser (16.07.2011)
ნანახია: 797 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
მატჩები [55]
პრევიუ [24]
"ჩემი წითელი ისტორია" [7]
maiko_gerrard იგივე მაიკო შაღაშვილი, რომელიც ჩვენი საიტის მომხმარებელია, "ლივერპულის" ქართველი ფანებიდან ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფანია. ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც მის ჩანაწერებს წაიკითხავთ.
ფეხბურთელები [14]
"ლივეპულის" ფეხბურთელები
"მერსესაიდელი ირლანდიელები" [5]
ლევან აბესაძის (lenny) მოთხრობათა კრებულია, რომელშიც მთავარი გმირი პატრიკ ორბელი ირლანდიიდან მერსისაიდში გადმოსახლებული ბიჭია, რომელსაც "ლივერპულის" ფანებთან ერთად მრავალი ისტორია გადახდება თავს.
2011-2012 სეზონის მატჩები [1]
ჩათი
01:13
16 ივლისი, 2011.
მალაიზია, კუალა-ლუმპური
ამხანაგური მატჩი. "ბუკიტ ჯალილი"
"მალაიზია XI" 1:1 "ლივერპული"


დღეს "ლივერპულმა" აზიური ტურნეს რანგში რიგით მეორე მატჩი გამართა.
მერსისაიდელებს "ბუკიტ ჯალილზე" "მალაიზია XI" ამხანაგურად გაეჯიბრა, თუმცა უცხო თვალისთვის ძნელი შესამჩნევი იქნებოდა ეს რომ ამხანაგური შეხვედრა იყო. მალაიზიელები დიდი მონდომებით გამოვიდნენ მოედანზე, არაფრის დათმობას არ აპირებდნენ და პირველივე წუთებიდანვე დაგვანახეს, რომ საბრძოლველად მზად იყვნენ.

"ლივერპული" მოედანზე შემდეგი შემადგენლობით გამოვიდა: ჯონსი, ფლანაგანი, კარაგერი, აგერი, რობინსონი, ადამი, სპირინგი, კოადი, კოული, მეირელეში, კეროლი. ჩარლი ადამი პირველად გამოჩნდა "ლივერპულის" ძირითად შემადგენლობაში და უნდა ითქვას, რომ ორივე გუნდის ფეხბურთელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

შეხვედრის სტარტშივე "ლივერპულმა" მოიპოვა ტერიტორიული უპირატესობა და გაცილებით მეტს უტევდა ვიდრე მეტოქე. აზიელები თავის დაცვაზე იყვნენ ორიენტირებული და სწრაფი კონტრშეტევის მოლოდინით თამაშობდნენ.

მატჩის 25-ე წუთზე ენდი კეროლი მეტოქის საჯარიმო მოედანზე დაეცა, გაისმა მთავარი მსაჯის სასტვენის ხმა, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ დაინიშნა თერთმეტმეტრიანი დარტყმა. ბურთთან ადამი მივიდა, დაარტყა და უპრობლემოდ გაიტანა, თუმცა არბიტრმა ფეხბურთელს გოლი არ ჩაუთვალა და მეორედ მოსთხოვა დარტყმა. შოტლანდიელმა ახალწვეულმა მეორედაც უნაკლოდ შეასრულა პენალტი და 1:0 მერსისაიდელთა სასარგებლოდ.

ამის შემდეგ მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ბოლო წუთებში "ლივერპული" ოდნავ მოდუნდა, რიტაც აზიელებმა ისარგებლეს. მე-40 წუთზე მერსისაიდელთა კარის მიმართულებით საახიფათო ჯარიმა დაინიშნა. შაფიქ რაჰიმმა ინგლისელთა მეკარეს შანსი არ დაუტოვა 1:1.

შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლოს მალაიზიელებს წინ გასვლის რამდენიმე შანსი მიეცათ, თუმცა საბოლოო ჯამში, მატჩის ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში "ლივერპულმა" შემადგნელობა მთლიანად შეცვალა: ჯონსის ნაცვლად გულასკი, ფლანაგანის ნაცვლად კელი, რობინსონის ნაცვლად ინსუა, აგერის ნაცვლად უილსონი, კარაგერის ნაცვლად კირიაკოსი, მეირელეშის ნაცვლად მაქსი როდრიგესი, სპირინგის ნაცვლად პოულსენი, ადამის ნაცვლად აკვილანი, კოადის ნაცვლად კიუიტი, კოულის ნაცვლად შელვი ხოლო კეროლის ნაცვლად ნგოგი გამოვიდნენ.

მატჩის მეორე ნახევარი მერსისაიდელთა უპირატესობით დაიწყო და წარიმართა კიდეც.

68-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ინსუას ჩაწოდების შემდეგ მეტოქე გუნდის მცველტა შორის გაუგებრობა მოხდა, ბურთი ნგოგს მიუვიდა, ფრნაგს კი სამი მეტრიდან არ გასჭირვებია მალაიზიელთა კარის დალაშქვრა 1:2.

ერთ წუთში ნგოგმა დუბლი შეასრულა. ფრანგს საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი აკვილანმა გადასცა, მერსისაიდელთა ფორვარდი შევიდა საჯარიმოში და უძლიერესი დარტმით უპირატესობა გაზარდა 1:3.

76-ე წუთზე "მალაიზია XI" საბოლოოდ მოიშალა. ინსუამ მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, მაქსიმ კი ვარდნაში შესძლო მეტოქის კარის ბადის მეოთხედ შერხევა 1:4.

ამის შემდეგ აზიელები ცოტა აზრზე მოვიდნენ.
მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2725
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2720
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2465
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2066
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 2026
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.