პარასკევი, 03.05.2024, 15:02     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2012 » თებერვალი » 12 » ვინ გახდება ინგლისის ნაკრების კაპიტანი?
03:29
ვინ გახდება ინგლისის ნაკრების კაპიტანი?


ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ჯონ ტერის ნაკრების კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა თუ არა, მაშინვე დაიწყო იმის განხილვა, თუ ვინ იქნება "სამი ლომის" ახალი კაპიტანი. ინგლისში რამდენიმე ძირითადი კანდიდატურა სახელდება, რომელთაგან უმთავრესად "ლივერპულის" 31-წლის ნახევარმცველი სტივენ ჯერარდი მიიჩნევა. ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა talkSPORT-მა გამოკითხვაც კი ჩაატარა კითხვით - ვინ გსურთ ინგლისის ნაკრების მომავალ კაპიტნად, სადაც მერსისაიდული გუნდის ლიდერმა 54 პროცენტით პირველი ადგილი დაიკავა.

ჯერარდი გამოცდილი ფეხბურთელია, მას უმაღლეს დონეზე აქვს ნათამაშები კლუბშიც და ნაკრებშიც, ითვლება "ლივერპულის" კაპიტნად, გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისელებს სწორედ ის კაპიტნობდა, მთელს ბრიტანეთში პატივსაცემი პიროვნებაა როგორც საფეხბურთო სამყაროში, ასევე ფეხბურთს მიღმა - ეს ის ფაქტორებია, რაც "ენფილდროუდელთა" ლიდერის ნაკრებში კაპიტნად გახდომის ალბათობას ზრდის.

სხვათაშორის, "სამი ლომის" კაპიტნის სამკლავურის მოპოვების ერთ-ერთ კანდიდატად "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი უეინ რუნიც სახელდება. "წითელი ეშმაკების" თავდამსხმელს მცირე შანსი აქვს, თუმცა რუნისთვის ამ სიაში მოხვედრა დიდი პატივია.

წუხელ რუნი სოციალური ქსელის მეშვეობით აღნიშნულ თემას გამოეხმაურა და შემდეგი აღნიშნა: "სიამოვნებით ვიქნებოდი ინგლისის ნაკრები კაპიტანი, თუმცა ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. ჩემი აზრით, ამ საქმეს ჯერარდი უფრო შეეფერება".

აქამდე ტერის შემცვლელად ასახელებდნენ რიო ფერდინანდსაც, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა თავად აღნიშნა, რომ ნაკრების კაპიტნად გახდომა არ სურს.

ჯერარდის გარდა ნაკრების კაპიტნად გახდომის ყველაზე რეალური კანდიდატები "ტოტენჰემ ჰოთსბურის" ნახევარმცველი სკოტ პარკერი და "მანჩესტერ სიტის" გოლკიპერი ჯო ჰარტი არიან, თუმცა ამ უკანასკნელმა უკვე განაცხადა, რომ გუნდი კაპიტნის სამკლავურის ჩასაბარებლად ჯერ მზად არ არის.

ავტორი:  ბექა დოგრაშვილი

ნანახია: 750 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
15:02


ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ჯონ ტერის ნაკრების კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა თუ არა, მაშინვე დაიწყო იმის განხილვა, თუ ვინ იქნება "სამი ლომის" ახალი კაპიტანი. ინგლისში რამდენიმე ძირითადი კანდიდატურა სახელდება, რომელთაგან უმთავრესად "ლივერპულის" 31-წლის ნახევარმცველი სტივენ ჯერარდი მიიჩნევა. ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა talkSPORT-მა გამოკითხვაც კი ჩაატარა კითხვით - ვინ გსურთ ინგლისის ნაკრების მომავალ კაპიტნად, სადაც მერსისაიდული გუნდის ლიდერმა 54 პროცენტით პირველი ადგილი დაიკავა.

ჯერარდი გამოცდილი ფეხბურთელია, მას უმაღლეს დონეზე აქვს ნათამაშები კლუბშიც და ნაკრებშიც, ითვლება "ლივერპულის" კაპიტნად, გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისელებს სწორედ ის კაპიტნობდა, მთელს ბრიტანეთში პატივსაცემი პიროვნებაა როგორც საფეხბურთო სამყაროში, ასევე ფეხბურთს მიღმა - ეს ის ფაქტორებია, რაც "ენფილდროუდელთა" ლიდერის ნაკრებში კაპიტნად გახდომის ალბათობას ზრდის.

სხვათაშორის, "სამი ლომის" კაპიტნის სამკლავურის მოპოვების ერთ-ერთ კანდიდატად "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი უეინ რუნიც სახელდება. "წითელი ეშმაკების" თავდამსხმელს მცირე შანსი აქვს, თუმცა რუნისთვის ამ სიაში მოხვედრა დიდი პატივია.

წუხელ რუნი სოციალური ქსელის მეშვეობით აღნიშნულ თემას გამოეხმაურა და შემდეგი აღნიშნა: "სიამოვნებით ვიქნებოდი ინგლისის ნაკრები კაპიტანი, თუმცა ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. ჩემი აზრით, ამ საქმეს ჯერარდი უფრო შეეფერება".

აქამდე ტერის შემცვლელად ასახელებდნენ რიო ფერდინანდსაც, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა თავად აღნიშნა, რომ ნაკრების კაპიტნად გახდომა არ სურს.

ჯერარდის გარდა ნაკრების კაპიტნად გახდომის ყველაზე რეალური კანდიდატები "ტოტენჰემ ჰოთსბურის" ნახევარმცველი სკოტ პარკერი და "მანჩესტერ სიტის" გოლკიპერი ჯო ჰარტი არიან, თუმცა ამ უკანასკნელმა უკვე განაცხადა, რომ გუნდი კაპიტნის სამკლავურის ჩასაბარებლად ჯერ მზად არ არის.

ავტორი:  ბექა დოგრაშვილი

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2703
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2700
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2450
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2051
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1923
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.